არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის ღვთის სამეფო?

რა არის ღვთის სამეფო?

რა არის ღვთის სამეფო?

რა საშინელება დაატყდა თავს ადამიანებს კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე! ერთი ანგელოზი აუჯანყდა პიროვნებას, რომელმაც შექმნა იგი. ამ ანგელოზმა აღძრა პირველი ქალი, ევა, აკრძალული ხილი ეჭამა. მან ევას უთხრა: „არ მოკვდებით. რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 2:16, 17; 3:1—5). ამ ანგელოზს ეშმაკი და სატანა ეწოდა (გამოცხადება 12:9).

მოუსმინა ევამ სატანას? ბიბლია გვეუბნება: „იხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად; და მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისცა აგრეთვე თავის კაცს და მანაც შეჭამა“ (დაბადება 3:6). ასე რომ, პირველმა წყვილმა, ადამმა და ევამ, სატანის მხარე დაიჭირეს. შედეგად, მათ დაკარგეს სამოთხე როგორც თავიანთთვის, ისე თავიანთი შთამომავლებისთვის. მათმა შვილებმა მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი მიიღეს, ნაცვლად იმისა, რომ სრულყოფილები დაბადებულიყვნენ და მარადიულად ეცხოვრათ (რომაელები 5:12).

როგორი იყო იეჰოვა ღმერთის, სამყაროს უზენაესი მმართველის, რეაქცია? მან განიზრახა, ეზრუნა ცოდვების მიტევებაზე (რომაელები 5:8). იეჰოვა ღმერთმა აგრეთვე იზრუნა მთავრობის დაფუძნებაზე, რომელიც კაცობრიობას ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანდა. ადამიანთა გამათავისუფლებელ ამ საშუალებას „ღვთის სამეფო“ ეწოდება (ლუკა 21:31). ღვთის უზენაეს მმართველობას დაქვემდებარებული ეს სამეფო კონკრეტული მიზნის მისაღწევად დაარსდა.

რა იყო ეს მიზანი? რა თავისებურებებით გამოირჩევა ღვთის სამეფო და რით განსხვავდება ადამიანთა მმართველობისგან? როდის დაიწყო ამ სამეფომ მმართველობა? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.