არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიისადმი ინტერესს აფასებენ

ბიბლიისადმი ინტერესს აფასებენ

ბიბლიისადმი ინტერესს აფასებენ

მარიანა სამხრეთ იტალიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეა. ის 18 წლისაა და საშუალო სკოლას ამთავრებს. მის სკოლაში სხვა მოწმეებიც სწავლობენ.

თავის წერილში მარიანა ამბობს: «რამდენიმე წელია, რაც ზოგიერთი ჩვენგანი შესვენებაზე ბიბლიურ მუხლს განვიხილავთ „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვიდან“. ერთადერთი ადგილი, სადაც შეგვიძლია ამის გაკეთება, სამასწავლებლოსთან ახლოს მდებარე დერეფანია, სადაც არ არის საკმარისი სიწყნარე. მასწავლებლები გვხედავდნენ ხოლმე, როცა ჩაგვივლიდნენ და ზოგი ჩერდებოდა კიდეც, რომ ენახა, თუ რას ვაკეთებდით. ეს ხშირად შესაძლებლობას გვაძლევდა, მათ კითხვებზე გვეპასუხა. დღეში, სულ მცირე, ერთი მასწავლებელი მაინც ჩერდებოდა და კითხვებს გვისვამდა. ზოგი უბრალოდ გვისმენდა, თუ როგორ განვიხილავდით ბიბლიურ მუხლს და გვაქებდა, რომ მოწმეები დიდ ინტერესს ვავლენდით სულიერი საკითხებისადმი. ერთხელ სასწავლო ნაწილის გამგემ სამასწავლებლოში შეგვიყვანა, რომ გვესაუბრა.

მას შემდეგ, რაც დაინახა, თუ სად განვიხილავდით ბიბლიურ მუხლს, ჩემმა მასწავლებელმა დირექტორს სთხოვა, ჩვენთვის საკლასო ოთახი გამოეყო, სადაც შედარებით უფრო სიწყნარე იქნებოდა. დირექტორი დათანხმდა. მასწავლებელმა მთელი კლასის წინაშე შეგვაქო სხვებისთვის კარგი მაგალითის მიცემისთვის. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ იეჰოვამ გვაკურთხა და ქადაგების ასეთი კარგი შესაძლებლობა მოგვცა».