არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩასწვდით ბავშვის გულს

ჩასწვდით ბავშვის გულს

ჩასწვდით ბავშვის გულს

გეუფლებათ სევდა იმ ბავშვების დანახვაზე, რომლებიც ომობანას თამაშობენ? ამ თამაშით სულ პატარა ბავშვებიც კი ერთობიან, რადგან მსოფლიოში არსებული გასართობი საშუალებები ძალადობით არის გაჟღენთილი. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს, რომ ომთან დაკავშირებული სათამაშოები უწყინარი სათამაშოებით შეცვალონ? ვალტრაუთმა, რომელიც იეჰოვას მოწმეა და დიდი ხანია, რაც აფრიკაში მისიონერად მსახურობს, შეძლო ამ მხრივ დახმარებოდა ერთ ბიჭს.

ვალტრაუთმა ომის გამო დატოვა ქვეყანა, სადაც ცხოვრობდა და აფრიკის სხვა ქვეყანაში გადავიდა. აქ მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო ქალთან, რომელსაც ხუთი წლის ვაჟი ჰყავდა. როდესაც ის ქალთან შესწავლაზე მიდიოდა, ბიჭი პლასტმასის პატრა იარაღით თამაშობდა; ეს მისი ერთადერთი სათამაშო იყო. ვალტრაუთს არასდროს უნახავს, რომ ბავშვი იარაღს ვინმეს ან რამეს უმიზნებდა, მაგრამ ის ყოველთვის დაკავებული იყო იარაღის გახსნითა და დაკეტვით, თითქოს იარაღს ტენიდა.

ვალტრაუთმა ჰკითხა ბიჭს: „ვარნერ, იცი, რატომ ვცხოვრობ თქვენს ქვეყანაში? იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში ომი იყო; იქიდან საშიშ კაცებს გამოვექეცი, რომლებიც ყველას ხოცავდნენ ისეთი იარაღით, რომელიც შენს იარაღს ჰგავს. როგორ ფიქრობ, კარგია ადამიანების მოკვლა?“

— არა, უპასუხა ვარნერმა სევდიანად.

— მართალი ხარ, უთხრა ვალტრაუთმა. შემდეგ ჰკითხა: „იცი, რატომ მოვდივარ თქვენთან ყოველ კვირას? იმიტომ რომ იეჰოვას მოწმეებს სურთ, დაეხმარონ ადამიანებს, მშვიდობა ჰქონდეთ ღმერთთანაც და ადამიანებთანაც“. ვარნერის დედის თანხმობით, ვალტრაუთმა ჰკითხა ბიჭს: „თუ მომცემ შენს იარაღს გადასაგდებად, გპირდები, რომ სათამაშო სატვირთო მანქანას მიიღებ საჩუქრად“.

ვარნერმა მისცა მას თავისი სათამაშო იარაღი. ოთხკვირიანი ლოდინის შემდეგ მან სახეგაბადრულმა მიიღო თავისი ახალი სათამაშო — ხისგან დამზადებული სატვირთო მანქანა.

უთმობთ დროს თქვენს შვილებთან საუბარს, რათა ჩასწვდეთ მათ გულს ისე, რომ აღძრათ, გადაყარონ ომთან დაკავშირებული სათამაშოები? თუ დიახ, ამით ასწავლით ისეთ რამეს, რაც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ.