არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მთელი გალილეის მშვენება“

„მთელი გალილეის მშვენება“

„მთელი გალილეის მშვენება“

ნაზარეთის ჩრდილო–დასავლეთით 6, 5 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი, რომელიც სახარებებში არსად არის მოხსენიებული. მაგრამ პირველი საუკუნის იუდეველმა ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა მას „მთელი გალილეის მშვენება“ უწოდა. ეს ქალაქია სეფორისი. რა ვიცით მის შესახებ?

ჰეროდე დიდის სიკვდილის შემდეგ, ალბათ, ძვ. წ. პირველ საუკუნეში, სეფორისის მცხოვრებლები რომის წინააღმდეგ აჯანყდნენ, რის გამოც მათი ქალაქი გაანადგურეს. ჰეროდეს ძემ, ანტიპამ, მემკვიდრეობით მიიღო გალილეა და პერეა და თავისი ახალი სატახტო ქალაქი სეფორისის ნანგრევებზე ააშენა. იგი აღადგინეს და იქ ბერძნულ–რომაული სტილის შენობები ააგეს, მაგრამ მოსახლეობას ძირითადად იუდეველები შეადგენდნენ. პროფესორ რიჩარდ ბათის სიტყვების თანახმად, ეს ქალაქი მანამდე იყო „მმართველთათვის გალილეისა და პერეის ადმინისტრაციული ცენტრი“, სანამ ახ. წ. 21 წელს ანტიპამ არ ააშენა ტიბერიადა, რომელიც სეფორისის ნაცვლად გახდა დედაქალაქი. ეს იყო დრო, როდესაც იესო იმ ქალაქის მახლობლად ცხოვრობდა.

პროფესორმა ჯეიმს სტრეინჯმა, რომელმაც არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა სეფორისში, ამ ქალაქის აღწერისას აღნიშნა, რომ მას ჰქონდა არქივები, ხაზინა, გერბი, ბანკები, საზოგადოებრივი შენობები და ბაზრები, სადაც იყიდებოდა კერამიკული, მინის და მეტალის ნაკეთობები; აგრეთვე სამკაულები და სხვადასხვა საკვები. იქ იყვნენ ფეიქრები და ტანსაცმლით მოვაჭრეები; აგრეთვე მაღაზიებში შეიძლებოდა კალათების, ავეჯის, პარფიუმერიისა და სხვა მსგავსი ნაწარმის ყიდვა. ვარაუდობენ, რომ იმ დროს ქალაქის მოსახლეობა 8 000–დან 12 000–მდე იყო.

ყოფილა იესო ოდესმე ამ მნიშვნელოვან ხალხმრავალ ქალაქში, რომელიც ნაზარეთიდან ერთი საათის სავალზე იყო? სახარებები ამაზე არაფერს ამბობს. მაგრამ ერთ–ერთ ბიბლიურ ლექსიკონში (The Anchor Bible Dictionary) აღნიშნულია, რომ „ნაზარეთიდან გალილეის კანაში მიმავალი გზა სეფორისზე გადიოდა“ (იოანე 2:1; 4:46). ნაზარეთიდან ჩანს სეფორისის მთა, რომელიც დაბლობიდან 120 მეტრზეა აღმართული. ზოგის აზრით, როდესაც იესომ „მთაზე მდებარე ქალაქის“ შესახებ თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა, შესაძლოა, მას მხედველობაში ეს ქალაქი ჰქონდა (მათე 5:14).

ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ სეფორისი გახდა გალილეის უმთავრესი ქალაქი, სადაც მოგვიანებით გადავიდა სინედრიონი, იუდეველთა უმაღლესი სასამართლო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის იუდეველთა საგანმანათლებლო ცენტრი იყო.

[რუკა⁄სურათი 32 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

გალილეის ზღვა

გალილეა

კანა

ტიბერიადა

სეფორისი

ნაზარეთი

პერეა

[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]

Pottery: Excavated by Wohl Archaeological Museum, Herodian Quarter, Jewish Quarter. Owned by Company for the Reconstruction of the Jewish Quarter in the Old City of Jerusalem, Ltd