სიღარიბე რა მდგომარეობაა დღეს?
სიღარიბე რა მდგომარეობაა დღეს?
სან–პაულუს (ბრაზილია) ქუჩებში ხშირად ნახავთ ვისენტეს *, რომელიც მძიმე ურიკას მიაგორებს. ის ჯართს, მუყაოსა და პლასტიკატს აგროვებს. შებინდებისას ურიკაზე მუყაოს აფენს და დასაძინებლად წვება. ვისენტეს ამ ხმაურიან ქუჩებში ავტობუსებისა და მანქანების ხმაც კი არ ესმის. მას ერთ დროს სამსახურიც ჰქონდა, სახლიც, და ოჯახიც ჰყავდა, მაგრამ ყველაფერი დაკარგა. ახლა კი ლუკმა–პურის საშოვნელად ქუჩაში მძიმედ შრომა უწევს.
სამწუხაროდ, ვისენტეს მსგავსად, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. განვითარებად ქვეყნებში ბევრი იძულებულია ქუჩაში ან ბარაკებში იცხოვროს. ქუჩებში ხშირად ნახავთ მეძუძურ ქალებს, კოჭლებსა და უსინათლოებს, რომლებიც მათხოვრობენ. ასევე თვალს მოჰკრავთ ბავშვებს, რომლებიც შუქნიშანთან გაჩერებულ მანქანებს შორის დარბიან იმ იმედით, რომ კანფეტებს გაყიდიან და ორ კაპიკს იშოვნიან.
რთულია იმის ახსნა, თუ რატომ არსებობს სიღარიბე. ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ ასეთ კომენტარს აკეთებს: „ადამიანები არასოდეს ფლობდნენ ისეთ ცოდნას მედიცინაში, ტექნიკასა თუ სხვა სფეროში, როგორც დღეს; ასეთი მიღწევების შედეგად კი შესაძლებელია სიღარიბის დაძლევა“. მრავალმა ეს ცოდნა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. განვითარებად ქვეყნებში დიდი ქალაქების ქუჩები ბოლო მოდელის მანქანებით არის გადაჭედილი. სავაჭრო ცენტრები სავსეა თანამედროვე ცივილიზაციის ნაწარმით, რომელსაც არც თუ ისე ცოტა მყიდველი ჰყავს. ბრაზილიის ორ სავაჭრო ცენტრში სპეციალურ სარეკლამო კამპანიას ეწევიან. ეს ცენტრები 2004 წლის 23 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ერთ ცენტრში მოცეკვავეები დაიქირავეს, რომლებიც მყიდველების გასართობად სამბას ცეკვავდნენ. ამ შემთხვევამ დაახლოებით 500 000 მყიდველი მიიზიდა.
* შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უღარიბესი ქვეყნების, განსაკუთრებით კი აფრიკის ქვეყნების, დახმარებას. ეს ახალი გეგმა, ერთი შეხედვით, იმედის მომცემია. ჟურნალი დასძენს: „არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ამ მიზნის განხორციელება საეჭვოა. მრავალი ქვეყანა უხალისოდ წირავს ფულს ღარიბ ქვეყნებს, რადგან თანხები იშვიათად ხმარდება იმ ადამიანებს, ვისთვისაც გამოყოფილი იყო“. სამწუხაროდ, კორუფციისა და ბიუროკრატიის გამო მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიერ გაღებული დიდი რაოდენობის თანხები არასოდეს აღწევს იმ ადამიანებამდე, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ ამას.
თუმცა სიმდიდრე, რომელსაც ერთეულები ფლობენ, ღარიბების უმეტესობას მდგომარეობას არ უმსუბუქებს. მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებულმა მკვეთრმა სხვაობამ მრავალი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ სიღარიბის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. ბრაზილიური გაზეთი „ვეჟა“ იუწყება: „2005 წელს სიღარიბესთან ბრძოლა მსოფლიო ლიდერებმა დღის წესრიგში დააყენეს“. იმავე ჟურნალში მოხსენიებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული ახალი „მარშალის გეგმის“იესომ იცოდა, რომ სიღარიბე ყოველთვის იარსებებდა. მან თქვა: „ღარიბები ყოველთვის თქვენთან არიან“ (მათე 26:11). ნიშნავს ეს იმას, რომ ეს პრობლემა არასდროს გადაიჭრება? რისი გაკეთება შეიძლება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, დაეხმარონ ღარიბებს?
[სქოლიოები]
^ აბზ. 1 სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 5 „მარშალის გეგმა“ ეწოდება აშშ–ის მიერ შემუშავებულ პროგრამას, რომელიც შედგენილ იქნა II მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის დაცემული ეკონომიკის აღდგენის მიზნით.