არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რით ვგავართ „ლაგანი აუნას“ ხეს?

რით ვგავართ „ლაგანი აუნას“ ხეს?

რით ვგავართ „ლაგანი აუნას“ ხეს?

ერთ სოფელში, რომელიც ქალაქ პორტ-მორზბის (პაპუა-ახალი გვინეა) გარეუბანში მდებარეობს, იეჰოვას ორი მოწმე სამქადაგებლო მსახურებიდან სახლში ბრუნდებოდა. ერთი ხანდაზმული იყო, მეორე — ახალგაზრდა. გზად მათ ძალიან ლამაზი ხე შენიშნეს. ხანდაზმულმა წამოიძახა: «ეს ხომ „ლაგანი აუნაა“!» შემდეგ ახალგაზრდას უთხრა: «ეს სახელი „ყოველწლიურ ხეს“ ნიშნავს. ბევრი ტროპიკული ხისგან განსხვავებით, მას ყოველ წელს სცვივა ფოთლები და სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობა. მაგრამ წვიმის სეზონის დროს მას კვლავინდებურად უბრუნდება სილამაზე — ცოცხლდება და ყვავილებით იპენტება».

რის სწავლა შეგვიძლია „ლაგანი აუნაზე“ ანუ „სამეფო დელონიქსზე“ (ეს ხე, ძირითადად, ამ სახელითაა ცნობილი) დაკვირვების შედეგად? როგორც ზოგი სპეციალისტი ამბობს, „სამეფო დელონიქსი“ მსოფლიოში ხუთი ყველაზე ლამაზი ყვავილოვანი ხის რიცხვში შედის. მიუხედავად იმისა, რომ ცხელი სეზონის დროს ყვავილები და ფოთლები სცვივა, ხე ნიადაგიდან წყლის საკმარის მარაგს იღებს. ძლიერი ფესვთა სისტემის წყალობით ეს ხე კლდეზეც იზრდება და ძლიერ ქარიშხალსაც უძლებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ყველაზე რთულ კლიმატურ პირობებში ხარობს.

შეიძლება რთულ ვითარებაში ჩვენი რწმენის სიძლიერეც გამოიცადოს. რა დაგვეხმარება ბოლომდე სიმტკიცის შენარჩუნებაში? „ლაგანი აუნას“ მსგავსად, შეგვიძლია ღვთის სიტყვის სიცოცხლის მომცემი წყლით ვისაზრდოოთ და მისი მარაგი დავაგროვოთ. ჩვენც მაგრად უნდა მოვეჭიდოთ ‘ჩვენს კლდეს’, იეჰოვას, და მის ორგანიზაციას (2 მეფეთა 22:3). თვალწარმტაცი „ლაგანი აუნა“ შეგვახსენებს, რომ, თუ იეჰოვას დახმარებას მივიღებთ, ურთულეს მდგომარეობაშიც კი შევძლებთ სულიერი სილამაზისა და სიძლიერის შენარჩუნებას. ამგვარად, იეჰოვას ‘ყველა დანაპირებს დავიმკვიდრებთ’, მათ შორის მარადიულ სიცოცხლეს (ებრაელები 6:12; გამოცხადება 21:4).