ერთგულად ვემსახუროთ მეფეს, ქრისტეს
ერთგულად ვემსახუროთ მეფეს, ქრისტეს
„მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხები, ტომნი და ენანი მას ემსახურონ“ (დანიელი 7:14).
1, 2. საიდან ვიცით, რომ ახ. წ. 33 წელს ქრისტე სრულად არ ფლობდა სამეფო ძალაუფლებას?
რომელი მმართველი გასწირავდა სიცოცხლეს თავისი ქვეშევრდომებისთვის, მაგრამ შემდეგ ისევ გაცოცხლდებოდა, რათა ემეფა? დედამიწაზე მცხოვრები რომელი მეფე მოიპოვებდა თავისი ქვეშევრდომების ნდობასა და ერთგულებას, შემდეგ კი ზეციდან გაუწევდა მათ მმართველობას? ერთადერთი პიროვნება, რომელსაც ამის, და უფრო მეტის, გაკეთებაც შეეძლო, იესო ქრისტეა (ლუკა 1:32, 33). იესოს სიკვდილის, მკვდრეთით აღდგენისა და ზეცაში ასვლის შემდეგ, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ღმერთმა „იგი დააყენა ყველაფრის თავად კრებაში“ (ეფესოელები 1:20—22; საქმეები 2:32—36). ქრისტემ ამგვარად დაიწყო მმართველობა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჰქონდა სრული ძალაუფლება. მისი პირველი ქვეშევრდომები იყვნენ სულით ცხებული ქრისტიანები, სულიერი ისრაელი, „ღვთის ისრაელი“ (გალატელები 6:16; კოლოსელები 1:13).
2 ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, მოციქულმა პავლემ დაადასტურა, რომ ქრისტე სრულად არ ფლობდა სამეფო ძალაუფლებას, მაგრამ ის ‘ღვთის მარჯვნივ იჯდა და მას შემდეგ ელოდა იმ დროს, როცა მისი მტრები მის ფეხსადგამად იქცეოდნენ’ (ებრაელები 10:12, 13). შემდეგ, ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულისთვის ხანდაზმულმა მოციქულმა იოანემ წინასწარმეტყველურ ხილვაში იხილა უზენაესი მმართველი იეჰოვა, რომელმაც ქრისტე იესო ახლად შობილი ზეციერი სამეფოს მეფედ დანიშნა (გამოცხადება 11:15; 12:1—5). დღევანდელი გადასახედიდან იმის მრავალ მტკიცებას ვხედავთ, რომ ქრისტემ 1914 წელს დაიწყო ზეცაში მესიანურ მეფედ მმართველობა *.
3. ა) რა ახალი მნიშვნელობა შეიძინა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობამ 1914 წლიდან? ა) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
3 სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობამ 1914 წლიდან ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ქრისტემ ღვთის ზეციერი სამეფოს მმართველობა დაიწყო, თუმცა ‘თავის მტრებს შორის’ (ფსალმუნები 109:1, 2; მათე 24:14; გამოცხადება 12:7—12). გარდა ამისა, მთელ დედამიწაზე ქრისტეს ერთგული ქვეშევრდომები გულმოდგინედ ემორჩილებიან მის მმართველობას იმით, რომ მონაწილეობენ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს (დანიელი 7:13, 14). სულით ცხებული ქრისტიანები, „სამეფოს ძეები“, მსახურობენ როგორც „ელჩები . . . ქრისტეს ნაცვლად“. მათ ერთგულად უჭერს მხარს ქრისტეს უამრავი „სხვა ცხვარი“, რომლებიც სამეფოს დესპანებად მსახურობენ (მათე 13:38; 2 კორინთელები 5:20; იოანე 10:16). და მაინც, საჭიროა, დავფიქრდეთ პირადად ნამდვილად ვაღიარებთ თუ არა ქრისტეს ხელმძღვანელობას. ვავლენთ მისადმი მტკიცე ერთგულებას? როგორ შეგვიძლია ვუერთგულოთ მეფეს, რომელიც ზეციდან მმართველობს? მოდი თავდაპირველად განვიხილოთ, თუ რატომ უნდა ვიყოთ ქრისტეს ერთგულები.
მეფე, რომელიც ერთგულებისკენ აღგვძრავს
4. დედამიწაზე მსახურებისას, რა გააკეთა იესომ, როგორც მეფედ ცხებულმა?
4 ქრისტესადმი ჩვენი ერთგულება დაფუძნებულია მისი შესანიშნავი თვისებებისა და საქმეებისთვის მადლიერებაზე (1 პეტრე 1:8). დედამიწაზე ყოფნისას იესომ, როგორც მეფედ ცხებულმა, მცირე მასშტაბით ცხადყო, თუ რას გააკეთებდა მსოფლიო მასშტაბით ღვთის მიერ დანიშნულ დროს, როგორც მმართველი მეფე. მან დააპურა მშივრები. მან განკურნა ავადმყოფები, უსინათლოები, ხეიბრები, ყრუები და მუნჯები. იესომ ზოგი მკვდარიც კი გააცოცხლა (მათე 15:30, 31; ლუკა 7:11—16; იოანე 6:5—13). გარდა ამისა, დედამიწაზე იესოს ცხოვრების შესახებ ცოდნა საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, თუ რა თვისებებს გამოავლენს ის, როგორც დედამიწის მომავალი მმართველი; ამ თვისებათა შორის ყველაზე აღსანიშნავი თავგანწირული სიყვარულია (მარკოზი 1:40—45). როგორც ამბობენ, იესოს მიერ გამოვლენილი ასეთი სიყვარულის შესახებ ნაპოლეონ ბონაპარტმა თქვა: „ალექსანდრე მაკედონელმა, კეისარმა, კარლოს დიდმა და მე იმპერიები დავაფუძნეთ, მაგრამ რა დავუდეთ საფუძვლად ჩვენს გენიალურ საქმეებს? ძალა. მხოლოდ იესო ქრისტემ დააფუძნა თავისი სამეფო სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან, თავი გასწირონ მისთვის“.
5. რატომ იყო იესო ასეთი მიმზიდველი პიროვნება?
5 იესოს რბილი ხასიათი ჰქონდა და გულით თავმდაბალი იყო, რის გამოც ცხოვრებით დამძიმებულნი შვებას პოულობდნენ მის გამამხნევებელ სწავლებებსა და გულკეთილ დამოკიდებულებაში (მათე 11:28—30). ბავშვები თავისუფლად მიდიოდნენ მასთან. თავმდაბალი, გამჭრიახი მამაკაცები სიამოვნებით ხდებოდნენ მისი მოწაფეები (მათე 4:18—22; მარკოზი 10:13—16). გულისხმიერებისა და პატივისცემის გამოვლენით, იესომ მრავალი ღვთისმოშიში ქალის ერთგულება მოიპოვა; ამ ქალებიდან ბევრი დროს, ენერგიასა და მატერიალურ სახსრებს არ იშურებდა დედამიწაზე მსახურებისას მის მხარდასაჭერად (ლუკა 8:1—3).
6. რა სათუთი გრძნობები გამოავლინა იესომ, როდესაც ლაზარე მოკვდა?
6 ქრისტემ ამ სათუთი გრძნობებიდან ზოგი მაშინ გამოავლინა, როდესაც მისი ძვირფასი მეგობარი ლაზარე გარდაიცვალა. მარიამისა და მართას ღრმა მწუხარების შემხედვარე იესომ ამოიოხრა და „აცრემლდა“. დიდი გულისტკივილისა და მწუხარების გამო ის „აფორიაქდა“, თუმცა იცოდა, რომ ლაზარეს მალე გააცოცხლებდა. შემდეგ სიყვარულითა და თანაგრძნობით აღძრულმა იესომ გამოიყენა ღვთის მიერ მიცემული ძალაუფლება და ლაზარე მკვდრეთით აღადგინა (იოანე 11:11—15, 33—35, 38—44).
7. რატომ იმსახურებს იესო ერთგულებას? (აგრეთვე იხილეთ ჩარჩო 31–ე გვერდზე).
7 მოწიწებას გვინერგავს ის ფაქტი, რომ იესოს ძალიან უყვარდა ყოველივე კარგი და საშინლად სძულდა თვალთმაქცობა და ბოროტება. მან ორჯერ გაწმინდა ტაძარი ხარბი ვაჭრებისგან (მათე 21:12, 13; იოანე 2:14—17). გარდა ამისა, რადგან დედამიწაზე ხორციელად ცხოვრობდა, იესო ხვდებოდა ნებისმიერი სახის გაჭირვებას, რის გამოც საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ყველა ის პრობლემა და ზეწოლა, რომელსაც ჩვენ ვხვდებით (ებრაელები 5:7—9). იესომ აგრეთვე იცოდა, თუ რას ნიშნავს, იყო სიძულვილისა და უსამართლობის მსხვერპლი (იოანე 5:15—18; 11:53, 54; 18:38—19:16). ბოლოს ის გაბედულად შეხვდა საშინელ სიკვდილს, რათა მამის ნება შეესრულებინა და თავის ქვეშევრდომთათვის მარადიული სიცოცხლე მიეცა (იოანე 3:16). ქრისტეს ასეთი თვისებები განა არ აღგძრავთ, რომ მისადმი ერთგულად მსახურება განაგრძოთ? (ებრაელები 13:8; გამოცხადება 5:6—10). რა მოეთხოვება ადამიანს, რომ მეფე ქრისტეს ქვეშევრდომი იყოს?
ვინ შეიძლება იყოს ქრისტეს ქვეშევრდომი?
8. რა მოეთხოვებათ ქრისტეს ქვეშევრდომებს?
8 დაფიქრდით შემდეგზე: სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ გახდეთ, ჩვეულებრივ, საჭიროა გარკვეულ ძირითად მოთხოვნებს შეესაბამებოდეთ. ქვეყნის მომავალ მოქალაქეებს მოეთხოვებათ, კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ და ჯანმრთელობის მხრივ გარკვეულ ნორმებს შეესაბამებოდნენ. მსგავსად ამისა, ქრისტეს ქვეშევრდომებს მოეთხოვებათ, შეესაბამებოდნენ მაღალზნეობრივ ნორმებს და კარგი სულიერი ჯანმრთელობა ჰქონდეთ (1 კორინთელები 6:9—11; გალატელები 5:19—23).
9. რით ცხადვყოფთ, რომ ქრისტეს ერთგულები ვართ?
9 იესო ქრისტე სამართლიანად მოითხოვს ქვეშევრდომებისგან, რომ ერთგულება გამოავლინონ როგორც მისადმი, ისე მისი სამეფოსადმი. ეს ქვეშევრდომები ერთგულებას იმით ავლენენ, რომ ცხოვრობენ იმ სწავლების შესაბამისად, რომლებსაც იესო დედამიწაზე მეფედ ცხებულად ყოფნის დროს ასწავლიდა. მაგალითად, ისინი სამეფოს ინტერესებსა და ღვთის ნების შესრულებას მატერიალური ქონების ძიებაზე მაღლა აყენებენ (მათე 6:31—34). ეს ერთგულები აგრეთვე ძალ–ღონეს არ იშურებენ, რათა მიბაძონ ქრისტეს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი (1 პეტრე 2:21—23). ქრისტეს ქვეშევრდომები თავიანთი წინამძღოლის მაგალითს ბაძავენ იმითაც, რომ სხვებისთვის სიკეთის კეთებაში თავად ავლენენ ინიციატივას (მათე 7:12; იოანე 13:3—17).
10. როგორ შეიძლება ქრისტესადმი ერთგულების გამოვლენა ა) ოჯახში და ბ) კრებაში?
ეფესოელები 5:25, 28—30; 6:4; 1 პეტრე 3:7). ცოლები ქრისტესადმი ერთგულებას თავიანთი უმწიკვლო საქციელით, „სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ ავლენენ (1 პეტრე 3:1—4; ეფესოელები 5:22—24). ბავშვები ქრისტესადმი ერთგულებას იმით ავლენენ, რომ იესოს ბაძავენ მორჩილებაში. ბავშვობაში იესო ემორჩილებოდა მშობლებს, თუმცა ისინი არასრულყოფილები იყვნენ (ლუკა 2:51, 52; ეფესოელები 6:1). ქრისტეს მიმდევრები ერთგულად ცდილობენ მიბაძონ მას — ‘ყველას ერთი აზრი ჰქონდეთ’ და „დიდად თანამგრძნობნი“ იყვნენ. ისინი ცდილობენ ქრისტეს მსგავსი პიროვნებები იყვნენ — ‘გამოავლინონ თავმდაბლობა და ბოროტის გამკეთებელს ბოროტით არ გადაუხადონ“ (1 პეტრე 3:8, 9; 1 კორინთელები 11:1).
10 იესოს მიმდევრები მისადმი ერთგულებას იმითაც ცხადყოფენ, რომ საკუთარ ოჯახებში ისეთივე თვისებებს ავლენენ, როგორსაც ქრისტე ავლენდა. მაგალითად, ქმრები თავიანთი ზეციერი მეფისადმი იმით ავლენენ ერთგულებას, რომ მეუღლეებსა და ბავშვებთან ურთიერთობისას ქრისტეს ბაძავენ (კანონისადმი მორჩილი ქვეშევრდომები
11. რა კანონებს ემორჩილებიან ქრისტეს ქვეშევრდომები?
11 როგორც სხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები — რომლებსაც ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღება სურთ — ემორჩილებიან იქაურ კანონებს, ისე ქრისტეს ქვეშევრდომებიც ემორჩილებიან „ქრისტეს კანონს“ იმით, რომ ქრისტეს სწავლებებისა და მითითებების შესაბამისად ცხოვრობენ (გალატელები 6:2). კერძოდ კი, ისინი ერთგულად ასრულებენ სიყვარულის „დიდებულ კანონს“ (იაკობი 2:8). რა შედის ამ კანონებში?
12, 13. როგორ ვემორჩილებით ერთგულად „ქრისტეს კანონს“?
12 ქრისტეს ქვეშევრდომები არასრულყოფილები არიან და შეცდომებს უშვებენ (რომაელები 3:23). ამიტომ საჭიროა მათ განივითარონ „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობა“ და ‘მთელი გულით უყვარდეთ ერთმანეთი’ (1 პეტრე 1:22). ‘თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი აქვთ’, ქრისტიანები ერთგულად ასრულებენ ქრისტეს კანონს და ‘მთელი გულით პატიობენ ერთმანეთს’. ამ კანონისადმი მორჩილება მათ ეხმარება, ყურადღება არ გაამახვილონ თანამოძმის არასრულყოფილებაზე და ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოვლენის მიზეზები გამონახონ. განა მადლიერი არა ხართ იმისათვის, რომ ხართ იმ ხალხს შორის, რომლებიც ჩვენს მოსიყვარულე მეფეს ერთგულად ემორჩილებიან და სიყვარულით, ’გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირით’, იმოსებიან? (კოლოსელები 3:13, 14).
იოანე 13:34, 35). თუ მხოლოდ ჩვენი მოყვარულები გვიყვარს, ამაში „განსაკუთრებული“ არაფერია. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სიყვარული სრული არ იქნებოდა. იესომ მოგვიწოდა, მიგვებაძა მისი მამისთვის სიყვარულის გამოვლენაში და პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული გამოგვევლინა მტრების მიმართაც კი, რომლებსაც ვძულვართ და გვდევნიან (მათე 5:46—48). ეს სიყვარული სამეფოს ქვეშევრდომებს აღძრავს, ერთგულად განაგრძონ თავიანთი ძირითადი საქმიანობა. რა საქმიანობა?
13 იესომ თქვა, რომ მის მიერ გამოვლენილი სიყვარული უფრო მეტი იყო, ვიდრე, ჩვეულებრივ, ადამიანებს შორის არსებული სიყვარული (ერთგულების გამოცდა
14. რატომ არის ქადაგება ძალიან მნიშვნელოვანი?
14 ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებს ახლა მნიშვნელოვანი საქმე აკისრიათ, საფუძვლიანად უნდა ‘დაამოწმონ ღვთის სამეფოზე’ (საქმეები 28:23). ამგვარად მოქმედება მნიშვნელოვანია, რადგან მესიანური სამეფო გაამართლებს იეჰოვას უზენაეს მმართველობას (1 კორინთელები 15:24—28). სასიხარულო ცნობის ქადაგებით მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ, გახდნენ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები. გარდა ამისა, ამ ცნობაზე ხალხის რეაქცია განსაზღვრავს იმას, თუ როგორ განაჩენს გამოუტანს მათ მეფე ქრისტე (მათე 24:14; 2 თესალონიკელები 1:6—10). ამიტომ ქრისტესადმი ერთგულებას ძირითადად იმით ვავლენთ, რომ ვემორჩილებით მის მითითებას, სხვებს მოვუთხროთ სამეფოს შესახებ (მათე 28:18—20).
15. რატომ იცდება ქრისტიანთა ერთგულება?
15 ცხადია, სატანა ყველაფერს აკეთებს ქადაგების დასაბრკოლებლად და ადამიანი მმართველები არ სცნობენ ქრისტესთვის ღვთის მიერ მიცემულ ძალაუფლებას (ფსალმუნები 2:1—3, 6—8). ამიტომ იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა: „მონა თავის ბატონზე დიდი არ არის–მეთქი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოანე 15:20). შედეგად, ქრისტეს მიმდევრები ჩაბმულნი არიან სულიერ ომში, რომლის დროსაც მათი ერთგულება იცდება (2 კორინთელები 10:3—5; ეფესოელები 6:10—12).
16. როგორ აძლევენ სამეფოს ქვეშევრდომები ‘ღვთისას ღმერთს’?
16 ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები თავიანთი უხილავი მეფისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ ისე, რომ ადამიანი მმართველებისადმი უპატივცემულობას არ ავლენენ (ტიტე 3:1, 2). იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მარკოზი 12:13—17). ამიტომ ქრისტეს ქვეშევრდომები ემორჩილებიან სახელმწიფო კანონებს, რომლებიც ღვთის კანონს არ ეწინააღმდეგება (რომაელები 13:1—7). მაგრამ, როდესაც იუდეველთა უზენაესი სასამართლო ღვთის კანონების წინააღმდეგ წავიდა და იესოს მოწაფეებს ქადაგების შეწყვეტა უბრძანა, მოწაფეებმა მტკიცედ, მაგრამ პატივისცემით განუცხადეს: „ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 1:8; 5:27—32).
17. რატომ შეგვიძლია გაბედულად შევხვდეთ ერთგულების გამოცდას?
17 ცხადია, დიდი გაბედულებაა საჭირო იმისათვის, რომ ქრისტეს ქვეშევრდომებმა დევნების დროს თავიანთი მეფისადმი ერთგულება შეინარჩუნონ. მიუხედავად ამისა, იესომ თქვა: „ბედნიერნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით ხტოდეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში“ (მათე 5:11, 12). ქრისტეს პირველმა მოწაფეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ამ სიტყვების ჭეშმარიტება. მოწაფეები სცემეს სამეფოს შესახებ ქადაგების გაგრძელებისთვის, მაგრამ მათ უხაროდათ, „რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ. [ისინი] ტაძარში და კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ (საქმეები 5:40—42). ქებას იმსახურებთ, როდესაც თქვენც იმავე სულისკვეთებას ავლენთ და სირთულეების, ავადმყოფობის, მძიმე დანაკლისისა თუ წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთგულებას ინარჩუნებთ (რომაელები 5:3—5; ებრაელები 13:6).
18. რაზე მიგვანიშნებს იესოს მიერ პონტიუს პილატესადმი ნათქვამი სიტყვები?
იოანე 18:36). ამიტომ ზეციერი სამეფოს ქვეშევრდომები არც ვინმეს წინააღმდეგ საბრძოლველად იღებენ იარაღს და არც ადამიანთა კონფლიქტებში ემხრობიან რომელიმე მხარეს. ისინი ‘მშვიდობის მთავრისადმი’ ერთგულებას ინარჩუნებენ იმით, რომ ამ დაყოფილ წუთისოფელში სრულ ნეიტრალიტეტს იცავენ (ესაია 2:2—4; 9:6, 7).
18 როდესაც ჯერ კიდევ მეფედ ცხებული იყო, იესომ რომაელ მმართველს, პონტიუს პილატეს, უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (მარადიული ჯილდო, რომელსაც ერთგული ქვეშევრდომები მიიღებენ
19. რატომ მოელიან მომავალს გულდაჯერებით ქრისტეს ქვეშევრდომები?
19 ქრისტეს, „მეფეთა მეფეს“, ერთგული ქვეშევრდომები მომავალს იმედით უყურებენ. ისინი მთელი გულით მოელიან ქრისტეს მიერ სამეფო ძალაუფლების ძალიან მალე გამოვლენას (გამოცხადება 19:11—20:3; მათე 24:30). ერთგულ სულით ცხებულთა დარჩენილი ნაწილის წევრები, „სამეფოს ძეები“, მოელიან ძვირფას მემკვიდრეობას — ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფობას (მათე 13:38; ლუკა 12:32). ქრისტეს ერთგული „სხვა ცხვრები“ კი მთელი გულით მოელიან დროს, როდესაც მეფე ეტყვით: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო [დედამიწაზე არსებული ნაწილი, რომელზეც სამოთხე იქნება]“ (იოანე 10:16; მათე 25:34). დაე სამეფოს ყველა ქვეშევრდომმა განვაგრძოთ ქრისტე მეფისადმი ერთგულად მსახურება!
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, გვ. 95—97, აბზ. 14—18 და ჩარჩო 102–ე გვერდზე.
შეგიძლიათ ახსნათ?
• რატომ იმსახურებს ქრისტე ჩვენს ერთგულებას?
• როგორ ავლენენ ქრისტეს ქვეშევრდომები თავიანთი წინამძღოლისადმი ერთგულებას?
• რატომ უნდა ვიყოთ ქრისტე მეფისადმი ერთგულები?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო 31 გვერდზე]
ქრისტეს სხვა შესანიშნავი თვისებები
მიუკერძოებლობა (იოანე 4:7—30).
თანაგრძნობა (მათე 9:35—38; 12:18—21; მარკოზი 6:30—34).
თავგანწირული სიყვარული (იოანე 13:1; 15:12—15).
ერთგულება (მათე 4:1—11; 28:20; მარკოზი 11:15—18).
სიბრალული (მარკოზი 7:32—35; ლუკა 7:11—15; ებრაელები 4:15, 16).
გონიერება (მათე 15:21—28).
[სურათი 29 გვერდზე]
ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოვლენით ერთგულად ვემორჩილებით „ქრისტეს კანონს“.
[სურათი 31 გვერდზე]
აღგძრავთ ქრისტეს თვისებები, ერთგულად ემსახუროთ მას?