არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არსებობს ეშმაკი?

არსებობს ეშმაკი?

არსებობს ეშმაკი?

როგორ წარმოგიდგენიათ ეშმაკი? ფიქრობთ, რომ ის რეალური პიროვნებაა, რომელიც ბოროტებისკენ უბიძგებს ადამიანებს, თუ უბრალოდ უდიდესი ბოროტებაა? არის ეშმაკი ის, ვისიც უნდა გვეშინოდეს თუ უნდა უგულებელვყოთ მისი არსებობა და ვიფიქროთ, რომ იდეა ეშმაკზე ცრუმორწმუნეობის ნაყოფი ან მითია? მიუთითებს სიტყვა „ეშმაკი“ აბსტრაქტულ გამანადგურებელ ძალაზე, რომელიც სამყაროში არსებობს? შეიძლება ეს სიტყვა მიუთითებდეს ადამიანებში არსებულ ბოროტებაზე, როგორც ამას ბევრი თანამედროვე თეოლოგი ამბობს?

გასაკვირი არ არის, რომ ეშმაკის ვინაობასთან დაკავშირებით ადამიანებს განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა იმ პიროვნების ამოცნობა, ვინც დახელოვნებულია შენიღბვაში! განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას გადაწყვეტილი აქვს, საკუთარი ვინაობა დამალოს. ბიბლია ეშმაკს აღწერს როგორც პიროვნებას. სატანის შესახებ მასში ნათქვამია: „თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ (2 კორინთელები 11:14). რადგანაც ეშმაკი ბოროტია, იგი ცდილობს, რომ სხვებს კარგ პიროვნებად მოაჩვენოს თავი, რათა შეცდომაში შეიყვანოს ისინი. თუკი ის ადამიანებს დაარწმუნებს, რომ არ არსებობს, ამით უფრო უკეთესად მიაღწევს თავის მიზანს.

მაშ, ვინ არის სინამდვილეში ეშმაკი? როდის და როგორ დაიწყო მან არსებობა? როგორ ახდენს დღეს ის ადამიანებზე გავლენას? არსებობს რაიმე საშუალება, რითაც წინააღმდეგობას გავუწევთ მის გავლენას? ბიბლია პასუხს გვცემს ამ კითხვებზე; მასში მოცემულია ნამდვილი ისტორია, თუ როგორ წარმოიშვა ეშმაკი.

[სურათი 3 გვერდზე]

ძალიან რთულია, ამოიცნო პიროვნება, რომელსაც არ სურს ნიღბის მოშორება!