ჩემი ცხოვრება შეცვალა იმის გაგებამ, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა–წამებას
ბიოგრაფია
ჩემი ცხოვრება შეცვალა იმის გაგებამ, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა–წამებას
მოგვითხრო ჰარი პელოიანმა
რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა–წამებას? ეს კითხვა ბავშვობიდან არ მაძლევდა მოსვენებას. შრომისმოყვარე, პატიოსანი და ოჯახზე გადაგებული მშობლები მყავდა. დედას გარკვეული რწმენა ჰქონდა, მაგრამ მამა ურწმუნო იყო. ამიტომ მათ არ შეეძლოთ ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემა.
ამ კითხვაზე პასუხი ბევრად უფრო მაინტერესებდა მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში და ომის შემდეგ, როდესაც დაახლოებით სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეერთებული შტატების სამხედრო–საზღვაო ფლოტში ვმსახურობდი. ომის დამთავრების შემდეგ დამნიშნეს გემზე, რომელსაც ჩინეთში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა. იქ დაახლოებით ერთი წელიწადი დავყავი და მრავალი ადამიანის ტანჯვის მოწმე გავხდი.
ჩინელები შრომისმოყვარე და ჭკვიანი ხალხია. მაგრამ, მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული სიღარიბისა და ძალადობის შედეგად, მათ მძიმე ცხოვრება ჰქონდათ. ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა იქაური ლამაზი ბავშვების დანახვამ, რომელთაგან მრავალი შიმშილისგან დასუსტებული და ძონძებით შემოსილი იყო; როგორც კი ჩვენი გემი ნაპირს მიადგა, ისინი მაშინვე სამათხოვროდ გამოემართნენ.
რატომ იტანჯებიან ადამიანები?
1925 წელს დავიბადე კალიფორნიაში და ჩემმა ბავშვობამ იქ განვლო. ჩინეთში არსებული სიტუაციის მსგავსი ადრე არაფერი მენახა. ამიტომ გამუდმებით ვეკითხებოდი საკუთარ თავს: „თუ ყოვლისშემძლე შემოქმედი არსებობს, რატომ უშვებს ასეთ საშინელებებს, განსაკუთრებით კი უდანაშაულო ბავშვების ტანჯვას?“
აგრეთვე ვფიქრობდი, თუ ღმერთი მართლა არსებობს, დაუშვებდა კი ის საუკუნეების განმავლობაში ნგრევას, მასობრივ ხოცვა–ჟლეტას, სიკვდილსა და ტანჯვა–წამებას, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის საშინელებას, რომელმაც 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უფრო მეტიც, მაინტერესებდა, რატომ ხოცავდნენ ამ ომში ერთი და იმავე რწმენის ადამიანები ერთმანეთს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები იყვნენ, და რატომ მოუწოდებდნენ მათ ამისკენ მათი ეკლესიების წინამძღოლები?
ტელესკოპი
1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა და, შედეგად, ადამიანების მასობრივი ჟლეტის დანახვის შემდეგ, ვფიქრობდი, რომ ღმერთი, ალბათ, არ არსებობდა. მაშინ სკოლაში გაკვეთილზე თითოეულ მოსწავლეს დაგვავალეს რაიმე მეცნიერული ხელსაწყოს გაკეთება. ვინაიდან მე ასტრონომია მიყვარდა, დიდი, 20 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ლინზებით აღჭურვილი ტელესკოპის გაკეთება გადავწყვიტე.
ამ ტელესკოპის გასაკეთებლად, ვიყიდე 2,5 სანტიმეტრის სისქისა და 20 სანტიმეტრი სიგანის მინა და ალმასით მრგვალად დავჭერი. შემდეგ შევუდექი რთული ამოცანის შესრულებას — მინა ისე უნდა გამეხეხა, რომ მისთვის ჩაზნექილი ფორმა მიმეცა. ამან იმ სემესტრში მთელი ჩემი თავისუფალი დრო წაიღო. როდესაც მინაზე მუშაობას მოვრჩი, იგი ლითონის გრძელ მილში ჩავსვი და ტელესკოპს სხვადასხვა სიძლიერის ოკულარები დავუყენე.
ერთ ღამეს ტელესკოპი პირველად გავიტანე გარეთ და მოწმენდილ უმთვარო ცაზე ვარსკვლავებსა და მზის სისტემაში შემავალ პლანეტებს დავუწყე თვალიერება. ძალიან გამაოცა იმის დანახვამ, თუ რა ბევრი ციური სხეული არსებობდა და რა მოწესრიგებულად იყვნენ ისინი განლაგებულნი. შემდეგ კიდევ უფრო გავოცდი, როდესაც გავიგე, რომ ზოგიერთი „ვარსკვლავი“ სინამდვილეში ჩვენი გალაქტიკის, „ირმის ნახტომის“, მსგავსად ცალკეული გალაქტიკა იყო.
„არა, ეს ყველაფერი თავისით ვერ გაჩნდებოდა“, — გავიფიქრე მე.— წესრიგი შეუძლებელია შემთხვევითობის შედეგი იყოს. სამყაროში არსებული წესრიგი ადამიანს იმის შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ის გენიოსმა შექმნა. იქნებ ღმერთი იდგა ამ ყველაფრის უკან?“ ტელესკოპით ნანახმა ათეისტური თვალსაზრისი შემაცვლევინა.
შემდეგ საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: „თუ მართლა არსებობს იმდენად ძლიერი და გონიერი ღმერთი, რომელსაც ასეთი საოცარი სამყაროს შექმნა შეუძლია, განა არ შეეძლო გამოესწორებინა დედამიწაზე არსებული საშინელი მდგომარეობა? რატომ დაუშვა მან ამდენი უბედურება?“ როდესაც მორწმუნეებს მსგავს კითხვებს ვუსვამდი, ისინი დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ მაძლევდნენ.
სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი კოლეჯში ვსწავლობდი, შემდეგ კი შეერთებული შტატების სამხედრო–საზღვაო ფლოტში დავიწყე
მსახურება. სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს კაპელანებმაც ვერ გამცეს ჩემს კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები. მორწმუნეები ძალიან ხშირად მეუბნებოდნენ მსგავს სიტყვებს: „უფლის საქმეები იდუმალებით არის მოცული“.განვაგრძობ ძიებას
ჩინეთის დატოვების შემდეგაც სულ ვფიქრობდი, რატომ უშვებდა ღმერთი ტანჯვას. ეს აზრი თავიდან არ ამომდიოდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც წყნარი ოკეანის გადაკვეთისას სხვადასხვა კუნძულზე გადმოსულნი ჯარისკაცთა საფლავებს ვხედავდით. თითქმის ყველა საფლავი ახალგაზრდების იყო, რომელთაც სიკვდილმა სიცოცხლე მოუსწრაფა.
შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ გამათავისუფლეს სამხედრო–საზღვაო ფლოტიდან და ჰარვარდის უნივერსიტეტის (კემბრიჯი, მასაჩუსეტი) ბოლო დარჩენილი კურსიც დავხურე. დავამთავრე ეს უნივერსიტეტი და ბაკალავრის წოდება მივიღე, მაგრამ კალიფორნიაში არ დავბრუნებულვარ. გადავწყვიტე გარკვეული პერიოდით შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე დავრჩენილიყავი, რათა ჩემს კითხვებზე პასუხები მეპოვნა. განზრახული მქონდა, ნიუ–იორკში ჩავსულიყავი, სადაც მრავალი რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ და შესაძლებელი იყო, დავსწრებოდი მათ მსახურებას, რათა გამეგო, რას ასწავლიდნენ ისინი.
ნიუ–იორკში დეიდაჩემმა, იზაბელ კაპიჯიანმა, შემომთავაზა, მასთან მეცხოვრა. დეიდა და მისი ორი გოგო, როზა და რუთი, იეჰოვას მოწმეები იყვნენ. რადგან ვფიქრობდი, რომ მათი მრწამსი ჩემთვის საინტერესო არ იქნებოდა, სხვა რელიგიების შეხვედრებზე დავიწყე სიარული; ვესაუბრებოდი მათ წარმომადგენლებს და ვკითხულობდი მათ ლიტერატურას. ჩვეულებრივ, ვსვამდი კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უშვებდა ღმერთი ტანჯვა–წამებას, მაგრამ მათ არ იცოდნენ ამ კითხვაზე პასუხი. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ღმერთი, ალბათ, სულაც არ არსებობდა.
პასუხების პოვნა
შემდეგ დეიდასა და დეიდაშვილებს ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა მათი ლიტერატურის აღება და წაკითხვა, რათა გამეგო, რას ასწავლიან იეჰოვას მოწმეები. პუბლიკაციების წაკითხვისთანავე დავინახე, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგია სხვა რელიგიებისგან ძალიან განსხვავდებოდა. მათი პასუხები
ბიბლიაზე იყო დაფუძნებული და ძალიან მაკმაყოფილებდა. მალევე მივიღე ჩემს კითხვაზე პასუხი, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას.დავინახე, რომ იეჰოვას მოწმეებს არა მარტო ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა ჰქონდათ, არამედ მის შესაბამისადაც ცხოვრობდნენ. მაგალითად, დეიდას ვკითხე, თუ რას აკეთებდნენ გერმანელი ახალგაზრდა მოწმეები მეორე მსოფლიო ომის დროს. მსახურობდნენ თუ არა ჯარში, ამბობდნენ თუ არა „ჰაილ ჰიტლერ!“–ს და აძლევდნენ თუ არა სალამს დროშას? დეიდამ მითხრა, რომ მოწმეები ამ ყოველივეს არ აკეთებდნენ. ნეიტრალური პოზიციის გამო კი მათ საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ, სადაც მრავალი მათგანი დახოცეს. მან ამიხსნა, რომ ომის დროს იეჰოვას მოწმეებს ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე პოზიცია ეკავათ — ისინი ნეიტრალიტეტს იცავდნენ. დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ახალგაზრდა მოწმეები ნეიტრალური პოზიციის გამო ციხეებში ჩასვეს.
შემდეგ დეიდაჩემმა მთხოვა, წამეკითხა იოანეს 13:35, რომელშიც ნათქვამია: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამას თქვენ შორის არსებული სიყვარულით გაიგებს ყველა“. მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანი სიყვარული უნდა იყოს. ისინი არასოდეს აღმოჩნდებიან ომში ერთმანეთის პირისპირ და არ დახოცავენ ერთმანეთს იმის გამო, რომ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები არიან. მან დამისვა კითხვა: „შეგიძლია წარმოიდგინო იესო და მისი მოწაფეები რომის არმიის დაპირისპირებულ მხარეებში, ისე რომ ერთმანეთს ხოცავდნენ?
მან აგრეთვე მთხოვა, წამეკითხა 1 იოანეს 3:10—12, სადაც ნათქვამია: „ამით ამოიცნობიან ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები: ვინც სიმართლით არ იქცევა და ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის . . . უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ არა კაენის მსგავსად, რომელიც ბოროტისგან იყო და დაუნდობლად მოკლა თავისი ძმა“.
ბიბლია ნათლად ამბობს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, და მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ერს ეკუთვნიან და სად ცხოვრობენ ისინი. ამიტომ, მათ არასოდეს უნდა მოკლან სულიერი ძმა თუ სხვა ვინმე. სწორედ ამიტომ შეეძლო იესოს თავისი მიმდევრების შესახებ ეთქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:16).
რატომ დაუშვა ღმერთმა ტანჯვა-წამება?
მალევე გავიგე, რას ამბობს ბიბლია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა–წამებას. ბიბლიაში ახსნილია, რომ ღმერთმა პირველი წყვილი სრულყოფილ ადამიანებად შექმნა და სამოთხის ბაღში დაასახლა (დაბადება 1:26; 2:15). ღმერთმა მათ შესანიშნავი ძღვენი — ნების თავისუფლება — უბოძა. მაგრამ ეს ძღვენი მათ პასუხისმგებლობას აკისრებდა. თუ ისინი ღმერთს დაემორჩილებოდნენ და მის კანონებს შეასრულებდნენ, სამოთხეში მარადიულად იცხოვრებდნენ და ყოველთვის სრულყოფილები იქნებოდნენ. ისინი მთელი დედამიწის მასშტაბით გააფართოებდნენ სამოთხის საზღვრებს. მათი შთამომავლებიც სრულყოფილები იქნებოდნენ და დროთა განმავლობაში მთელი დედამიწა სრულყოფილი, ბედნიერი ადამიანებით დასახლებული დიდებული სამოთხე გახდებოდა (დაბადება 1:28).
მაგრამ, თუ ადამი და ევა ღვთისგან დამოუკიდებლობის გზას აირჩევდნენ, მაშინ სრულყოფილებას დაკარგავდნენ (დაბადება 2:16, 17). სამწუხაროდ, პირველმა წყვილმა ნების თავისუფლება ბოროტად გამოიყენა და ღვთისგან დამოუკიდებლობა არჩია, რაც მთელი კაცობრიობისთვის სავალალო აღმოჩნდა. ამგვარად მოქმედებისკენ ადამი და ევა აღძრა სულიერმა ქმნილებამ, რომელიც სატანა ეშმაკის სახელით გახდა ცნობილი. სატანას სწყუროდა ღვთისგან დამოუკიდებლობა და იმ თაყვანისმცემლობის მიღება, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის (დაბადება 3:1—19; გამოცხადება 4:11).
2 კორინთელები 4:4). ბიბლიაში ნათქვამია: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19). იესომ სატანას „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა (იოანე 14:30). სატანისა და პირველი ადამიანების დაუმორჩილებლობამ მთელ კაცობრიობას არასრულყოფილება, ძალადობა, სიკვდილი, მწუხარება და ტანჯვა მოუტანა (რომაელები 5:12).
სატანა ამგვარად გახდა „ამ სისტემის ღმერთი“ („ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა“
იმის დასანახვებლად, თუ რას მოუტანდა ადამიანებს შემოქმედის კანონების უგულებელყოფა, ღმერთმა ათასობით წლის განმავლობაში დაუშვა ამ დაუმორჩილებლობის შედეგების არსებობა. ამ პერიოდის განმავლობაში კაცობრიობას ჰქონდა შესაძლებლობა, დაენახა ბიბლიის შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტება: „ადამიანის ხელთ არაა მისი გზა . . . მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს. დამსაჯე მე, უფალო“ (იერემია 10:23, 24).
ახლა, საუკუნეების შემდეგ, ვხედავთ, რომ ღვთისგან დამოუკიდებლობას სავალალო შედეგები მოაქვს. ამგვარად, ღვთის განზრახვაა, დასრულდეს ის პერიოდი, რომელიც ადამიანებს მისგან და მისი კანონებისგან დამოუკიდებლად არსებობისთვის მისცა.
საუცხოო მომავალი
ბიბლიური წინასწარმეტყველება ცხადყოფს, რომ ძალიან მალე ღმერთი მოსპობს ამ სასტიკ ქვეყნიერებას: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:10, 11).
ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში, რომელიც დანიელის 2:44–შია მოცემული, ნათქვამია: „იმ მეფეთა [დღეს არსებულ ყველა მმართველობათა] დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“. ადამიანთა მმართველობები აღარასოდეს იარსებებს. მთელ დედამიწას მმართველობას ღვთის სამეფო გაუწევს. იმ დროს მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, ხოლო ადამიანები სრულყოფილებას მიაღწევენ და მარადიულად ბედნიერები იქნებიან. ბიბლია გვპირდება: „[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4). რა საუცხოო მომავალს გვიმზადებს ღმერთი!
სულ სხვა ცხოვრება
იმ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღებამ, რომლებიც მაწუხებდა, მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მას შემდეგ მსურს ღმერთს ვემსახურო და სხვებსაც დავეხმარო ამ პასუხების პოვნაში. მივხვდი, რამდენად სერიოზული იყო 1 იოანეს 2:17–ში ჩაწერილი სიტყვები: „გადადის ქვეყნიერებაც [თანამედროვე სისტემა, რომელსაც სატანა უწევს მმართველობას] და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“. მე ძალიან მინდოდა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად ცხოვრება. გადავწყვიტე, ნიუ–იორკში დავრჩენილიყავი და იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დამეწყო სიარული; სხვებისთვის ბიბლიური ცოდნის გაზიარებისას მრავალი საინტერესო შემთხვევა მქონდა.
1949 წელს შევხვდი როუზ მარი ლუისს. ის, დედამისი და მისი ექვსი და იეჰოვას მოწმეები იყვნენ. როუზი სრული დროით მქადაგებელი იყო. მას ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, რამაც მაშინვე მიმიზიდა. ჩვენ 1950 წლის ივნისში დავქორწინდით და საცხოვრებლად ნიუ–იორკში დავრჩით. ბედნიერებას გვანიჭებდა ჩვენი საქმიანობა და გვიხაროდა, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიული ცხოვრების იმედი გვქონდა.
1957 წელს მე და როუზ მარი ბრუკლინში (ნიუ–იორკი) იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში სრული დროით მსახურებისთვის მიგვიწვიეს. 2004 წლის ივნისისთვის უკვე 54 წლის ბედნიერი ცოლ–ქმარი ვიყავით; აქედან 47 წელი
ბრუკლინის მთავარ სამმართველოში გავატარეთ. ეს იეჰოვას მსახურებაში გატარებული სასიამოვნო წლები იყო, რომლის დროსაც ათასობით თანამორწმუნის მხარდამხარ ვმსახურობდით.უდიდესი დანაკლისი
სამწუხაროდ 2004 წლის დეკემბრის დასაწყისში როუზ მარის ფილტვების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა გვითხრეს, რომ მას სწრაფად მზარდი სიმსივნე ჰქონდა და საჭირო იყო ამ სიმსივნის დაუყოვნებლივ ამოკვეთა. დეკემბრის ბოლოს ჩემს მეუღლეს ოპერაცია გაუკეთეს; დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ კი, ჩემი იქ ყოფნის დროს, როუზ მარის პალატაში ქირურგი შემოვიდა და უთხრა: „როუზ მარი, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ! თქვენ გამოჯანმრთელებული ხართ!“
მაგრამ, სახლში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში როუზ მარის მუცლის არესა და სხეულის სხვა ნაწილებშიც საშინელი ტკივილები დაეწყო. ტკივილები გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ცხრებოდა, რის გამოც ის კვლავ დაბრუნდა საავადმყოფოში ანალიზების ასაღებად. აღმოჩნდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში წარმოიქმნებოდა სისხლის კოლტები, რომლებიც ხელს უშლიდა ამ ორგანოებისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდებას. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რის გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე კვირაში, 2005 წლის 30 იანვარს, უდიდესი დარტყმა მივიღე — ხელიდან გამომეცალა უძვირფასესი მეუღლე.
იმ დროს თითქმის 80 წლის ვიყავი და ცხოვრებაში მრავალი უბედურება მქონდა გადატანილი, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. მე და როუზ მარი ხომ, როგორც ბიბლია ამბობს, „ერთი ხორცი“ ვიყავით (დაბადება 2:24). მე სხვების უბედურებების მომსწრეც ვყოფილვარ და თავადაც მომიკვდა მეგობრები თუ ნათესავები. მაგრამ მეუღლის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი ბევრად უფრო დიდი იყო და ხანგრძლივი. ახლა ბოლომდე მესმის, თუ რა დიდ ტკივილს აყენებდა და აყენებს ადამიანებს საყვარელი ადამიანის სიკვდილი.
მიუხედავად ამისა, დიდი დახმარება გამიწია იმის ცოდნამ, თუ რატომ არსებობს ტანჯვა–წამება და როგორ მოეღება მას ბოლო. ფსალმუნების 33:19–ში ნათქვამია: «ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს [„სულგამწარებულებს“, აქ] იხსნის». ამ დანაკლისის ატანაში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია იმის ცოდნას, თუ რას გვასწავლის ბიბლია მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით — საფლავში მყოფნი კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნდებიან და ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ. საქმეების 24:15–ში ნათქვამია: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“. როუზ მარის ძალიან უყვარდა ღმერთი. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთსაც ასევე უყვარს და ახსოვს ის; თავის დროზე, ვიმედოვნებ ძალიან მალე, ღმერთი აღადგენს მას (ლუკა 20:38; იოანე 11:25).
დიდია საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება, მაგრამ უფრო დიდია სიხარული, რომელიც მკვდრეთით აღდგენას მოაქვს (მარკოზი 5:42). ღვთის სიტყვა გვპირდება: „გაცოცხლდებიან შენი მკვდრები . . . დედამიწა გააჩენს უსიცოცხლოებს“ (ესაია 26:19). საქმეების 24:15–ში მოხსენიებულ ‘მართალთაგან’ მრავალი, ალბათ, შედარებით ადრე აღდგება მკვდრეთით. რა შესანიშნავი დრო იქნება ეს! მკვდრეთით აღდგენილთა შორის როუზ მარიც იქნება. რა სიხარულით შეხვდებიან მას მისთვის საყვარელი ადამიანები. რა სასიამოვნო იქნება იმ დროს ცხოვრება, როდესაც დედამიწაზე ტანჯვა–წამება აღარ იქნება!
[სურათი 9 გვერდზე]
ჩინეთში მრავალი ტანჯვა-წამების მოწმე გავხდი.
[სურათი 10 გვერდზე]
1957 წლიდან ბრუკლინში იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში ვმსახურობ.
[სურათი 12 გვერდზე]
როუზ მარიზე 1950 წელს დავქორწინდი.
[სურათი 13 გვერდზე]
2000 წელს ჩვენი ქორწინების 50-ე წლისთავზე.