ფრთხილად იყავით, რომ არ განგივითარდეთ ამპარტავანი გული
ფრთხილად იყავით, რომ არ განგივითარდეთ ამპარტავანი გული
„ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება“ (იაკობი 4:6).
1. მოიყვანეთ მაგალითები იმის საჩვენებლად, რომ ზოგჯერ სიამაყის გრძნობა ნორმალურია.
გქონიათ ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ მოვლენას თქვენი გული სიამაყით აუვსია? უმრავლესობას გამოგვიცდია ეს სასიამოვნო გრძნობა. არაფერია ცუდი იმაში, თუ ზოგჯერ გარკვეული ზომით გვეუფლება სიამაყის გრძნობა. მაგალითად, როცა ქრისტიანი მშობლები სკოლიდან იგებენ, რომ მათი გოგონა კარგი ყოფაქცევითა და ბეჯითი სწავლით გამოირჩევა, ალბათ, სიხარულისგან სახე უბრწყინავთ. მოციქული პავლე და მისი თანამსახურები ამაყობდნენ ახალი კრებით, რომლის ჩამოყალიბებაშიც თავიანთი წვლილი ჰქონდათ შეტანილი, რადგან ძმები ერთგულად იტანდნენ დევნას (1 თესალონიკელები 1:1, 6; 2:19, 20; 2 თესალონიკელები 1:1, 4).
2. რატომაა ხშირ შემთხვევაში სიამაყე არასასურველი?
2 ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ვხედავთ, რომ სიამაყე შეიძლება სიხარულისა და კმაყოფილების გრძნობის გამოხატულება იყოს. მაგრამ სიამაყე ხშირად იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანი საკუთარი უნარის, გარეგნობის და მატერიალური ან საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო სხვებზე უკეთესად თვლის თავს და ზომაზე მეტადაა გამსჭვალული პირადი ღირსების გრძნობით. ეს გრძნობა ვლინდება ქედმაღლურ მოქმედებებში და ამპარტავნულ მანერებში. ბუნებრივია, რომ ქრისტიანები ფრთხილად უნდა ვიყოთ ასეთ სიამაყესთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი წინაპრისგან, ადამისგან, მემკვიდრეობით გადმოგვეცა ეგოიზმისკენ მიდრეკილება (დაბადება 8:21). ამის შედეგად, მცდარი წარმოდგენის საფუძველზე შეიძლება ადვილად განგვივითარდეს სიამაყე. მაგალითად, ქრისტიანებმა არ უნდა დაუშვან, რომ რასის, მატერიალური მდგომარეობის, განათლების, თანდაყოლილი ნიჭის ან საქმის უკეთესად შესრულების გამო მათ გულში სიამაყე განვითარდეს. ამ მიზეზების გამო სიამაყის განვითარება არასწორია და იეჰოვასთვის მიუღებელია (იერემია 9:23; საქმეები 10:34, 35; 1 კორინთელები 4:7; გალატელები 5:26; 6:3, 4).
3. რა არის ამპარტავნობა და რა თქვა იესომ მის შესახებ?
3 არსებობს სხვა მიზეზიც, რის გამოც საჭიროა არასასურველ სიამაყესთან ბრძოლა. თუ დავრთავთ ჩვენს გულში ფეხის მოკიდების საშუალებას, ის შეიძლება გადაიზარდოს სიამაყის ყველაზე საძრახის ფორმაში — ამპარტავნობაში. რა არის ამპარტავნობა? გარდა იმისა, რომ სხვებზე უკეთესად თვლის თავს, ამპარტავანი ადამიანი ზევიდან დაჰყურებს მათ, ვისაც უფრო დაბლა მდგომად მიიჩნევს (ლუკა 18:9; იოანე 7:47—49). იესომ ამპარტავნობა იმ „ბოროტ ზრახვებს“ შორის მოიხსენია, რომლებიც „გულიდან გამოდის“ და „ბილწავს ადამიანს“ (მარკოზი 7:20—23). ქრისტიანებს ესმით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოერიდონ ამპარტავანი გულის განვითარებას.
4. რაში დაგვეხმარება იმ მაგალითების განხილვა, რომლებიც ამპარტავან ადამიანებს ეხება?
4 ამპარტავანი გულის განვითარების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ იმ ბიბლიური მაგალითების განხილვა, რომლებიც ამპარტავან ადამიანებს ეხება. ამის საშუალებით უკეთესად შეძლებთ არასასურველი სიამაყის ამოცნობას, რომელიც შეიძლება სოფონია 3:11, აქ).
გქონდეთ გულში ან დროთა განმავლობაში განგივითარდეთ. ასეთი მაგალითების განხილვა დაგეხმარებათ, უკუაგდოთ აზრები და გრძნობები, რომლებმაც შეიძლება ამპარტავან ადამიანად გაქციოთ. შედეგად, თქვენ არ შეგეხებათ ღვთის ხელი, როცა ის სისრულეში მოიყვანს შემდეგ გაფრთხილებას: „მოგაშორებ მათ, ვინც სიამაყით ხარობს შენში. მეტად აღარ იამაყებ ჩემს წმინდა მთაზე“ (ღმერთი ამპარტავნების წინააღმდეგ
5, 6. როგორ გამოავლინა ფარაონმა ამპარტავნობა და რით დასრულდა ეს?
5 ამპარტავნობის შესახებ ღვთის თვალსაზრისს ასევე კარგად დაგანახვებთ მისი დამოკიდებულება ისეთი ძლევამოსილი მმართველებისადმი, როგორიც ფარაონი იყო. ფაქტია, რომ ფარაონს ამპარტავანი გული ჰქონდა. ის თავს ღმერთად და თაყვანისცემის ღირსად თვლიდა, თავის მონებს, ისრაელებს, კი არაფრად აგდებდა. ყურადღება მიაქციეთ, რა რეაქცია ჰქონდა ფარაონს, როცა თხოვნით მიმართეს, რომ ისრაელებისთვის მიეცა უფლება, უდაბნოში წასულიყვნენ იეჰოვასთვის ‘დღესასწაულის გასამართავად’. მან ამპარტავნულად განაცხადა: «ვინაა უფალი [„იეჰოვა“, აქ], რომ ვისმინო მისი ხმა და გავუშვა ისრაელი?» (გამოსვლა 5:1, 2).
6 მას შემდეგ, რაც ფარაონი ექვსი უბედურების მოწმე გახდა, იეჰოვამ მოსეს უთხრა, რომ ეგვიპტის მმართველისთვის ეკითხა: „კიდევ ამპარტავნულად ექცევი ჩემს ხალხს და არ უშვებ?!“ (გამოსვლა 9:17, აქ). შემდეგ მოსემ მას მეშვიდე უბედურების შესახებ ამცნო — საშინელი სეტყვა ქვეყანას გააპარტახებდა. და როცა, მეათე უბედურების შემდეგ, ფარაონმა ისრაელები გაათავისუფლა და ეგვიპტიდან წასვლის უფლება მისცა, მაინც შეიცვალა აზრი და დაედევნა მათ. საბოლოოდ, ფარაონი და მისი ჯარი წითელ ზღვაში მოექცნენ. წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა, როცა წყლის მასა ზევიდან ეშვებოდა! რა შედეგი მოჰყვა ფარაონის ამპარტავნობას? მისმა რჩეულმა მეომრებმა თქვეს: „გავერიდოთ ისრაელს, რადგან უფალი მათი გულისათვის იბრძვის ეგვიპტელების წინააღმდეგ“ (გამოსვლა 14:25).
7. როგორ ავლენდნენ ამპარტავნობას ბაბილონის მმართველები?
7 იეჰოვა ღმერთმა სხვა ამპარტავანი მმართველებიც დაამდაბლა. მათ შორის ერთ-ერთი ასურეთის მეფე სანხერიბი იყო (ესაია 36:1—4, 20; 37:36—38). საბოლოოდ, ასურეთი ბაბილონმა დაიპყრო, მაგრამ დამდაბლება არც ბაბილონის ორ ამპარტავან მეფეს ასცდა. გაიხსენეთ მეფე ბელშაცარის მიერ გამართული ნადიმი, რომლის დროსაც ის და მისი დიდგვაროვანი სტუმრები ღვინოს იეჰოვას ტაძრიდან წამოღებული ჭურჭლით სვამდნენ და ბაბილონის ღმერთებს ადიდებდნენ. მოულოდნელად კაცის ხელის თითები გამოჩნდა და კედელზე რაღაც დაწერა. როდესაც ბელშაცარმა ამ საიდუმლო სიტყვების ახსნა სთხოვა, დანიელმა მას შეახსენა: «მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს, სამეფო . . . მაგრამ, როდესაც გული აღუმაღლდა [„გაუამპარტავნდა“, აქ] . . . სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა. შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი» (დანიელი 5:3, 18, 20, 22). იმავე ღამეს მიდია-სპარსეთის ჯარმა ბაბილონი დაიპყრო და ბელშაცარი სიცოცხლეს გამოასალმეს (დანიელი 5:30, 31).
8. როგორ მოექცა იეჰოვა ამპარტავან ადამიანებს?
8 დაფიქრდით სხვა ამპარტავან მამაკაცებზეც, რომლებიც არაფრად აგდებდნენ იეჰოვას ხალხს: ფილისტიმელ გოლიათზე, სპარსეთის მთავარ ჰამანზე და მეფე ჰეროდე აგრიპაზე, რომელიც იუდეის მმართველი იყო. ამპარტავნობის გამო სამივე მამაკაცი ღვთისგან დაისაჯა და მათ დამამცირებელი სიკვდილით დაასრულეს სიცოცხლე (1 მეფეთა 17:42—51; ესთერი 3:5, 6; 7:10; საქმეები 12:1—3, 21—23). ამ ამპარტავანი ადამიანებისადმი იეჰოვას დამოკიდებულება თვალნათლივ ცხადყოფს შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებას: „სიამაყე წინ უძღვის დაღუპვას და დაცემას წინ უძღვის ქედმაღლობა“ (იგავები 16:18). დიახ, აშკარაა, რომ „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება“ (იაკობი 4:6).
9. როგორ აღმოჩნდნენ ტვიროსის მეფეები მოღალატენი?
9 ეგვიპტის, ასურეთისა და ბაბილონის მმართველებისგან განსხვავებით, ცორის (ტვიროსის) მეფე ერთ დროს ეხმარებოდა კიდეც ღვთის ხალხს. დავითისა და სოლომონის მმართველობის პერიოდში სამეფო შენობებისა და ღვთის ტაძრის ასაგებად ის გამოცდილ ხელოსნებს უგზავნიდა მათ და სამშენებლო მასალებით ამარაგებდა (2 მეფეთა 5:11; 2 ნეშტთა 2:11—16). მაგრამ მოგვიანებით, სამწუხაროდ, ტვიროსელი მეფეები იეჰოვას ხალხს დაუპირისპირდნენ. რა იყო ამის მიზეზი? (ფსალმუნები 82:4—8, სსგ; იოელი 3:4—6; ამოსი 1:9, 10).
„აღზევდა შენი გული“
10, 11. ა) ვისი შედარება შეიძლება ტვიროსის მეფეებთან? ბ) რა შეიცვალა ისრაელისადმი ტვიროსის მეფეების დამოკიდებულებაში?
10 თავის წინასწარმეტყველ ეზეკიელს იეჰოვამ შთააგონა, რომ ემხილებინა და მსჯავრი დაედო ტვიროსის მეფეთა დინასტიისთვის. „ცორის [ტვიროსის] მეფისადმი“ მიმართულ ეზეკიელის სიტყვებში გვხვდება ფრაზები, რომლებიც შეესაბამება როგორც ტვიროსის მეფეებს, ისე პირველ მოღალატეს, სატანას, რომელიც „ჭეშმარიტებაში მყარად ვერ დადგა“ (ეზეკიელი 28:12; იოანე 8:44). ერთ დროს სატანა იეჰოვას სულიერი ძეებისგან შემდგარ ორგანიზაციაში შედიოდა და ერთგული სულიერი ქმნილება იყო. ეზეკიელის მეშვეობით იეჰოვა ღმერთმა ყურადღება გაამახვილა მთავარ მიზეზზე, რის გამოც ტვიროსის მეფეები და სატანა მოღალატეები გახდნენ:
11 „ედემში, ღმერთის ბაღში იმყოფებოდი, ყოველი პატიოსანი ქვა იყო შენი შესამოსელი . . . შენ ქერუბიმი ხარ, ცხებული, დამცველი . . . უნაკლო იყავი შენს გზაზე შენი შექმნის დღიდან, სანამ არ აღმოჩნდა შენში უსამართლობა. შენს სავაჭროთა სიმრავლის გამო აივსო შენი შიგნეულობა ძალადობით და შესცოდე, და მე . . . დაგღუპე შენ, მფარველო ქერუბიმო . . . აღზევდა შენი გული შენი მშვენების გამო, მოსპე შენი სიბრძნე შენი ბრწყინვალების გამო“ (ეზეკიელი 28:13—17). დიახ, ‘გულის აღზევებამ’ ანუ გაამპარტავნებამ ტვიროსის მეფეები იქამდე მიიყვანა, რომ იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ წავიდნენ. ტვიროსი ძალიან მდიდარი ქალაქი იყო, კომერციის ცენტრად ითვლებოდა და განთქმული იყო თავისი პროდუქციით (ესაია 23:8, 9). ტვიროსის მეფეებს მეტისმეტად დიდი წარმოდგენა შეექმნათ საკუთარ თავზე და მათ ღვთის ხალხის ჩაგვრა დაიწყეს.
12. რამ მიიყვანა სატანა ორგულობამდე და რის კეთებას აგრძელებს ის?
12 მსგავსი რამ მოხდა იმ სულიერი ქმნილების შემთხვევაშიც, რომელმაც თავი სატანად იქცია. ერთ დროს მას ჰქონდა ღვთისგან მიღებული ნებისმიერი დავალების შესასრულებლად საჭირო სიბრძნე. ნაცვლად იმისა, რომ მადლიერი ყოფილიყო, ის ‘გაყოყოჩდა’ და ღვთის მმართველობას ზევიდან დაუწყო ყურება (1 ტიმოთე 3:6). სატანა იმდენს ფიქრობდა საკუთარ თავზე, რომ გაუჩნდა დიდი სურვილი, ადამსა და ევას მისთვის ეცათ თაყვანი. შედეგად, ეს არასწორი სურვილი ‘განაყოფიერდა და შობა ცოდვა’ (იაკობი 1:14, 15). სატანამ აცდუნა ევა — მან შეჭამა ნაყოფი სწორედ იმ ერთადერთი ხიდან, რომლიდანაც ღმერთმა აუკრძალა ჭამა. შემდეგ სატანამ ევა გამოიყენა იმისათვის, რომ ადამსაც ეჭამა აკრძალული ნაყოფი (დაბადება 3:1—6). ამ მოქმედებით ადამმა და ევამ უარყვეს, რომ ღმერთს ჰქონდა მათზე მმართველობის უფლება და ისინი, ფაქტობრივად, სატანის თაყვანისმცემლები გახდნენ. მაგრამ სატანის ამპარტავნობას საზღვარი არა აქვს. ის ყოველთვის ცდილობდა, შეცდომაში შეეყვანა ყველა გონიერი ქმნილება, მათ შორის იესო ქრისტეც, რომ მისთვის ეცათ თაყვანი და უკუეგდოთ იეჰოვას მმართველობა (მათე 4:8—10; გამოცხადება 12:3, 4, 9).
13. რა არის ამპარტავნობის შედეგი?
13 ამგვარად, ვხედავთ, რომ ამპარტავნობა სათავეს სატანისგან იღებს. სწორედ ამპარტავნობაა ცოდვის, 2 კორინთელები 4:4). მან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა და, ამიტომ, ებრძვის ჭეშმარიტ ქრისტიანებს. მისი მიზანია, ღმერთს ჩამოაშოროს ისინი და გახადოს საკუთარი თავის მოყვარულები, თავდაჯერებულები და ამპარტავნები. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ასეთი ეგოისტური თვისებები ფართოდ იქნებოდა გავრცელებული „ბოლო დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1, 2; გამოცხადება 12:12, 17).
ხალხის ტანჯვისა და დღევანდელი მსოფლიოს ზნედაცემულობის მთავარი მიზეზი. „ამ სისტემის ღმერთი“, სატანა კვლავ ცდილობს, ხელი შეუწყოს ადამიანებში სიამაყისა და ამპარტავნობის განვითარებას (14. რა პრინციპის შესაბამისად მოქმედებს იეჰოვა გონიერ ქმნილებებთან ურთიერთობისას?
14 იესო ქრისტე, თავის მხრივ, დაუფარავად ამხელდა სატანის ამპარტავნობის გავლენის დასაძრახ შედეგებს. საკუთარ თვალში მართალი მტრების თანდასწრებით იესომ, სულ მცირე, სამჯერ ჩამოაყალიბა პრინციპი, რომელსაც იეჰოვა იყენებს ადამიანებთან მიმართებაში: „ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (ლუკა 14:11; 18:14; მათე 23:12).
დაიცავით გული ამპარტავნობისგან
15, 16. რა იყო აგარის ამპარტავნობის მიზეზი?
15 შესაძლოა შენიშნეთ, რომ ზემოთ განხილული მაგალითები გავლენიან მამაკაცებთან იყო დაკავშირებული. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ უბრალო ხალხს არ ემუქრება გაამპარტავნების საფრთხე? რა თქმა უნდა, არა. განვიხილოთ აბრაამის ოჯახში მომხდარი ერთი შემთხვევა. აბრაამს არ ჰყავდა მემკვიდრე ვაჟი და მისი მეუღლე, სარა, საკმაოდ ხანდაზმული იყო საიმისოდ, რომ შვილი გაეჩინა. ასეთ სიტუაციებში, როგორც წესი, მამაკაცს მეორე ცოლი მოჰყავდა, რათა შვილები ჰყოლოდა. ღმერთი უშვებდა ასეთ ქორწინებებს, რადგან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის ქორწინების თავდაპირველი ნორმის აღდგენის დრო ჯერ არ იყო დამდგარი (მათე 19:3—9).
16 აბრაამმა ყურად იღო სარას თხოვნა იმის შესახებ, რომ მემკვიდრე მის ეგვიპტელ მოახლეს, აგარს (ჰაგარს), გაეჩინა. აგარი დაორსულდა. ნაცვლად იმისა, რომ მადლიერი ყოფილიყო ასეთი პატივდებული მდგომარეობისთვის, აგარმა ამპარტავნობას გულში ფეხის მოკიდების საშუალება მისცა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა დაინახა ჰაგარმა, რომ ორსულად იყო, დამცირდა მისი ქალბატონი მის თვალში“. ასეთი დამოკიდებულების გამო აბრაამის ოჯახში მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ სარამ იძულებული გახადა აგარი, გაქცეულიყო. მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზა არსებობდა. ღვთის ანგელოზმა აგარს ურჩია: «დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე მას [„დამდაბლდი მის ხელქვეშ“, აქ]» (დაბადება 16:4, 9). როგორც ჩანს, აგარმა გაითვალისწინა ეს რჩევა, შეიცვალა სარასთან დამოკიდებულება და, შედეგად, მრავალრიცხოვანი შთამომავლობის წინაპარი გახდა.
17, 18. რატომ გვჭირდება ამპარტავნობისგან თავის დაცვა ნებისმიერ ჩვენგანს?
17 აგარის შემთხვევიდან კარგად ვხედავთ, რომ ადამიანი შეიძლება გაამპარტავანდეს, როდესაც მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. აქედან ჩანს, რომ სიმდიდრის ან გავლენის მოპოვებამ შეიძლება ის ქრისტიანიც კი გახადოს ამპარტავანი, რომელიც ღმერთს სუფთა გულით ემსახურება. ეს თვისება ადამიანს მაშინაც შეიძლება განუვითარდეს, როცა სხვები აქებენ წარმატებების, გონიერებისა და უნარიანობისთვის. დიახ, ქრისტიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ განუვითარდეთ ამპარტავანი გული; განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ წარმატებებს აღწევენ ან უფრო მეტ პასუხისმგებლობებს იღებენ.
18 ამპარტავნობის მიმართ ღვთის დამოკიდებულება ყველაზე საფუძვლიან მიზეზს გვაძლევს საიმისოდ, რომ შორს ვიყოთ ამ თვისებისგან. მის სიტყვაში ნათქვამია: „ამპარტავანი თვალი და ზვიადი გული, უკეთურთა სანთელი — ცოდვაა“ (იგავები 21:4). აღსანიშნავია, რომ ბიბლია განსაკუთრებით აფრთხილებს „ახლანდელ სისტემაში მცხოვრებ მდიდარ“ ქრისტიანებს, ‘არ იყვნენ ქედმაღლები’ ანუ ამპარტავნები (1 ტიმოთე 6:17; მეორე რჯული 8:11—17). ის ქრისტიანები კი, რომლებიც არ არიან მდიდრები, უნდა მოერიდონ „შურიან თვალს“. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ამპარტავანი გული შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს — მდიდარს თუ ღარიბს (მარკოზი 7:21—23; იაკობი 4:5).
19. როგორ გადაუსვა ხაზი უზიამ იმ კარგ საქმეებს, რაც ადრე ჰქონდა გაკეთებული?
19 სხვა ცუდ თვისებებთან ერთად, ამპარტავნობამ შეიძლება იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა დაგვაკარგვინოს. მაგალითად, დავფიქრდეთ მეფე უზიას (ყუზიაჰუ) მმართველობის პირველ პერიოდზე: „სწორს აკეთებდა უფლის თვალში . . . და ეძიებდა ღმერთს . . . ვიდრე ეძიებდა უფალს, ღმერთიც შეეწეოდა მას“ (2 ნეშტთა 26:4, 5). მაგრამ, სამწუხაროდ, მეფე უზიამ თავის კარგ საქმეებს ხაზი გადაუსვა, რადგან „გადიდგულდა და თავისდა დასაღუპავად შესცოდა უფალს“. მან იმდენად დიდი წარმოდგენა შეიქმნა საკუთარ თავზე, რომ ტაძარში შევიდა, რათა სამსხვერპლოზე საკმეველი ეკმია. როცა მღვდლებმა გააფრთხილეს, რომ თავი შეეკავებინა ამ კადნიერი მოქმედებისგან, ის „განრისხდა“. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ იეჰოვამ კეთრი შეჰყარა უზიას და ისე მოკვდა, რომ ღვთის კეთილგანწყობილება დაკარგული ჰქონდა (2 ნეშტთა 26:16—21).
20. ა) როგორ შეექმნა საფრთხე მეფე ხიზკიას კარგ რეპუტაციას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 ამას შეგიძლიათ შეადაროთ მეფე ხიზკიას (იეხიზკიაჰუს) მაგალითი. ერთხელ მანაც ლამის ხაზი გადაუსვა თავისი მმართველობის კარგ წლებს, „რადგან გადიდგულდა“. საბედნიეროდ, „თავი დაიმდაბლა გადიდგულებულმა ხიზკიამ“ და, შედეგად, დაიბრუნა ღვთის კეთილგანწყობილება (2 ნეშტთა 32:25, 26, აქ). ყურადღება მიაქციეთ, რომ ამპარტავნობის დაძლევაში ხიზკიას თავმდაბლობის გამოვლენა დაეხმარა. თავმდაბლობა ამპარტავნობის საპირისპირო თვისებაა. ამიტომ მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია განვივითაროთ და შევინარჩუნოთ ქრისტიანული თავმდაბლობა.
21. რისი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ თავმდაბალ ქრისტიანებს?
21 ნურასდროს დავივიწყებთ, თუ რა ცუდი შედეგები ესაია 2:17).
შეიძლება მოჰყვეს ამპარტავნობას. „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება“. ამიტომ მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ უკუვაგდოთ არასასურველი სიამაყე. თუ ვცდილობთ, რომ თავმდაბალი ქრისტიანები ვიყოთ, შეგვიძლია იმედით მოველოდეთ გადარჩენას ღვთის დიდ დღეს, როდესაც ამპარტავანი ადამიანები განადგურდებიან და მათი მოქმედების შედეგები აღმოიფხვრება. მაშინ „დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა, და დამცირდება კაცთა ამპარტავნება, და მარტო უფალი განდიდდება იმ დღეს“ (დასაფიქრებელი საკითხები
• როგორ დაახასიათებდით ამპარტავან ადამიანს?
• საიდან იღებს სათავეს ამპარტავნობა?
• რამ შეიძლება გახადოს ადამიანი ამპარტავანი?
• რატომ უნდა დავიცვათ თავი ამპარტავნობისგან?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 23 გვერდზე]
ამპარტავნობამ ფარაონი დამცირებამდე მიიყვანა.
[სურათი 24 გვერდზე]
მდგომარეობის გაუმჯობესებამ აგარი ამპარტავანი გახადა.
[სურათი 25 გვერდზე]
ხიზკიამ დაიმდაბლა თავი და ღვთის კეთილგანწყობილება დაიბრუნა.