იეჰოვა ამზადებს მწყემსებს თავისი სამწყსოსთვის
იეჰოვა ამზადებს მწყემსებს თავისი სამწყსოსთვის
„უფალი იძლევა სიბრძნეს, მისგანაა ცოდნა და გონიერება“ (იგავები 2:6).
1, 2. რატომ ისწრაფვიან კრებაში მონათლული ძმები პასუხისმგებლობების აღებისკენ?
„ძალიან გახარებული ვიყავი, როცა უხუცესად დამნიშნეს, — ამბობს ნიკი, რომელიც შვიდი წელია, რაც უხუცესად მსახურობს. — ვფიქრობდი, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა, უფრო მეტი გამეკეთებინა იეჰოვას მსახურებაში. მსურდა, მადლიერება გამომევლინა ყველაფრისთვის, რაც იეჰოვას ჩემთვის ჰქონდა გაკეთებული. ასევე მინდოდა, მაქსიმალურად ამოვდგომოდი მხარში კრების წევრებს და ისევე დავხმარებოდი მათ, როგორც მე მეხმარებოდნენ სხვა უხუცესები“. მაგრამ ნიკს ერთი რამ აღელვებდა. ის განაგრძობს: „როდესაც უხუცესად დამნიშნეს, 30 წლისაც არ ვიყავი. ვფიქრობდი, რომ არ მქონდა საკმარისი სიბრძნე და გამჭრიახობა კრებაზე სათანადოდ ზრუნვისთვის“.
2 მათ, ვისაც იეჰოვა ნიშნავს თავისი სამწყსოსთვის მზრუნველობის გასაწევად, სიხარულის მრავალი მიზეზი აქვთ. ერთ–ერთი მიზეზის შესახსენებლად მოციქულმა პავლემ ეფესოელ უხუცესებს იესოს სიტყვები მოუყვანა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). მომსახურედ ან უხუცესად მსახურება მონათლულ ძმებს დამატებით შესაძლებლობას აძლევს იმისათვის, რომ უფრო მეტი გაიღონ იეჰოვასთვის და კრებისთვის. მაგალითად, მომსახურეები ეხმარებიან უხუცესებს და ასრულებენ მრავალ საჭირო დავალებას, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ამ ძმებს ღვთისა და მოძმის სიყვარული აღძრავს ასეთი ფასდაუდებელი სამსახურის გასაწევად (მარკოზი 12:30, 31).
3. რატომ შეიძლება კრებაში ზოგი თავს იკავებდეს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებისგან?
3 ზოგი ქრისტიანი მამაკაცი შეიძლება თავს იკავებს იმისგან, რომ ისწრაფოს მომსახურედ და, დროთა განმავლობაში, უხუცესად მსახურებისკენ. ისინი შესაძლოა ფიქრობენ, რომ ვერ შეძლებენ საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ნიკის მსგავსად, შეიძლება ისინიც თვლიან, რომ ეფექტურად ვერ გაართმევენ თავს მწყემსის ვალდებულებებს. თქვენც ასე ხომ არ ფიქრობთ? ასეთი დამოკიდებულება უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. უხუცესები, რომლებსაც სამწყსოზე ზრუნვა აქვთ მინდობილი, იეჰოვას წინაშე არიან პასუხისმგებელნი. იესომ თქვა: „ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება და ვისაც მეტი მიენდო, ჩვეულებრივზე მეტი მოეკითხება“ (ლუკა 12:48).
4. როგორ ეხმარება იეჰოვა მათ, ვისაც თავის ცხვრებზე მზრუნველობას ანდობს?
4 მოელის იეჰოვა, რომ მომსახურეები და უხუცესები დახმარების გარეშე შეძლებენ დამატებით პასუხისმგებლობებთან გამკლავებას? არა. პირიქით, ის პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობს მათ, რათა წარმატებით შეძლონ ამის გაკეთება. როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, იეჰოვა მათ აძლევს წმინდა სულს. სულის ნაყოფის დახმარებით კი ისინი სიყვარულით ზრუნავენ სამწყსოზე (საქმეები 20:28; გალატელები 5:22, 23). გარდა ამისა, იეჰოვა იძლევა სიბრძნეს, ცოდნასა და გამჭრიახობას (იგავები 2:6, აქ). როგორ აკეთებს ის ამას? განვიხილოთ სამი საშუალება, რომლებსაც იეჰოვა იყენებს მათ მოსამზადებლად, ვისაც თავის ცხვრებზე მზრუნველობას ანდობს.
მომზადება გამოცდილი მწყემსების საშუალებით
5. რატომ იყვნენ პეტრე და იოანე კარგი მწყემსები?
5 როდესაც მოციქული პეტრე და იოანე სინედრიონის წინაშე იდგნენ, ქვეყნიური სიბრძნით განსწავლულმა მოსამართლეებმა ისინი „უსწავლელ და უბრალო ადამიანებად“ ჩათვალეს. მართალია, წერა–კითხვა იცოდნენ, მაგრამ წმინდა წერილების საქმეები 4:1—4, 13). ცხადია, მათ მიღებული ჰქონდათ წმინდა სული (საქმეები 1:8). მაგრამ აშკარა იყო — თვით სულიერად დაბრმავებული მოსამართლეებისთვისაც — რომ ეს მამაკაცები იესომ მოამზადა. დედამიწაზე ყოფნისას იესომ თავის მოციქულებს, ცხვრისმაგვარი ადამიანების შეკრების გარდა, ისიც ასწავლა, თუ როგორ ეზრუნათ ფარაში შეკრებილ ცხვარზე (მათე 11:29; 20:24—28; 1 პეტრე 5:4).
შესასწავლად მათ არ ჰქონდათ მიღებული რაბინთა განათლება. მიუხედავად ამისა, პეტრე და იოანე, ისევე როგორც სხვა მოწაფეები, კარგი მასწავლებლები იყვნენ: ბევრი, ვინც მათ უსმენდა, მორწმუნე გახდა. როგორ გახდნენ ეს უბრალო ადამიანები ასეთი ეფექტური მასწავლებლები? პეტრესა და იოანეს მოსმენის შემდეგ სასამართლოს წევრებმა „გაიხსენეს, რომ ისინიც იესოსთან ერთად იყვნენ“ (6. სხვების მომზადების რა მაგალითი დაგვიტოვეს იესომ და პავლემ?
6 აღდგომის შემდეგ იესო განაგრძობდა სულიერი მწყემსების მომზადებას, რომლებსაც თავად ნიშნავდა (გამოცხადება 1:1; 2:1—3:22). მაგალითად, მან აირჩია პავლე და იზრუნა მის მომზადებაზე (საქმეები 22:6—10). პავლე აფასებდა ასეთ მომზადებას და ნასწავლს სხვა უხუცესებსაც უზიარებდა (საქმეები 20:17—35). მაგალითად, მან დიდი დრო და ენერგია დაუთმო ტიმოთეს მომზადებას, რათა ღვთისთვის „მოსაწონი მუშა“ ყოფილიყო და ‘სასირცხვილო არაფერი გაეკეთებინა’ (2 ტიმოთე 2:15). ასეთმა დამოკიდებულებამ ხელი შეუწყო პავლესა და ტიმოთეს შორის ახლო ურთიერთობის განვითარებას. პავლე ტიმოთეს შესახებ წერდა: „როგორც შვილი მამასთან, ისე მსახურობდა მონასავით ჩემთან ერთად სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად“ (ფილიპელები 2:22). პავლეს მიზანი ის არ ყოფილა, რომ ტიმოთე ან სხვები თავის მოწაფეებად გაეხადა. იგი თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, მიებაძათ მისთვის ისე, როგორც თავად ბაძავდა ქრისტეს (1 კორინთელები 11:1).
7, 8. ა) რომელი შემთხვევა ცხადყოფს, რომ უხუცესების მცდელობას, მიბაძონ იესოსა და პავლეს, კარგი შედეგები მოაქვს? ბ) როდის უნდა დაიწყონ უხუცესებმა მომავალი მომსახურეებისა და უხუცესების მომზადება?
7 გამოცდილი მწყემსები იესოსა და პავლეს ბაძავენ. ისინიც კარგ შედეგებს აღწევენ იმით, რომ ინიციატივას ავლენენ მონათლული ძმების მოსამზადებლად. განვიხილოთ ჩედის მაგალითი, რომელიც რელიგიურად დაყოფილ ოჯახში აღიზარდა და არც ისე დიდი ხნის წინ უხუცესად დაინიშნა. ის ამბობს: „წლების განმავლობაში რამდენიმე გამოცდილი უხუცესი მეხმარებოდა სულიერ წინსვლაში. რადგან მამაჩემი მორწმუნე არ იყო, ეს უხუცესები განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენდნენ ჩემდამი და სულიერ მამობას მიწევდნენ. ისინი დროს არ იშურებდნენ, რომ კარგი მქადაგებელი გავმხდარიყავი. მოგვიანებით კი ერთი უხუცესი განსაკუთრებით ზრუნავდა იმაზე, რომ კრებაში მიღებული დავალებების შესასრულებლად მოვემზადებინე“.
8 როგორც ჩედის შემთხვევიდანაც ჩანს, გამჭრიახი მწყემსები მომავალი მომსახურეებისა და უხუცესების მომზადებას მანამდე დიდი ხნით ადრე იწყებენ, სანამ საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებენ. რატომ არის ეს აუცილებელი? იმიტომ რომ, ბიბლიის თანახმად, მომსახურეებიც და უხუცესებიც დანიშვნამდე უნდა შეესაბამებოდნენ მაღალზნეობრივ ნორმებს. ისინი „უნდა გამოიცადონ, გამოდგებიან თუ არა“ (1 ტიმოთე 3:1—10).
9. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ მოწიფულ მწყემსებს და რატომ?
9 სანამ მონათლული ძმები გამოიცდებიან, ბუნებრივია, მათ მომზადება უნდა გაიარონ. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ, მოსწავლეს რთული გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. შეძლებს ის გამოცდის ჩაბარებას წინასწარი მომზადების გარეშე? საეჭვოა. დიახ, მომზადება აუცილებელია. კეთილსინდისიერი მასწავლებელი მოსწავლეს არა მარტო გამოცდის ჩასაბარებლად მოამზადებს, არამედ ცოდნის პრაქტიკულად გამოსაყენებლადაც. მსგავსად ამისა, მზრუნველი უხუცესები სათანადოდ ამზადებენ მონათლულ ძმებს და ეხმარებიან საჭირო თვისებების გამომუშავებაში. მომზადების მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ ძმებმა პასუხისმგებლობები მიიღონ. უხუცესებს სურთ, რომ ამ ძმებმა მომავალში სათანადოდ შეძლონ სამწყსოზე ზრუნვა (2 ტიმოთე 2:2). რა თქმა უნდა, თავის მხრივ, მონათლული ძმები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ, შეესაბამებოდნენ მომსახურედ ან უხუცესად მსახურებისთვის საჭირო მოთხოვნებს (ტიტე 1:5—9). თუმცა ძმები, რომლებიც კრებაში პასუხისმგებლობების აღებისკენ ისწრაფვიან, უფრო სწრაფად მიიწევენ წინ, როცა გამოცდილი უხუცესები მხარში უდგანან მათ და გულმოდგინედ ამზადებენ.
10, 11. როგორ შეუძლიათ მწყემსებს მოამზადონ ძმები პასუხისმგებლობების მისაღებად?
10 რის გაკეთება შეუძლიათ გამოცდილ მწყემსებს იმისათვის, რომ ძმები კრებაში სხვადასხვა დავალების შესასრულებლად მოამზადონ? უპირველესად, ისინი დაინტერესებული უნდა იყვნენ ძმებით — რეგულარულად იმსახურონ მათთან ერთად და დაეხმარონ მათ, გაიუმჯობესონ ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემის’ უნარი (2 ტიმოთე 2:15). მოწიფული მწყემსები ესაუბრებიან მათ იმის შესახებ, რომ სხვებისთვის მსახურებას სიხარული მოაქვს და პირადად მათ დიდი კმაყოფილება მოუტანა სულიერი მიზნების დასახვამ და მიღწევამ. უხუცესები ასეთ ძმებს სიყვარულით აძლევენ კონკრეტულ რჩევებს, რათა უკეთესი ‘მაგალითი იყვნენ სამწყსოსთვის’ (1 პეტრე 5:3, 5).
11 უხუცესები მას შემდეგაც აგრძელებენ ძმების მომზადებას, როცა ისინი მომსახურეებად ინიშნებიან. ბრუსი, რომელიც ათწლეულების მანძილზე მსახურობს უხუცესად, ამბობს: «დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალ დანიშნულ მომსახურესთან ერთად პუბლიკაციებიდან „ერთგული და გონიერი მონის“ მითითებების განხილვა. ჩვენ ერთად ვკითხულობთ მის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ მითითებებს. შემდეგ კი ვეხმარები მას მანამ, სანამ მიეჩვევა თავისი მოვალეობების შესრულებას». გამოცდილების შეძენის შემდეგ მომსახურე შეიძლება მომზადდეს სამწყემსო საქმისთვის. ბრუსი განაგრძობს: „როდესაც მომსახურე სამწყემსო მონახულებაზე მიმყავს, ვეხმარები, შეარჩიოს ისეთი ბიბლიური მუხლები, რომლებიც გაამხნევებს და მოქმედებისკენ აღძრავს მათ, ვინც უნდა მოვინახულოთ. მომსახურე კარგი მწყემსი რომ გახდეს, აუცილებელია, მან ისწავლოს ბიბლიის ასეთი სახით გამოყენება“ (ებრაელები 4:12; 5:14).
12. როგორ შეუძლიათ გამოცდილ მწყემსებს ახლად დანიშნული უხუცესების მომზადება?
12 ახლად დანიშნული მწყემსებისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს შემდგომ მომზადებას. ნიკი, რომლის სიტყვებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, აღნიშნავს: „განსაკუთრებით დიდი დახმარება გამიწია ორმა ასაკოვანმა უხუცესმა. ამ ძმებმა იცოდნენ, რის გაკეთება შეიძლებოდა ამა თუ იმ სიტუაციაში. ისინი ყოველთვის მოთმინებით მისმენდნენ და მსჯელობდნენ ჩემს შეხედულებებზე მაშინაც კი, როცა არ მეთანხმებოდნენ. ბევრი რამ ვისწავლე იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ თავმდაბლურად და პატივისცემით ეპყრობოდნენ ისინი კრებაში და–ძმებს. ამ უხუცესებმა მასწავლეს, რომ პრობლემების გადასაჭრელად ან და–ძმების გასამხნევებლად აუცილებელი იყო ბიბლიის ეფექტურად გამოყენება“.
მომზადება ღვთის სიტყვის საშუალებით
13. ა) რა არის საჭირო იმისათვის, რომ ძმა კარგი მწყემსი გახდეს? ბ) რატომ თქვა იესომ: „რასაც ვასწავლი, ჩემი არ არის“?
13 ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემულია კანონები, პრინციპები და მაგალითები, რომელთა დახმარებითაც უხუცესებს შეუძლიათ გახდნენ „ყველაფერში ჩახედულნი და ყოველმხრივ მომზადებულნი . . . ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ძმას შეიძლება მიღებული ჰქონდეს კარგი ქვეყნიური განათლება, მაგრამ ბიბლიის ცოდნისა და მისი ეფექტურად გამოყენების გარეშე ის კარგი მწყემსი ვერ იქნება. ამ მხრივ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა იესომ. დედამიწაზე მცხოვრებთა შორის ის ყველაზე მცოდნე, გამჭრიახი და ბრძენი სულიერი მწყემსი იყო. მიუხედავად ამისა, იეჰოვას ცხვრების მწყემსვისას ის საკუთარ სიბრძნეზე არ იყო მინდობილი. მან თქვა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“. რატომ თქვა იესომ ეს სიტყვები? მან განმარტა: „ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს“ (იოანე 7:16, 18).
14. როგორ ცხადყოფენ მწყემსები, რომ არ ეძებენ საკუთარ დიდებას?
14 ერთგული მწყემსები არ ეძებენ საკუთარ დიდებას. ისინი ღვთის სიტყვას მიმართავენ და არა საკუთარ სიბრძნეს, როცა სხვებს რჩევებს აძლევენ ან ამხნევებენ. მათ ესმით, რომ მწყემსი ცხვარს უნდა ეხმარებოდეს „ქრისტეს გონების“ — და არა უხუცესების გონების — შეცნობაში (1 კორინთელები 2:14—16). დავუშვათ, უხუცესი დაქორწინებულ წყვილს ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად რჩევას საკუთარი გამოცდილებიდან აძლევს და არ იყენებს ბიბლიურ პრინციპებსა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებს (მათე 24:45). ასეთ შემთხვევაში მის რჩევაზე შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ადგილობრივმა ტრადიციებმა ან შეიძლება მას არ ჰქონდეს საკმარისი ცოდნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ცხადია, ზოგ ჩვეულებაში ცუდი არაფერია და უხუცესებსაც აქვთ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება. მაგრამ ცხვარი ყველაზე მეტად მაშინ იღებს სარგებლობას, როცა მწყემსი ურჩევს მას, უსმინოს იესოს ხმას და იეჰოვას სიტყვებს, და არა ადამიანთა აზრებს ან ადგილობრივ წეს–ჩვეულებებს (ფსალმუნები 11:7; იგავები 3:5, 6).
მომზადება „ერთგული და გონიერი მონის“ საშუალებით
15. რა დაავალა იესომ „ერთგულ და გონიერ მონას“ და რა არის მათი წარმატების ერთ–ერთი მიზეზი?
15 ისეთი სულიერი მწყემსები, როგორიც იყვნენ მოციქული პეტრე, იოანე და პავლე, შედიოდნენ ჯგუფში, რომელიც იესომ „ერთგულ და გონიერ მონად“ მოიხსენია. „ერთგულ და გონიერ მონას“ შეადგენენ დედამიწაზე მცხოვრები სულით ცხებული ქრისტიანები, რომლებსაც ზეცაში ქრისტესთან ერთად მმართველობის იმედი აქვთ (გამოცხადება 5:9, 10). „ბოლო დღეების“ განმავლობაში ქრისტეს ძმების რაოდენობამ დედამიწაზე იკლო. მაგრამ დღეს არნახულ მასშტაბებს მიაღწია საქმიანობამ, რომლის შესრულებაც იესომ მათ დაავალა — აღსასრულის მოსვლამდე ექადაგათ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ. „ერთგული და გონიერი მონა“ წარმატებით ასრულებს ამ დავალებას! გარკვეულწილად ამის მიზეზი ის არის, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ ამზადებს „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლებს, რათა შეძლონ ქადაგებისა და სწავლების საქმეში დახმარების გაწევა (იოანე 10:16; მათე 24:14; 25:40). დღეს ამ საქმის უდიდეს ნაწილს სწორედ „სხვა ცხვარი“ ასრულებს.
16. როგორ ამზადებს „ერთგული და გონიერი მონა“ ძმებს, რომლებსაც სხვადასხვა პასუხისმგებლობა აკისრიათ?
16 როგორ ამზადებს „ერთგული და გონიერი 1 კორინთელები 4:17). მსგავსად ამისა, დღეს „ერთგული და გონიერი მონის“ წარმომადგენელი ხელმძღვანელი საბჭო — ცხებულ უხუცესთა პატარა ჯგუფი — უფლებამოსილებას აძლევს თავის წარმომადგენლებს, მოამზადონ და დანიშნონ მომსახურეები და უხუცესები მთელი მსოფლიოს ათიათასობით კრებაში. გარდა ამისა, ხელმძღვანელი საბჭო ორგანიზებას უწევს სკოლებს ფილიალის კომიტეტის წევრების, მიმომსვლელი ზედამხედველების, უხუცესებისა და მომსახურეების მოსამზადებლად, რათა მათ საუკეთესოდ იზრუნონ სამწყსოზე. „ერთგული და გონიერი მონა“ მითითებებს ასევე იძლევა წერილების, „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატიებისა და ისეთი პუბლიკაციების მეშვეობით, როგორიცაა წიგნი „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“ *.
მონა“ „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლებს? პირველ საუკუნეში „ერთგული და გონიერი მონის“ წარმომადგენლებს ჰქონდათ უფლებამოსილება, მოემზადებინათ და დაენიშნათ ზედამხედველები, რომლებიც, თავის მხრივ, ამზადებდნენ კრების წევრებს (17. ა) როგორ გამოხატა იესომ ნდობა „ერთგული და გონიერი მონის“ მიმართ? ბ) როგორ ცხადყოფენ სულიერი მწყემსები, რომ ენდობიან „ერთგულ და გონიერ მონას“?
17 იესო იმდენად ენდობოდა „ერთგულ და გონიერ მონას“, რომ მას ჩააბარა „მთელი თავისი ქონება“ ანუ მთელი სულიერი საკუთრება დედამიწაზე (მათე 24:47). დანიშნული მწყემსები ითვალისწინებენ ხელმძღვანელი საბჭოსგან მიღებულ მითითებებს, რითაც ცხადყოფენ, რომ ენდობიან „ერთგულ და გონიერ მონას“. მწყემსები ხელს უწყობენ სამწყსოს ერთიანობას იმით, რომ ამზადებენ სხვებს და თვითონაც იყენებენ ყველაფერს, რაც მათ მოსამზადებლადაა განკუთვნილი, იქნება ეს ღვთის სიტყვის თუ „ერთგული და გონიერი მონის“ საშუალებით. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა ამზადებს ძმებს, რომლებიც სიყვარულით ზრუნავენ ქრისტიანული კრების თითოეულ წევრზე!
[სქოლიოები]
^ აბზ. 16 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
როგორ უპასუხებთ?
• როგორ ამზადებენ მოწიფული სულიერი მწყემსები სხვებს?
• რატომ არ აფუძნებენ უხუცესები სწავლებას საკუთარ შეხედულებებზე?
• რატომ ენდობიან უხუცესები „ერთგულ და გონიერ მონას“ და რით ცხადყოფენ ამას?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 25 გვერდზე]
ქრისტიანი უხუცესები ამზადებენ ახალგაზრდა ძმებს.
[სურათი 26 გვერდზე]
„ერთგული და გონიერი მონა“ ზრუნავს უხუცესების მომზადებაზე.