მათ სიამოვნებთ ღვთის ნების შესრულება
მათ სიამოვნებთ ღვთის ნების შესრულება
იესომ მამისადმი თავისი ლოცვით მაგალითი დაუტოვა ყველა ქრისტიანს. მან თქვა: „იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკა 22:42). იეჰოვასადმი მსგავს მორჩილებას ავლენს ღვთის დღევანდელი მილიონობით მსახური. მათ შორის არის „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 120–ე კლასის 52 კურსდამთავრებულიც. 2006 წლის 11 მარტს მათ სიამოვნებით მიიღეს დანიშნულება, რათა ღვთის ნება შეესრულებინათ სხვადასხვა ქვეყანაში მაშინაც კი, თუ რთულ სიტუაციებს წააწყდებოდნენ.
რა აღძრავს ამ ახალ მისიონერებს, იეჰოვას მისცენ საშუალება, უხელმძღვანელოს მათ ცხოვრებას? კრის და ლესლი, ბოლივიაში მისიონერებად დანიშნული ცოლ–ქმარი, ამბობენ: „ჩვენ ‘უარვყავით საკუთარი თავი’ და მზად ვართ, შევასრულოთ ნებისმიერი საქმე, რაც იეჰოვას ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული“ (მარკოზი 8:34). ჯეისონმა და შერიმ, რომლებიც ალბანეთში დანიშნეს, თქვეს: „იეჰოვას ორგანიზაციაში თითოეულ დანიშნულებას თავისი სირთულეები ახლდა თან. მაგრამ დავინახეთ, რომ იეჰოვა იმსახურებს ჩვენს სრულ ნდობას“.
მოწოდება — დაემორჩილეთ იეჰოვას ნებას
გამოსაშვები პროგრამა ლოცვით გახსნა ჯორჯ სმითმა, ბეთელის ოჯახის წევრმა, რომელიც მხატვრული გაფორმების განყოფილებაში მსახურობს. ყველა დამსწრეს მიესალმა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი და გამოსაშვები პროგრამის თავმჯდომარე სტივენ ლეტი. „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში (პატერსონი, ნიუ-იორკის შტატი) პროგრამაზე დასასწრებად სტუმრები 23 ქვეყნიდან ჩავიდნენ. ძმა ლეტმა კურსდამთავრებულებს უთხრა, რომ წინ „ძლევამოსილი საქმეები“ ელოდათ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სიმაგრეებს“, ისეთებს, როგორიცაა ცრუ სწავლებები, ეს ახალი მისიონერები წმინდა წერილების ძალით დაამხობდნენ (2 კორინთელები 10:4, 5). მან თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „მართლაც რომ დიდ სიხარულს მოგანიჭებთ ის ფაქტი, რომ თქვენი დანიშნულების ადგილებზე იეჰოვა გამოგიყენებთ გულწრფელ ადამიანთა გულებში ‘ძლიერ სიმაგრეთა დასამხობად’!“
ჰაროლდ ჯექსონმა, რომელიც მთავარ სამმართველოში მსახურობს, ილაპარაკა თემაზე: „რამდენიმე საკითხი, რომლებიც უნდა გახსოვდეთ“. მან აღნიშნა, რომ ახალ მისიონერებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, ‘უპირველესად ეძიონ სამეფო და ღვთის სიმართლე’ (მათე 6:33). მათ აგრეთვე უნდა ახსოვდეთ, რომ ‘სიყვარული აშენებს’ და ეს არის წარმატების უტყუარი საწინდარი (1 კორინთელები 8:1). ძმა ჯექსონმა თქვა: „დაე სხვებთან თქვენს ურთიერთობაზე ყოველთვის სიყვარული ახდენდეს გავლენას“.
შემდეგ, ჯეფრი ჯექსონმა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, რომელიც 1979 წლიდან 2003 წლამდე მისიონერად მსახურობდა, კურსდამთავრებულებს დაუსვა კითხვა: „ხართ თქვენ პასუხისმგებელნი?“ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა გაწონასწორებული თვალსაზრისის ქონა საკუთარ თავსა და მსახურებაზე. ქრისტიანების პასუხისმგებლობაში შედის ჭეშმარიტების თესლის დათესვა და მორწყვა. მაგრამ სულიერ ზრდაზე პასუხიმგებელი იეჰოვაა, რადგან ის არის „ღმერთი, რომელიც ზრდის“ 1 კორინთელები 3:6—9). ძმა ჯექსონმა დასძინა: „თქვენ იეჰოვას წინაშე გაკისრიათ პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოთ კარგი სულიერი ჯანმრთელობა. მაგრამ რა არის თქვენი უდიდესი პასუხისმგებლობა? გიყვარდეთ იეჰოვა და ის ხალხი, რომლებსაც ჭეშმარიტებას აცნობთ“.
(მოხსენებით „იცოდე, როგორ უნდა მოიქცე“ გამოვიდა სკოლა გალაადის ერთ–ერთი მასწავლებელი ლორენს ბოუენი. მან კურსდამთავრებულებს შეახსენა, თუ რა სასწაულებრივად ხელმძღვანელობდა და იცავდა იეჰოვა ისრაელებს უდაბნოში (გამოსვლა 13:21, 22). ის დღეს ჩვენ ცხებულ ქრისტიანთა კრების, ‘სვეტისა და ჭეშმარიტების საყრდენის’, საშუალებით გვხელმძღვანელობს და გვიცავს (1 ტიმოთე 3:14, 15). ახალი მისიონერები მტკიცედ უნდა მიჰყვნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომელიც თავმდაბალ ადამიანებს ხელმძღვანელობას უწევს და იცავს.
ესაია 30:21; მათე 24:45—47). სკოლა გალაადი კურსდამთავრებულებს დაეხმარა, მეტი მადლიერება განევითარებინათ მონის კლასის მიმართ. „მონამ“ „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანითაც“ კი უზრუნველგვყო. მომხსენებელმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა: „ისარგებლეთ ინფორმაციის ამ დაგროვილი საუნჯით და ასწავლეთ მის შესახებ სხვებს“ (მათე 13:52).
უოლეს ლივერანსმა, სკოლა გალაადის სხვა მასწავლებელმა, კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ ყოველთვის ახსოვდეთ ღვთის სიტყვა, რომელიც „უკნიდან“ ესმით. ღვთის სიტყვა უკნიდან იმ გაგებით გვესმის, რომ ბიბლიის წერა საუკუნეების წინათ დასრულდა. მწყემსის მსგავსად, რომელიც ცხვრებს უკან მიჰყვება, იეჰოვა თავის ხალხს „ერთგული და გონიერი მონის“ საშუალებით აძლევს მითითებებს (შეასრულეთ ღვთის ნება სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობით
სკოლა გალაადის ერთ–ერთმა მასწავლებელმა მარკ ნიუმარმა პროგრამის შემდგომ ნაწილში — „მოწადინებულნი, იქადაგონ სასიხარულო ცნობა“ — მოიყვანა შემთხვევები მსახურებიდან, რომლებიც კურსდამთავრებულებს ამ სკოლაში სწავლის დროს გადახდათ (რომაელები 1:15). კურსდამთავრებულებისგან აღებული ინტერვიუებიდან გამოჩნდა, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ მოწადინებულნი, ნებისმიერი შემთხვევა გამოეყენებინათ საქადაგებლად.
კურსდამთავრებულებისთვის ძალიან გამამხნევებელი იყო კენეტ ფლოდინის მიერ ამჟამად შეერთებულ შტატებში მომსახურე სამი მიმომსვლელი ზედამხედველისგან აღებული ინტერვიუების მოსმენაც. რიჩარდ კელერმა და ალეხანდრო ლაკიომ, რომლებიც ადრე სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში მსახურობდნენ, აღნიშნეს, თუ როგორ უმკლავდებოდნენ სხვადასხვა განსაცდელს; აგრეთვე მოყვნენ იმ კურთხევებზე, რომლებიც მისიონერული მსახურებისას ჰქონდათ. მოასირ ფელისბინომ აღნიშნა, რა დახმარება გაუწია მას მისიონერებთან ახლო თანამშრომლობამ ბრაზილიაში, სადაც ის გაიზარდა.
დეივიდ შეფერმა ინტერვიუ აიღო სამი გამოცდილი მისიონერისგან — რობერტ ჯონსისგან, ვუდვორტ მილსისა და კრისტოფერ სლეისგან. ამ სამმა ძმამ მოყვა, თუ როგორ ისწავლეს რთულ სიტუაციებში იეჰოვასადმი მინდობა. მათ კურსდამთავრებულები დაარწმუნეს, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში მიღებული მომზადების შედეგად ისინი კარგად არიან მომზადებულნი მისიონერული მსახურებისთვის. ძმა მილსმა აღნიშნა: „ყველაფერზე მეტად დამეხმარა არა სკოლა გალაადში მიღებული აკადემიური ცოდნა, არამედ აქ ნასწავლი თავმდაბლობა და სიყვარული“.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა გაი პიერსმა წარმოთქვა მთავარი მოხსენება „იეჰოვას ნების შესრულებას ხელს ვერაფერი შეუშლის“. ადამმა არ შეასრულა ღვთის ნება, მაგრამ ნიშნავს ეს, რომ ღვთის ნება არ შესრულდება? განა ღმერთმა რამე დააკლო ადამის სრულყოფილებას, როგორც ამას ზოგიერთი ამბობს? სულაც არა, რადგან „ჭეშმარიტმა ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა“ (ეკლესიასტე 7:29, აქ). დედამიწაზე უდიდესი გამოცდის დროს იესოს მიერ უმწიკვლობის შენარჩუნებამ დაადასტურა, რომ „ადამს არავითარი გამართლება არა აქვს“, — აღნიშნა მომხსენებელმა. მორჩილების გამოცდა, რომლის წინაშეც ედემის ბაღში ადამი დადგა, ბევრად ადვილი იყო, ვიდრე ის განსაცდელი, რომელსაც იესო წარმატებით გაუმკლავდა. მაგრამ ადამმა გამოცდას ვერ გაუძლო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იეჰოვას ნება არ შესრულდება. მისი განზრახვა განხორციელდება (ესაია 55:11). ძმა პიერსმა ახალ მისიონერებს უთხრა: „თქვენ გაქვთ პატივი, თავგანწირვის სულისკვეთების გამოვლენით განადიდოთ იეჰოვა. დაე იეჰოვა იყოს თითოეულ თქვენგანთან მისიონერული მსახურებისას“.
დამსწრეთათვის იეჰოვას მოწმეთა სხვადასხვა ფილიალიდან მოკითხვების გადაცემის შემდეგ, პროგრამის თავმჯდომარემ, ძმა ლეტმა, კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა და გამოაცხადა, თუ სად იყო თითოეული მათგანი დანიშნული. დასასრულს ლოცვა წარმოთქვა ბეთელში დიდი ხნის განმავლობაში მომსახურე ვერნონ უაიზგარვერმა.
ამ პროგრამაზე დამსწრე 6 872 ქრისტიანი იქიდან ენთუზიაზმით აღსავსე წავიდა; მათ განუახლდათ სურვილი, მთელი გულით განეგრძოთ იეჰოვას ნების შესრულება (ფსალმუნები 39:9). კურსდამთავრებულებმა ენდრიუმ და ანამ თქვეს: „ჩვენ ცხოვრება იეჰოვას მივუძღვენით. იეჰოვას აღვუთქვით, რომ გავაკეთებდით ყველაფერს, რის გაკეთებასაც ის დაგვავალებდა. ახლა იეჰოვა გვავალებს, რომ კამერუნში (აფრიკა) წავიდეთ“. მათ სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად მთელი გულით სურთ შეუდგნენ საქმეს, რომელიც სიამოვნებასა და კმაყოფილებას მიანიჭებთ. დიახ, მათ ღვთის ნების შესრულება სურთ.
[ჩარჩო 17 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 6
ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნნენ: 20
სტუდენტების რაოდენობა: 52
საშუალო ასაკი: 35, 7
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 18, 3
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 14, 5
[სურათი 18 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა გალაადის 120-ე კლასი
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემული მარცხნიდან მარჯვნივ.
1) ს. რაიტი; ბ. სუარესი; ბ. კრისენტი; ლ. დევენპორტი. 2) ა. ჯონსონი; შ. ალი; კ. კეიდი; პ. გუერერო; ა. ასესი. 3) ლ. ორტიზი; კ. ლაიელი; მ. იუზეტა; რ. პერესი; კ. ბაკუსი; კ. კატერინა. 4) ბ. პალმერი; დ. ლავინგი; ჯ. მაკდონო; დ. ბოსტოკი; ლ. ბენეტატოსი. 5) მ. ჯასიკი; ე. სერეფიანოსი; კ. სტელტერი; რ. ვაირა; ჯ. ვუნი; კ. პრენტისი. 6) ჰ. დევენპორტი; ჰ. კრისენტი; მ. პერესი; ე. ვაირა; ა. სუარესი; ი. კატერინა; კ. რაიტი. 7) კ. კეიდი; ჯ. მაკდონო; მ. ორტიზი; ჯ. ვუნი; ჯ. ალი; მ. ასესი. 8) გ. სერეფიანოსი; დ. ლაიელი; კ. იუზეტა; პ. სტელტერი; გ. პრენტისი; ა. ჯონსონი; კ. ბენეტატოსი. 9) ჯ. პალმერი; ვ. ჯასიკი; ჯ. ბაკუსი; ს. ბოსტოკი; ჟ. გუერერო; ს. ლავინგი.