ყოფილი მოწინააღმდეგე ჭეშმარიტებას იღებს
ყოფილი მოწინააღმდეგე ჭეშმარიტებას იღებს
რამდენიმე წლის წინ სანტიაგო და მისი მეუღლე, ლურდისი, თვალწარმტაც ქალაქ უილკაპატაში (პერუ) გადავიდნენ, რათა იქ მცხოვრები ხალხისთვის ბიბლიური ცნობა გაეზიარებინათ. მალე ქალაქ კუსკოდან უილკაპატაში ჩავიდა მღვდელი, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ იეჰოვას მოწმეთა იქ ყოფნის გამო ჭირი გაჩნდებოდა და მოვიდოდა დიდი თოვლი, რაც მათ საქონელსა და მოსავალს გაანადგურებდა.
ამ „წინასწარმეტყველებამ“ მრავალ ადამიანზე მოახდინა გავლენა. ნახევარ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ბიბლიის შესწავლის სურვილი არავის გამოუთქვამს. როცა ქალაქის მერის მოადგილე, მიგელი, სანტიაგოსა და ლურდის ხედავდა, ქვებს ესროდა მათ. მაგრამ მოწმეები ყოველთვის ქრისტიანულ თვისებებს ავლენდნენ და სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ.
დროთა განმავლობაში ქალაქის ზოგმა მცხოვრებმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მიგელმაც შეიცვალა თავისი თვალსაზრისი. სანტიაგომ მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მიგელმა გადაჭარბებულ სმას თავი დაანება და მშვიდი პიროვნება გახდა. მან, მისმა მეუღლემ და ორმა ქალიშვილმა ბიბლიური ჭეშმარიტება მიიღეს.
დღეს ამ ქალაქში იეჰოვას მოწმეთა აქტიური კრებაა. მიგელს უხარია, რომ ქვები, რომლებსაც სანტიაგოსა და ლურდს ესროდა, ხშირ შემთხვევაში, მიზანს სცდებოდა. ის მადლიერია, რომ ამ წყვილმა სიმშვიდე გამოავლინა.
[სურათი 32 გვერდზე]
სანტიაგოსა და ლურდის (ზემოთ) მიერ გამოვლენილმა სიმშვიდემ მიგელს (მარჯვნივ) თვალსაზრისი შეაცვლევინა.