არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

«Благая весть для людей из всех народов»

«Благая весть для людей из всех народов»

«Благая весть для людей из всех народов»

ამ სურათზე ნაჩვენები ბროშურა გამოიცა იეჰოვას მოწმეთა 2004—2005 წლების საოლქო კონგრესზე „იარეთ ღმერთთან ერთად“. ამ 96-გვერდიან ბროშურაში 92 ენაზე, დაწყებული ადიღეურიდან და ჰინდით დამთავრებული, მოკლედ არის გადმოცემული სასიხარულო ცნობა; იგი გამიზნულია იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს, რაც შეიძლება მეტი ეროვნების ადამიანებისთვის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მიწოდებას (მათე 24:14). ქვემოთ მოყვანილია შემთხვევები, რომელთა მსგავსიც ძალიან ხშირად მომხდარა ამ ბროშურის გამოყენებისას.

• კონგრესზე ბროშურის მიღების შემდეგ მოწმეების ერთი ოჯახი სამ ეროვნულ პარკს ეწვია. იქ ისინი შეხვდნენ ადამიანებს ინდოეთიდან, ნიდერლანდებიდან, პაკისტანიდან და ფილიპინებიდან. ქმარმა აღნიშნა: „თუმცა ამ ადამიანებიდან ყველა ლაპარაკობდა ასე თუ ისე ინგლისურად, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ცნობა მშობლიურ ენაზე წავაკითხეთ; ეს ადამიანები ხომ სამშობლოდან ათასობით კილომეტრით შორს იყვნენ. ამ ბროშურის საშუალებით მათ თვალნათლივ დაინახეს, რომ ჩვენი საქმიანობა მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს და ჩვენ ერთიანობით გამოვირჩევით“.

• ერთმა მოწმემ ეს ბროშურა თავის თანამშრომელს აჩვენა. ეს კაცი ინდოეთიდან იყო. მას ძალიან გაუხარდა, როდესაც ბროშურაში მოყვანილი ენების მრავალფეროვნება დაინახა და ცნობა მშობლიურ ენაზე წაიკითხა. შედეგად ამ მამაკაცთან ბიბლიის შესახებ არაერთი საუბარი შედგა. ერთი ფილიპინელი თანამშრომელიც გაოცდა, როდესაც ბროშურაში საკუთარ ენაზე იპოვა ცნობა. მას სურვილი გაუჩნდა, უფრო მეტი გაეგო იეჰოვას მოწმეების შესახებ.

• კანადაში ერთი ნეპალელი ქალი იეჰოვას მოწმეს ტელეფონის საშუალებით ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა, მაგრამ დის სახლში მიწვევისგან თავს იკავებდა. მიუხედავად ამისა, როდესაც მოწმემ ამ ქალს უთხრა, რომ ჰქონდა ბროშურა, რომელშიც ცნობა ნეპალურ ენაზეც იყო მოცემული, მან სიხარულით მიიწვია და სახლში. ქალს უნდოდა ენახა ცნობა, რომელიც მის მშობლიურ ენაზე იყო დაბეჭდილი. მას შემდეგ ბიბლიის შესწავლა ამ ქალთან სახლში ტარდება.