არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძველ გერმანულ ბიბლიაში ღვთის სახელია მოხსენიებული

ძველ გერმანულ ბიბლიაში ღვთის სახელია მოხსენიებული

ძველ გერმანულ ბიბლიაში ღვთის სახელია მოხსენიებული

ღვთის სახელი, იეჰოვა, 7 000-ზე მეტჯერ გვხვდება „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანში“, რომელიც გერმანულ ენაზე 1971 წელს გამოვიდა *. ეს პირველი გერმანული ბიბლია არ არის, სადაც ღვთის სახელია მოხსენიებული. პირველი გერმანული ბიბლია, სადაც ღვთის სახელი, იეჰოვა, გვხვდება, დაახლოებით 500 წლის წინათ გამოიცა რომის კათოლიკური ეკლესიის ცნობილი თეოლოგის იოჰან ეკის მიერ.

იოჰან ეკი დაიბადა 1486 წელს სამხრეთ გერმანიაში. 24 წლის ასაკში ინგოლშტადტის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა თეოლოგიის დარგში და სიკვდილამდე, 1543 წლამდე, იქ მოღვაწეობდა. ეკი იყო მარტინ ლუთერის თანამედროვე. ისინი ერთი პერიოდი მეგობრობდნენ კიდეც. მოგვიანებით ლუთერი რეფორმატორი გახდა, მაშინ როცა ეკი კათოლიკური ეკლესიის ერთგული დარჩა.

ბავარიის ჰერცოგმა იოჰან ეკს ბიბლიის გერმანულ ენაზე თარგმნა დაავალა. ეს თარგმანი 1537 წელს გამოიცა. ერთ საეკლესიო ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ ეკის თარგმანი ახლოს არის ორიგინალთან და „უფრო მეტი აღიარება მოიპოვა, ვიდრე ამ ენაზე მანამდე არსებულმა თარგმანებმა“ (Kirchliches Handlexikon). გამოსვლის 6:3 იოჰან ეკს ასე აქვს ნათარგმნი: „მე ვარ უფალი, რომელიც გამოვეცხადე აბრაამს, ისააკს და იაკობს, ყოვლისშემძლე ღმერთი: და ჩემი სახელი ადონაი, მათთვის არ გამიცხადებია“. ეკმა მინდორზე ამ მუხლთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „სახელი ადონაი იეჰოუა“. ბიბლიის ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ გერმანულ ბიბლიაში ღვთის სახელი პირველად სწორედ ამ თარგმანში გამოჩნდა.

თუმცა ღვთის სახელი ათასობით წლის წინათ გახდა ცნობილი. ებრაულ ენაზე შესრულებულ უძველეს ჩანაწერებში „იეჰოვა“ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად არის მოხსენიებული (მეორე რჯული 6:4). თითქმის 2 000 წლის წინათ იესომ თქვა, რომ მან ადამიანებს ღვთის სახელი განუცხადა (იოანე 17:6). იმ დროიდან მოყოლებული ღვთის სახელი უამრავ ენაზე გახდა ცნობილი. მალე კი ფსალმუნების 82:19-ის თანახმად, ყველას ეცოდინება, რომ ის, რომლის სახელიც არის იეჰოვა, უზენაესია მთელ დედამიწაზე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ინგლისურ ენაზე პირველად 1961 წელს გამოიცა. დღეისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.

[სურათი 32 გვერდზე]

1558 წელს გამოცემული ეკის ბიბლია; გამოსვლის 6:3-თან დაკავშირებით მინდორზე გაკეთებულ შენიშვნაში ღვთის სახელია მოხსენიებული.