მიჰბაძეთ იესოს და იზრუნეთ ღარიბებზე
მიჰბაძეთ იესოს და იზრუნეთ ღარიბებზე
სიღარიბე და ჩაგვრა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე არსებობს. ღვთის კანონი ისრაელებისგან მოითხოვდა, რომ ღარიბების ტანჯვა შეემსუბუქებინათ, რასაც ისინი ხშირად უგულებელყოფდნენ (ამოსი 2:6). წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ამხილა ისინი, რომლებიც ღარიბებს ჩაგრავდნენ. მან თქვა: „ამ ქვეყნის ერი ჩაგრავდა და ძარცვავდა, ღარიბსა და ღატაკს ატყუებდა და მდგმურს ავიწროებდა უსამართლოდ“ (ეზეკიელი 22:29).
მსგავსი მდგომარეობა იყო დედამიწაზე იესოს მსახურებისას. რელიგიური წინამძღოლები არ ზრუნავდნენ ღარიბებსა და გაჭირვებულებზე. ბიბლიაში ეს წინამძღოლები მოხსენიებულნი არიან, როგორც „ფულის მოყვარულები“, რომლებიც „ჭამენ ქვრივთა სახლებს“; ისინი ხანდაზმულებსა და გაჭირვებულებზე ზრუნვის ნაცვლად, ტრადიციების დაცვით არიან დაინტერესებულნი (ლუკა 16:14; 20:47; მათე 15:5, 6). კეთილი სამარიელის შესახებ იესოს იგავის თანახმად, როცა მღვდელმა და ლევიანმა დაინახეს ცოცხალმკვდარი სამარიტელი, ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდნენ, გზის მეორე მხარეს გადავიდნენ (ლუკა 10:30—37).
იესო ზრუნავდა ღარიბებზე
სახარებებში მოთხრობილის თანახმად, იესო ღარიბების მდგომარეობაში შედიოდა და მთელი 2 კორინთელები 8:9). იესო „ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათე 9:36). გაჭირვებული ქვრივის შესახებ მონათხრობი აჩვენებს, რომ იესოზე ღარიბი ქვრივის მცირე შენაწირმა მოახდინა შთაბეჭდილება, და არა მდიდრების მიერ გაღებულმა ძღვენმა; რადგან მდიდრებმა ის გაიღეს ძღვნად, რაც ზედმეტი ჰქონდათ. იესოს გულს ყველაზე მეტად ის შეეხო, რომ ქვრივმა „ყველაფერი ჩაყარა, რაც კი თავის სარჩენად გააჩნდა“ (ლუკა 21:4).
გულით თანაუგრძნობდა მათ. თუმცა ის ზეცაში ცხოვრობდა, ადამიანი გახდა, ყველაფერზე უარი თქვა და ‘ჩვენი გულისთვის გაღარიბდა’ (იესო უბრალოდ კი არ თანაუგრძნობდა ღარიბებს, არამედ მათ საჭიროებებსაც აკმაყოფილებდა. ქრისტეს და მის მოციქულებს ღარიბების დასახმარებლად ყულაბა ჰქონდათ (მათე 26:6—9; იოანე 12:5—8; 13:29). იესო მათ, ვისაც მისი მოწაფეობა სურდა, მოუწოდებდა, გაეთავისებინათ, რომ ღარიბების დახმარება მათი ვალდებულება იყო. იესომ მდიდარ, ახალგაზრდა მმართველს უთხრა: „რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“. ის, რომ ამ ახალგაზრდას არ სურდა თავისი ქონების ღარიბებისთვის დარიგება, იმაზე მოწმობს, რომ მისთვის სიმდიდრე უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ღმერთი და მოყვასი. ამ ადამიანს არ ჰქონდა ის თვისებები, რაც იესოს მოწაფეს უნდა ჰქონოდა (ლუკა 18:22, 23).
ქრისტეს მიმდევრები ზრუნავენ ღარიბებზე
იესოს სიკვდილის შემდეგ მისი მოციქულები და მიმდევრები განაგრძობდნენ ღარიბებზე ზრუნვას. დაახლოებით ახ. წ. 49 წელს მოციქული პავლე იაკობს, პეტრესა და იოანეს შეხვდა; მათ იმსჯელეს სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე, რომელიც იესომ პავლეს დაავალა. ისინი თანახმა იყვნენ, რომ პავლე და ბარნაბა წასულიყვნენ და „უცხოტომელებისთვის“ ექადაგათ. იაკობმა და სხვა ქრისტიანებმა სთხოვეს პავლეს და ბარნაბას, ‘არ დაევიწყებინათ ღარიბები’, რის გაკეთებასაც პავლე ‘გულმოდგინედ ცდილობდა’ (გალატელები 2:7—10).
იმპერატორ კლავდიუსის მმართველობის დროს რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა. ანტიოქიაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა „გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა. ასეც მოიქცნენ და ბარნაბასა და სავლეს ხელით გაუგზავნეს დახმარება უხუცესებს“ (საქმეები 11:28—30).
დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს ესმით, რომ მათ უნდა იზრუნონ ღარიბებსა და გაჭირვებულებზე, განსაკუთრებით კი თანამორწმუნეებზე (გალატელები 6:10). ამიტომ ისინი მატერიალურად ეხმარებიან გაჭირვებულებს. მაგალითად, 1998 წელს ძლიერმა გვალვამ ბრაზილიის ჩრდილო–აღმოსავლეთის დიდი ნაწილი დააზიანა. განადგურდა ბრინჯი, ლობიო და სიმინდი, რამაც ისეთი დიდი შიმშილობა გამოიწვია, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ზოგ ადგილას სასმელი წყალიც კი ძნელად საშოვნელი გახდა. ბრაზილიის სხვა ადგილებში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა დაუყოვნებლივ შექმნეს დახმარების კომიტეტები; ცოტა ხანში მათ დიდი რაოდენობით საკვები შეაგროვეს და თანხები გაიღეს იმისათვის, რომ ეს საკვები დაზარალებულთათვის გაეგზავნათ.
იაკობის 2:15, 16–ში ჩაწერილი სიტყვები: „თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეუბნება, აბა მშვიდობით, თავი არ მოიმშიოთ და არ შეიციოთო, მაგრამ სხეულისათვის საჭიროს არაფერს აძლევს, რა სარგებელია?“
მოწმეებმა, რომლებმაც თანამორწმუნეებს დახმარება აღმოუჩინეს, დაწერეს: „გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ძმებს დავხმარებოდით. განსაკუთრებით კი ის გვახარებს, რომ ამით იეჰოვას გავუხარეთ გული. ჩვენ ყოველთვის გვახსოვსქალაქ სან–პაულუს ერთ–ერთ კრებაში დას, რომელიც მოკრძალებულია და იეჰოვას გულმოდგინედ ემსახურება, ძლივს გააქვს თავი. ის ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირს, ბიბლიური იმედი აზრს ჰმატებს ჩემს ცხოვრებას. ვერ წარმომიდგენია, თანამორწმუნეების დახმარების გარეშე როგორ ვიარსებებდი“. ცოტა ხნის წინ ამ დას ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ თანხა არ ჰქონდა. მას თანაქრისტიანები დაეხმარნენ. ჭეშმარიტი ქრისტიანები მთელ მსოფლიოში ეხმარებიან გაჭირვებულ თანამორწმუნეებს.
როგორი გულითადი დახმარებაც უნდა გაეწიოს გაჭირვებულებს, ეს მაინც ვერ აღმოფხვრის სიღარიბეს. ძლიერმა მმართველებმა და დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციებმაც კი, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, ვერ შეძლეს საუკუნეების მანძილზე არსებული სიღარიბის აღმოფხვრა. ამიტომ იბადება კითხვა: როგორ შეიძლება მოგვარდეს სიღარიბესთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ?
ბიბლიური სწავლებები — საუკეთესო დახმარება
სახარებები გვამცნობს, რომ იესო ქრისტე ყოველთვის აკეთებდა სიკეთეს ღარიბებისა და გაჭირვებულებისთვის (მათე 14:14—21). მაგრამ, რას ანიჭებდა ის უპირატესობას? ერთხელ, როცა იესომ დრო გამოყო გაჭირვებულთა დასახმარებლად, მოწაფეებს უთხრა: „წავიდეთ სადმე სხვაგან, ახლომახლო დაბებში, რომ იქაც ვიქადაგო“. იესომ შეწყვიტა ავადმყოფებისა და გაჭირვებულების დახმარება, ქადაგება რომ გაეგრძელებინა. რატომ მოიქცა ის ასე? იესომ ეს შემდეგი სიტყვებით ახსნა: „რადგან ამისთვის [ანუ ქადაგებისთვის] ვარ მოსული“ (მარკოზი 1:38, 39; ლუკა 4:43). თუმცა იესო კეთილი საქმეების კეთებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მისი ძირითადი მისია ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება იყო (მარკოზი 1:14).
ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, ‘ზუსტად მიჰყვნენ იესოს ნაკვალევს’. ამიტომ ამ მხრივ ღვთის სიტყვა გვიწევს ხელმძღვანელობას პრიორიტეტების დადგენაში (1 პეტრე 2:21). იესოს მსგავსად, ქრისტიანები ეხმარებიან გაჭირვებულებს, მაგრამ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას უმნიშვნელოვანეს საქმედ მიიჩნევენ (მათე 5:14—16; 24:14; 28:19, 20). რატომ უნდა იყოს სასიხარულო ცნობის ქადაგება სხვა სახის დახმარებაზე უფრო მნიშვნელოვანი?
რეალობა აჩვენებს, რომ, როცა ადამიანები ეცნობიან და ცხოვრებაში იყენებენ ბიბლიის პრაქტიკულ რჩევებს, უკეთ ართმევენ თავს ყოველდღიურ, მათ შორის სიღარიბით გამოწვეულ, პრობლემებს. უფრო მეტიც, სასიხარულო ცნობა, 1 ტიმოთე 4:8). რა იმედზეა საუბარი?
რომელსაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ, ადამიანებს მომავლის იმედს აძლევს. ეს არის იმედი, რომელიც ურთულეს პირობებშიც კი ადამიანის სიცოცხლეს აზრით აღსავსეს ხდის (ღვთის სიტყვა მომავალთან დაკავშირებით გვარწმუნებს: „ჩვენ კი, მისი დაპირებისამებრ, ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, რომლებზეც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). ბიბლიაში მოხსენიებული „დედამიწა“ ზოგჯერ ადამიანებს გულისხმობს (დაბადება 11:1). ასე რომ, დაპირებული სამართლიანი „ახალი დედამიწა“ მიუთითებს ადამიანთა საზოგადოებაზე, რომელიც ღვთის კეთილგანწყობით სარგებლობს. აგრეთვე, ღვთის სიტყვა გვპირდება, რომ ქრისტეს მმართველობის დროს ღვთის ერთგული ადამიანები მიიღებენ ჯილდოს — მარადიულ სიცოცხლეს. ისინი იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე, სადაც ყველაფრით იქნებიან უზრუნველყოფილნი (მარკოზი 10:30). ასეთ შესანიშნავ პირობებში ყველას, მათ შორის ღარიბებსაც, ექნება ცხოვრების შესაძლებლობა. „ახალ დედამიწაზე“ სამუდამოდ აღმოიფხვრება სიღარიბის პრობლემა.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
როგორ „იხსნის [იესო] ღარიბს“? (ფსალმუნები 71:12)
სამართალი: „გაუჩინოს მან სამართალი დაჩაგრულ ხალხს, იხსნას ღარიბის ძეები და შემუსროს გამომძალველი“ (ფსალმუნები 72:4, აქ [71:4]). ქრისტეს მმართველობისას მთელ დედამიწაზე სამართალი იზეიმებს. აღარ იარსებებს კორუფცია, რაც დღეს ბევრი ისეთი ქვეყნის გაღარიბებას იწვევს, რომლებიც შეიძლებოდა ეკონომიკურად გაძლიერებულიყო.
მშვიდობა: „მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“ (ფსალმუნები 71:7). სიღარიბეს, ძირითადად, ომი და კონფლიქტები იწვევს. ქრისტე აღმოფხვრის სიღარიბის გამომწვევ მთავარ მიზეზებს და ნამდვილ მშვიდობას მოიტანს დედამიწაზე.
თანაგრძნობა: „შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნები 71:12—14). თავმდაბალი, ღარიბი და დაჩაგრული ადამიანები იესო ქრისტეს მმართველობისას ისე იცხოვრებენ, როგორც ერთი ბედნიერი ოჯახი.
კეთილდღეობა: „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე“ (ფსალმუნები 71:16). ქრისტეს მმართველობისას ყველა იქნება მატერიალურად უზრუნველყოფილი. აღარ იქნება საკვების უკმარისობა და შიმშილობა, რაც დღეს ხშირად იწვევს სიღარიბეს.
[სურათი 5 გვერდზე]
იესო ღარიბთა საჭიროებებს აკმაყოფილებდა.
[სურათი 6 გვერდზე]
ბიბლიური ცნობა მომავლის რეალურ იმედს აძლევს ადამიანებს.