„როგორ მიყვარს შენი კანონი!“
„როგორ მიყვარს შენი კანონი!“
„როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმუნები 119:97, აქ [118:97]).
1, 2. ა) რა ვითარებაში იყო 118–ე ფსალმუნის დამწერი? ბ) როგორ მოქმედებდა ის და რატომ?
ას მეთვრამეტე ფსალმუნის დამწერი მძიმე განსაცდელის წინაშე იდგა. კადნიერი მტრები, რომლებიც არაფრად აგდებდნენ ღვთის კანონს, დასცინოდნენ და ცილს სწამებდნენ. მთავრები მის წინააღმდეგ შეითქვნენ და დევნიდნენ. ბოროტი ადამიანები მოსვენებას არ აძლევდნენ და მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ. ყოველივე ამის გამო მას „მწუხარებისგან ძილი გაუკრთა“ (აქ) (ფსალმუნები 118:9, 23, 28, 51, 61, 69, 85, 87, 161). ასეთი განსაცდელების მიუხედავად, ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმუნები 119:97, აქ [118:97]).
2 შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „რატომ იყო ფსალმუნმომღერლისთვის ღვთის სიტყვა მანუგეშებელი?“ ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვასთვის სულერთი არ იყო მისი მდგომარეობა. ფსალმუნმომღერალს ესმოდა, რომ ღვთის კანონის დაცვას კურთხევები მოჰყვებოდა, ამიტომ სასტიკი დევნისა და შევიწროების მიუხედავად ის ბედნიერი იყო. საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ იეჰოვა ყოველთვის ავლენდა მისადმი სიყვარულს. ღვთის კანონის ცხოვრებაში გამოყენება მას მტრებზე მეტად აბრძენებდა და სიცოცხლესაც კი უნარჩუნებდა. იმის გამო, რომ ღვთის კანონს ემორჩილებოდა, მას შინაგანი სიმშვიდე და სუფთა სინდისი ჰქონდა (ფსალმუნები 118:1, 9, 65, 93, 98, 165).
3. რატომ არის რთული ბიბლიის ნორმების თანახმად ცხოვრება?
3 დღეს ღვთის ზოგი მსახურიც ხვდება რწმენის სერიოზულ გამოცდებს. მართალია, შეიძლება ფსალმუნმომღერლის მსგავსად არ გვემუქრებოდეს სიკვდილის საშიშროება, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ‘ძნელად ასატან ბოლო დღეებში’. მრავალი მათგანი, ვისთანაც ყოველდღიურად გვაქვს ურთიერთობა, არ აფასებს სულიერ ღირებულებებს. მათ ეგოისტური და მატერიალისტური მიზნები ამოძრავებთ; ისინი ქედმაღლები არიან და სხვებს უპატივცემულოდ ექცევიან (2 ტიმოთე 3:1—5). ახალგაზრდა ქრისტიანების პატიოსნება ყოველდღიურად იცდება. ასეთ გარემოში ადვილი არ არის იეჰოვასადმი სიყვარულის შენარჩუნება და იმის კეთება, რაც სწორია. როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა?
4. საიდან ჩანს, რომ ფსალმუნმომღერალი აფასებდა ღვთის კანონს და როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს მიჰბაძონ მას?
4 ფსალმუნმომღერალს განსაცდელებთან ბრძოლაში ეხმარებოდა ის, რომ დროს გამოყოფდა ღვთის კანონის საფუძვლიანად შესწავლისთვის და მასზე ფიქრისთვის. შედეგად მას ღვთის კანონისადმი სიყვარული განუვითარდა. ფაქტობრივად, 118–ე ფსალმუნის ყველა მუხლი ამა თუ იმ სახით დაკავშირებულია იეჰოვას კანონთან *. დღეს ქრისტიანები აღარ ექვემდებარებიან მოსეს კანონს, რომელიც ღმერთმა ძველ დროში ისრაელ ერს მისცა (კოლოსელები 2:14). თუმცა მასში მოცემულ პრინციპებს დღესაც დიდი ღირებულება აქვს. ფსალმუნმომღერალს ეს პრინციპები ეხმარებოდა რთულ სიტუაციებში. ისინი დაეხმარება ჩვენს დროში მცხოვრებ ღვთის მსახურებსაც, რომელთაც დღევანდელ სირთულეებთან უწევთ ბრძოლა.
5. რას განვიხილავთ მოსეს კანონიდან?
5 იმის დასანახავად, რომ მოსეს კანონი სასარგებლოა
ჩვენთვის, განვიხილოთ სამი მაგალითი: კანონები შაბათთან, მორჩენილ მოსავალთან და სიხარბესთან დაკავშირებით. თითოეულ შემთხვევაში ვნახავთ, რომ ამ კანონებში ჩადებულია მნიშვნელოვანი პრინციპები, რომელთა საშუალებითაც შევძლებთ დღევანდელ სირთულეებთან გამკლავებას.სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება
6. რა მოთხოვნილებებით არის შექმნილი ადამიანი?
6 ღმერთმა ადამიანი სხვადასხვა მოთხოვნილებით შექმნა. მაგალითად, ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია საჭმელი, წყალი და საცხოვრებელი. გარდა ამისა, ადამიანს აქვს სულიერი მოთხოვნილებები და მათი უგულებელყოფის შემთხვევაში ის ვერ იქნება ბედნიერი (მათე 5:3). იეჰოვას თვალსაზრისით, თანდაყოლილი სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ძველ დროში მან თავის ხალხს უბრძანა, კვირაში ერთი დღე მთლიანად სულიერი საკითხებისთვის გამოეყოთ.
7, 8. ა) როგორ განასხვავა ღმერთმა შაბათი კვირის სხვა დღეებისგან? ბ) რა მიზანს ემსახურებოდა შაბათის დაცვა?
7 შაბათთან დაკავშირებული წესები ხაზს უსვამდა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო დროის გამოყოფა სულიერი საქმეებისთვის. ბიბლიაში სიტყვა „შაბათი“ პირველად გვხვდება იმ მონაკვეთში, სადაც აღწერილია, თუ როგორ მისცა იეჰოვამ ისრაელებს უდაბნოში საკვებად მანანა. იეჰოვამ მათ უთხრა, რომ ამ სასწაულებრივი საკვების შეგროვება კვირაში ექვსი დღე შეეძლოთ. მეექვსე დღეს უნდა შეეგროვებინათ „პური ორი დღისთვის“, რადგან მეშვიდე დღეს ‘ვერ იპოვიდნენ მას’. მეშვიდე დღე იქნებოდა „უფლის შაბათი“; ამ დროს ყველა „თავის ადგილზე“ უნდა დარჩენილიყო (გამოსვლა 16:13—30). ათიდან ერთი მცნების თანახმად, შაბათს არავითარი საქმის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს დღე წმინდა იყო. ამ მცნების დამრღვევი სიკვდილით ისჯებოდა (გამოსვლა 20:8—11; რიცხვნი 15:32—36).
8 შაბათის კანონი იმის მაჩვენებელი იყო, რომ იეჰოვა ზრუნავდა თავისი ხალხის ფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობაზე. „შაბათი ადამიანისთვის არის და არა ადამიანი შაბათისთვის“, — თქვა იესომ (მარკოზი 2:27). შაბათის დაცვა ისრაელებს მხოლოდ დასვენების შესაძლებლობას კი არ აძლევდა, არამედ შემოქმედთან აახლოებდა და მისადმი სიყვარულის განვითარებაში ეხმარებოდა (მეორე რჯული 5:12). ეს დღე მხოლოდ სულიერ საქმეებს ეძღვნებოდა. ამ დროს მთელი ოჯახი ღმერთს სცემდა თაყვანს, ლოცულობდა და ღვთის კანონზე ფიქრობდა. შაბათთან დაკავშირებული კანონი ისრაელებს იცავდა იმისგან, რომ თავიანთი დრო და ენერგია მხოლოდ მატერიალური მიზნებისთვის არ შეეწირათ. შაბათის დაცვა შეახსენებდა მათ, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. იესომ გაიმეორა ეს უცვლელი პრინციპი, როცა თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4).
9. რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს შაბათის კანონიდან?
კოლოსელები 2:16). განა შაბათის კანონი არ შეგვახსენებს იმას, რომ სულიერი საქმეები ჩვენც პირველ ადგილზე დავაყენოთ? სულიერი საქმეები არ უნდა დაჩრდილოს მატერიალიზმისა და გართობისკენ სწრაფვამ (ებრაელები 4:9, 10). ამიტომ საკუთარი თავისთვის შეგვეძლო გვეკითხა: რას უკავია პირველი ადგილი ჩემს ცხოვრებაში? ვანიჭებ უპირატესობას ღვთის სიტყვის შესწავლას, ლოცვას, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებასა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას? თუ უფრო მეტ დროს სხვა საქმეებს ვუთმობ? თუ სულიერ საქმეებს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენებთ, იეჰოვა გვარწმუნებს, რომ თავად იზრუნებს ჩვენი არსებობისთვის აუცილებელ მოთხოვნილებებზე (მათე 6:24—33).
9 დღეს ღვთის ხალხისგან აღარ მოითხოვება 24–საათიანი შაბათის დაცვა. და მაინც, შაბათის კანონი მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ არის; მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს (10. რა სარგებლობას მოგვიტანს სულიერი საქმეებისთვის დროის გამოყოფა?
10 თუ გამოვყოფთ დროს ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების შესასწავლად და მათზე საფიქრებლად, ეს იეჰოვასთან დაახლოებაში დაგვეხმარება (იაკობი 4:8). სუზანი, რომელმაც ბიბლიის რეგულარული შესწავლისთვის დროის გამოყოფა დაახლოებით 40 წლის წინათ დაიწყო, ამბობს, რომ თავდაპირველად ამას სიამოვნებით არ აკეთებდა. ეს მისთვის რთული და მოსაბეზრებელი იყო. მაგრამ რაც უფრო მეტს კითხულობდა, მით მეტად მოსწონდა კითხვა. დღეს კი, თუ რაიმე მიზეზის გამო პირადი შესწავლა გაუცდება, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა უჩნდება. „ბიბლიის შესწავლა მეხმარება, უფრო ახლოს გავიცნო იეჰოვა, როგორც ჩემი სულიერი მამა,— გვიზიარებს ის. — შემიძლია მივენდო მას და თავისუფლად მივუახლოვდე ლოცვაში. ნამდვილად სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ უყვარს იეჰოვას თავისი მსახურები, როგორ ზრუნავს პირადად ჩემზე და როგორ მოქმედებს ჩემ დასახმარებლად“. ჩვენც უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებს სულიერი საქმეებისთვის დროის გამოყოფა!
ღვთის კანონი მორჩენილ მოსავალთან დაკავშირებით
11. რა მიზანს ემსახურებოდა მორჩენილ მოსავალთან დაკავშირებული ღვთის კანონი?
11 მეორე მაგალითიდან, რომელიც ეხება კანონს მორჩენილ მოსავალთან დაკავშირებით, კარგად ჩანს ღვთის ზრუნვა თავისი ხალხის კეთილდღეობაზე. იეჰოვამ ისრაელებს უბრძანა, რომ მოსავლის აღებისას მორჩენილი მოსავალი ღარიბებისთვის დაეტოვებინათ. მათ სრულად არ უნდა მოემკათ თავიანთი მინდვრის ნაპირები და არ უნდა აეკრიფათ დაცვენილი ყურძენი ან ზეთისხილი. ისრაელები შემთხვევით დარჩენილი ძნის წამოსაღებად უკან არ უნდა დაბრუნებულიყვნენ მინდორში. მორჩენილ მოსავალთან დაკავშირებული კანონი იმის მაჩვენებელი იყო, თუ როგორ ზრუნავდა ღმერთი ღარიბებზე, ხიზნებზე, ობლებსა და ქვრივებზე. მართალია, მორჩენილი მოსავლის აკრეფა მძიმე შრომასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ასეთი სახით ღარიბები თავს დააღწევდნენ მათხოვრობას (ლევიანები 19:9, 10; მეორე რჯული 24:19—22; ფსალმუნები 36:25).
12. რის შესაძლებლობას აძლევდა ისრაელებს მორჩენილ მოსავალთან დაკავშირებული ღვთის კანონი?
12 მოსავალთან დაკავშირებულ ღვთის კანონში მითითებული არ იყო, რა ოდენობის მოსავალი უნდა დაეტოვებინათ თავიანთი მინდვრის ნაპირებზე ისრაელებს ღარიბებისთვის. ეს პირადად მათ უნდა გადაეწყვიტათ. ასეთნაირად, კანონი მათ გულუხვობას ასწავლიდა. ეს შესაძლებლობას აძლევდა ისრაელებს, მადლიერება გამოეხატათ მისადმი, ვინც მათ მოსავალს აძლევდა, რადგან „ღატაკის შემწყალე . . . მისი [შემოქმედის] პატივისმცემელია“ (იგავები 14:31). ბოაზი სწორედ ასე იქცეოდა. მან იზრუნა იმაზე, რომ რუთს, რომელიც ქვრივი იყო, ბევრი თავთავი აეკრიფა მისი მინდვრიდან. იეჰოვამ უხვად აკურთხა ბოაზი გულუხვობისთვის (რუთი 2:15, 16; 4:21, 22; იგავები 19:17).
13. რას გვასწავლის მორჩენილ მოსავალთან დაკავშირებული კანონი?
13 მორჩენილ მოსავალთან დაკავშირებულ კანონში ჩადებული პრინციპი არ შეცვლილა. იეჰოვა მოელის, რომ მისი მსახურები გულუხვობას გამოავლენენ ლუკა 6:38).
სხვების, განსაკუთრებით კი ღარიბების, მიმართ. რაც მეტად გამოვავლენთ გულუხვობას, მით მეტ კურთხევებს მივიღებთ. იესომ თქვა: „გაეცით და მოგეცემათ. უბეში ჩაგიყრიან კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს. რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (14, 15. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ გულუხვობა და რა სარგებლობა მოაქვს ამას როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის, ვისაც ვეხმარებით?
14 მოციქულმა პავლემ მოგვიწოდა, რომ „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელები 6:10). ამგვარად, ჩვენი ვალია, ყურადღება გამოვავლინოთ და სულიერი დახმარება აღმოვუჩინოთ თანაქრისტიანს, რომელიც რწმენის გამოცდებს ხვდება. შესაძლოა მათ პრაქტიკული დახმარებაც სჭირდებათ, მაგალითად, სამეფო დარბაზში მისაყვანად ან პროდუქტების საყიდლად. გყავთ კრებაში ხანდაზმულები ან ისეთები, რომლებსაც სახლიდან გამოსვლა არ შეუძლიათ? ისინი ძალიან გაიხარებენ, თუ მოინახულებთ და დახმარების ხელს გაუწვდით. თუ ვცდილობთ, მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ასეთი ადამიანები, იეჰოვამ შეიძლება ჩვენი მეშვეობით უპასუხოს მათ ლოცვებს, ვინც დახმარებას საჭიროებს. ერთმანეთზე ზრუნვა ქრისტიანული ვალდებულებაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოქმედებით კურთხევებს ისიც იღებს, ვინც სხვის მიმართ ყურადღებას ავლენს. თანაქრისტიანებისადმი გულწრფელი სიყვარულის გამოვლენას სიხარული და უდიდესი კმაყოფილება მოაქვს. გარდა ამისა, ამ დროს იეჰოვას მოსაწონად ვიქცევით (იგავები 15:29).
15 ქრისტიანები სხვების მიმართ მზრუნველობას იმითაც ავლენენ, რომ დროსა და ენერგიას არ იშურებენ მათთან ღვთის განზრახვების შესახებ სასაუბროდ (მათე 28:19, 20). უდიდესი სიხარული მოაქვს, როცა ადამიანს ეხმარები, თავი მიუძღვნას იეჰოვას. ყველა, ვისაც ეს გამოუცდია, დაეთანხმება იესოს სიტყვებს: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
თავი დავიცვათ სიხარბისგან
16, 17. რა იყო აკრძალული მეათე მცნებით და რატომ?
16 მესამე მაგალითი, რომელსაც შევეხებით, დაკავშირებულია მეათე მცნებასთან. ამ მცნებით აკრძალული იყო სიხარბის გამოვლენა: „არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, გამოსვლა 20:17). ამ კანონის გაკონტროლება არც ერთ ადამიანს არ შეეძლო, რადგან გულების წაკითხვა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ეს მცნება იმაზე მეტყველებდა, რომ ისრაელებისთვის მიცემული კანონი ადამიანის შექმნილ ნებისმიერ სამართალზე მაღლა იდგა. ეს კანონი თითოეულ ისრაელს შეახსენებდა, რომ პასუხს აგებდნენ იეჰოვას წინაშე, რომელიც ხედავს, რა ხდება ადამიანის გულში (1 მეფეთა 16:7). გარდა ამისა, მეათე მცნება ააშკარავებდა მრავალი უკანონო მოქმედების მიზეზს (იაკობი 1:14).
რაც შენი მოყვასისაა“ (17 ეს კანონი ღვთის ხალხს იცავდა მატერიალიზმისგან, სიხარბისგან და იმისგან, რომ თავიანთი მდგომარეობით უკმაყოფილონი არ ყოფილიყვნენ. ის ასევე ეხმარებოდა მათ, თავიდან აერიდებინათ ქურდობისა თუ უზნეობის ჩადენის ცდუნება. ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ჩვენზე მეტი ქონება ექნებათ ან, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში ჩვენზე წარმატებულნი ჩანან. თუ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ აზროვნებას არ გავაკონტროლებთ, შეიძლება სიხარული დავკარგოთ და სხვების შეგვშურდეს. ბიბლია სიხარბეს „უკუღმართი გონების“ გამოვლინებას უწოდებს. სიხარბის გარეშე ცხოვრება გაცილებით უკეთესია (რომაელები 1:28—30).
18. როგორი აზროვნებაა მსოფლიოში გავრცელებული და რა საზიანო შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამან ადამიანი?
18 დღევანდელ მსოფლიოში გაბატონებული აზროვნება ხელს უწყობს მატერიალიზმისა და მეტოქეობის სულის გაღვივებას. რეკლამების მეშვეობით კომერციული სამყარო ახალი პროდუქციის შეძენის სურვილს აღძრავს ხალხში და მათ თავს ახვევს აზრს, რომ ამ პროდუქციის გარეშე ბედნიერები ვერ იქნებიან. ასეთი აზროვნება იეჰოვას კანონით აკრძალული იყო. იეჰოვასთვის ასევე მიუღებელი იყო ნებისმიერ ფასად წარმატების მიღწევისა და სიმდიდრის დაგროვებისკენ სწრაფვა. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვისაც გამდიდრება აქვს გადაწყვეტილი, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს, რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).
19, 20. ა) რა არის ყველაზე მეტად ფასეული იეჰოვას კანონის მოყვარულთათვის? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 ღვთის კანონის მოყვარულებს ესმით, თუ რამდენად საშიშია მატერიალისტური აზროვნება და თავს იცავენ მისგან. ფსალმუნმომღერალი სთხოვდა იეჰოვას: „მიდრიკე ჩემი გული შენს მოწმობათაკენ და არა ანგარებისაკენ. უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი“ (ფსალმუნები 118:36, 72). თუ ჩვენც ასეთივე განწყობა გვექნება, გაწონასწორებულ თვალსაზრისს შევინარჩუნებთ. ეს კი აუცილებელია იმისათვის, რომ დავიცვათ თავი მატერიალიზმის, სიხარბისა და უკმაყოფილების სულისაგან. ნამდვილი წარმატების გასაღები ‘ღვთისადმი ერთგულებაა’ და არა ქონების დაგროვება (1 ტიმოთე 6:6).
20 იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემულ მოსეს კანონში ჩადებული პრინციპები დღესაც ისეთივე ღირებულია, როგორც თავის დროზე იყო. რაც მეტად გამოვიყენებთ ამ პრინციპებს, მით უფრო მეტად დავაფასებთ მათ, უფრო მეტად შევიყვარებთ და უფრო ბედნიერები ვიქნებით. მოსეს კანონიდან ბევრ სასარგებლო რამეს ვსწავლობთ. მათი ღირებულება კიდევ უფრო კარგად ჩანს ბიბლიურ პერსონაჟთა ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან. ამ საკითხს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში.
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 118–ე ფსალმუნის ყველა მუხლში 4 მუხლის გარდა ფსალმუნმომღერალი მოიხსენიებს იეჰოვას სიტყვებს, მცნებებს, სამართალს, კანონებს, ბრძანებებს, წესებს, შეხსენებებს ან გზებს.
როგორ უპასუხებთ?
• რატომ უყვარდა იეჰოვას კანონი 118–ე ფსალმუნის დამწერს?
• რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს შაბათთან დაკავშირებული წესებიდან?
• რატომ არის ჩვენთვისაც ფასეული კანონი მორჩენილი მოსავლის შესახებ?
• როგორ გვიცავს დღეს სიხარბესთან დაკავშირებული კანონი?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 21 გვერდზე]
რა მიზანს ემსახურებოდა შაბათთან დაკავშირებული კანონი?
[სურათი 23 გვერდზე]
რას ვსწავლობთ კანონიდან, რომელიც მორჩენილ მოსავალს ეხებოდა?