არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთმა მონახულებამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება

ერთმა მონახულებამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება

ერთმა მონახულებამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება

„ერთი სული მაქვს, როდის ვეტყვი ჩემი ოჯახის წევრებს ღვთისგან გამოგზავნილი ორი მისი მსახურის შესახებ“. ასეთი სიტყვები დაწერა ერთმა მამაკაცმა. ის ორმა ახალგაზრდა ქალმა მოინახულა, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ამ მონახულებამდე რამდენიმე კვირით ადრე მას 45 წლის მეუღლე დაეღუპა, რის გამოც ძალიან იყო დათრგუნული. შვილები მას ანუგეშებდნენ, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მისგან შორს ცხოვრობდნენ. მას არც მეგობრები ინახულებდნენ და არც მეზობლები.

„ღმერთსაც ვერ მივმართავდი ლოცვით, რადგან ეს არასდროს გამიკეთებია“, — უთხრა მამაკაცმა მასთან მისულ ქალებს. მოწმეებმა უთანაგრძნეს მას და დაუტოვეს ბიბლიაზე დაფუძნებული ტრაქტატი „რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“ მან ტრაქტატი იმავე საღამოს წაიკითხა, რამაც ძალიან ანუგეშა.

ცოტა ხანში მოწმეებმა კვლავ მიაკითხეს მას. მათ აღელვებდათ მისი მდგომარეობა და ჰკითხეს, როგორ გრძნობდა თავს. „გაოცებული დავრჩი, რომ ორი სრულიად უცხო ადამიანი ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა“, — დაწერა მოგვიანებით ამ მამაკაცმა. მოწმეებმა მას ბიბლიიდან მუხლები ამოუკითხეს, რამაც ძალიან გაამხნევა. ისინი შეჰპირდნენ, რომ კვლავ მიაკითხავდნენ. ეს მამაკაცი იმდენად აღფრთოვანდა, რომ ზემოთ ნახსენები სიტყვები დაწერა და ადგილობრივ იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში გაგზავნა.

ის, სანამ ერთ–ერთ შვილთან ახლოს გადავიდოდა საცხოვრებლად, ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებოდა. ეს მამაკაცი წერს: „მართალია, ვტოვებ ამ ადგილს, მაგრამ ის ორი ახალგაზრდა ქალი და მათი ეკლესია არასდროს დამავიწყდება. ყოველთვის მოვიხსენიებ მათ ჩემს ლოცვებში. მას მერე ხშირად მივმართავ ღმერთს ლოცვით. ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ ორ ახალგაზრდა ქალს. ყოველთვის ვიქნები მათი მადლიერი“.