ვის ემორჩილებით — ღმერთს თუ ადამიანებს?
ვის ემორჩილებით — ღმერთს თუ ადამიანებს?
„ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).
1. ა) რომელ ბიბლიურ მუხლზეა დაფუძნებული ეს სტატია? ბ) რატომ იყვნენ მოციქულები დაპატიმრებულნი?
იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები, ალბათ, რისხვას ვერ მალავდნენ. იესო ქრისტეს მოციქულები, რომლებიც დაპატიმრებულები ჰყავდათ, ადგილზე აღარ იყვნენ. რამდენიმე კვირით ადრე უმაღლესმა სასამართლომ იესოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამჯერად სასამართლო მისი უახლოესი მიმდევრების საქმის განხილვას აპირებდა. მაგრამ მათ წამოსაყვანად გაგზავნილ მცველებს საპატიმრო ცარიელი დახვდათ მიუხედავად იმისა, რომ კარები ჩაკეტილი იყო. მალე მცველებმა გაიგეს, რომ მოციქულები იერუსალიმის ტაძარში იყვნენ და ხალხს უშიშრად ასწავლიდნენ იესო ქრისტეს შესახებ. ამგვარად, ისინი სწორედ იმას აკეთებდნენ, რისთვისაც დაპატიმრებულები იყვნენ! მცველები დაუყოვნებლივ ტაძრისკენ გაემართნენ, მოციქულები კვლავ დააპატიმრეს და სასამართლოში მიიყვანეს (საქმეები 5:17—27).
2. რისკენ მოუწოდა ანგელოზმა მოციქულებს?
2 მოციქულები საპყრობილიდან ანგელოზმა გაათავისუფლა. მაგრამ რა მიზნით? იმისთვის ხომ არა, რომ მათი დევნისთვის ბოლო მოეღო? არა. მიზანი ის იყო, რომ იერუსალიმის მოსახლეობას იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობა მოესმინა. ანგელოზმა მოციქულებს მოუწოდა: „ყველაფერი მოუყევით ხალხს ამ სიცოცხლის შესახებ“ (საქმეები 5:19, 20). როდესაც მცველები ტაძარში მივიდნენ, მოციქულები ერთგულად ასრულებდნენ ამ მითითებას.
3, 4. ა) რა რეაქცია ჰქონდათ პეტრესა და იოანეს ქადაგების შეწყვეტის ბრძანებაზე? ბ) რა რეაქცია ჰქონდათ სხვა მოციქულებს?
საქმეები 5:28). თუმცა, კაიაფას არ უნდა გაკვირვებოდა სასამართლოში პეტრესა და იოანეს კიდევ ერთხელ დანახვა. მაშინ, როცა მათ ქადაგება აუკრძალა, ამ ორმა მოციქულმა მიუგო: „თავად განსაჯეთ, სწორია თუ არა ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“. წინასწარმეტყველ იერემიას მსგავსად, პეტრე და იოანე ვერ იტყოდნენ უარს თავიანთი დავალების შესრულებაზე, ანუ ქადაგებაზე (საქმეები 4:18—20; იერემია 20:9).
3 პეტრე და იოანე მოციქულები, რომლებიც ამ შეუდრეკელ მქადაგებლებს შორის იყვნენ, მანამდეც იდგნენ სასამართლოს წინაშე. კაიაფას, მთავარ მოსამართლეს, ეს არ დავიწყებია და მათ მკაცრად უთხრა: „სასტიკად აგიკრძალეთ, აღარ გესწავლებინათ ამ [იესო ქრისტეს] სახელით, თქვენ კი თქვენი სწავლებით იერუსალიმი აავსეთ“ (4 ამჯერად არა მხოლოდ პეტრესა და იოანეს, არამედ ყველა მოციქულს, ახლად არჩეული მატთიას ჩათვლით, ჰქონდა სასამართლოს წინაშე საკუთარი პოზიციის დაცვის შესაძლებლობა (საქმეები 1:21—26). ქადაგების აკრძალვაზე სხვა მოციქულებსაც მსგავსი რეაქცია ჰქონდათ. მათ გაბედულად თქვეს: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).
ღმერთს უნდა ვემორჩილებოდეთ თუ ადამიანებს?
5, 6. რატომ არ დაემორჩილნენ მოციქულები სასამართლო გადაწყვეტილებას?
5 მოციქულები კანონის მორჩილი მოქალაქეები იყვნენ და, როგორც წესი, სასამართლო გადაწყვეტილებებსაც ემორჩილებოდნენ. მაგრამ არც ერთ ადამიანს, რაოდენ დიდი ძალაუფლებაც უნდა ჰქონდეს მას, არა აქვს იმის უფლება, რომ სხვას ღვთის მცნებების შესრულება აუკრძალოს. იეჰოვა „უზენაესია მთელ ქვეყნიერებაზე“ (ფსალმუნები 82:19). ის „მთელი ქვეყნიერების მსაჯული“, უზენაესი კანონმდებელი და მარადიულობის მეფეა. თუ სასამართლო გადაწყვეტილება უგულებელყოფს ღვთის რომელიმე მცნებას, მას ღვთის თვალში კანონიერი ძალა არა აქვს (დაბადება 18:25; ესაია 33:22).
6 ასეთ დამოკიდებულებას იზიარებდა ზოგიერთი წამყვანი იურისტი. მაგალითად, მე-18 საუკუნის ცნობილი ინგლისელი იურისტი უილიამ ბლეკსტოუნი წერდა, რომ ადამიანის მიერ მიღებული არც ერთი კანონი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „ღვთისგან გაცხადებულ სამართალს“ ანუ იმას, რასაც ბიბლიაში ვკითხულობთ. ამგვარად, სინედრიონი თავისი უფლებამოსილების საზღვრებს გასცდა, როდესაც მოციქულებს ქადაგების შეწყვეტა უბრძანა. მოციქულები ასეთ ბრძანებას ნამდვილად ვერ დაემორჩილებოდნენ.
7. რატომ იწვევდა სამქადაგებლო საქმიანობა უფროსი მღვდლების უკმაყოფილებას?
7 ქადაგების გასაგრძელებლად მოციქულების შემართებამ უფროსი მღვდლების რისხვა გამოიწვია. სასულიერო პირთაგან ზოგი, მათ შორის კაიაფა, სადუკეველი იყო. მათ მკვდრეთით აღდგომა არ სწამდათ (საქმეები 4:1, 2; 5:17). მოციქულები კი აზრს არ იცვლიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ იესო მკვდრეთით აღდგა. ამასთანავე, ზოგიერთი უფროსი მღვდელი არაფერს იშურებდა რომის ხელისუფლების კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად. როცა იესოს გასამართლების დროს პილატემ უფროს მღვდლებს მისი მეფედ აღიარების შესაძლებლობა მისცა, მათ ყვირილი დაიწყეს: „ჩვენ არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა“ (იოანე 19:15) *. გარდა იმისა, რომ ხალხს იესოს მკვდრეთით აღდგომას უქადაგებდნენ, მოციქულები ასევე აუწყებდნენ: „[იესოს სახელი გარდა] არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 2:36; 4:12). მღვდლები შიშობდნენ, რომ, თუ ხალხი აღდგენილი იესოს მეთაურობას მოინდომებდა, შეიძლებოდა რომაელები მისულიყვნენ და იუდეველ წინამძღოლებს დაეკარგათ „ადგილიც და ერიც“ (იოანე 11:48).
8. რა გონივრული რჩევა მისცა გამალიელმა სინედრიონს?
8 იესო ქრისტეს მოციქულები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სინედრიონის მოსამართლეებს საქმეები 5:33). მაგრამ მოულოდნელად ვითარება შეიცვალა. გამალიელი, რომელმაც კარგად იცოდა მოსეს კანონი, წამოდგა და სინედრიონის სხვა წევრებს მოუწოდა, ნაჩქარევად არ ემოქმედათ. მან ურჩია მათ: „თუ ეს ზრახვა ან საქმე ადამიანთაგან არის, ჩაიშლება, მაგრამ თუ ღვთისგან არის, თქვენ მათ ვერაფერს უზამთ“. ამ სიტყვებს გამალიელმა საყურადღებო აზრი დასძინა: „შეიძლება ღვთის წინააღმდეგ მებრძოლები გამოხვიდეთ“ (საქმეები 5:34, 38, 39).
მათი დახოცვა ჰქონდათ გადაწყვეტილი (9. რა ცხადყოფს, რომ მოციქულების საქმიანობა ღვთისგან იყო?
9 რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასამართლომ გამალიელის რჩევა გაითვალისწინა. სინედრიონის წევრებმა „მოციქულებს მოუხმეს, სცემეს, უბრძანეს, აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს“. მაგრამ ამან მოციქულები ვერ შეაშინა. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, დამორჩილებოდნენ ანგელოზის მითითებას და ექადაგათ. ამიტომ გათავისუფლების შემდეგ ისინი „ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქმეები 5:40, 42). ასეთი მოქმედებისთვის იეჰოვა აკურთხებდა მათ. შედეგად, „ღვთის სიტყვა ვრცელდებოდა და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა. რწმენას უამრავი მღვდელიც ღებულობდა“ (საქმეები 6:7). უფროსი მღვდლებისთვის ეს ნამდვილად მძიმე სანახავი იქნებოდა! ყველაფერი იმაზე მოწმობდა, რომ მოციქულების საქმიანობა ღვთისგან იყო!
ღვთის წინააღმდეგ მებრძოლებს წარმატება არ ექნებათ
10. როგორც ჩანს, რატომ გრძნობდა მშვიდად თავს კაიაფა თავის თანამდებობაზე, მაგრამ რაში ცდებოდა ის?
10 პირველ საუკუნეში იუდეველ მღვდელმთავრებს რომის ხელისუფლება ნიშნავდა. შეძლებული იოსებ კაიაფა თანამდებობაზე ვალერიუს გრეტუსმა დანიშნა და მან ეს თანამდებობა ბევრ თავის წინამორბედზე დიდხანს შეინარჩუნა. კაიაფა ამ წარმატებას ღმერთზე მეტად, ალბათ, უფრო იმას მიაწერდა, რომ ნიჭიერი დიპლომატი იყო და ახლო ურთიერთობა ჰქონდა პილატესთან. როგორც უნდა ყოფილიყო, ადამიანებზე მინდობამ მას სიკეთე ვერ მოუტანა. სინედრიონის წინაშე მოციქულების ყოფნიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ რომის ხელისუფლებას კაიაფა თვალში
აღარ მოუვიდა და მღვდელმთავრობიდან გადააყენა.11. როგორ დასრულდა პონტიუს პილატესა და იუდეველთა სისტემის ისტორია, და თქვენ რა დასკვნა გამოგაქვთ ამ შემთხვევებიდან?
11 გათავისუფლების შესახებ ბრძანება კაიაფამ პილატეს უშუალო უფროსისგან, სირიის გამგებლის — ლუციუს ვიტელიუსისგან მიიღო. კაიაფას ვეღარც თავისმა ახლო მეგობარმა, პილატემ, უშველა. მისი გათავისუფლებიდან მხოლოდ ერთი წელი იყო გასული და თანამდებობას პილატეც გამოემშვიდობა. ის უკან გაიწვიეს რომში სერიოზულ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად. რაც შეეხება კეისარს მინდობილ იუდეველ წინამძღოლებს, რომაელებმა მათ ‘ადგილიც წაართვეს და ერიც’. ეს მოხდა ახ. წ. 70 წელს, როდესაც რომის ჯარმა პირწმინდად გაანადგურა იერუსალიმი, მათ შორის ტაძარი და სინედრიონის დარბაზი. მათ შემთხვევაში გამართლდა ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“! (იოანე 11:48; ფსალმუნები 145:3).
12. როგორ ამტკიცებს იესოს მაგალითი, რომ ღვთისადმი მორჩილება გონივრული არჩევანია?
12 ყოველივე ამის საპირისპიროდ, ღმერთმა დიდებული სულიერი ტაძრის მღვდელმთავრად აღდგენილი იესო ქრისტე დანიშნა. ამ დანიშვნას ვერც ერთი ადამიანი ვერ გააუქმებს. დიახ, იესოს „მღვდლობა . . . უცვლელია“ (ებრაელები 2:9; 7:17, 24; 9:11). ღმერთმა იესო ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედაც დანიშნა (1 პეტრე 4:5). აქედან გამომდინარე, იესოს უფლებამოსილებაში შედის იმის გადაწყვეტა, აქვთ თუ არა იოსებ კაიაფასა და პონტიუს პილატეს მომავალი სიცოცხლის შესაძლებლობა (მათე 23:33; საქმეები 24:15).
ჩვენი დროის უშიშარი მქადაგებლები
13. თანამედროვე პერიოდში რომელი საქმე იყო ადამიანთაგან და რომელი — ღვთისგან? საიდან იცით?
13 პირველი საუკუნის მსგავსად, „ღვთის წინააღმდეგ მებრძოლთა“ ნაკლებობა არც თანამედროვე პერიოდში ყოფილა (საქმეები 5:39). გერმანიაში, მაგალითად, იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეები „ჰაილ ჰიტლერს“ არ ამბობდნენ და ადოლფ ჰიტლერს თავიანთ ფიურერად არ აღიარებდნენ, მან ფიცი დადო, რომ არც ერთ იეჰოვას მოწმეს ცოცხალს არ დატოვებდა (მათე 23:10). ერთი შეხედვით, მის გამანადგურებელ სახელმწიფო მექანიზმს ამ ამოცანის შესრულება არ უნდა გასჭირვებოდა. ნაცისტებმა ათასობით იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. მათ ცალკეული მოწმეები მოკლეს კიდეც. მაგრამ ნაცისტებმა ვერ შეაცვლევინეს იეჰოვას მოწმეებს გადაწყვეტილება, მხოლოდ ღვთისთვის ეცათ თაყვანი, და ვერ შეძლეს ღვთის მსახურების, როგორც ჯგუფის, მთლიანად განადგურება. ამ ქრისტიანთა საქმიანობა ღვთისგან იყო და არა ადამიანთაგან, ღვთის საქმის ჩაშლა კი შეუძლებელია! მას შემდეგ 60 წელი გავიდა. ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკებში გადარჩენილი ღვთის ერთგული მსახურები დღემდე ემსახურებიან იეჰოვას ‘მთელი გულით, სულითა და გონებით’. ჰიტლერი და მისი ფაშისტური პარტია კი აღარავის ახსოვს, და თუ ახსოვთ — ისიც სამარცხვინო საქმეების გამო (მათე 22:37).
14. ა) როგორ სწამებენ ცილს მოწინააღმდეგეები ღვთის მსახურებს და რა ხდება შედეგად? ბ) მიაყენებს ასეთი წინააღმდეგობა ღვთის ხალხს სამუდამო ზიანს? (ებრაელები 13:5, 6).
14 წლების განმავლობაში ფაშისტებს სხვებიც შეუერთდნენ იეჰოვასა და მისი ხალხის წინააღმდეგ წარუმატებელ ბრძოლაში. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რელიგიური თუ პოლიტიკური ძალები მზაკვრულად ცდილობდნენ, იეჰოვას მოწმეები „საშიშ სექტად“ წარმოეჩინათ. სხვათა შორის, პირველი საუკუნის ქრისტიანებს ასეთივე ბრალდებას უყენებდნენ (საქმეები 28:22). მაგრამ ცნობილია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო იეჰოვას მოწმეებს რელიგიად აღიარებს და არა სექტად. უეჭველია, რომ მოწინააღმდეგეებმა ეს კარგად იციან. მიუხედავად ამისა, ისინი განაგრძობენ იეჰოვას მოწმეების ცილისწამებას. ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელების პირდაპირი შედეგია ის, რომ ზოგ ქრისტიანს სამსახურიდან ათავისუფლებენ; იეჰოვას მოწმეთა ბავშვებს სკოლებში სირთულეებს უქმნიან; იმ შენობების მეპატრონეები, სადაც იეჰოვას მოწმეები დიდი ხნის მანძილზე შეხვედრებს ატარებდნენ, შიშით ხელშეკრულებებს აუქმებენ; იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ორგანოებმა იეჰოვას მოწმეებს უარი უთხრეს მოქალაქეობის მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ ნიადაგზე! მაგრამ ეს ყოველივე იეჰოვას მოწმეებს არ აშინებთ.
15, 16. რა რეაქცია ჰქონდათ იეჰოვას მოწმეებს საფრანგეთში წინააღმდეგობაზე და რატომ აგრძელებენ ისინი ქადაგებას?
15 მაგალითად ავიღოთ საფრანგეთი. აქ ხალხს, ჩვეულებრივ, ახასიათებს ზომიერება და ობიექტურობა. მაგრამ ცალკეული მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებდნენ ისეთი კანონების მისაღებად, რომლებიც ხელს შეუშლიდა სამეფოს საქმეს. რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე იეჰოვას მოწმეებს? ისინი განსაკუთრებით გააქტიურდნენ სამქადაგებლო საქმიანობაში, რასაც შესანიშნავი შედეგები მოჰყვა (იაკობი 4:7). მხოლოდ ექვს თვეში საფრანგეთში ბიბლიის შესწავლების რაოდენობა 33 პროცენტით გაიზარდა! უეჭველია, ეშმაკი გააფთრებულია, როცა ხედავს, რომ ამ ქვეყანაში გულწრფელი ადამიანები სასიხარულო ცნობას ეხმაურებიან (გამოცხადება 12:17). საფრანგეთში ჩვენი თანაქრისტიანები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ შემთხვევაშიც გამართლდება ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ყოველი იარაღი, დამზადებული შენს წინააღმდეგ, გაცუდდება; და ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარდგება სამსჯავროზე, შენ დაადანაშაულებ“ (ესაია 54:17).
16 იეჰოვას მოწმეებს დევნა სულაც არ სიამოვნებთ. მაგრამ ისინი ემორჩილებიან ყველა ქრისტიანისთვის მიცემულ ღვთის მითითებას; იეჰოვას მოწმეები ვერ — და არ — შეწყვეტენ იმაზე ლაპარაკს, რაც მოისმინეს. ისინი ყოველმხრივ ცდილობენ, სამაგალითო მოქალაქეები იყვნენ. თუმცა, როცა ადამიანთა მიერ შექმნილი კანონი ღვთის კანონს ეწინააღმდეგება, ისინი ღმერთს უნდა დაემორჩილონ, როგორც მმართველს.
ნუ შეგეშინდებათ მათი
17. ა) რატომ არ უნდა გვეშინოდეს მტრების? ბ) როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მდევნელებისადმი?
17 ჩვენი მტრები ძალიან სახიფათო მდგომარეობაში არიან. ისინი ღვთის წინააღმდეგ იბრძვიან. ამიტომ ვითვალისწინებთ იესოს მითითებას და, ნაცვლად იმისა, რომ გვეშინოდეს, ვლოცულობთ მათთვის, ვინც გვდევნის (მათე 5:44). ჩვენ ვლოცულობთ, რომ, თუ ტარსოსელი სავლეს მსგავსად, ვინმე უცოდინარობის გამო ეწინააღმდეგება ღმერთს, მან სიყვარულით აუხილოს თვალები ჭეშმარიტების დასანახავად (2 კორინთელები 4:4). სავლე ქრისტიანი გახდა და მას პავლე მოციქულის სახელით ვიცნობთ. პავლე საკმაოდ დიდ სირთულეებს იტანდა მაშინდელ ხელისუფალთა მხრიდან. მიუხედავად ამისა, თანამორწმუნეების მისამართით ამბობდა: „დაემორჩილონ და მოუსმინონ მთავრობებსა და ძალაუფლებებს, როგორც მმართველებს, და მზად იყვნენ ნებისმიერი კარგი საქმისთვის, არავინ დაძრახონ [მათ შორის, ყველაზე დაუნდობელი მდევნელებიც], არ იყვნენ ჩხუბის ამტეხნი, არამედ კეთილგონიერნი, ყველასთან რბილი ხასიათი გამოავლინონ“ (ტიტე 3:1, 2). საფრანგეთში თუ სხვა ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ამ რჩევის თანახმად იცხოვრონ.
18. ა) როგორ შეიძლება იხსნას იეჰოვამ თავისი ხალხი? ბ) რით დამთავრდება ნებისმიერი წინააღმდეგობა?
18 ღმერთმა წინასწარმეტყველ იერემიას უთხრა: იერემია 1:8). რა გზით შეიძლება გვიხსნას იეჰოვამ დევნისგან დღეს? მან ეს შეიძლება გამალიელის მსგავსი მიუკერძოებელი მოსამართლის საშუალებით გააკეთოს. ან შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს, რომ რომელიმე კორუმპირებული და მტრულად განწყობილი თანამდებობის პირის ადგილი მოულოდნელად უფრო სამართლიანმა და პატიოსანმა ადამიანმა დაიკავოს. მაგრამ ხანდახან იეჰოვამ თავისი ხალხის დევნა შეიძლება არ შეაჩეროს (2 ტიმოთე 3:12). თუ ღმერთი დაუშვებს ჩვენს დევნას, ის ყოველთვის მოგვცემს დევნის ასატანად საჭირო სიმტკიცეს (1 კორინთელები 10:13). რაც უნდა დაუშვას ღმერთმა, ჩვენ ვიცით, ყველაფერი რით დამთავრდება: ღვთის ხალხის წინააღმდეგ მებრძოლები ღმერთს ებრძვიან, და ვინც ღმერთს ებრძვის, ვერასდროს გაიმარჯვებს.
„შენთანა ვარ შენს გადასარჩენად“ (19. რომელია 2006 წლის მუხლი და რატომაა ის დროული?
19 იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ მზად უნდა ყოფილიყვნენ გასაჭირისთვის (იოანე 16:33). ამის გამო დღეს განსაკუთრებით დროულია საქმეების 5:29-ში ჩაწერილი სიტყვები: „ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“. ამიტომ ეს სიტყვები იეჰოვას მოწმეების 2006 წლის მუხლად იქნა შერჩეული. მაშ, რადაც უნდა დაგვიჯდეს, ღმერთს დავემორჩილოთ, როგორც მმართველს ამ წლის და მთელი მარადისობის განმავლობაში!
[სქოლიოები]
^ აბზ. 7 „კეისარი“, რომელსაც ამ შემთხვევის დროს უფროსმა მღვდლებმა საჯარო ნდობა გამოუცხადეს, რომის იმპერატორი ტიბერიუსი იყო. მას იცნობდნენ როგორც საძულველ, ორპირ და უზნეო პიროვნებად, რომელსაც მრავალი ადამიანის სიკვდილში მიუძღოდა ბრალი (დანიელი 11:15, 21).
შეგიძლიათ უპასუხოთ?
• რა გამამხნევებელი მაგალითი დაგვიტოვეს მოციქულებმა წინააღმდეგობის დროს თავიანთი მოქმედებით?
• რატომ უნდა დავემორჩილოთ ყოველთვის ღმერთს, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს?
• სინამდვილეში ვის წინააღმდეგ იბრძვიან ჩვენი მოწინააღმდეგეები?
• რით დამთავრდება ნებისმიერი დევნა, რომელსაც ღვთის ხალხი იტანს?
[სასწავლო კითხვები]
[ჩანართი 23 გვერდზე]
2006 წლის მუხლი: „ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).
[სურათი 19 გვერდზე]
„ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“.
[სურათი 21 გვერდზე]
კაიაფა ადამიანებს ენდობოდა და არა ღმერთს.