არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კარგ საქციელს კარგი ნაყოფი გამოაქვს

კარგ საქციელს კარგი ნაყოფი გამოაქვს

კარგ საქციელს კარგი ნაყოფი გამოაქვს

იაპონიის სამხრეთ სანაპიროს ახლოს მდებარე პატარა კუნძულზე ერთმა დედამ სამ შვილთან ერთად იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამ იზოლირებულ კუნძულზე ხალხი განსაკუთრებით იცავს წეს-ჩვეულებებს. ამიტომ, როცა მეზობლები ხვდებოდნენ მას, ყურადღებას არ აქცევდნენ. დედა ყვება: „ჩემთვის უფრო მტკივნეული ის იყო, რომ მათ ცივი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემს მეუღლესა და ბავშვებთან“. მიუხედავად ამისა, ის შვილებს ეუბნებოდა: „ჩვენ ჩვეულებრივ უნდა მივესალმოთ მეზობლებს და ეს იეჰოვას სიყვარულის გამო უნდა გავაკეთოთ“ (მათე 5:47, 48).

სახლში ის არიგებდა შვილებს, რომ სხვების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, თავაზიანები ყოფილიყვნენ. როდესაც ცხელ წყაროებზე მივდიოდით ხოლმე, ბავშვები მანქანაში ვარჯიშობდნენ, როგორ მისალმებოდნენ სხვებს. შენობაში შესვლისას კი ისინი ყოველთვის ენთუზიაზმით ამბობდნენ: „კონიჩივა!“ (გამარჯობათ!). ოჯახის წევრები კვლავ და კვლავ მოთმინებით ესალმებოდნენ სხვებს მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები ცივ დამოკიდებულებას არ იცვლიდნენ. მაგრამ ხალხი მაინც ხედავდა ბავშვების კარგ საქციელს.

საბოლოოდ, ერთმა მეზობელმა, და ცოტა ხნის შემდეგ სხვამაც, დაიწყო პასუხად „კონიჩივას“ თქმა. ორის წლის შემდეგ კი ოჯახს თითქმის ყველა ესალმებოდა. გარდა ამისა, მეზობლები ერთმანეთის მიმართაც უფრო თბილები გახდნენ. მერის მოადგილეს სურდა, საჯაროდ ეთქვა მადლობა ბავშვებისთვის ურთიერთობის გაუმჯობესებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის. მაგრამ დედამ დაანახვა მას, რომ ისინი, უბრალოდ, ისე იქცეოდნენ, როგორც ყველა ქრისტიანი უნდა იქცეოდეს. მოგვიანებით, კუნძულის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსში ერთმა ვაჟმა მოხსენებაში აღნიშნა, თუ როგორ ასწავლიდა დედა ბავშვებს, თავაზიანად მისალმებოდნენ ყველას მათი რეაქციის მიუხედავად. მას მოხსენებისთვის მთავარი პრიზი ერგო და მოხსენება ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა. დღეს ეს ოჯახი ბედნიერია, რადგან მათ მიერ ქრისტიანული პრინციპების გამოყენებამ ასეთი კარგი ნაყოფი გამოიღო. სასიხარულო ცნობის შესახებ ხალხთან საუბარი გაცილებით ადვილია, როცა ისინი მეგობრულად არიან განწყობილნი.