მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
შეიძლება თუ არა გაირიცხოს პიროვნება ქრისტიანული კრებიდან უწმინდურების გამო, ისევე როგორც ეს ხდება სიძვისა და თავაშვებულობის შემთხვევაში?
დიახ, პიროვნება შეიძლება გაირიცხოს კრებიდან როგორც სიძვისა და თავაშვებულობის, ისე ზოგიერთი სახის უწმინდურების გამო, თუ ის მოუნანიებლად აგრძელებს ამის კეთებას. მოციქულმა პავლემ სამივე ცოდვა მოიხსენია იმ ცოდვებს შორის, რომელთა გამოც პიროვნება შეიძლება გაირიცხოს კრებიდან. მან დაწერა: „ხორცის საქმეები აშკარაა. ეს არის: სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა . . . გაფრთხილებთ . . . რომ ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელები 5:19—21).
სიძვაში (ბერძნულად „პორნია“) იგულისხმება კანონიერი ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა. მასში შედის მრუშობა, პროსტიტუცია, სქესობრივი ურთიერთობა დაუქორწინებელ პირებს შორის, ორალური და ანალური სექსი, და იმ პიროვნების სასქესო ორგანოებზე ზემოქმედება, რომელზეც ადამიანი არ არის დაქორწინებული. ის, ვინც მოუნანიებლად სჩადის სიძვას, არ უნდა მიეკუთვნებოდეს ქრისტიანულ კრებას.
თავაშვებულობაში (ბერძნულად „ასელგია“) იგულისხმება „აღვირახსნილობა, გახრწნილება, უსირცხვილო მოქმედება, გარყვნილება“. ერთი ლექსიკონი ამ ბერძნულ სიტყვას თარგმნის როგორც „დაუოკებელ ვნებას . . . აღმაშფოთებელ საქციელს, უსირცხვილობას, უტიფრობას“ (The New Thayer’s Greek-English Lexicon). სხვა ლექსიკონის თანახმად, თავაშვებულობა ისეთი საქციელია, რომელიც „სცილდება საზოგადოებისთვის მისაღებ ყველა ნორმას“.
ზემოხსენებული განმარტებებიდან აშკარაა, რომ „თავაშვებულობის“ შემთხვევაში პიროვნება 1) სერიოზულად არღვევს ღვთის კანონს და 2) არაფრად აგდებს სხვების თვალსაზრისს და თავხედურად იქცევა.
აქედან გამომდინარე, თავაშვებულობაში, უბრალოდ, ცუდი საქციელი არ იგულისხმება. ეს ისეთი ქმედებებია, რომლებითაც სერიოზულად ირღვევა ღვთის კანონი და ვლინდება თავხედური ან აშკარად უპატივცემულო დამოკიდებულება. ამ დროს ადამიანი უფლებამოსილ პირებს, კანონებსა და ნორმებს პატივს არ სცემს და შეიძლება ითქვას, რომ არაფრად აგდებს მათ. პავლე თავაშვებულობას აკავშირებს უზნეობასთან (რომაელები 13:13, 14). ვინაიდან გალატელების 5:19—21–ში პავლე თავაშვებულობას მოიხსენიებს იმ ცოდვებს შორის, რომელთა ჩამდენნიც ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს, თავაშვებულობა იძლევა საფუძველს, რომ პიროვნება შეაგონონ ან ქრისტიანული კრებიდან გარიცხონ.
უწმინდურება (ბერძნულად „აკათარსია“) ყველაზე ფართო მნიშვნელობის სიტყვაა იმ სამ ტერმინს შორის, რომლებიც ითარგმნება „სიძვად“, „უწმინდურებად“ და „თავაშვებულობად“. მასში შედის ნებისმიერი სახის უწმინდურება — ეს შეიძლება იყოს სქესობრივი, სიტყვიერი, სულიერი; აგრეთვე შეიძლება გამოიხატოს უწმინდური საქციელით. „უწმინდურებაში“ სხვადასხვა სახის სერიოზული ცოდვა იგულისხმება.
2 კორინთელების 12:21–ში პავლე მოიხსენიებს მათ, რომლებმაც „ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს თავიანთი უწმინდურება, სიძვა და თავაშვებულობა“. რამდენადაც უწმინდურება სიძვასა და თავაშვებულობასთან ერთად მოიხსენიება, ზოგიერთი სახის უწმინდურება იძლევა საქმის სამართლებრივი წესით განხილვის საფუძველს. თუმცა უწმინდურება არის ფართო მნიშვნელობის მქონე სიტყვა და მასში ისეთი საკითხებიც შედის, რომლებიც არ ექვემდებარება სამართლებრივ განხილვას. ზუსტად ისე, როგორც სახლი შეიძლება იყოს მეტ–ნაკლებად ან მთლიანად დაბინძურებული, უწმინდურებაც სხვადასხვა სახისაა.
ეფესოელების 4:19-ში პავლე ამბობს, რომ ზოგი „ყველანაირად ზნედაცემული“ იყო და ისინი ‘თავაშვებულობას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმინდურება ჩაედინათ გაუმაძღრობით’. ამგვარად, პავლე ერთ კატეგორიას მიაკუთვნებს თავაშვებულობასა და „უწმინდურებას . . . გაუმაძღრობით“. თუ მონათლული ქრისტიანი სჩადის „უწმინდურებას . . . გაუმაძღრობით“ და არ ინანიებს, ის შეიძლება გაირიცხოს კრებიდან უხეში უწმინდურების საფუძველზე.
დავუშვათ, დანიშნულმა წყვილმა არაერთხელ მისცა საკუთარ თავს ვნებიანი ალერსის უფლება. უხუცესებმა შეიძლება დაასკვნან: მიუხედავად იმისა, რომ მათ მოქმედებებში არ ჩანს თავაშვებულობისთვის დამახასიათებელი თავხედური დამოკიდებულება, გარკვეულწილად, მათ მაინც გამოავლინეს გაუმაძღრობა. ამიტომ უხუცესებმა საქმე შეიძლება სამართლებრივი წესით განიხილონ, რადგან უხეშ უწმინდურებას ჰქონდა ადგილი. უხეში უწმინდურება სათანადო საფუძველი იქნება აგრეთვე იმ ადამიანის საქმის განსახილველად, რომელმაც არაერთხელ ისაუბრა სხვასთან ტელეფონის საშუალებით სექსუალურ თემაზე, განსაკუთრებით, თუ მას ადრე უკვე მიცემული ჰქონდა რჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით.
უხუცესებმა ასეთი საქმეების განხილვისას გამჭრიახობა უნდა გამოავლინონ. იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა საფუძველი საქმის სამართლებრივი წესით განხილვისთვის, ისინი გულდასმით უნდა დაუკვირდნენ, რა მოხდა და რა ზომით. ადამიანს თავაშვებულობაში ვერ დავადანაშაულებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბიბლიურ რჩევას არ ითვალისწინებს; ზუსტად არც იმის თქმა შეიძლება, რამდენჯერ უნდა ჩაიდინოს პიროვნებამ ცოდვა, რომ სამართლებრივი წესით საქმის განხილვა შედგეს. უხუცესებმა გულისყურითა და ლოცვით უნდა აწონ–დაწონონ თითოეული სიტუაცია და დაადგინონ, რა მოხდა, რა სიხშირით, აგრეთვე დანაშაულის ხასიათი, სიმძიმე და შემცოდველის მოტივები.
უხეში უწმინდურება მხოლოდ სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებულ ცოდვებს არ მოიცავს. მაგალითად, მონათლულმა მოზარდმა შეიძლება რამდენიმე ღერი სიგარეტი მოსწიოს და ამის შესახებ მალევე 2 კორინთელები 7:1). ხოლო თუ მოზარდი არ ინანიებს, ის კრებიდან უნდა გაირიცხოს.
უთხრას მშობლებს. მან გადაწყვიტა, მეტად აღარ მოსწიოს. ეს უწმინდურებაა, მაგრამ არა უხეში უწმინდურება ან „უწმინდურება . . . გაუმაძღრობით“. ამ დროს საკმარისია, მოზარდს მიეცეს ბიბლიური რჩევა ერთი ან ორი უხუცესის მიერ; ამასთან მას მშობლებმაც უნდა აღმოუჩინონ დახმარება. მაგრამ, თუ ის ხშირად ეწევა სიგარეტს, ეს სხეულის განზრახ წაბილწვაა და ამ საქმის განსახილველად უნდა შედგეს სამართლებრივი კომიტეტი, რადგან უხეშ უწმინდურებას აქვს ადგილი (ზოგმა ქრისტიანმა პორნოგრაფიის ყურება დაიწყო. ეს შეურაცხმყოფელია ღვთისთვის; უხუცესები შეიძლება აღშფოთებულნი არიან თანამორწმუნის ასეთი მოქმედებით. მაგრამ პორნოგრაფიის ყურების ნებისმიერი შემთხვევა არ განიხილება სამართლებრივი წესით. ვთქვათ, ძმამ რამდენჯერმე უყურა ეგრეთ წოდებულ მსუბუქ პორნოგრაფიას. მას რცხვენია, აღიარებს უხუცესის წინაშე და გადაწყვეტილი აქვს, აღარ გაიმეოროს ეს ცოდვა. უხუცესმა შეიძლება სათანადოდ დაასკვნას, რომ ძმის მოქმედება არ გადასულა „უწმინდურებაში . . . გაუმაძღრობით“; მას არც თავაშვებულობისთვის დამახასიათებელი თავხედური დამოკიდებულება გამოუვლენია. თუმცა ეს საქმე სამართლებრივი წესით არ განიხილება, ასეთი უწმინდურების გამო საჭიროა მკაცრი, ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევის მიცემა და, შესაძლოა, უხუცესების მხრიდან შემდგომი დახმარების აღმოჩენა.
ახლა დავუშვათ, ქრისტიანი მალულად უყურებდა წლების განმავლობაში საზიზღარ, სექსუალურად გაუკუღმართებულ პორნოგრაფიას და ყველაფერს აკეთებდა ამ ცოდვის დასამალად. ეს შეიძლება ყოფილიყო ჯგუფური გაუპატიურება, ქალებზე სასტიკი სექსუალური ძალადობა, სადიზმი ან ბავშვების პორნოგრაფიაც კი. როცა სხვებმა გაიგეს მისი საქციელის შესახებ, მას ძალიან შერცხვა. შესაძლოა მან თავხედური დამოკიდებულება არ გამოავლინა, მაგრამ უხუცესებმა შეიძლება დაასკვნან, რომ მას ჩვევაში გადაუვიდა ეს სიბილწე და უწმინდურად მოქმედებდა გაუმაძღრობით, რაც უხეში უწმინდურებაა. ამიტომ უნდა შედგეს სამართლებრივი კომიტეტი. შემცოდველი გაირიცხება, თუ არ ინანიებს და მტკიცედ არა აქვს გადაწყვეტილი, აღარ უყუროს პორნოგრაფიას. თუ ის პორნოგრაფიის საყურებლად დაპატიჟებდა სხვებს, რითაც მათ არასწორი საქციელისკენ უბიძგებდა, მაშინ თავაშვებულობისთვის დამახასიათებელი თავხედური დამოკიდებულება გამოვლინდებოდა.
ბიბლიური გამოთქმა „თავაშვებულობა“ ყოველთვის სერიოზულ ცოდვას მოიცავს, რაც ხშირად სექსუალურ საკითხებთან არის დაკავშირებული. თავაშვებულობის ამოსაცნობად უხუცესებმა უნდა გაარკვიონ, ჰქონდა თუ არა ადგილი თავხედურ დამოკიდებულებას, გახრწნილებას, უწმინდურებას, უსირცხვილობას ან ისეთ მოქმედებას, რაც საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი იქნებოდა. მეორე მხრივ, იეჰოვას კანონის სერიოზულად დამრღვევი შეიძლება არ ავლენდეს თავხედურ დამოკიდებულებას, მაგრამ ადგილი ჰქონდეს გაუმაძღრობას. ასეთი საკითხები განხილულ უნდა იქნეს, როგორც უხეში უწმინდურება.
იმის განსაზღვრა, დამნაშავეა თუ არა ვინმე უხეშ უწმინდურებაში ან თავაშვებულობაში, სერიოზული პასუხისმგებლობაა, რადგან ეს სიკვდილ–სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. მათ, ვისაც ასეთი საქმეების განხილვის პასუხისმგებლობა აკისრიათ, უნდა ილოცონ და ღმერთს წმინდა სული, გამჭრიახობა და გაგების უნარი უნდა სთხოვონ. უხუცესებმა უნდა იზრუნონ კრების სიწმინდეზე და თავიანთი დასკვნები ღვთის სიტყვასა და „ერთგული და გონიერი მონისგან“ მოწოდებულ მითითებებზე დააფუძნონ (მათე 18:18; 24:45). ამ ბოროტ დღეებში, ისე როგორც არასდროს, უხუცესებს უნდა ახსოვდეთ შემდეგი სიტყვები: „დაუკვირდით, რას აკეთებთ, რადგან კაცისათვის კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლისათვის“ (2 ნეშტთა 19:6).