არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არმაგედონი კაცობრიობის აღსასრული?

არმაგედონი კაცობრიობის აღსასრული?

არმაგედონი კაცობრიობის აღსასრული?

არმაგედონი! ამ სიტყვის გაგონებაზე მასობრივი განადგურების ან მთელი სამყაროს ცეცხლში გახვევის სურათი ხომ არ წარმოგიდგებათ თვალწინ? მსოფლიოში არც ერთ ბიბლიურ სიტყვას არ იხსენიებენ ისე ხშირად, როგორც „არმაგედონს“. ეს სიტყვა ფართოდ გამოიყენება ადამიანთა ტრაგიკული მომავლის აღსაწერად. შოუ-ბიზნესი მომავალი „არმაგედონის“ შემაძრწუნებელ სურათს ხატავს ადამიანების წარმოსახვაში. არმაგედონი მსოფლიოსთვის იდუმალებით არის მოცული და მასზე უამრავი არასწორი წარმოდგენა არსებობს. ამ სიტყვასთან დაკავშირებით მრავალი თვალსაზრისია გავრცელებული, მაგრამ მათი უმეტესობა არ შეესაბამება იმას, რასაც ბიბლია — თავად ამ სიტყვის წყარო — ასწავლის მის შესახებ.

ბიბლია არმაგედონს „წუთისოფლის აღსასრულთან“ აკავშირებს; ამიტომ განა მნიშვნელოვანი არ არის ნათელი წარმოდგენა გვქონდეს ამ სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობაზე? (მათე 24:3, „კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი“). ნუთუ გონივრული არ იქნებოდა მიგემართათ ჭეშმარიტების უდიდესი წყაროსთვის, ღვთის სიტყვისთვის, რათა გაგეგოთ, რა არის არმაგედონი და რა გავლენას მოახდენს ის თქვენზე და თქვენს ოჯახზე?

ამ საკითხის გამოკვლევა დაგანახვებთ, რომ არმაგედონი კაცობრიობის აღსასრული კი არ არის, არამედ ბედნიერი ეპოქის დასაწყისია იმ ხალხისთვის, ვისაც ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში ცხოვრების სურვილი აქვს. არმაგედონის ზუსტი არსის განხილვის შემდეგ, მომდევნო სტატია ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით ამ მნიშვნელოვანი ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ.

[ჩარჩო⁄სურათი 3 გვერდზე]

როგორ ფიქრობთ, რა არის არმაგედონი?

• ბირთვული კატასტროფა

• ეკოლოგიური კატასტროფა

• რომელიმე პლანეტის დედამიწასთან შეჯახება

• ღვთის მიერ ბოროტების განადგურება