საახალწლო ნაძვის ხე ნამდვილად ქრისტიანული ტრადიციაა?
საახალწლო ნაძვის ხე ნამდვილად ქრისტიანული ტრადიციაა?
«რუსეთში მე-19 საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში საშობაო ნაძვის ხე ჯერ კიდევ „საუცხოო გერმანულ გამოგონებად“ ითვლებოდა. ოცდაათიანი წლების ბოლოს კი ნაძვის ხე სანკტ-პეტერბურგის ელიტის წარმომადგენელთა სახლებშიც იდგმება . . . მე-19 საუკუნეში ნაძვის ხე მხოლოდ სამღვდელოებისა და გლეხების სახლებში არ ირთვებოდა . . .
ამ დრომდე [მე-19 საუკუნემდე] ნაძვის ხე . . . განსაკუთრებული მოწონებით არ სარგებლობდა. რუსული ტრადიციის თანახმად, მას სიკვდილის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და „სულთა სამყაროსთან“ აკავშირებდნენ. გარდა ამისა, ნაძვის ხეებს დუქნების სახურავებზე დგამდნენ. ყოველივე ამის შემხედვარე ვერავინ იფიქრებდა, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის ნაძვის ხისადმი ხალხის დამოკიდებულება ასე შეიცვლებოდა . . . ბუნებრივია, რომ დასავლური ტრადიციის გადმოღების პროცესში ნაძვის ხე რუსეთში იმავე მნიშვნელობას იძენდა, რაც საშობაო ხეს ჰქონდა დასავლეთში და თანდათან უკავშირდებოდა შობის დღესასწაულს . . .
რუსეთში ნაძვის ხის „გაქრისტიანების“ პროცესს დაბრკოლებების გარეშე არ ჩაუვლია. ამ სიახლეს მართლმადიდებელი ეკლესია მშვიდად არ შეხვედრია. სამღვდელოება ახალ დღესასწაულს „დემონურ წარმოდგენას“ და წარმართულ ტრადიციას უწოდებდა, რასაც საერთო არაფერი ჰქონდა მხსნელის დაბადებასთან. უფრო მეტიც, ეს ტრადიცია დასავლური იყო» (ელენა დუშეჩკინა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი).
[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Photograph: Nikolai Rakhmanov