ბიბლიის გაგება თქვენც შეგიძლიათ
ბიბლიის გაგება თქვენც შეგიძლიათ
ღვთის სიტყვა ფასდაუდებელი ჭეშმარიტების საგანძურია. ის გვიმხელს, რა არის სიცოცხლის აზრი, რა იწვევს ადამიანთა ტანჯვას და როგორი მომავალი ელოდება კაცობრიობას. ასევე გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება, როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ გავართვათ თავი პრობლემებს. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ წიგნის საშუალებით ჩვენს შემოქმედს, ზეციერ მამა იეჰოვას, ვეცნობით. ასეთი ცოდნის შეძენა კმაყოფილებას გვანიჭებს და ჩვენს ცხოვრებას აზრით აღსავსეს ხდის.
ბიბლია ღვთის შესახებ ცოდნის მიღებას საკვების მიღებას ადარებს. იესომ თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4; ებრაელები 5:12—14). როგორც ნოყიერი საკვების ყოველდღიურად მიღებაა აუცილებელი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ასევე ბიბლიის რეგულარული კითხვაა საჭირო მარადიული სიცოცხლის მისაღებად, რომელსაც ღმერთი გვპირდება.
ჩვენ ფიზიკური საკვების მიღება სიამოვნებას გვანიჭებს, რადგან ასე ვართ შექმნილნი და ამით აუცილებელ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ. მაგრამ ჩვენ სხვა აუცილებელი მოთხოვნილებაც გვაქვს. თუ გვინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ, უნდა ვიზრუნოთ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე. იესომ აღნიშნა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია, რადგან სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ღვთის სიტყვის გაგებით შეგვიძლია.
თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ ბიბლიის გაგება არც ისე ადვილია. მაგალითად, შეიძლება დახმარება დაგჭირდეთ ისეთი ბიბლიური მუხლების გასაგებად, რომლებიც თქვენთვის უცნობ წეს–ჩვეულებებს ეხება ან რომლებშიც ხატოვანი გამოთქმებია გამოყენებული. შეიძლება რთული მოგეჩვენოთ სიმბოლური ენით გადმოცემული წინასწარმეტყველებებიც, დანიელი 7:1—7; გამოცხადება 13:1, 2). ყველაფრის მიუხედავად, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გაიგოთ ბიბლია. მაგრამ როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში?
რომელთა გაგებაც მხოლოდ მათთან დაკავშირებული ბიბლიური მუხლების საშუალებითაა შესაძლებელი (ბიბლიის გაგება ყველას შეუძლია
ბიბლია ღვთის სიტყვაა. ღმერთი თავის განზრახვას სწორედ ამ წიგნის მეშვეობით გვიმჟღავნებს. ნუთუ ღმერთი ისეთი სახელმძღვანელოთი უზრუნველგვყოფდა, რომლის გაგებაც შეუძლებელი იქნებოდა ან მის გაგებას მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები შეძლებდნენ? რასაკვირველია არა, რადგან იეჰოვა ასე არ მოიქცეოდა. იესო ქრისტემ თქვა: „რომელი მამაა თქვენ შორის, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ან კვერცხი სთხოვოს და მორიელი მიაწოდოს? ამიტომ, თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:11—13). ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ შეძლებთ ბიბლიის გაგებას; თუ გულწრფელად მიმართავთ იეჰოვას თხოვნით, ის საჭირო დახმარებას აღმოგიჩენთ, რათა მისი სიტყვა გაიგოთ. სინამდვილეში ძირითადი ბიბლიური სწავლებების გაგება ბავშვებსაც კი შეუძლიათ (2 ტიმოთე 3:15).
თუმცა ბიბლიის გაგება ძალისხმევას მოითხოვს, მიღებული ცოდნა ძალებს გვმატებს, გვამხნევებს და დადებითად მოქმედებს ჩვენზე. აღდგომის შემდეგ იესო თავის ორ მოწაფეს ეჩვენა და ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე დაუწყო ლაპარაკი. ლუკას სახარება მოგვითხრობს: „მოსედან დაიწყო და ყველა წინასწარმეტყველის წიგნიდან განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“. რა მოხდა შედეგად? იმ საღამოს მოწაფეები დაფიქრდნენ მოსმენილზე და ერთმანეთს უთხრეს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ (ლუკა 24:13—32). ამ ორ მოწაფეს ღვთის სიტყვის გაგებამ დიდი კმაყოფილება მიანიჭა, რადგან ამით მათ ღვთის აღთქმებისადმი რწმენა განუმტკიცდათ და მომავლის მიმართ ოპტიმისტურად განეწყვნენ.
ბიბლიური ცოდნის მიღება დამამძიმებელი არ არის, პირიქით, ძალიან საინტერესო და სასარგებლოა და ისეთივე სასიამოვნო, როგორც ნოყიერი საკვების მიღება. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ბიბლია გაიგოთ? მომდევნო სტატია დაგანახვებთ, თუ როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ ღვთის შესახებ ცოდნა (იგავები 2:1—5).
[სურათი 4 გვერდზე]
მოსიყვარულე მამის მსგავსად, იეჰოვა წმინდა სულით გვეხმარება ბიბლიის გაგებაში.