გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:
• რატომ შეიძლება პირველი ცოდვის — ადამის ურჩობის — მემკვიდრეობით მიღებულ დაავადებასთან შედარება?
ეს დაავადებას ჰგავს, რადგან ადამმა ცოდვა თავის შთამომავლებს გადასცა. ამგვარად, ცოდვით გამოწვეული არასრულყოფილება მემკვიდრეობით მივიღეთ, ისევე როგორც ზოგიერთ ბავშვს დაავადება მშობლებისგან მემკვიდრეობით გადაეცემა (15.08, გვერდი 5).
• ძალადობის გამრავლების რა ძირითადი მიზეზები არსებობს დღეს?
სატანა ცდილობს, რომ ადამიანები იეჰოვას ჩამოაშოროს. ის მათ გულებში ძალადობის სულს თესავს ფილმების, მუსიკის, სისასტიკისა და მკვლელობისკენ აღმძვრელი კომპიუტერული თამაშების საშუალებით. მასმედიაში ნაჩვენები ძალადობა ხელს უწყობს მრავალი დანაშაულის ჩადენას (01.09, გვერდი 29).
• ვინ იყო პონტიუს პილატე?
ის რომაელ წარჩინებულთა დაბალ ფენას მიეკუთვნებოდა და, როგორც ჩანს, სამხედრო პირი იყო. რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა ახ. წ. 26 წელს პილატე იუდეის პროვინციის პრეფექტად დანიშნა. იესოს გასამართლების დროს პილატემ ბრალდებები იუდეველი ხელმძღვანელებისგან მოისმინა. ბრბოსთვის რომ ესიამოვნებინა, პილატემ მათ ნება დართო, რომ იესო სიკვდილით დაესაჯათ (15.09, გვერდები 10—12).
• რომელ „ნიშანზეა“ საუბარი მათეს 24:3–ში?
ეს ნიშანი იმ რამდენიმე ნიშნის ერთობლიობაა, რომელშიც შედის ომები, შიმშილი, ეპიდემიები და მიწისძვრები. ეს შესაძლებლობას აძლევს იესოს მიმდევრებს, ამოიცნონ მისი ‘მოსვლა’ და „ამ სისტემის აღსასრულის ნიშანი“ (01.10, გვერდები 4, 5).
• რა იყო დიასპორა და რომელ ტერიტორიებს მოიცავდა ის?
ეს ტერმინი ეხებოდა იმ იუდეველებს, რომლებიც პალესტინის საზღვრებს გარეთ ცხოვრობდნენ. პირველ საუკუნეში იუდეველები ძირითადად ცხოვრობდნენ სირიასა და მცირე აზიაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში, შედარებით მცირე ნაწილი კი რომის იმპერიის ევროპულ ნაწილში ცხოვრობდა (15.10, გვერდი 12).
• შეინარჩუნებს ქრისტიანი სუფთა სინდისს, თუ ისეთ სამსახურზე დათანხმდება, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარება მოითხოვება?
თითოეულმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, შეასრულოს თუ არა ქვეყნიური სამუშაო, სადაც ცეცხლსასროლი ან სხვა იარაღის ტარება მოითხოვება. მაგრამ ასეთ სამსახურში იმის საშიშროებაც არსებობს, რომ საჭიროების შემთხვევაში იარაღის გამოყენებით ადამიანი სისხლისღვრაში გახდეს დამნაშავე და შეტაკების ან საპასუხო ზომების მიღების დროს შეიძლება დაიჭრას ან მოკვდეს. ქრისტიანი, რომელიც იარაღს ატარებს, კრებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობისთვის შეუფერებელია (2 ტიმოთე 3:3, 10) (01.11, გვერდი 31).
• რამდენადაც სიტყვა „არმაგედონი“ წარმოდგება გამოთქმიდან „მეგიდოს მთა“, ის ახლო აღმოსავლეთის რომელიმე მთაზე გამართული ომი ხომ არ იქნება?
არა. დღეს მეგიდოს მთა არ არსებობს. ისრაელში ამ ადგილას მხოლოდ ბორცვია შემორჩენილი. მეგიდო ვერ დაიტევდა მთელი ‘დედამიწის მეფეებსა და მათ ლაშქრებს’. ღვთის სამართლიანი ომი მთელ მსოფლიოში მოხდება და ყველა ომს მოსპობს (გამოცხადება 16:14, 16; 19:19; ფსალმუნები 45:9, 10) (01.12, გვერდები 4—7).