არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მისი რწმენით სხვები მხნევდებიან

მისი რწმენით სხვები მხნევდებიან

მისი რწმენით სხვები მხნევდებიან

სილვია 1992 წლის დეკემბერში დაიბადა. ის სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ჩანდა. მაგრამ ორი წლის ასაკში სილვიას კისტოზური ფიბროზის დიაგნოზი დაუდგინეს. ეს განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც სასუნთქი გზების დაზიანებასა და საჭმლის მომნელებელი ფუნქციის დარღვევას იწვევს. დროთა განმავლობაში ავადმყოფს სულ უფრო უძნელდება სუნთქვა და საჭმლის გადამუშავება. სილვია თავის დაავადებას იმით ებრძვის, რომ ყოველდღიურად იღებს 36 აბს, იყენებს ინჰალატორს და ფიზიოთერაპიას იტარებს. მისი ფილტვის მხოლოდ მეოთხედია ჯანსაღი. ამიტომ სილვია ხელოვნურ სასუნთქ მილს ატარებს, მაშინაც კი, როცა სახლიდან გადის.

„ყველაფრის მიუხედავად, გაოცებას იწვევს ის, თუ როგორ ებრძვის სილვია თავის დაავადებას, — ამბობს ტერეზა, სილვიას დედა. — ბიბლიიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე მას ძლიერი რწმენა აქვს. სწორედ რწმენა ეხმარება სილვიას, დაძლიოს გულგატეხილობა და გაუმკლავდეს უძლურებას. მას ყოველთვის ახსოვს იეჰოვას დანაპირები ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებით, სადაც ყველა დაავადებული განიკურნება“ (გამოცხადება 21:4). როცა სილვიას მშობლებსა და ძმას გულგატეხილობა ეუფლებათ, ის ამხნევებს მათ: „ახალ ქვეყნიერებაში ყველაფერი ის, რაც დღეს ტკივილს გვაყენებს, დავიწყებას მიეცემა“.

სილვია რეგულარულად ქადაგებს სასიხარულო ცნობას. ადამიანები, რომლებთანაც ის საუბრობს, ხედავენ, როგორ უბრწყინავს სილვიას სიხარულისგან სახე. კანარის კუნძულებზე, სადაც სილვია ცხოვრობს, მისი კრების წევრები აღფრთოვანებულები არიან ამ პატარა გოგონას რწმენით. ისინი ძალიან აფასებენ სილვიას იმის გამო, რომ შეხვედრებზე კომენტარებს იძლევა და თეოკრატიულ სკოლაში გამოდის. ყოველი შეხვედრის შემდეგ სილვია სამეფო დარბაზში რჩება და და–ძმებთან საუბრობს. მეგობრული დამოკიდებულებისა და მხიარული განწყობის გამო ის ყველას უყვარს კრებაში.

„სილვიასგან ბევრ რამეს ვსწავლობთ, — ამბობს ანტონიო, სილვიას მამა. — პრობლემების მიუხედავად, სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული ძღვენია და უნდა დავაფასოთ ის“. სილვიას მსგავსად, ღვთის ყველა მსახური, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24, აქ).

[სურათი 31 გვერდზე]

სილვია მობინადრეს ბიბლიიდან მუხლს უკითხავს, დედამისს კი ხელოვნური სასუნთქი აპარატის მოწყობილობა უჭირავს.