გეშინოდეთ ღვთისა და იყავით ბედნიერნი!
გეშინოდეთ ღვთისა და იყავით ბედნიერნი!
„ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა“ (ფსალმუნები 111:1).
1, 2. რა მოაქვს ღვთისადმი შიშს?
ბედნიერების მიღწევა ადვილი არ არის. ნამდვილი ბედნიერება დამოკიდებულია სწორი არჩევნის გაკეთებაზე, კარგის კეთებასა და ცუდისგან თავის არიდებაზე. ჩვენმა შემოქმედმა იეჰოვამ მოგვცა თავისი სიტყვა, ბიბლია, და ის გვასწავლის, როგორ ვიყოთ ნამდვილად ბედნიერნი. როცა იეჰოვას ხელმძღვანელობას ვეძებთ და მის თანახმად ვცხოვრობთ, ღვთისადმი შიშს ვავლენთ, რასაც ნამდვილი კმაყოფილება და ბედნიერება მოაქვს (ფსალმუნები 22:1; იგავები 14:26).
2 ამ სტატიაში განვიხილავთ ბიბლიურ და თანამედროვე მაგალითებს; ისინი დაგვანახვებს, როგორ აძლევდა ღვთისადმი ნამდვილი შიში მის მსახურებს ძალას, წინ აღდგომოდნენ ცუდს და კარგი ეკეთებინათ. გავიგებთ, რომ ღვთის შიშს შეუძლია არასწორი გზიდან მოგვაბრუნოს, როგორც ეს დავითის შემთხვევაში იყო, და ბედნიერება მოგვიტანოს. ასევე დავინახავთ, რომ ღვთისადმი ნამდვილი შიში არის ძვირფასი მემკვიდრეობა, რომლის გადაცემაც მშობლებს თავიანთი შვილებისთვის შეუძლიათ. მართლაც, ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა“ (ფსალმუნები 111:1).
დაკარგული ბედნიერების დაბრუნება
3. რა დაეხმარა დავითს შეცდომების გამოსწორებაში?
3 წინა სტატიაში განვიხილეთ სამი მნიშვნელოვანი შემთხვევა, როდესაც დავითმა არ გამოავლინა ღვთისადმი სათანადო შიში და შესცოდა. მაგრამ ის, თუ როგორ გამოეხმაურა დავითი იეჰოვას დასჯას, ცხადყოფს, რომ ნამდვილად ღვთისმოშიში იყო. ღვთისადმი მოკრძალებამ და პატივისცემამ დავითი აღძრა, ეღიარებინა თავისი დანაშაული, დაბრუნებოდა სწორ გზას და აღედგინა იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა. მართალია, დავითის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მას და სხვებს ტანჯვა მოუტანა, მაგრამ გულწრფელი მონანიებით იეჰოვას მხარდაჭერა და კურთხევები მოიპოვა. დღეს დავითის მაგალითი გამამხნევებელია იმ ქრისტიანებისთვის, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ცოდვა ჩაიდინეს.
4. როგორ შეუძლია ღვთის შიშს, დაეხმაროს პიროვნებას, კვლავ ბედნიერი იყოს?
* მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ სრული დროით მქადაგებელი იყო, ის ცუდ საზოგადოებას დაუახლოვდა, არაქრისტიანული საქციელი ჩაიდინა და ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა. როცა გონს მოეგო, სონიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა აღედგინა. გარკვეული დროის შემდეგ ის კვლავ ქრისტიანული კრების წევრი გახდა. მთელი ამ ხნის მანძილზე სონიას იეჰოვას მსახურების სურვილი არ განელებია. ბოლოს, მან პიონერული მსახურებაც კი განაახლა. მოგვიანებით ის უხუცესზე გათხოვდა და ახლა ისინი ერთ–ერთ კრებაში სიხარულით მსახურობენ. სონია ძალიან ნანობს, რომ გარკვეული დროით ქრისტიანული გზიდან გადაუხვია, მაგრამ ის ბედნიერია, რომ ღვთის შიში დაეხმარა, კვლავ სწორ გზაზე დამდგარიყო.
4 მოვიყვანოთ სონიასცოდვის ჩადენას ტანჯვა ჯობია
5, 6. ახსენით, როგორ და რატომ გადაურჩა საული ორჯერ დავითის მახვილს.
5 რა თქმა უნდა, უკეთესია, როდესაც ადამიანს ღვთის შიში ეხმარება, რომ თავიდანვე არ ჩაიდინოს ცოდვა. ამას ადასტურებს დავითის შემთხვევა. ერთხელ საული იმ გამოქვაბულში შევიდა, სადაც დავითი და მისი ხალხი საულსა და მის სამიათას მეომარს ემალებოდნენ. დავითს თავისი ხალხი აქეზებდა, რომ საული მოეკლა. იეჰოვამ ჩაუგდო დავითს ხელში მისი დაუძინებელი მტერი? დავითი მიეპარა სულს და მის მოსასხამს კიდე მოაჭრა. ასეთი უმნიშვნელო მოქმედების გამოც კი, რომელსაც საულისთვის ზიანი არ მიუყენებია, დავითს სინდისი ქენჯნიდა, რადგან ის ღვთისმოშიში კაცი იყო. დავითმა შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა თავისი ხალხი: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი“ * (1 მეფეთა 24:2—8).
6 სხვა შემთხვევაში, როცა საული და მისი მეომრები ღამით დაბანაკებულნი იყვნენ, „უფლის ძილქუში დაეცათ მათ“. დავითი და მისი მამაცი დისშვილი აბიშაი ბანაკში შეიპარნენ და მძინარე საულს თავზე დაადგნენ. აბიშაის სურდა, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღო საულისთვის. დავითმა აბიშაი შეაკავა და უთხრა: „უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება“ (1 მეფეთა 26:9, 12).
7. რა დაეხმარა დავითს, რომ ცოდვა არ ჩაედინა?
7 რატომ არ მოკლა დავითმა საული, როცა მას ამის გაკეთების საშუალება ორჯერ მიეცა? რადგან მას საულზე მეტად იეჰოვასი ეშინოდა. დავითს ღვთის შიში ჰქონდა და, ამიტომ, თუ საჭირო გახდებოდა, ცოდვის ჩადენას ტანჯვას ამჯობინებდა (ებრაელები 11:25). ის ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა ზრუნავდა როგორც თავის ხალხზე, ისე პირადად მასზე. დავითმა იცოდა, რომ ღმერთზე მინდობა და მორჩილება მას ბედნიერებასა და კურთხევებს მოუტანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ღვთის კეთილგანწყობას დაკარგავდა (ფსალმუნები 64:5). დავითმა ისიც იცოდა, რომ ღმერთი შეასრულებდა თავის დანაპირებს და, დანიშნულ დროს და საჭირო სახით, მას გაამეფებდა (1 მეფეთა 26:10).
ღვთისადმი შიშს ბედნიერება მოაქვს
8. რატომ არის ჩვენთვის სამაგალითო გასაჭირში მყოფი დავითის საქციელი?
8 ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, დაგვცინიან, გვდევნიან და სხვადასხვა მხრივ გვავიწროებენ (მათე 24:9; 2 პეტრე 3:3). დროდადრო, შესაძლოა, თანაქრისტიანების მხრიდანაც ვხვდებით სირთულეებს. მაგრამ ვიცით, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავს, ისმენს ჩვენს ლოცვებს და, თავის დროზე, ყველაფერს თავისი ნებისამებრ გამოასწორებს (რომაელები 12:17—21; ებრაელები 4:16). ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ მოწინააღმდეგეების გვეშინოდეს, ჩვენ ღვთის შიში გვაქვს და ხსნას მისგან მოველით. დავითის მსგავსად, ჩვენ შურს არ ვიძიებთ და არც კომპრომისზე მივდივართ სამართლიან პრინციპებთან დაკავშირებით, რათა ტანჯვას თავი ავარიდოთ. ამას კი, საბოლოოდ, ბედნიერება მოაქვს. როგორ?
9. მოიყვანეთ მაგალითი, როგორ შეიძლება ღვთისადმი შიშმა, დევნის მიუხედავად, ადამიანს ბედნიერება არ დააკარგვინოს.
9 ერთი მისიონერი, რომელიც დიდი ხანია აფრიკაში მსახურობს, ყვება: „მახსენდება ჩვენი დისა
და მისი მოზარდი გოგონას მაგალითი, რომლებმაც ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო უარი თქვეს პარტიული ბილეთის შეძენაზე. ამის გამო, მამაკაცებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს; შემდეგ კი სახლში წასვლის ნება დართეს. უკან დაბრუნებისას დედა ანუგეშებდა აქვითინებულ შვილს, რომელსაც ვერ გაეგო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მართალია, იმ მომენტში ეს მათთვის ძნელი ასატანი იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, სუფთა სინდისი ჰქონდათ. მოგვიანებით ისინი ბედნიერნი იყვნენ იმით, რომ ღმერთს დაემორჩილნენ. მათ პარტიული ბილეთები რომ ეყიდათ, ამით იმ ხალხს ასიამოვნებდნენ; დედა–შვილს გაზიან სასმელებს მისცემდნენ და სახლამდე ცეკვა–ცეკვით მიაცილებდნენ. მაგრამ გოგონამ და მისმა დედამ იცოდნენ, რომ, თუ კომპრომისზე წავიდოდნენ, ამ ქვეყანაზე ყველაზე უბედური ადამიანები იქნებოდნენ“. ღვთის შიშმა ისინი საშინელი განცდებისგან იხსნა.10, 11. რა დადებითი შედეგები მოჰყვა ერთი ქალის მიერ ღვთისადმი შიშის გამოვლენას?
10 ღვთისადმი შიშს ბედნიერება მოაქვს მაშინაც, როდესაც ქრისტიანი განსაცდელს სიცოცხლის სიწმინდისადმი პატივისცემის გამო აწყდება. მაგალითად, მერი მესამე ბავშვზე იყო ორსულად, როდესაც ექიმმა ბავშვის მოშორება ურჩია. „თქვენი მდგომარეობა კრიტიკულია, — უთხრა მან. — შეიძლება მდგომარეობა ნებისმიერ დროს გამწვავდეს და 24 საათში დაიღუპოთ. შემდეგ ბავშვიც მოკვდება. ნებისმიერ შემთხვევაში, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ბავშვი ნორმალური დაიბადება“. მერი იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა, მაგრამ ჯერ მონათლული არ იყო. „და მაინც, — ამბობს მერი, — გადაწყვეტილი მქონდა, იეჰოვასთვის მემსახურა და, რა ფასადაც უნდა დამჯდომოდა, მისადმი ერთგულება შემენარჩუნებინა“ (გამოსვლა 21:22, 23).
11 ორსულობის პერიოდში მერი განაგრძობდა ბიბლიის შესწავლას და ოჯახზე ზრუნვას. ბავშვის დაბადების შემდეგ მერიმ თქვა: „მშობიარობა პირველ ორთან შედარებით რთული იყო, მაგრამ სერიოზული გართულებები არ მქონია“. ღვთის შიში მერის სუფთა სინდისის შენარჩუნებაში დაეხმარა; ამის შემდეგ ის მალევე მოინათლა. ბავშვი წამოიზარდა და მანაც ისწავლა ღვთის შიში; ამჟამად ის იეჰოვას მოწმეთა ერთ–ერთ ფილიალში მსახურობს.
‘უფლით გამხნევებული’
12. როგორ გააძლიერა დავითი ღვთის შიშმა?
12 იეჰოვასადმი შიში დავითისთვის ბოროტებისგან თავის შეკავებაზე მეტს ნიშნავდა. ამგვარი შიშით გაძლიერებული დავითი რთულ სიტუაციებში გადაჭრით და გონივრულად მოქმედებდა. დაახლოებით წლისა და ოთხი თვის განმავლობაში დავითი და მისი ხალხი ფილისტიმელთა ქვეყანაში, ციკლაგში, აფარებდნენ თავს (1 მეფეთა 27:5—7). ერთხელ, როდესაც ისინი ქალაქიდან იყვნენ გასულები, ამალეკელებმა ქალაქი გადაწვეს და მათი ცოლები და ბავშვები ტყვედ წაასხეს. როდესაც დავითი და მისი ხალხი დაბრუნდნენ და დაინახეს, რაც მოხდა, ხმამაღლა ატირდნენ. დავითის ხალხს მალე მწუხარება გამწარებაში გადაეზარდა და დავითს ჩაქოლვა დაუპირეს. დავითი დამწუხრდა, მაგრამ გული არ გასტეხია (იგავები 24:10). ის ღვთის შიშმა აღძრა, იეჰოვასთვის მიემართა და ‘უფლით გაემხნევებინა თავი’. ღვთის დახმარებით დავითი და მისი ხალხი დაეწია ამალეკელებს და ყველაფერი დაიბრუნეს (1 მეფეთა 30:1—20).
13, 14. როგორ დაეხმარა ღვთის შიში ერთ ქრისტიანს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში?
13 დღეს ღვთის მსახურებიც ხვდებიან ისეთ სიტუაციებს, როდესაც საჭიროა იეჰოვაზე მინდობა და გაბედულად მოქმედება. მოვიყვანოთ კრისტინას შემთხვევა. ბავშვობაში კრისტინა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. ამავე დროს, მას სურდა, ცნობილი პიანისტი გამოსულიყო; ამ მხრივ მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. კრისტინას რცხვენოდა ქადაგების; ამიტომ ეშინოდა იმ პასუხისმგებლობის, რაც ნათლობას მოჰყვებოდა. ის შესწავლას განაგრძობდა და მალე იგრძნო ღვთის სიტყვის ძალა. ღვთის შიშის სწავლა დაეხმარა მას, გაეგო, რომ იეჰოვა თავისი მსახურებისგან მთელი გულით, გონებით, სულითა და ძალით სიყვარულს მოელის (მარკოზი 12:30). ამან კრისტინა აღძრა, თავი მიეძღვნა იეჰოვასთვის და მონათლულიყო.
14 კრისტინამ იეჰოვას სთხოვა, სულიერ წინსვლაში დახმარებოდა მას. „ვიცოდი, რომ ცნობილ პიანისტებს გამუდმებით უწევთ მოგზაურობა, კონტრაქტების
დადება და წელიწადში დაახლოებით 400 კონცერტის გამართვა, — ამბობს კრისტინა. — ამიტომ გადავწყვიტე, მუსიკის მასწავლებელი გავმხდარიყავი, რათა საკუთარი თავი მერჩინა და სრული დროით მექადაგა“. იმ დროს კრისტინას დებიუტი უნდა ჰქონოდა თავისი ქვეყნის ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზში. „ეს გამოსვლა ჩემთვის პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა“, — ყვება კრისტინა. ცოტა ხანში ის ცოლად გაჰყვა ქრისტიან უხუცესს. დღეს ისინი იეჰოვას მოწმეთა ერთ–ერთ ფილიალში მსახურობენ. კრისტინა კმაყოფილია, რომ იეჰოვამ სწორი გადაწყვეტილებების მიღების ძალა მისცა და დღეს შეუძლია მთელი დრო და ენერგია მსახურებას მოახმაროს.ძვირფასი მემკვიდრეობა
15. რის გადაცემა უნდოდა დავითს შვილებისთვის და როგორ გააკეთა მან ეს?
15 „მოდით, შვილებო, მომისმინეთ! — წერდა დავითი. — უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ“ (ფსალმუნები 33:12). დავითს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, შვილებისთვის გადაეცა ძვირფასი მემკვიდრეობა — ჭეშმარიტი, გაწონასწორებული და ჯანსაღი შიში იეჰოვასადმი. სიტყვით და საქმით დავითმა შვილებს დაანახვა, რომ იეჰოვა მოსიყვარულე, მზრუნველი და მიმტევებელი მამაა და არა მომთხოვნი და შიშის შთამნერგავი ღმერთი, რომელიც ჩასაფრებულია და ელოდება, როდის დაარღვევენ მისი მსახურები კანონს. „ვინ შეძლებს მიჰყვეს არასწორი ნაბიჯების კვალს?“ — იკითხა დავითმა. დავითს სჯეროდა, რომ იეჰოვა არ ეძებს თავის მსახურთა შეცდომებს, რაც მისი შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „დამანახე დაფარული!“ დავითი დარწმუნებული იყო, რომ თუ ძალ–ღონეს არ დაიშურებდა, მისი სიტყვები და აზრები იეჰოვასთვის მისაღები იქნებოდა (ფსალმუნები 19:12, 14, „ბაინგტონის თარგმანი“ [18:13, 15]).
16, 17. როგორ შეუძლიათ მშობლებს იეჰოვასადმი შიში ასწავლონ შვილებს?
16 დავითი დღეს მშობლებს მისაბაძ მაგალითს აძლევს. „მშობლებმა ისე აღგვზარდეს, რომ ღვთის მსახურებად ყოფნა ჩვენთვის სასიამოვნო ყოფილიყო, — ყვება რალფი, რომელიც დღეს იეჰოვას მოწმეთა ერთ–ერთ ფილიალში მსახურობს. — როცა პატარები ვიყავით, კრების საქმეებზე საუბრისას მშობლები ყოველთვის გვაძლევდნენ საშუალებას, ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა; ამიტომ ჭეშმარიტებისადმი ისეთივე გულმოდგინება განგვივითარდა, როგორიც მათ ჰქონდათ. ბავშვობიდანვე ჩაგვინერგეს, რომ შეგვეძლო იეჰოვას მსახურებაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა. ჩვენი ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ქვეყანაში, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო; იქ კრებების დაფუძნებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ.
17 სწორ ბილიკზე დარჩენაში მკაცრად დადგენილი წესების დაცვა კი არ დაგვეხმარა, არამედ ის, რომ ჩვენი მშობლებისთვის იეჰოვა რეალური და ძალიან, ძალიან კეთილი და კარგი ღმერთი იყო. ისინი ცდილობდნენ, უკეთესად გაეცნოთ იეჰოვა და ესიამოვნებინათ მისთვის; მათგან ღვთისადმი ნამდვილი შიში და სიყვარული ვისწავლეთ. მაშინაც კი, როდესაც რამეს ვაშავებდით, მშობლებს არასოდეს უთქვამთ, იეჰოვას აღარ უყვარხართო; დასასჯელად არც ზედმეტ შეზღუდვებს გვიდგენდნენ. უმეტეს შემთხვევაში ისინი გვსხამდნენ და მშვიდად გვესაუბრებოდნენ; დედა ზოგჯერ თვალცრემლიანი გველაპარაკებოდა და ცდილობდა, ჩვენს გულებს შეხებოდა. და ეს ეფექტური იყო. მშობლებმა სიტყვითა და საქმით გვასწავლეს, რომ შესანიშნავია, გვქონდეს იეჰოვას შიში, და მის მოწმედ ყოფნა ტვირთი კი არ არის, არამედ სასიხარულო და სასიამოვნოა“ (1 იოანე 5:3).
18. რას მოგვიტანს ჭეშმარიტი ღვთის შიში?
18 „დავითის უკანასკნელ სიტყვებში“ ვკითხულობთ: „მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს. და იქნება იგი, როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას“ (2 მეფეთა 23:1, 3, 4). დავითის ძემ და მისი ტახტის მემკვიდრემ, სოლომონმა, როგორც ჩანს, კარგად აითვისა მამისგან ნასწავლი, რადგან იგი იეჰოვას სთხოვდა, მისთვის „გონიერი გული“ და იმის უნარი მიეცა, რომ ‘სიკეთე და ბოროტება გაერჩია’ (3 მეფეთა 3:9). სოლომონს ესმოდა, რომ იეჰოვასადმი შიშის გამოვლენა ადამიანს გონიერს ხდის და ბედნიერება მოაქვს. მოგვიანებით წიგნი „ეკლესიასტე“ მან ასეთი სიტყვებით დაასრულა: „მოვისმინოთ დასკვნა ყველაფერი ამისა: გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან სულ ეს არის ადამიანი. რადგან ყველა საქმეს ღმერთი მიიტანს სამსჯავროზე, ყოველივე დაფარულს — კარგი იქნება თუ ცუდი“ (ეკლესიასტე 12:13, 14). თუ ყურად ვიღებთ ამ რჩევას, დავინახავთ, რომ „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს“ არა მარტო სიბრძნე და ბედნიერება მოაქვს, არამედ ‘სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეც’ (იგავები 22:4, აქ).
19. რის დახმარებით გავიგებთ, რა არის „უფლის შიში“?
19 ბიბლიური და თანამედროვე მაგალითებიდან დავინახეთ, რომ ღვთისადმი სათანადო შიში დადებით გავლენას ახდენს იეჰოვას ჭეშმარიტი მსახურების ცხოვრებაზე. ასეთი შიში დაგვიცავს, მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ჩვენს ზეციერ მამას არ მოსწონს; აგრეთვე მოგვცემს გაბედულებას, მტკიცედ დავუდგეთ მტრებს; ის განსაცდელებსა თუ სირთულეებთან გამკლავების ძალასაც მოგვცემს. ამიტომ მოდი, ახალგაზრდებმა თუ ხანდაზმულებმა, გულმოდგინედ ვისწავლოთ ღვთის სიტყვა, ვიფიქროთ ნასწავლზე და რეგულარული, გულწრფელი ლოცვებით დავუახლოვდეთ იეჰოვას. ამგვარი მოქმედებით არა მარტო „ღვთისშემეცნებას“ ვპოვებთ, არამედ შევიგნებთ, თუ რა არის „უფლის შიში“ (იგავები 2:1—5, სსგ).
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 სახელები შეცვლილია.
^ აბზ. 5 შესაძლოა, ამ შემთხვევამ აღძრა დავითი 56–ე და 141–ე ფსალმუნების დასაწერად.
შეგიძლიათ ახსნათ?
როგორ შეუძლია ღვთის შიშს
• დაეხმაროს სერიოზული ცოდვის ჩამდენს ცოდვილი გზიდან მობრუნებაში?
• დაგვეხმაროს, ვიყოთ ბედნიერნი განსაცდელებისა თუ დევნის დროს?
• გაგვაძლიეროს, რათა ღვთის ნება შევასრულოთ?
• დაგვეხმაროს, რომ შვილებს ძვირფასი მემკვიდრეობა გადავცეთ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 26 გვერდზე]
დავითს იეჰოვასი ეშინოდა და ამიტომ არ მოკლა მეფე საული.
[სურათები 29 გვერდზე]
ღვთისადმი შიში არის ძვირფასი მემკვიდრეობა, რის გადაცემაც მშობლებს შვილებისთვის შეუძლიათ.