სასარგებლო დასვენება გამომაცოცხლებელია
სასარგებლო დასვენება გამომაცოცხლებელია
„ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31).
1, 2. რატომ შეიძლება სიამოვნების მომგვრელი მხიარულება ღვთის ძღვნად ჩაითვალოს, მაგრამ რა გაფრთხილებას გვაძლევს ბიბლია?
ბუნებრივია, ისეთი რამის კეთების სურვილი გვქონდეს, რაც სიამოვნებას გვანიჭებს. ჩვენს ბედნიერ ღმერთს, იეჰოვას, სურს, რომ სიცოცხლით დავტკბეთ. ამისთვის ის უამრავ საშუალებას გვთავაზობს (1 ტიმოთე 1:11; 6:17). ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ვიცი, რომ არ არის . . . იმაზე უკეთესი, ვიდრე მხიარულება . . . და თუ რომელიმე ადამიანი ჭამს და სვამს და ხედავს სიკეთეს მთელ თავის ნაშრომში, ეს ღვთის საჩუქარია“ (ეკლესიასტე 3:12, 13).
2 ნამდვილად გამომაცოცხლებელია, როცა ადამიანის მხიარულების მიზეზი მის მიერ გაკეთებული კარგი საქმეებია. ასეთ დროს განსაკუთრებით სასიამოვნოა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეკრება. ასეთი მხიარულება შეიძლება „ღვთის საჩუქრად“, ძღვნად ჩაითვალოს. ცხადია, ეს იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ ასეთმა წვეულებებმა გაუკონტროლებელი სახე მიიღოს. ბიბლია განსჯის უზომო სმას, გაუმაძღრობას, უზნეობას და გვაფრთხილებს, რომ ამის მოქმედნი „ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9, 10; იგავები 23:20, 21; 1 პეტრე 4:1—4).
3. რა დაგვეხმარება სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებასა და იმაში, რომ მუდამ გვახსოვდეს იეჰოვას დიდი დღე?
3 დღეს ძნელად ასატან დროში ვცხოვრობთ. ამიტომ ზოგჯერ ქრისტიანისთვის რთულია გონიერების გამოვლენა, რომ დღევანდელი გახრწნილი ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი ჩვევები არ გადაიღოს (იოანე 17:15, 16). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დღევანდელი თაობა იმდენად არის ‘სიამოვნებათა მოყვარული, ვიდრე ღვთისა’, რომ მათ არ ანაღვლებთ „დიდი გასაჭირი“, რომელიც კარზეა მომდგარი (2 ტიმოთე 3:4, 5; მათე 24:21, 37—39). იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე“ (ლუკა 21:34, 35). ჩვენ, როგორც ღვთის მსახურებს, გადაწყვეტილი გვაქვს, ყურად ვიღოთ იესოს გაფრთხილება. დღევანდელი უღვთო ადამიანებისგან განსხვავებით, ყველანაირად ვცდილობთ, სულიერად ვიფხიზლოთ და მუდამ გვახსოვდეს იეჰოვას დიდი დღე (სოფონია 3:8; ლუკა 21:36).
4. ა) რატომ არის რთული ქრისტიანისთვის შესაფერისი გართობისა და დასვენების შერჩევა? ბ) ეფესოელების 5:15, 16-ის თანახმად, რომელი რჩევის გათვალისწინება გვსურს?
1 პეტრე 2:11). დღეს საზოგადოებრივ ადგილებში ხალხი ხშირად ერთობა ზიანის მომტანი გართობით. ასეთმა გართობამ შეიძლება ჩვენს სახლებშიც ადვილად შემოაღწიოს პრესის, ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით. ამიტომ, ღვთის სიტყვა ქრისტიანებს გონივრულ რჩევას აძლევს: „მაშ, კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, რადგან დღეები ბოროტია“ (ეფესოელები 5:15, 16). თუ ნამდვილად გავითვალისწინებთ ამ რჩევას, მხოლოდ მაშინ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ საზიანო გართობა ვერ გვაცდუნებს და დროს ვერ წაგვართმევს. დიახ, ის ვერ დაგვინგრევს იეჰოვასთან ურთიერთობას, რაც განადგურებამდე მიგვიყვანდა! (იაკობი 1:14, 15).
4 გახრწნილი ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი ჩვევებისგან თავშეკავება იოლი იმიტომ არ არის, რომ ეშმაკმა ის მიმზიდველი და ადვილად ხელმისაწვდომი გახადა. ეს განსაკუთრებით რთულია გართობისა და დასვენების შერჩევისას. ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებული გართობისა და დასვენების უმეტესი სახეობა გამიზნულია „ხორციელი სურვილების“ აღსაძვრელად (5. რა არის ჩვენთვის ნამდვილად გამომაცოცხლებელი?
5 რადგან ქრისტიანებს გადატვირთული გრაფიკი აქვთ, ესმით, რომ განტვირთვის მიზნით აუცილებელია გართობა და დასვენება. ეკლესიასტეს 3:4 ამბობს, რომ არის „ჟამი სიცილისა“ და „ჟამი ცეკვისა“. ასე რომ, ბიბლია გართობას დროის ფუჭად ხარჯვად არ მიიჩნევს. მაგრამ ის გამომაცოცხლებელი უნდა იყოს და არა საზიანო. მან ხელი არ უნდა შეგვიშალოს სულიერ საქმიანობებში. მოწიფულმა ქრისტიანებმა საკუთარი გამოცდილებიდან იციან, რომ გაცემას უდიდესი ბედნიერება მოაქვს. ისინი იეჰოვას ნების შესრულებას ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებენ. მათთვის ნამდვილად გამომაცოცხლებელია იესოს ‘ადვილად სატარებელი უღლის’ ტარება (მათე 11:29, 30; საქმეები 20:35).
სათანადო გართობის არჩევა
6, 7. რა დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში გართობის რომელი სახეობაა ქრისტიანისთვის მისაღები?
6 როგორ გავიგოთ გართობის რომელი სახეობაა ქრისტიანისთვის მისაღები? ამ საკითხში შვილებს მშობლები ან, საჭიროების შემთხვევაში, კრების უხუცესები დაეხმარებიან. აუცილებელი არ არის კონკრეტულად დაგვისახელონ რომელი წიგნი, ფილმი, თამაში, ცეკვა ან სიმღერაა მიუღებელი. პავლემ თქვა, რომ მოწიფულები „იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14; 1 კორინთელები 14:20). ბიბლია სახელმძღვანელო პრინციპებს გვთავაზობს. გართობის შერჩევაში ღვთის სიტყვით განსწავლული სინდისი დაგეხმარებათ, თუ მოუსმენთ მის ხმას (1 ტიმოთე 1:19).
7 იესომ თქვა, რომ „ხე ნაყოფით იცნობა“ (მათე 12:33). ქრისტიანი უნდა მოერიდოს გართობას, რომელიც ძალადობის, უზნეობის ან სპირიტიზმის სულს ირეკლავს. ასევე მიუღებელია გართობა, თუ ის საფრთხეს უქმნის ქრისტიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს; ამასთანავე, თუ მას მოჰყვება ეკონომიკური ზარალი, გულგატეხილობა ან, თუ ის ვინმეს დააბრკოლებს. მოციქულმა პავლემ გაგვაფრთხილა, რომ, თუ ჭრილობას ვაყენებთ ძმის სინდისს, ვცოდავთ. მან დაწერა: „როცა ამგვარად სცოდავთ თქვენი ძმების წინააღმდეგ და ჭრილობას აყენებთ მათ სუსტ სინდისს, ქრისტეს წინააღმდეგ სცოდავთ. ამიტომ, თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას, საერთოდ არ შევჭამ ხორცს, რომ არ დავაბრკოლო ჩემი ძმა“ (1 კორინთელები 8:12, 13).
8. რა საშიშროება არსებობს ელექტრონული თამაშებით გართობისა და ვიდეოფილმების ყურების დროს?
8 დღეს მაღაზიები უამრავ გასართობს გვთავაზობს ელექტრონული თამაშებისა და ვიდეოფილმების სახით. ზოგმა შეიძლება ისინი უწყინარ გართობად მიიჩნიოს, მაგრამ ბოლო დროს გართობის ასეთი საშუალებები სულ უფრო მეტად ირეკლავს ისეთ სულს, რასაც ბიბლია განსჯის. რასაკვირველია, გართობა უწყინარი ვერ იქნება, თუ თამაშის წესები მოთამაშისგან ვინმეს დასახიჩრებას, მოკვლას ან უზნეობის ჩადენას მოითხოვს. იეჰოვას სძულს „ძალადობის მოყვარული“ (ფსალმუნები 10:5; იგავები 3:31; კოლოსელები 3:5, 6). თუ გართობის რომელიმე სახეობა სიხარბისკენ აღგძრავთ, აგრესიულს გხდით, ემოციურად გფიტავთ ან ძვირფას დროს გართმევთ, დაფიქრდით, რამდენად ზიანის მომტანი იქნება ის თქვენი სულიერობისთვის, და სწრაფად მოახდინეთ ცვლილებები (მათე 18:8, 9).
სასარგებლო გართობა — როგორ?
9, 10. როგორ შეუძლიათ გამჭრიახ ადამიანებს გართობა-დასვენების მოთხოვნილების დაკმაყოფილება?
9 ზოგჯერ ქრისტიანები კითხვას სვამენ: „რომელია მისაღები გართობა, მაშინ როცა ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებული გართობების უმეტესობა ეწინააღმდეგება ბიბლიის ნორმებს?“ დარწმუნებული იყავით, რომ შესაძლებელია სიამოვნების მომგვრელი გასართობი საშუალების პოვნა, თუმცა ეს ძალისხმევას მოითხოვს. საჭიროა ფიქრი და კარგი დაგეგმვა, განსაკუთრებით მშობლების მხრიდან. ბევრი ქრისტიანი სასიამოვნო და გამომაცოცხლებელ გასართობ საშუალებებს პოულობს ოჯახურ წრესა და კრების წევრების გარემოცვაში. მშვიდად და აუჩქარებლად ვახშმობის დროს დღის განმავლობაში მომხდარი შემთხვევების მოყოლა ან ბიბლიურ თემებზე მსჯელობა ძალიან გამამხნევებელი და სასიამოვნოა. შეიძლება პიკნიკებისა და ლაშქრობების მოწყობა, ქრისტიანისთვის მისაღებ თამაშებში მონაწილეობა ან ბუნებაში ღამისთევით წასვლა და კარვებში ცხოვრება. ასეთი სასარგებლო გართობა-დასვენება სასიამოვნო და ძალების აღმდგენია.
10 უხუცესი და მისი მეუღლე, რომლებმაც სამი შვილი აღზარდეს, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ: „შვილებს პატარაობიდანვე ვეკითხებოდით, სად სურდათ არდადეგებზე წასვლა. ზოგჯერ მათ ახლო მეგობრის წამოყვანის უფლებას ვრთავდით, რაც მათ დასვენებას უფრო სასიამოვნოს ხდიდა. მხედველობიდან არ გვრჩებოდა ჩვენი შვილების ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები. დროდადრო კრებიდან ოჯახებსა და მეგობრებს ვეპატიჟებოდით. ამ დროს საჭმელს ეზოში ერთად ვამზადებდით და სხვადასხვა თამაშებს ვთამაშობდით. ხანდახან ქალაქგარეთ მთებში მივდიოდით. ასეთ დროს კარგი შესაძლებლობა გვეძლეოდა, იეჰოვას შემოქმედებაზე უფრო მეტად გვეფიქრა“.
11, 12. ა) რის გაკეთება შეიძლება სხვების გასამხნევებლად, როდესაც დასვენებას გეგმავთ? ბ) როგორი სახის შეკრებებია ბევრისთვის დაუვიწყარი?
11 შეგიძლიათ გაიფართოოთ ნაცნობების წრე და, ლუკა 14:12—14). შეგიძლიათ ისინიც დაპატიჟოთ, რომლებმაც ახლახან დაიწყეს კრების შეხვედრებზე დასწრება, თუმცა ამ დროს სიფრთხილე გმართებთ, რომ მათ სხვებზე უარყოფითად არ იმოქმედონ (2 ტიმოთე 2:20, 21). თუ ფიზიკურად დაუძლურებულებს უჭირთ სახლიდან გამოსვლა, შეიძლება ორგანიზება გაეწიოს მათთან საჭმლის მიტანას და ერთად სადილობას (ებრაელები 13:1, 2).
როდესაც სასარგებლო დასვენებას გეგმავთ, სხვებიც გაიხსენოთ? ქვრივებს, დაუქორწინებლებს ან მარტოხელა მშობლიან ოჯახებს შესაძლოა გამხნევება სჭირდებათ (12 ბევრისთვის დაუვიწყარია მეგობრული შეხვედრები, სადაც ერთმანეთს უყვებიან, ვინ როგორ გახდა ქრისტიანი ან რა ეხმარებათ მათ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებაში. შეგიძლიათ ისაუბროთ ბიბლიურ თემებზე, რაშიც ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის ბავშვებსაც. ასეთი შეკრებები ყველასთვის სასარგებლო და გამომაცოცხლებელია და თავს არავინ გრძნობს უხერხულად ან არასრულფასოვნად.
13. სტუმართმოყვარეობის რა მაგალითი დაგვიტოვეს იესომ და პავლემ?
13 იესომ სტუმართმოყვარეობასთან დაკავშირებით კარგი მაგალითი დაგვიტოვა. ასეთ შემთხვევებს ის სხვებისთვის სულიერი ფასეულობების გასაზიარებლად იყენებდა (ლუკა 5:27—39; 10:42; 19:1—10; 24:28—32). მისი პირველი მოწაფეები მის მაგალითს ბაძავდნენ (საქმეები 2:46, 47). პავლე მოციქულმა დაწერა: „ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ძღვენი თქვენს განსამტკიცებლად, უფრო სწორად, რათა გავამხნეოთ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით“ (რომაელები 1:11, 12). მსგავსადვე, ჩვენი შეკრებები ერთმანეთის გამხნევებას უნდა მოემსახუროს (რომაელები 12:13; 15:1, 2).
შეხსენებები და გაფრთხილებები
14. რატომ არ არის რეკომენდებული დიდი შეკრებები?
14 რეკომენდებული არ არის დიდი შეკრებები, რადგან ამ დროს რთულია მეთვალყურეობის გაწევა. დროდადრო რამდენიმე ოჯახმა შეიძლება ერთად მოაწყოს პიკნიკი ან ისინი ისეთი თამაშებით გაერთონ, რომლებშიც არ იქნება მეტოქეობის სული. ყოველივე ამან ხელი არ უნდა შეუშალოს სულიერ საქმეებს. თუ ასეთ შეკრებას უხუცესები, მომსახურეები ან სხვა მოწიფული ქრისტიანები ესწრებიან, ეს დადებითად იმოქმედებს სხვებზე და შეკრება უფრო მეტად იქნება გამომაცოცხლებელი.
15. რატომ არის სათანადო მეთვალყურეობის გაწევა საჭირო, როცა სტუმრებს ვეპატიჟებით?
15 მათ, ვინც ორგანიზებას უწევს და-ძმების ერთად შეკრებას, არ უნდა უგულებელყონ სათანადო მეთვალყურეობის გაწევის აუცილებლობა. მართალია სტუმართმოყვარეობის გამოვლენა სიამოვნებას განიჭებთ, მაგრამ განა თავს ცუდად არ იგრძნობდით, თუ გაიგებდით, რომ თქვენი სტუმარი რაღაცამ დააბრკოლა? ეს კი იმიტომ მოხდა, რომ თქვენ რაღაც ვერ გაითვალისწინეთ. განვიხილოთ მეორე რჯულის 22:8-ში ჩაწერილი პრინციპი. ებრაელს, რომელიც სახლს ააშენებდა, ბანისთვის, სადაც სტუმრებთან ერთად იკრიბებოდნენ, მოაჯირი უნდა გაეკეთებინა. რატომ? „რათა სისხლი არ დაედოს შენს სახლს, თუ იქიდან ვინმე გადმოვარდება“, — ნათქვამია ბიბლიაში. მსგავსადვე, თქვენც უნდა იზრუნოთ თქვენი სტუმრების ფიზიკურ და სულიერ უსაფრთხოებაზე, ოღონდ ეს არაგონივრული შეზღუდვების დადგენის გარეშე უნდა გააკეთოთ.
16. რა მხრივ უნდა გამოავლინოს სიფრთხილე მასპინძელმა, თუ სუფრაზე ალკოჰოლური სასმელების მიტანას აპირებს?
ეფესოელები 5:18, 19). სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგმა სტუმარმა შეიძლება თავი შეიკავოს სპირტიანი სასმელებისგან. ბევრ ქვეყანაში კანონით დადგენილია ასაკი, როდიდანაც ნებადართულია ალკოჰოლური სასმელების მიღება. ქრისტიანები მაშინაც ემორჩილებიან კეისრის მიერ დადგენილ კანონს, როცა ის ზედმეტად მკაცრი ეჩვენებათ (რომაელები 13:5).
16 დიდი სიფრთხილე გმართებთ, თუ სუფრაზე ალკოჰოლური სასმელების მიტანას აპირებთ. ბევრ ქრისტიან მასპინძელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაქვს სუფრაზე ალკოჰოლური სასმელები, თუ თავად გააკონტროლებს, რა რაოდენობით დალევენ მას სტუმრები. არ უნდა იყოს დაშვებული, რომ ვინმე დაბრკოლდეს ან ვინმემ ზომაზე მეტი დალიოს (17. ა) მუსიკის შერჩევისას რატომ უნდა გამოავლინოს მასპინძელმა გარჩევის უნარი? ბ) რომელია ქრისტიანისთვის მიუღებელი ცეკვები?
17 მასპინძელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მუსიკა, ცეკვა ან გართობის სხვა სახეობა ქრისტიანული ნორმების შესაბამისად იქნება შერჩეული. ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკალური გემოვნება აქვთ. დღეს მუსიკის უამრავი სახეობა არსებობს, მაგრამ ბევრ მათგანში ძალადობა, უზნეობა და დაუმორჩილებლობის სულია განდიდებული. საჭიროა გარჩევის უნარი. ქრისტიანისთვის მისაღებ მუსიკაში მაინცდამაინც წყნარი მუსიკა არ იგულისხმება. ის არ უნდა იყოს უზნეო ტექსტის შემცველი და უხამსი გრძნობების აღმძვრელი, ძალიან მაღალ ხმაზე აწეული ან არანორმალური რიტმის მქონე. ნუ მიანდობთ მუსიკის შერჩევას მას, ვისაც არ ესმის, რომ მნიშვნელოვანია ხმის სიმაღლის რეგულირება. აშკარაა, რომ ქრისტიანისთვის მიუღებელია გამომწვევი ცეკვები, მაგალითად ისეთი, რომელშიც თეძოებისა და მკერდის მოძრაობაა ჩართული (1 ტიმოთე 2:8—10).
18. როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილების დაცვა?
18 ქრისტიანმა მშობლებმა წინასწარ უნდა გაარკვიონ, თუ რა იგეგმება იმ შეკრებაზე, სადაც მათი შვილები იქნებიან. ხშირ შემთხვევაში გონივრულია, მშობელი თან გაჰყვეს შვილებს. სამწუხაროდ, ზოგმა მშობელმა ნება დართო შვილებს, წასულიყვნენ წვეულებაზე, რომელსაც არავინ აკონტროლებდა. შედეგად კი რამდენიმე მოზარდმა უზნეობა ან ცუდი საქციელი ჩაიდინა (ეფესოელები 6:1—4). ‘ახალგაზრდულ სურვილებს რომ გაექცნენ’ მშობლების დახმარებას ისინიც საჭიროებენ, რომლებიც უკვე სრულწლოვანები გახდნენ და გარკვეულწილად ნდობასაც იმსახურებენ (2 ტიმოთე 2:22).
19. რის ცოდნა დაგვეხმარება, კონცენტრირება იმაზე მოვახდინოთ, რასაც ‘უპირველესად უნდა ვეძებდეთ’?
19 სასარგებლო და გამომაცოცხლებელი გართობა-დასვენება ჩვენს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდის. იეჰოვა არ გვიკრძალავს ამ სიამოვნებას, თუმცა ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ გართობა ვერ დაგვეხმარება ზეცაში სულიერი განძის დაგროვებაში (მათე 6:19—21). იესო დაეხმარა თავის მოწაფეებს იმის გაგებაში, რომ ‘უპირველესად სამეფოსა და [ღვთის] სიმართლის’ ძიება იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჭამა-სმა ან ჩაცმა. ამ ყველაფერს „უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით“ (მათე 6:31—34).
20. რა კურთხევებით შეუძლიათ გაიხარონ იეჰოვას ერთგულმა მსახურებმა?
20 დიახ, „ვჭამთ, ვსვამთ თუ სხვა რამეს ვაკეთებთ“, ყველაფერი „ღვთის სადიდებლად“ შეგვიძლია ვაკეთოთ. გამოვავლინოთ მადლიერება და ზომიერად გამოვიყენოთ ის უამრავი რამ, რასაც გულუხვი ღმერთი გვაძლევს ჩვენდა გასახარად (1 კორინთელები 10:31). სამოთხეში, რომელიც ძალიან მალე იქნება, მუდამ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ სრულად გავიხაროთ იეჰოვას მიერ გამოვლენილი გულუხვობით; ასევე მათთან ურთიერთობით, რომლებიც ემორჩილებიან მის მოთხოვნებს (ფსალმუნები 144:16; ესაია 25:6; 2 კორინთელები 7:1).
გახსოვთ თუ არა?
• რატომ არის დღეს რთული ქრისტიანისთვის სასარგებლო გართობისა და დასვენების შერჩევა?
• რომელია გართობა-დასვენების ზოგი სახეობა, რომელიც ქრისტიანი ოჯახებისთვისაა მისაღები?
• სასარგებლო გართობის დროს რა შეხსენებები და გაფრთხილებები უნდა გვახსოვდეს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
შეარჩიეთ სასარგებლო გართობა.
[სურათები 19 გვერდზე]
რა სახის გართობებს ერიდებიან ქრისტიანები?