ვინარჩუნებ ერთგულებას როგორც ქრისტეს მეომარი
ბიოგრაფია
ვინარჩუნებ ერთგულებას როგორც ქრისტეს მეომარი
მოგვითხრო იური კაპტოლამ
„ახლა დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად გაქვს რწმენა!“ ეს სიტყვები მითხრა მამაკაცმა, რომლისგანაც ამას სულაც არ ველოდი. ის საბჭოთა არმიის ოფიცერი იყო. მისმა სიტყვებმა ძალიან გამამხნევა ზუსტად მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მალე დიდი ხნით პატიმრობას მომისჯიდნენ და ლოცვაში იეჰოვას მხურვალედ ვთხოვდი მხარდაჭერას. მომიწევდა რთული სიტუაციის ატანა, რაც მოთმინებასა და სიმტკიცეს მოითხოვდა.
დავიბადე 1962 წლის 19 ოქტომბერს უკრაინის დასავლეთ ნაწილში. ამ წელს მამაჩემი, რომელსაც ასევე იური ერქვა, იეჰოვას მოწმეებს შეხვდა. მალე ის პირველი მოწმე იყო ჩვენს სოფელში. მისი სამქადაგებლო საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს ეწინააღმდეგებოდნენ.
მეზობლების უმეტესობა აფასებდა ჩემს მშობლებს ქრისტიანული თვისებების და სხვებთან კარგი დამოკიდებულების გამო. მშობლები ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ, რომ ჩემი სამი დისთვის და ჩემთვის ადრიდანვე ჩაენერგათ ღვთის სიყვარული. ეს კი მეხმარებოდა იმ სირთულეების დროს, რომლებსაც სკოლაში ვხვდებოდი. ერთ-ერთი სირთულის წინაშე მაშინ დავდექი, როდესაც ყოველი მოსწავლისგან მოითხოვეს ოქტომბრელის ნიშნის ტარება. ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვის გამო უარი ვთქვი ამ ნიშნის ტარებაზე და ამიტომაც ყველასგან განვსხვავდებოდი (იოანე 6:15; 17:16).
მოგვიანებით, როდესაც მე-3 კლასში ვიყავი,
ყველა მოსწავლისგან მოითხოვდნენ, გაერთიანებულიყვნენ კომუნისტურ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან, რომელსაც „ნორჩი პიონერები“ ერქვა. ერთ დღეს ჩვენი კლასი სკოლის ეზოში გამოგვიყვანეს, რათა პიონერულ ხაზზე დავმდგარიყავით. შიშის გრძნობა დამეუფლა, რადგან დაცინვასა და ყვირილს მოველოდი. სახლიდან ყველას მოტანილი ჰქონდა ახალი წითელი ყელსახვევი. მოსწავლეები გრძელ რიგად დადგნენ, წინ კი სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და უფროსკლასელები იდგნენ. როდესაც უფროსკლასელებს სთხოვეს, ჩვენთვის ყელსახვევები გაეკეთებინათ, მე თავი დავხარე და იმედი მქონდა, რომ ყურადღებას არავინ მომაქცევდა.შორეულ ციხეებში
როდესაც 18 წლის ვიყავი, ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვის გამო სამი წლით პატიმრობა მომისაჯეს (ესაია 2:4). პირველ წელს უკრაინაში, ვინიცკაიას ოლქში, პატარა ქალაქ ტრუდოვოეში ვმსახურობდი. იქ შევხვდი 30 სხვა იეჰოვას მოწმეს. ორ-ორად გაგვანაწილეს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდოდათ, ჩვენთვის ხელი შეეშალათ და ერთმანეთს დავეშორებინეთ.
1982 წლის აგვისტოში მე და ედუარდი, რომელიც ასევე იეჰოვას მოწმე იყო, მატარებლით, პატიმართათვის განკუთვნილი ვაგონებით, ჩრდილოეთ ურალის მთებში გადაგვიყვანეს სხვა პატიმრებთან ერთად. რვა დღის განმავლობაში, სანამ პერმსკაიას ოლქში არსებულ სოლიკამსკის ციხეში მიგვიყვანდნენ, საშინელ პირობებში — სიცხესა და სივიწროვეში — მოგვიწია ყოფნა. ედუარდი და მე სხვადასხვა საკანში მოგვათავსეს. ორი კვირის შემდეგ გადამიყვანეს შორეულ ჩრდილოეთში, ვიოლსში, კრასნოვიშერსკის რაიონში.
იქ შუაღამით ჩავედით და ძალიან ბნელოდა. მიუხედავად სიბნელისა, ოფიცერმა გვიბრძანა, რომ ჩვენი ჯგუფი ნავით მდინარის მეორე ნაპირას გადავსულიყავით. უკუნი სიბნელის გამო ვერც მდინარეს ვხედავდით და ვერც ნავს. მიუხედავად ამისა, ხელების ცეცებით ძლივს მოვძებნეთ ნავი და, შეშინებულებმა, როგორც იქნა მოვახერხეთ მდინარის გადაკვეთა. მეორე ნაპირზე გადასვლის შემდეგ მივყევით შუქს, რომელიც ახლომდებარე გორაკიდან მოჩანდა. იქ რამდენიმე კარავი დაგვხვდა. ეს ჩვენი ახალი სახლი იყო. მე ვცხოვრობდი შედარებით დიდ კარავში დაახლოებით 30 სხვა პატიმართან ერთად. ზამთარში დიდ ყინვებს ვუძლებდით, ტემპერატურა ზოგჯერ -40 გრადუსამდე ეცემოდა. კარავში არსებული პირობები კი ნამდვილად არ იყო დამაკმაყოფილებელი. პატიმრების ძირითადი სამუშაო ხეების მოჭრა იყო, მაგრამ მე პატიმრებისთვის აშენებულ ქოხებში ვმუშაობდი.
სულიერი საზრდო ჩვენამდეც აღწევს
მართალია იმ დასახლებაში მხოლოდ ერთადერთი მოწმე ვიყავი, მაგრამ იეჰოვას არასდროს მივუტოვებივარ. ერთ დღეს დედაჩემისგან, რომელიც ჯერ კიდევ დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობდა, ამანათი მივიღე. როდესაც მცველმა ამანათი გახსნა, პირველი, რაც დაინახა, პატარა ბიბლია იყო. მან ამოიღო წიგნი და გადაფურცვლა დაიწყო. ვფიქრობდი, ისეთი რამ მეთქვა, რომ ეს სულიერი განძი არ ჩამოერთვათ. „რა არის ეს?“ — უკმეხად იკითხა მცველმა. სანამ ვუპასუხებდი, ინსპექტორმა, რომელიც იქვე ახლოს იდგა, თქვა: „ეს ლექსიკონია“. მე არაფერი მითქვამს (ეკლესიასტე 3:7). ინსპექტორმა ამანათი შეამოწმა და ბიბლიასთან ერთად გადმომცა. ბიბლიის დაბრუნებისთვის იმდენად გახარებული ვიყავი, რომ ამანათიდან თხილი შევთავაზე. ამანათის მიღებამ დამარწმუნა, რომ იეჰოვას არ დავვიწყებივარ. ის მეხმარებოდა და ზრუნავდა ჩემს სულიერ მოთხოვნილებებზე (ებრაელები 13:5).
შეუპოვრად ქადაგება
რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემდა გასაკვირად წერილი მივიღე ქრისტიანი ძმისგან, რომელიც დაახლოებით 400 კილომეტრის დაშორებით პატიმრობაში იმყოფებოდა. ის მწერდა, რომ შესაძლოა ჩემს ბანაკში იმყოფებოდა ერთი მამაკაცი, რომელმაც ბიბლიისადმი ინტერესი გამოავლინა და მთხოვდა, მეპოვა ის. ასეთი წერილის მოწერა არ იყო კარგი, რადგან ჩვენს წერილებს საქმეები 4:20). ოფიცერი მიხვდა, რომ ვერ შემაშინებდა, ამიტომაც გადაწყვიტა, თავიდან მოვეშორებინე. მე სხვა ბანაკში გამგზავნეს.
ყოველთვის კითხულობდნენ. ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა დამიბარა თავის სამუშაო ოთახში და მკაცრად გამაფრთხილა, რომ არ მექადაგა. შემდეგ კი მიბრძანა, დოკუმენტზე ხელი მომეწერა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვებს ჩემი რწმენის შესახებ არ დავლაპარაკებოდი. მე ვუპასუხე, რომ არ მესმოდა, თუ რატომ უნდა მომეწერა ხელი ასეთ დოკუმენტზე, როდესაც ყველამ იცოდა, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. ისიც აღვნიშნე, რომ სხვა პატიმრები მეკითხებოდნენ, თუ რატომ ვიყავი დაპატიმრებული. რა უნდა მეპასუხა მათთვის? (გადამიყვანეს 200 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ ვაიაში. იქ ზედამხედველები პატივს სცემდნენ ჩემს ქრისტიანულ მრწამსს. ამიტომაც ისეთი სამუშაო მომცეს, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა სამხედრო საქმესთან. პირველად დურგლად ვმუშაობდი, შემდეგ კი — ელექტრიკოსად. ამ სამუშაოების შესრულებასაც თავისი სირთულეები სდევდა თან. ერთხელ მითხრეს, რომ სამუშაო იარაღები ამეღო და სოფელში წავსულიყავი. როცა იქ ჩავედი, ჯარისკაცებს ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა. მათ პრობლემები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ გაენათებინათ სხვადასხვა სამხედრო ემბლემები. მათ უნდოდათ, დავხმარებოდი შეკეთებაში, რადგან ემზადებოდნენ წითელი არმიის ყოველწლიური დღესასწაულისთვის. ლოცვისა და ფიქრის შემდეგ ვუთხარი, რომ ასეთ სამუშაოს ვერ შევასრულებდი. მივეცი ჩემი სამუშაო იარაღები და დავტოვე ისინი. დამიბარეს დირექტორის მოადგილესთან. ჩემდა გასაკვირად, მან მომისმინა და მიპასუხა: „ამიტომაც ვაფასებ ამ კაცს. ის პრინციპული ადამიანია“.
გამხნევება მისგან, ვისგანაც არ ველოდი
1984 წლის 8 ივნისს, ზუსტად 3–წლიანი პატიმრობის შემდეგ, გამათავისუფლეს და უკრაინაში დავბრუნდი. მილიციის რეგისტრაციაში გამატარეს, როგორც ყოფილი პატიმარი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ექვს თვეში სასამართლოში დამიბარებდნენ, ამიტომაც უკეთესი იქნებოდა, იქაურობა დამეტოვებინა. ასე რომ, დავტოვე უკრაინა და საბოლოოდ ლატვიაში ვიშოვე სამუშაო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლებლობა მომეცა, მექადაგა და მეთანამშრომლა პატარა ჯგუფთან, მოწმეებთან, რომლებიც რიგაში და გარშემომდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ. მაგრამ ერთი წლის შემდეგ სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. კომისარიატში ოფიცერს დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ ადრე უკვე მქონდა უარი ნათქვამი სამხედრო სამსახურზე. მან ყვირილით მიპასუხა: „ნამდვილად გესმის, რას აკეთებ? დავინახავ, რას ეტყვი პოდპოლკოვნიკს!“
მან მიმაცილა მეორე სართულზე მდებარე ოთახამდე, სადაც გრძელ მაგიდასთან პოდპოლკოვნიკი იჯდა. ამ უკანასკნელმა ყურადღებით მომისმინა. მე ავუხსენი მას ჩემი პოზიცია, რის შემდეგაც მითხრა, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი ჩემს გადაწყვეტილებაზე, სანამ ჯარში გამწვევ კომისიას შევხვდებოდი. პოდპოლკოვნიკის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ ოფიცერმა, რომელმაც თავდაპირველად მიყვირა,
აღიარა: „ახლა დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად გაქვს რწმენა!“ კომისიის წინაშე კვლავ უარი ვთქვი ჯარში მსახურებაზე, რის შემდეგაც გამომიშვეს.ამ დროის განმავლობაში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ერთ საღამოს კარზე კაკუნი მომესმა. კარი გავაღე და დავინახე კოსტიუმში გამოწყობილი უცნობი მამაკაცი პორტფელით ხელში. ის თავად გამეცნო: „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან ვარ. ვიცი, რომ პრობლემები გაქვთ და აპირებთ სასამართლოში ჩივილს“. „დიახ“, — ვუპასუხე მე. მან თქვა: „ჩვენ დაგეხმარებით, თუ დათანხმდებით ჩვენთან მუშაობაზე“. „არა, ეს შეუძლებელია. მე ჩემს ქრისტიანულ რწმენას არ ვუღალატებ“, — ვთქვი მე. როდესაც დაინახა, რომ ვერაფერი მაიძულებდა თვალსაზრისის შეცვლას, ის წავიდა.
ისევ ციხეში, ისევ ქადაგება
1986 წლის 26 აგვისტოს რიგის სახელმწიფო სასამართლომ ოთხი წლით იძულებითი სამუშაო მომისაჯა და რიგის ცენტრალურ ციხეში გადამიყვანეს. 40 პატიმართან ერთად დიდ საკანში მომათავსეს; ვცდილობდი, საკანში ყველასთვის მექადაგა. ზოგი ამბობდა, რომ ღმერთი სწამდა, სხვები კი იცინოდნენ. შევამჩნიე, რომ აქ გარკვეული დაჯგუფებები იყო და თითოეულ ჯგუფს თავისი მეთაური ჰყავდა; ერთხელაც ეს მეთაურები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ქადაგების უფლება არ მქონდა, რადგან მათ დაუწერელს კანონებს არ ვემორჩილებოდი. მე მათ ავუხსენი, რომ სწორედ იმ მიზეზის გამო ვიყავი დაპატიმრებული, რომ განსხვავებული კანონების მიხედვით ვცხოვრობდი.
ფრთხილად მაინც ვაგრძელებდი ქადაგებას. მათგან, ვინც დაინტერესებული იყო სულიერი საკითხებით, ოთხ კაცთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. შესწავლის დროს ისინი ბიბლიის ძირითად სწავლებებს რვეულებში იწერდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ ვალმიერაში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გამაგზავნეს, სადაც ელექტრიკოსად ვმუშაობდი. იქ ბიბლიის შესწავლის დაწყება შევძელი სხვა ელექტრიკოსთან, რომელიც ოთხი წლის შემდეგ იეჰოვას მოწმე გახდა.
1988 წლის 24 მარტს მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან ახლოს მდებარე კოლონია–დასახლებაში გადამიყვანეს. ეს მართლაც დიდი კურთხევა იყო, რადგან უფრო მეტი თავისუფლება მქონდა. დამავალეს მემუშავა სხვადასხვა სამშენებლო ადგილებში. ყოველთვის ვეძებდი შესაძლებლობებს, რომ მექადაგა. ხშირად ბანაკიდან შორს მივდიოდი და გვიან ღამემდე ვქადაგებდი, მაგრამ დაბრუნებისას არასდროს მქონია პრობლემები.
იეჰოვამ აკურთხა ჩემი ძალისხმევა. იმ ტერიტორიაზე მოწმეები ცოტანი იყვნენ, ქალაქში კი ცხოვრობდა მხოლოდ ერთი ხანდაზმული და, ვილმა კრუმინა. ჩვენ ახალგაზრდებთან ბევრ შესწავლას ვატარებდით. ხანდახან და–ძმები საქადაგებლად რიგიდან ჩამოდიოდნენ, ლენინგრადიდან (სანქტ–პეტერბურგი) კი პიონერები გვეხმარებოდნენ. იეჰოვას დახმარებით რამდენიმე ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. მალე პიონერი გავხდი და თვეში 90 საათს ვუთმობდი ქადაგებას.
1990 წლის 7 აპრილს ჩემი საქმე ვალმიერას სახალხო სასამართლოში უნდა განხილულიყო. როდესაც საქმის მოსმენა დაიწყო, პროკურორი ვიცანი. ის ახალგაზრდა კაცი იყო, ვისთანაც ადრე ბიბლიაზე ვსაუბრობდი. მან მიცნო, გაიღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. დღესაც კი მახსოვს მოსამართლის მიერ ნათქვამი სიტყვები: „იური, შენი დაპატიმრება, რომელიც ოთხი წლის წინ მოგისაჯეს, იყო უკანონო. მათ არ უნდა დაეპატიმრებინეთ“. საბედნიეროდ, მე გამათავისუფლეს.
ქრისტეს მეომარი
1990 წლის ივნისში კიდევ ერთხელ დამჭირდა კომისარიატში მისვლა რიგის მოქალაქეობის მისაღებად. იმ ოფისში შევედი, სადაც ოთხი წლის წინ გრძელ მაგიდასთან მჯდომ პოდპოლკოვნიკს ვუთხარი, რომ სამხედრო სამსახურზე უარს ვამბობდი. ამჯერად ის წამოდგა, ხელი ჩამომართვა და მითხრა: „სირცხვილია, რომ ამდენი რამის გადატანა მოგიწია. ძალიან ვწუხვარ იმისთვის, რაც მოხდა“.
2 ტიმოთე 2:3, 4). მან თქვა: „არც ისე დიდი ხნის წინ ბიბლია ვიყიდე და ვკითხულობ“. მე თან მქონდა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ *. წიგნი გადავშალე იმ თავზე, სადაც განხილულია ბოლო დღეების ნიშნები და ვაჩვენე, თუ როგორ არის დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველება ჩვენს დროსთან. დიდი პატივისცემის ნიშნად მან ხელი ჩამომართვა და წარმატებები მისურვა ჩემს საქმიანობაში.
მე ვუპასუხე: „მე ქრისტეს მეომარი ვარ და ჩემი დავალება უნდა შევასრულო. ბიბლიის დახმარებით თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ის, რასაც ქრისტე თავის მიმდევრებს დაჰპირდა — ბედნიერი მომავალი და მარადიული სიცოცხლე“ (იმ დროისთვის ლატვიაში ყანები მართლაც გადათეთრებული იყო მოსამკელად (იოანე 4:35). 1991 წელს კრებაში უხუცესად დავიწყე მსახურება. მთელ ქვეყანაში მხოლოდ ორი უხუცესი იყო. ერთი წლის შემდეგ ლატვიაში არსებული ერთადერთი კრება გაიყო ლატვიურ და რუსულ კრებებად. მე რუსულ კრებაში დამნიშნეს. მომდევნო წელს ისე სწრაფად გაიზარდა ჩვენი კრება, რომ სამად გაიყო. როდესაც წარსულს ვიხსენებ, ნათელია, რომ იეჰოვა თვითონ ხელმძღვანელობდა თავის ცხვრებს თავის ორგანიზაციამდე მისვლაში.
1998 წელს სპეციალურ პიონერად დამნიშნეს რიგის სამხრეთ–აღმოსავლეთით, 40 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში — იელგავაში. ამავე წელს მსახურებაში დახელოვნების სკოლაში მიმიწვიეს, რომელიც რუსულ ენაზე ტარდებოდა სოლნეჩნოეში, სანქტ–პეტერბურგთან ახლოს. მე ერთ–ერთი პირველი ლატვიელი ვიყავი, ვინც ეს სკოლა გაიარა. სკოლამ დამანახვა, მსახურებაში წარმატების მისაღწევად თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხალხის მიმართ სიყვარულის გამოვლენა. სკოლაში ნასწავლის გარდა, ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სიყვარულმა და ყურადღებამ, რომელსაც ბეთელის ოჯახის წევრები და სკოლის მასწავლებლები ჩვენდამი ავლენდნენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში მოხდა 2001 წელს, როდესაც კარინაზე, მშვენიერ ქრისტიან დაზე დავქორწინდი. კარინა შემომიერთდა სრული დროით მსახურებაში. ყოველდღე სიხარულს მანიჭებდა, როცა ვხედავდი, თუ როგორი ბედნიერი ბრუნდებოდა ჩემი მეუღლე სამქადაგებლო მსახურებიდან. მართლაც დიდი სიხარული მოაქვს იეჰოვას მსახურებას. კომუნისტური რეჟიმის დროს მწარე გამოცდილებამ ღმერთზე სრულიად მინდობა მასწავლა. ადამიანი, რომელსაც სურს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და მისი უზენაესობის მხარდაჭერა, მზად არის ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად. სხვებისთვის იეჰოვას შესახებ სწავლებამ ჩემს ცხოვრებას აზრი შემატა. ნამდვილად დიდი პატივია, ემსახურო იეჰოვას, როგორც „ქრისტეს მეომარმა“ (2 ტიმოთე 2:3).
[სქოლიოები]
^ აბზ. 29 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, მაგრამ ახლა აღარ იბეჭდება.
[სურათი 10 გვერდზე]
რიგის ცენტრალურ ციხეში ოთხწლიანი პატიმრობა მოვიხადე.
[სურათი 12 გვერდზე]
კარინასთან ერთად მსახურების დროს.