არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღირს ერთგულების გამოვლენა?

ღირს ერთგულების გამოვლენა?

ღირს ერთგულების გამოვლენა?

„თქვენ საკმაოდ ბევრს იხდით ჯანმრთელობის დაზღვევაში, — ამბობს კარლი, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი *. — თუ ჩემს კომპანიაში დაიზღვევთ თავს, თვეში 20 დოლარი დაგეზოგებათ, რაც ცოტა არ არის“.

„შეიძლება ასეც იყოს, — პასუხობს იენი. — მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთსა და იმავე კომპანიაში ვარ დაზღვეული. ის ყოველთვის სათანადოდ მეხმარებოდა; ამიტომ მინდა, მისი ერთგული დავრჩე“.

„ერთგულება შესანიშნავი თვისებაა, — პასუხობს კარლი. — თუმცა ეს ფული გიჯდებათ!“

კარლი მართალი იყო. ხშირად ერთგულება შეიძლება ვინმეს ფული უჯდებოდეს. ერთგულება მოითხოვს დროს, ენერგიასა და ვალდებულების გრძნობის ქონას. ღირს კი ის ამ ყველაფრის ფასად?

მეტად აფასებენ, ნაკლებად ავლენენ

გერმანიაში ჩატარებული ერთ–ერთი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 96 პროცენტმა ერთგულება სასურველ თვისებად მოიხსენია. მეორე გამოკითხვამ, რომელიც 18—24 წლის ასაკის ახალგაზრდებში ჩატარდა, აჩვენა, რომ სამიდან ორმა ერთგულება დადებით თვისებად მიიჩნია (Allensbach Opinion Research Institute).

მართალია ერთგულება საყოველთაოდ დაფასებული თვისებაა, მაგრამ სულ სხვაგვარად ხდება, როცა საქმე მის გამოვლენაზე მიდგება. მაგალითად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაქორწინებული წყვილები თუ ოჯახის წევრები ხშირად ნაკლებად ავლენენ ერთგულებას ერთმანეთის მიმართ. ხშირად მეგობრებიც კი არ არიან ერთმანეთის ერთგულები. ერთგულება, რომელიც წარსულში დამსაქმებელსა და მუშას, ასევე გამყიდველსა და მყიდველს შორის არსებობდა, ძირითადად, წარსულს ჩაჰბარდა. რატომ?

ზოგჯერ ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო დრო არ გვრჩება და ძალები არ გვყოფნის ერთგულების გამოსავლენად. ის, ვისაც ურთიერთობისას იმედი გაუცრუვდა, შესაძლოა ახლა თავს იკავებს ვინმეს მიმართ ერთგულების გამოვლენისგან. სხვები შეიძლება ზერელე ურთიერთობებს არჩევენ, რისთვისაც ერთგულება არ მოითხოვება.

მიზეზი რაც უნდა იყოს, ფაქტი ერთია — ერთგულებას უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე ავლენენ. ამიტომ განვიხილოთ შემდეგი საკითხები: ღირს ერთგულების გამოვლენა? თუ ღირს, ვის მიმართ უნდა ვიყოთ ერთგულნი და როგორ? რა სარგებლობას მოგვიტანს ერთგულების გამოვლენა?

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 ამ და შემდეგ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩანართი 3 გვერდზე]

ერთგულებას უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე ავლენენ.