არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ძვირფასი სისხლით“ გამოსყიდულნი

„ძვირფასი სისხლით“ გამოსყიდულნი

„ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“

„ძვირფასი სისხლით“ გამოსყიდულნი

იეჰოვას მხრიდან სიყვარულის უდიდესი გამოხატულება იყო თავისი მხოლოდშობილი ძის დედამიწაზე გამოგზავნა, რათა მას სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე გაეღო გამოსასყიდად. როგორც ცოდვილ ადამიანებს, ჩვენ ძალიან გვჭირდება ცოდვისგან გათავისუფლება, ვინაიდან ვერც ერთი არასრულყოფილი ადამიანი „ვერ გამოისყიდის თავის ძმას, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს . . . რათა მან მარადიულად იცოცხლოს“ (ფსალმუნები 49:6—9, აქ [48:7—10]). რა მადლიერები ვართ, რომ ღმერთმა „თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“! (იოანე 3:16).

როგორ გვათავისუფლებს გამოსასყიდი? მოდი განვიხილოთ ოთხი მხარე, რომლებშიც თავისუფლებას ვიღებთ იეჰოვა ღმერთის მიერ სიყვარულის ამ საოცარი გამოვლენის შედეგად.

გამოსასყიდის მეშვეობით გათავისუფლება

უპირველესად, იესოს მსხვერპლს შეუძლია გაგვათავისუფლოს მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან. ყველანი ცოდვილები დავიბადეთ. იეჰოვას კანონის დარღვევამდეც უკვე ცოდვილები ვართ. როგორ? რომაელების 5:12 ამბობს: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“. ვინაიდან ცოდვილი ადამის შთამომავლები ვართ, მემკვიდრეობით მივიღეთ მისგან არასრულყოფილება. მიუხედავად ამისა, გამოსასყიდის გადახდამ შესაძლებელი გახადა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის მარწუხებისგან ჩვენი გათავისუფლება (რომაელები 5:16). იესომ ‘სიკვდილი იგემა ყველას გულისთვის’, რომლებიც ადამის ცოდვის შედეგებს იმკიან (ებრაელები 2:9; 2 კორინთელები 5:21; 1 პეტრე 2:24).

მეორე, გამოსასყიდს შეუძლია გაგვათავისუფლოს ცოდვის სასიკვდილო შედეგებისგან. „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელები 6:23). თავისი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით, ღვთის ძემ მორჩილ ადამიანებს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მისცა. მართლაც, „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს“ (იოანე 3:36).

ყურადღება გაამახვილეთ, რომ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავთავისუფლდებით ცოდვის გავლენისგან, თუ ღვთის ძის მიმართ რწმენას განვივითარებთ. ამაში შედის ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა, რათა ღვთის ნორმების შესაბამისად ვიცხოვროთ. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერ ცუდ საქციელზე, რასაც შეიძლება ჩავდიოდით, და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ. პეტრე მოციქულმა აღნიშნა, რომ უნდა ‘მოვინანიოთ და მოვბრუნდეთ, რათა წაიშალოს ჩვენი ცოდვები’ (საქმეები 3:19).

მესამე, იესოს მსხვერპლი საშუალებას გვაძლევს, სინდისის ქენჯნისგან გავთავისუფლდეთ. ყველა, ვინც თავი მიუძღვნა იეჰოვას და მისი ძის მონათლული მიმდევარი გახდა, შვებას გრძნობს (მათე 11:28—30). მიუხედავად არასრულყოფილებისა, ჩვენ დიდ სიხარულს განვიცდით ღვთისადმი სუფთა სინდისით მსახურებისას (1 ტიმოთე 3:9; 1 პეტრე 3:21). თუ ცოდვებს ვაღიარებთ და არასწორად მოქმედებას მივატოვებთ, შეწყალებულნი ვიქნებით და სინდისის ქენჯნისგანაც გავთავისუფლდებით (იგავები 28:13).

გამოსასყიდი გვეხმარება და იმედს გვინერგავს

დაბოლოს, გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენით, ღვთის წინაშე წარდგომასთან დაკავშირებული შიშისგან ვთავისუფლდებით. მოციქულმა იოანემ დაწერა: „თუ ვინმე მაინც შესცოდავს, გვყავს დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე“ (1 იოანე 2:1). იესოზე, როგორც დამხმარეზე, პავლე მოციქული წერდა: „მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, რომლებიც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“ (ებრაელები 7:25). მანამდე კი, სანამ ცოდვის დაღი გვადევს, ყოველთვის დაგვჭირდება მღვდელმთავარ იესო ქრისტეს დახმარება, რათა ღვთის წინაშე მართლებად წარვდგეთ. რა გააკეთა იესომ, როგორც მღვდელმთავარმა, ჩვენს სასარგებლოდ?

ახ. წ. 33 წელს, თავისი აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ, იესო ზეცად ამაღლდა, სადაც თავისი „ძვირფასი სისხლის“ საფასური წარუდგინა ღმერთს. შედეგად, იესო მალე გაათავისუფლებს მორჩილ ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილისგან * (1 პეტრე 1:18, 19). ამიტომ, განა არ ფიქრობთ, რომ იესო ქრისტე იმსახურებს ჩვენს სიყვარულსა და მორჩილებას?

გარდა ამისა, ჩვენს სიყვარულსა და მორჩილებას იეჰოვა ღმერთიც იმსახურებს. მან სიყვარულიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახადა ჩვენი ‘გამოსყიდვით გათავისუფლება’ (1 კორინთელები 1:30). ჩვენ მისი მოვალენი ვართ არა მარტო ახლანდელი სიცოცხლისთვის, არამედ მარადიული ცხოვრების პერსპექტივისთვისაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, რომ „ღმერთს. . . დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29).

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 იხილეთ „იეჰოვას მოწმეთა 2006 წლის კალენდარი“, მარტი/აპრილი.

[ჩარჩო 9 გვერდზე]

იცოდით?

• იესო ზეცად ზეთისხილის მთიდან ამაღლდა (საქმეები 1:9, 12).

• იესოს ზეცად ამაღლების მოწმენი მხოლოდ მისი ერთგული მოციქულები იყვნენ (საქმეები 1:2, 11—13).