არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიკვდილი საშინელი რეალობა!

სიკვდილი საშინელი რეალობა!

სიკვდილი საშინელი რეალობა!

„დაბადების პირველი წუთიდანვე ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეწყდეს ადამიანის სიცოცხლე“, — წერდა ბრიტანელი ისტორიკოსი არნოლდ ტოინბი. შემდეგ მან დასძინა: „ეს გარდაუვალი ფაქტია“. რა დიდი მწუხარება მოაქვს სიკვდილს, როდესაც საყვარელი ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი გვეღუპება!

სიკვდილი უკვე ათასწლეულებია, რაც საშინელი რეალობაა. უმწეობის გრძნობა გვახრჩობს, როდესაც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი კვდება. ასეთი უბედურება განურჩევლად ყველას ატყდება თავს. მას არავინ გამორჩება. „მწუხარება ადამიანს ბავშვივით ხდის; ის სპობს ინტელექტუალურ სხვაობას. ამ დროს ყველაზე გონიერიც კი უცოდინარივითაა“, — წერდა XIX საუკუნის ერთი ესეისტი. ჩვენ პატარა ბავშვებს ვემსგავსებით — მათსავით უმწეონი ვხდებით და არაფრის გაკეთება შეგვიძლია მდგომარეობის შესაცვლელად. დანაკლისს ვერც სიმდიდრე და ვერც ძალაუფლება უვსებს ადამიანს. გონიერი და დიდი ინტელექტის მქონე ადამიანები კითხვებზე პასუხებს ვერ პოულობენ. ძლიერიც ისევე ქვითინებს, როგორც სუსტი.

ძველი ისრაელის მეფე დავითსაც დაატყდა თავს ასეთი დიდი მწუხარება, როდესაც ვაჟი, აბესალომი, დაეღუპა. შვილის სიკვდილის ამბავი რომ შეიტყო, მეფე ატირდა და მოთქვამდა: „შვილო აბესალომ! შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!“ (2 მეფეთა 18:33). მეფე, რომელსაც არაერთი ძლიერი მტერი დაუმარცხებია, სასოწარკვეთილი ნატრობდა, რომ შვილის ნაცვლად თავად გამხდარიყო „უკანასკნელი მტრის“, სიკვდილის მსხვერპლი (1 კორინთელები 15:26).

დაუმარცხებელი მტერია სიკვდილი? თუ შესაძლებელია მისი დამარცხება, რა იმედი შეიძლება არსებობდეს გარდაცვლილებთან დაკავშირებით? ვნახავთ ოდესმე ისევ ჩვენს საყვარელ გარდაცვლილ ადამიანებს? ამ კითხვებზე ბიბლიურ პასუხებს მომდევნო სტატია გაგვცემს.