არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რის სწავლა შეგვიძლია გამოსვლის 23:19-ში მოცემული აკრძალვიდან: „ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში“?

მოსეს კანონში მოცემული ეს მითითება, რომელიც ბიბლიაში სამჯერ გვხვდება, გვეხმარება, დავინახოთ იეჰოვას თანაგრძნობა, მზრუნველობა და თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მართებული. ამ მითითებიდან ჩანს ცრუ თაყვანისმცემლობისადმი იეჰოვას სიძულვილიც (გამოსვლა 34:26; მეორე რჯული 14:21).

თიკნის ან სხვა რომელიმე ცხოველის დედის რძეში მოხარშვა იეჰოვას მიერ დადგენილი ბუნებრივი კანონზომიერების საპირისპიროდ მოქმედება იქნებოდა. ღმერთმა დედას რძე შვილის გამოსაკვებად და გასაზრდელად მისცა. დედის რძეში თიკნის მოხარშვა ერთი მეცნიერის აზრით, „მშობელსა და შვილს შორის ღვთის მიერ დადგენილი წმინდა კავშირისადმი უპატივცემლობის გამოვლენა“ იქნებოდა.

გარდა ამისა, ზოგი მეცნიერის აზრით, შესაძლოა, წარმართ ხალხებს ჰქონდათ რიტუალი, თიკანი დედის რძეში მოეხარშათ, რათა წვიმა მოსულიყო. თუ ეს ასე იყო, მაშინ ზემოთ მოყვანილი მითითება ისრაელებს ირგვლივ მყოფი ერების აზრს მოკლებული და სასტიკი რელიგიური რიტუალებისგან დაიცავდა. მოსეს კანონი კონკრეტულად უკრძალავდა ისრაელებს, არ ევლოთ სხვა ხალხთა წესებისამებრ (ლევიანები 20:23).

დაბოლოს, მოსეს კანონის ამ კონკრეტულ მითითებაში ვხედავთ იეჰოვას თანაგრძნობას. ფაქტობრივად, კანონი შეიცავს მრავალ მსგავს მითითებას ცხოველების მიმართ სასტიკად მოპყრობასა და ბუნებრივი კანონზომიერების წინააღმდეგ მოქმედებასთან დაკავშირებით. მაგალითად, მოსეს კანონში მოცემული იყო მითითებები, რომ ცხოველი მანამ არ უნდა აღევლინათ მსხვერპლად, სანამ დედასთან, სულ მცირე, შვიდი დღე მაინც არ იქნებოდა; აგრეთვე იკრძალებოდა დედისა და შვილის დახოცვა და შეწირვა ერთ დღეს; მოსეს კანონის თანახმად, აკრძალული იყო ბუდიდან დედისა და მისი კვერცხების ან ბარტყების ერთად აღება თუ აყვანა (ლევიანები 22:27, 28; მეორე რჯული 22:6, 7).

მოსეს კანონი მითითებებისა თუ აკრძალვების მხოლოდ ჩამონათვალი როდია. მასში ჩადებული პრინციპები გვეხმარება, ჩავწვდეთ ამაღლებულ ზნეობრივ ნორმებს, რომლებშიც იეჰოვას სასწაულებრივი თვისებები ირეკლება (ფსალმუნები 18:8—12).

[საავტორო უფლებები დაცულია 31 გვერდზე]

©Timothy O’Keefe/Index Stock Imagery