არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ყოველი ენის“ ხალხი ისმენს სასიხარულო ცნობას

„ყოველი ენის“ ხალხი ისმენს სასიხარულო ცნობას

„ყოველი ენის“ ხალხი ისმენს სასიხარულო ცნობას

„ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან [იტყვის]: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23).

1. როგორ შეარჩია იეჰოვამ საუკეთესო დრო და სიტუაცია სხვადასხვა ენისა და ეროვნების ადამიანებისთვის ქრისტიანობის საქადაგებლად?

დრო და სიტუაცია იდეალური იყო. ეს იყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული. ერთი კვირით ადრე იერუსალიმი იუდეველებითა და პროზელიტებით აივსო, რომლებიც იქ რომის ვრცელი იმპერიის, სულ მცირე, 15 რეგიონიდან ჩავიდნენ პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად. იმ დღეს ათასობით მათგანმა წმინდა სულით ავსებული ჩვეულებრივი ადამიანებისგან სასიხარულო ცნობა მოისმინა იმპერიაში მცხოვრები ხალხის მრავალ ენაზე; მათთვის ეს ცნობა არ იყო გაუგებარი, როგორც ეს ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას მოხდა (საქმეები 2:1—12). ამ მოვლენით საფუძველი ჩაეყარა ქრისტიანულ კრებას და ამ დროიდან დაიწყო სხვადასხვა ენებზე მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც დღემდე გრძელდება.

2. როგორ გააოცეს იესოს მოწაფეებმა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მრავალეროვანი აუდიტორია?

2 იესოს მოწაფეები, შესაძლოა ლაპარაკობდნენ საერთო ბერძნულ (კოინე) ენაზე, რომელზეც ხალხი ლაპარაკობდა. ისინი იყენებდნენ ებრაულ ენასაც, რომელზეც ტაძარში საუბრობდნენ. და მაინც, დღესასწაულზე მოწაფეებმა ‘გააოცეს’ მსმენელი, როდესაც სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ. რა იყო შედეგი? მსმენელთა გულებს შეეხო მშობლიურ ენაზე მოსმენილი ბიბლიური ჭეშმარიტება. დღის ბოლოს მოწაფეთა პატარა ჯგუფს 3 000 სული შეემატა (საქმეები 2:37—42).

3, 4. როგორ ვრცელდებოდა სამქადაგებლო საქმიანობა, როდესაც მოწაფეები იერუსალიმიდან, იუდეადან და გალილეიდან გადასახლდნენ?

3 მალე ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ იერუსალიმში მოწაფეების დევნა დაიწყო. „ისინი კი, რომლებიც აქეთ-იქით გაიფანტნენ, დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას“ (საქმეები 8:1—4). მაგალითად, საქმეების მე-8 თავში ვკითხულობთ ფილიპეს შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, ბერძნულ ენაზე ქადაგებდა. ფილიპე სამარიელებთანაც ქადაგებდა. მან აგრეთვე უქადაგა ეთიოპ საჭურისს, რომელიც გამოეხმაურა ქრისტეს შესახებ ცნობას (საქმეები 6:1—5; 8:5—13, 26—40; 21:8, 9).

4 მას შემდეგ, რაც საცხოვრებლის ძიებაში ქრისტიანები იერუსალიმის, იუდეასა და გალილეის საზღვრებს გასცდნენ, ახალ ეთნიკურ და ენობრივ ბარიერებს წააწყდნენ. ზოგი, ალბათ, მხოლოდ იუდეველებთან ქადაგებდა. მაგრამ, როგორც მოწაფე ლუკა აღნიშნავს: „ანტიოქიაში მისულთაგან ზოგიერთი კვიპროსელი და კირენელი იყო და ისინი ბერძნულენოვან მოსახლეობას აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას უფალ იესოს შესახებ“ (საქმეები 11:19—21).

მიუკერძოებელი ღმერთი — ცნობა ყველასთვის

5. როგორ ჩანს იეჰოვას მიუკერძოებლობა სასიხარულო ცნობის გავრცელებისას?

5 მოვლენების ასეთი განვითარება ღვთის ნებას შეესაბამებოდა, რადგან ღმერთი მიუკერძოებელია. მას შემდეგ, რაც იეჰოვა დაეხმარა მოციქულ პეტრეს, სწორი თვალსაზრისი ჰქონოდა სხვა ერის წარმომადგენლებზე, პეტრემ თქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35; ფსალმუნები 144:9). როდესაც ქრისტიანების ყოფილმა მდევნელმა მოციქულმა პავლემ განაცხადა, რომ ღვთის „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“, ამით ცხადყო, რომ ღმერთი მიუკერძოებელია (1 ტიმოთე 2:4). შემოქმედის მიუკერძოებლობა აშკარად ჩანს იქიდან, რომ მომავლის იმედი ყველას ეძლევა განურჩევლად სქესის, რასის, ეროვნებისა და ენისა.

6, 7. რომელი ბიბლიური წინასწარმეტყველებები მიუთითებს იმაზე, რომ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ენებზე გავრცელდებოდა?

6 სასიხარულო ცნობის მსოფლიო მასშტაბით გავრცელება საუკუნეებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები. დანიელის წინასწარმეტყველების თანახმად „მიეცა მას [იესოს] ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხები, ტომნი და ენანი მას ემსახურონ“ (დანიელი 7:14). ის ფაქტი, რომ ეს ჟურნალი 151 ენაზე გამოიცემა და მთელ მსოფლიოში ვრცელდება — რაც საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ იეჰოვას სამეფოს შესახებ — ამ ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებაზე მოწმობს.

7 ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო იმ დროის შესახებ, როდესაც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები მოისმენდნენ სიცოცხლის მომცემ ცნობას. ზაქარიამ იწინასწარმეტყველა, თუ როგორ მიიზიდავდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მრავალ ადამიანს: «იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს [სულით ცხებულ ქრისტიანს, რომელიც „ღვთის ისრაელის“ ნაწილია] და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი» (ზაქარია 8:23; გალატელები 6:16). მოციქულმა იოანემ იმის შესახებ, რაც ხილვაში იხილა, თქვა: „აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ“ (გამოცხადება 7:9). ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველებები!

ქადაგება ყველა ხალხისთვის

8. რა ცვლილებების მოხდენაა საჭირო დღეს, როცა დამოწმების საქმეს ვასრულებთ?

8 დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. გლობალიზაციას თან სდევს მიგრაციის ახალი ერა. საომარი ზონებიდან და ეკონომიკურად გაჭირვებული ქვეყნებიდან მრავალი ადამიანი მატერიალური უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებლად სტაბილურ ქვეყნებში გადადის. მრავალ სახელმწიფოში იმიგრანტთა და ლტოლვილთა დიდმა ნაკადმა სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა წარმოშვა. მაგალითად, ფინეთში 120-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ; ავსტრალიაში კი — 200-ზე მეტ ენაზე. შეერთებული შტატების მხოლოდ ერთ ქალაქში — სან-დიეგოში — 100-ზე მეტი ენის მოსმენა შეიძლება.

9. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანების მიმართ, როცა მათ ჩვენს ტერიტორიაზე ვხვდებით?

9 ხომ არ ვბრკოლდებით, როცა სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს ვხვდებით მსახურებაში? რა თქმა უნდა, არა! პირიქით, ამას ისე აღვიქვამთ, როგორც ‘გადათეთრებულ ყანებს მოსამკელად’, რაც მსახურების გაფართოების საშუალებას გვაძლევს (იოანე 4:35). ჩვენ ვცდილობთ, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც სულიერს არიან მოწყურებულნი, მიუხედავად მათი ეროვნებისა და ენისა (მათე 5:3). შედეგად, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ‘ყოველი ენიდან’ ქრისტეს მოწაფე ხდება (გამოცხადება 14:6). მაგალითად, 2004 წლის აგვისტოსთვის სამქადაგებლო საქმიანობა გერმანიაში დაახლოებით 40 ენაზე მიმდინარეობდა. იმავე პერიოდში სასიხარულო ცნობა ავსტრალიაში თითქმის 30 ენაზე ვრცელდებოდა; ათი წლის წინ კი — 18 ენაზე. საბერძნეთში იეჰოვას მოწმეები დაახლოებით 20 ენაზე ქადაგებდნენ. მთელ მსოფლიოში მოწმეების დაახლოებით 80 პროცენტი არ ლაპარაკობს ინგლისურად, რომელიც ძირითადი საერთაშორისო ენაა.

10. რა როლს ასრულებს თითოეული მაუწყებელი „ყველა ერიდან“ ადამიანების მოწაფეებად მომზადების საქმეში?

10 მართლაც, იესოს მითითება — „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ — სრულდება (მათე 28:19). იეჰოვას მოწმეებს გულთან ახლოს მიაქვთ ეს დავალება და აქტიურად ქადაგებენ 235 ქვეყანაში და 400-ზე მეტ ენაზე ავრცელებენ ბიბლიურ ლიტერატურას. მართალია, იეჰოვას ორგანიზაცია გვთავაზობს საჭირო პუბლიკაციებს, მაგრამ სამეფოს თითოეულმა მაუწყებელმა ინიციატივა უნდა გამოავლინოს, რომ ბიბლიური ცნობა „ყველანაირ ადამიანს“ მისთვის გასაგებ ენაზე გადასცეს (იოანე 1:7). ასეთი ორმხრივი მცდელობა სხვა ენებზე მოლაპარაკე მილიონობით ადამიანს საშუალებას აძლევს, გაეცნონ სასიხარულო ცნობას (რომაელები 10:14, 15). დიახ, თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ სასიხარულო ცნობის გავრცელებაში!

სირთულეებთან გამკლავება

11, 12. ა) რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ და როგორ გვეხმარება წმინდა სული? ბ) რატომ არის ხშირად სასარგებლო ხალხთან მათ მშობლიურ ენაზე ქადაგება?

11 დღეს სამეფოს მრავალ მაუწყებელს სურვილი აქვს, რომ უცხო ენა შეისწავლოს. თუმცა ისინი არ ელიან ღვთის სულის სასწაულებრივ ძღვენს, რომ უცხო ენებზე ილაპარაკებენ (1 კორინთელები 13:8). ახალი ენის შესწავლა რთული საქმეა. მათაც კი, რომლებიც უკვე საუბრობენ რომელიმე უცხო ენაზე, შეიძლება მოუწიოთ თავიანთი აზროვნებისა და მეთოდების შეცვლა, რათა ბიბლიური ცნობა იმ ადამიანებს მიაწვდინონ, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ, მაგრამ განსხვავებული კულტურა და წარმომავლობა აქვთ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალი იმიგრანტები ხშირ შემთხვევაში მორცხვები არიან; იმისათვის, რომ მათ აზროვნებას ჩავწვდეთ ძალისხმევაა საჭირო.

12 და მაინც, წმინდა სული კვლავაც მოქმედებს იეჰოვას მსახურებზე, რათა დაეხმარონ მათ, რომლებიც სხვა ენებზე ლაპარაკობენ (ლუკა 11:13). მართალია ენებზე საუბრის სასწაულებრივი უნარი არ გაგვაჩნია, მაგრამ ღვთის წმინდა სულს შეუძლია გაგვიძლიეროს სურვილი, რომ გავესაუბროთ მათ, რომლებიც ჩვენს ენაზე არ ლაპარაკობენ (ფსალმუნები 142:10). ბიბლიური ცნობა შეიძლება შეეხოს მსმენელის გონებას, თუ მას იმ ენაზე გადავცემთ, რომელზეც ის კარგად ვერ ლაპარაკობს. მაგრამ მის გულს რომ შეეხოს, ხშირად უკეთესია ის მსმენელის მშობლიურ ენაზე გადავცეთ; ენაზე, რომელზეც შეუძლია გადმოსცეს თავისი შინაგანი მისწრაფებები, მოტივები და იმედი (ლუკა 24:32).

13, 14. ა) რა აღძრავს ზოგს სხვა ენაზე იქადაგოს? ბ) როგორ შეგვიძლია თავგანწირული სულისკვეთების გამოვლენა?

13 სამეფოს მრავალი მაუწყებელი უცხოენოვან ტერიტორიაზე იწყებს მსახურებას, როცა ხედავს, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას დადებითად ეხმაურებიან. სხვებს ძალებს მატებს მსახურება, როდესაც ის უფრო სირთულეებთანაა დაკავშირებული და საინტერესოა. „ბევრს, ვინც აღმოსავლეთ ევროპიდან არის ჩამოსული, ჭეშმარიტება სწყურია“ — იუწყება იეჰოვას მოწმეთა სამხრეთ ევროპის ერთი ფილიალი. მართლაც, როგორი სიხარულის მომგვრელია მათთვის დახმარების გაწევა, რომლებიც მზად არიან მოსასმენად! (ესაია 55:1, 2).

14 მაგრამ ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი რომ შევიტანოთ, საჭიროა ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე და გამოვავლინოთ თავგანწირვის სული (ფსალმუნები 109:3). მაგალითად, იაპონიაში ზოგმა ოჯახმა მიატოვა კეთილმოწყობილი სახლი დიდ ქალაქებში და გადავიდა დაშორებულ ტერიტორიებზე, რათა ჩინელი იმიგრანტებისთვის ექადაგათ. შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები მაუწყებლები რეგულარულად ერთ ან ორ საათს მგზავრობენ, რომ ფილიპინელებით დასახლებულ ტერიტორიაზე ბიბლიის შესწავლები ჩაატარონ. ნორვეგიაში ერთმა წყვილმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო ავღანელ ოჯახთან. მოწმეთა ოჯახი შესწავლის დროს იყენებს ბროშურას, „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ინგლისურ და ნორვეგიულ ენებზე *. ავღანელი ოჯახი კითხულობს აბზაცებს სპარსულ ენაზე, რომელიც ახლოა მათ მშობლიურ ენასთან, დარისთან. ისინი საუბრობენ ინგლისურად და ნორვეგიულად. მაუწყებლების მხრიდან გამოვლენილი თავგანწირული სულისკვეთება და მიდგომა უხვად ჯილდოვდება, როდესაც უცხოელები დადებითად ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას *.

15. როგორ შეგვიძლია ყველა ჩვენგანს უცხოენოვან ტერიტორიაზე ქადაგება?

15 შეგიძლიათ იქადაგოთ უცხოენოვან ტერიტორიაზე? სცადეთ, გაიგოთ, ძირითადად რომელ ენებზე საუბრობენ თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები. შემდეგ შეგიძლიათ თან ატაროთ ტრაქტატები ან ბროშურები ამ ენებზე. ბროშურა „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“, რომელიც 2004 წელს გამოიცა, კარგი დამხმარე საშუალებაა სამეფოს შესახებ ცნობის გასავრცელებლად, რადგან მასში იმედის მომცემი ცნობა მარტივად არის გადმოცემული. იხილეთ სტატია „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“, გვერდი 32.

„გიყვარდეთ ხიზანი“

16. როგორ ავლენენ პასუხისმგებელი ძმები გულწრფელ ინტერესს უცხოელების მიმართ?

16 ყველას შეგვიძლია სულიერი განათლებით დავეხმაროთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოელებს, იმისდა მიუხედავად, ვსწავლობთ თუ არა უცხო ენას. იეჰოვამ თავის ხალხს შემდეგი მითითება მისცა: „გიყვარდეთ ხიზანი“ (მეორე რჯული 10:18, 19). მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის ერთ დიდ ქალაქში ერთი და იმავე სამეფო დარბაზში ხუთი კრება ატარებს შეხვედრებს. იმის გამო, რომ მრავალ სამეფო დარბაზში შეხვედრების ჩატარების დრო ყოველწლიურად იცვლება, ჩინელებს კვირა საღამოს უწევდათ შეხვედრების ჩატარება. მაგრამ რესტორნებში მომუშავე ბევრი იმიგრანტი ვერ ახერხებდა კრებებზე დასწრებას. სხვა კრებებში უხუცესებმა სიკეთე გამოავლინეს და თავიანთი შეხვედრების ჩატარების დრო ისე შეცვალეს, რომ ჩინელებს კვირას დილით ადრე შეძლებოდათ კრებების ჩატარება.

17. რა გრძნობა შეიძლება დაგვეუფლოს, როცა უცხოენოვანი ჯგუფის დასახმარებლად ზოგი სხვაგან გადადის საცხოვრებლად?

17 მოსიყვარულე ზედამხედველები აქებენ გამოცდილ და დახელოვნებულ და-ძმებს, რომლებიც უცხოენოვანი ჯგუფების დასახმარებლად სხვაგან გადადიან საცხოვრებლად. ასეთი გამოცდილი ბიბლიის მასწავლებლები შესაძლოა ადგილობრივი კრებისთვის დიდი დანაკარგია, მაგრამ ზედამხედველებს ისეთივე გრძნობები ეუფლებათ, როგორც უხუცესებს ჰქონდათ ლისტრასა და იკონიონში. უხუცესებს ტიმოთესთვის უარი არ უთქვამთ თან გაჰყოლოდა პავლეს მისიონერულ მოგზაურობაში, მიუხედავად იმისა, რომ მას ადგილობრივი კრებისთვის დიდი დახმარების გაწევა შეეძლო (საქმეები 16:1—4). ამასთანავე მათ, რომლებსაც სამქადაგებლო მსახურებაში ხელმძღვანელობა აკისრიათ, არ აფერხებთ უცხოელების განსხვავებული მენტალიტეტი, ჩვეულება თუ მოქმედების მანერა. პირიქით, მათ იზიდავთ განსხვავებულობა და ეძებენ გზებს, რათა ხალხთან კარგი ურთიერთობა განავითარონ სასიხარულო ცნობის გამო (1 კორინთელები 9:22, 23).

18. მოღვაწეობის რა დიდი კარია გახსნილი ყველასთვის?

18 როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, სასიხარულო ცნობა ექადაგება ‘ყოველი ენის ხალხს’. უცხოენოვან ტერიტორიებზე დღესაც დიდი პოტენციალია. ათასობით გამოცდილი მაუწყებელი „მოღვაწეობისთვის დიდ კარში“ შედის (1 კორინთელები 16:9). თუმცა, როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, ასეთი ტერიტორიების დასამუშავებლად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 14 სხვა მაგალითებისთვის იხილეთ 2004 წლის 1 აპრილის საგუშაგო კოშკი, გვერდები 24—28, „რამდენჯერმე მცირე მსხვერპლის გაღებამ დიდი კურთხევები მოგვიტანა“.

შეგიძლიათ ახსნათ?

• როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას ყველა ხალხის მიმართ მიუკერძოებლობის გამოვლენაში?

• როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები უცხოელების მიმართ?

• რატომ არის სასარგებლო უცხოელებისთვის მათ მშობლიურ ენაზე ქადაგება?

• როგორ შეგვიძლია გულწრფელი ინტერესის გამოვლენა უცხოელების მიმართ?

[სასწავლო კითხვები]

[რუკა⁄სურათი 23 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

რომი

კრეტა

აზია

ფრიგია

პამფილია

პონტო

კაპადოკია

შუამდინარეთი

მიდია

პართია

ელამი

არაბეთი

ლიბია

ეგვიპტე

იუდეა

იერუსალიმი

[წყლები]

ხმელთაშუა ზღვა

შავი ზღვა

წითელი ზღვა

სპარსეთის ყურე

[სურათი]

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე რომის იმპერიის 15 რეგიონიდან ჩამოსულმა სტუმრებმა სასიხარულო ცნობა მშობლიურ ენებზე მოისმინეს.

[სურათები 24 გვერდზე]

მრავალი უცხოელი დადებითად ეხმაურება ბიბლიურ ჭეშმარიტებას.

[სურათი 25 გვერდზე]

სამეფო დარბაზის აბრაზე წარწერა ხუთ ენაზეა გაკეთებული.