გამომაცოცხლებელი ზრდა „მშვენიერ კუნძულზე“
გამომაცოცხლებელი ზრდა „მშვენიერ კუნძულზე“
ტაივანში ჩასულ ტურისტებზე უდავოდ მოახდენს შთაბეჭდილებას ამ კუნძულის მწვანე ტროპიკული საფარი. ბრინჯის მწვანე ყლორტები მოსავლის აღების დროისთვის ოქროსფერი ხდება. მთის კალთებს ხშირი, მდიდარი ტყე აკრავს. გადაჭედილი ქალაქებისგან განსხვავებით, ამწვანებული მინდვრები და მთის ფერდობები მართლაც რომ გამომაცოცხლებელია. პირველმა ევროპელმა სტუმარმა აღფრთოვანება ვერ დამალა და ამ კუნძულს „ილჰა ფორმოზა“ ანუ „მშვენიერი კუნძული“ უწოდა.
ტაივანი ლამაზი, პატარა კუნძულია, რომლის სიგრძე დაახლოებით 390 კილომეტრია, ხოლო სიგანე — 160 კილომეტრი. კუნძულის დიდი ნაწილი მაღალი მთებითაა დაფარული. იუიშანის მთა (მორისონის მთა) უფრო მაღალია, ვიდრე ფუძიამას მთა (იაპონია) ან კუკის მთა (ახალი ზელანდია). ცენტრალურ მთებს ზოლად გასდევს ვიწრო სანაპირო ვაკე, რომელიც ზღვისკენ ეშვება; ტაივანის მოსახლეობა, რომელიც ამჟამად 22 მილიონს აჭარბებს, ძირითადად აქ არის დასახლებული.
სულიერი ზრდა
მაგრამ ტაივანში მხოლოდ მცენარეები როდი იზრდება ასე უხვად. აქ სულიერი ზრდაც მიმდინარეობს, რაც უფრო და უფრო შესამჩნევია. ეს კი იმის შედეგად ხდება, რომ ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, გაცნობისთანავე ყველა — ახალგაზრდა თუ ხანდაზმული — გულმოდგინებას ავლენს. მართლაც შთამბეჭდავია იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება მათი რიცხვი, რომლებიც ძალ–ღონეს არ იშურებენ სხვების დასახმარებლად, რათა მათ იეჰოვა და მისი განზრახვები გააცნონ.
ასეთი ზრდის გამო საჭირო გახდა იეჰოვას მოწმეთა ფილიალის გაფართოება. ამ მიზნით 1990 წლის დეკემბერში მიწის ნაკვეთი შეისყიდეს. ქალაქ ტაიბეიში მანამდე არსებული ფილიალი პატარა იყო იმისათვის, რომ ტაივანში 1 777 სამეფოს მაუწყებლისთვის ხელმძღვანელობა გაეწია. რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო და სხვადასხვა ასაკის ადგილობრივი მოხალისეების გულმოდგინე შრომის შედეგად, 1994 წლის აგვისტოში ფილიალი სინიუში აგებულ ფსალმუნები 110:3, აქ).
ახალ შენობებში გადავიდა. იმ დროისთვის ტაივანში 2 515 ადამიანი ქადაგებდა სასიხარულო ცნობას ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან. ამჟამად, 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მაუწყებელთა რიცხვმა 5 500–ს გადააჭარბა; მათგან მეოთხედი სრული დროით მსახურობს. ამ საქმეში განსაკუთრებით მონაწილეობენ ახალგაზრდები, რომლებიც გამომაცოცხლებელი „ნამივით“ არიან (ახალგაზრდები სულიერად იზრდებიან
მრავალი ახალგაზრდა სასიხარულო ცნობას გულმოდგინედ ქადაგებს. მათგან ზოგი დაწყებითი სკოლის მოსწავლეა. მაგალითად, ჩრდილოეთ ტაივანის ერთ ქალაქში მოწმეებმა დაქორწინებული წყვილი კრებაზე დაპატიჟეს. ისინი თეოკრატიული სამსახურის სკოლას დაესწრნენ. ამ სკოლაში მოწმეები სწავლობენ, თუ როგორ დაეხმარონ სხვებს ბიბლიის გაგებაში. სტუმრები გაოცებულნი დარჩნენ, როცა სცენაზე პატარა ბიჭუნა, უეი ცზიუნი, დაინახეს, რომელიც ბიბლიას ბევრ უფროს ადამიანზე უკეთესად კითხულობდა. სხვა შეხვედრების დროს მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებიც კი გააზრებულად პასუხობდნენ კითხვებს. წყვილმა აღნიშნა, რომ სამეფო დარბაზში ბავშვები კარგად იქცეოდნენ.
ქვეყანაში, სადაც ძირითადი რელიგიები ბუდიზმი და დაოსიზმია, რატომ სწავლობენ ეს ბავშვები ბიბლიას? იმიტომ რომ, მათი ქრისტიანი მშობლები ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობენ და მთელი ყურადღება იეჰოვასთან ახლო ურთიერთობაზე აქვთ გადატანილი, რაც მათ ოჯახებს ბედნიერს ხდის. უეი ცზიუნის მშობლები ძალ–ღონეს არ იშურებენ, რომ ბიბლიის ოჯახური შესწავლა და სამქადაგებლო მსახურება შვილებისთვის სიხარულის მომტანი იყოს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მათი უფროსი შვილები უკვე მონათლული მოწმეები არიან. პატარა უეი ცზიუნმაც გამოთქვა სურვილი, რომ მაუწყებელი გამხდარიყო. დედამისმა უხუცესებს უთხრა, რომ ბავშვმა ამ თვეში იმაზე მეტი ჟურნალი გაავრცელა, ვიდრე მთელმა ოჯახმა ერთად. აშკარაა, რომ ბიჭუნას სიხარულს ანიჭებს ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ საუბარი, კრების შეხვედრებზე კომენტარების გაკეთება და ნასწავლის სხვებისთვის გაზიარება.
როცა ბავშვები იზრდებიან
როცა ასეთი ბავშვები იზრდებიან, რა გზას ირჩევენ ცხოვრებაში? უმრავლესობა განაგრძობს ქრისტიანულ გზაზე სიარულს და ნამდვილ სიყვარულს ავლენს იეჰოვასა და მსახურებისადმი. მაგალითად, ჰუე პინი სტუდენტია. ერთხელ მისმა მასწავლებელმა ლექციაზე ახსენა, რომ ერთ–ერთი რელიგიის წარმომადგენლები უარს ამბობდნენ სისხლის გადასხმაზე, მაგრამ მათი ვინაობა არ იცოდა. ლექციის დამთავრების შემდეგ ჰუე პინმა მასწავლებელს უთხრა, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ და ისიც აუხსნა, თუ რატომ იქცეოდნენ ასე.
მეორე მასწავლებელმა კი სტუდენტებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე ვიდეოფილმი უჩვენა. ფილმში მოხსენიებული იყო 1 კორინთელების 6:9, მაგრამ მასწავლებელმა განაცხადა, რომ ბიბლია არ განსჯიდა ჰომოსექსუალიზმს. ჰუე პინს ამჯერადაც მიეცა შესაძლებლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით მასწავლებლისთვის ღვთის თვალსაზრისი აეხსნა.
როდესაც ჰუე პინის თანაკლასელი, შუშა, თემას ამზადებდა ოჯახური ძალადობის შესახებ, ჰუე პინმა მას 2001 წლის 8 ნოემბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ მისცა, სათაურით „დახმარება ქალებს, რომელთაც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ“, და უთხრა, რომ ეს სტატიები ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. შუშამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და დროთა განმავლობაში მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. ახლა ის და ჰუე პინი სასიხარულო ცნობას სხვებსაც უზიარებენ.
ბევრმა ქრისტიანმა მოზარდმა იცის, რომ იოლი არ არის სკოლაში სხვებს უთხრა, რომ იეჰოვას მოწმე ხარ და ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობ. ეს განსაკუთრებით პატარა ქალაქებშია რთული. თავისი რწმენისა და ქადაგების გამო, ჩჟი ჰაო დიდ წინააღმდეგობებს აწყდებოდა თანატოლების მხრიდან. ის ამბობს: „სულ იმის დაბადების პირველი თავიდან დამეწყო და შემდეგ მემსჯელა კითხვებზე: ვინ შექმნა დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა? როგორ გაჩნდა ადამიანი? როგორც კი ბიბლიის კითხვა დავიწყე, ზოგს სიცილი აუტყდა; ისინი ამბობდნენ, რომ ცრუმორწმუნე ვიყავი. ამის მიუხედავად, თემა ბოლომდე წავიკითხე. შემდეგ შესაძლებლობა მომეცა, რამდენიმე თანაკლასელთან პირადად მესაუბრა ჩვენი საქმიანობისა და რწმენის შესახებ. ახლა, როცა ქადაგების დროს მხვდებიან, აღარ დამცინიან!“
შიში მქონდა, რომ მსახურებისას ქუჩაში თანაკლასელებს გადავეყრებოდი. ხანდახან ისინი ჯგუფურად მხვდებოდნენ და ყველანი დამცინოდნენ!“ ერთხელ მასწავლებელმა ჩჟი ჰაოს დაავალა, თავისი რელიგიის შესახებ თემა დაეწერა და კლასის წინაშე წარედგინა. „გადავწყვიტე, თემის განხილვაჩჟი ჰაო განაგრძობს: „ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები არიან. ჩვენ დილაობით ერთად განვიხილავთ ყოველდღიურ ბიბლიურ მუხლს. აგრეთვე ვსწავლობთ ბიბლიას და რეგულარულად ვესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს. ეს მეხმარება, მედგრად დავუხვდე ყველას, ვინც ჩემს დაცინვას შეეცდება იმ დროს, როცა სხვებს ბიბლიური ჭეშმარიტებით ვანუგეშებ“.
ტინ მეი, რომელიც ტექნიკუმში სწავლობს, ერთხელ ჯგუფელებმა პიკნიკზე დაპატიჟეს, სადაც ბიჭებიც იქნებოდნენ. მან ასეთი საზოგადოება სახიფათოდ მიიჩნია და პიკნიკზე არ წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის კლასელებს ესაუბრებოდა წიგნზე „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ *, ისინი მაინც ეპატიჟებოდნენ. გოგონები დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მოდას ჩამორჩენილი იყო. მალე, როცა ტინ მეის ერთი ჯგუფელი დაფეხმძიმდა და აბორტი გაიკეთა, ყველამ დაინახა, რომ ბიბლიური პრინციპების მიყოლა გონივრული იყო. ტინ მეი ამბობს: „იეჰოვას მითითებების გათვალისწინება სუფთა სინდისის შენარჩუნებაში მეხმარება. შედეგად შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას ვგრძნობ“.
სირთულეებთან გამკლავება
ტინ მეის ახლო მეგობარი, ჟუ ვენი, მოზარდობის წლებში ფიქრობდა, რომ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა მოსაწყენი იყო. მაგრამ, როდესაც კრების წევრებს შორის არსებული ნამდვილი სიყვარული კლასელების ურთიერთობებს შეადარა, ჟუ ვენი მიხვდა, რომ ცხოვრებაში ცვლილებები უნდა მოეხდინა. მან თანაკლასელებთან დაიწყო ქადაგება და მალე უფრო ნათლად დაინახა, რა უნდა გაეკეთებინა. ჟუ ვენმა
დამხმარე პიონერად დაიწყო მსახურება და თვეში 50 საათზე მეტს ქადაგებდა. შემდეგ სრული დროით მქადაგებელი გახდა და მსახურებას თვეში 70 საათზე მეტს უთმობდა. ჟუ ვენი ამბობს: „უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი. მას არასდროს მივუტოვებივარ. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ბევრჯერ ვატკინე გული, მას მაინც ვუყვარვარ. დედაჩემი და კრების წევრებიც სიყვარულით მეპყრობოდნენ. დღეს მე ხუთ ადამიანს ვეხმარები ბიბლიის შესწავლაში და ვგრძნობ, რომ ეს არის საქმიანობა, რომელსაც უდიდესი კმაყოფილება მოაქვს“.ერთ სოფელში იეჰოვას ორ მოწმე ბიჭს სკოლაში დაავალეს, ხალხური ცეკვების კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. როდესაც მოწმეებმა გაიგეს, თუ რა ხასიათის იქნებოდა კონკურსი, მიხვდნენ, რომ მონაწილეობას თუ მიიღებდნენ, სინდისი შეაწუხებდათ. მათ მასწავლებლებს აუხსნეს თავიანთი პოზიცია და სთხოვეს, გაეთავისუფლებინათ ამ დავალებიდან, რაზეც უარი მიიღეს. მასწავლებლებმა უთხრეს მათ, რომ კონკურსში მონაწილეობა სავალდებულო იყო. მოწმეებს არ სურდათ კომპრომისზე წასვლა, ამიტომ განათლების სამინისტროს წერილი გაუგზავნეს ელექტრონული ფოსტით და პრობლემის არსი აუხსნეს. მართალია მათ საპასუხო წერილი პირადად არ მოსვლიათ, მაგრამ მალე სკოლამ მიიღო მითითება, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა არავისთვის დაეძალებინათ. ახალგაზრდა მოწმეები მართლაც ბედნიერები იყვნენ, რომ ბიბლიურმა განათლებამ არა მარტო განსწავლა მათი სინდისი, არამედ იმის ძალაც მისცა, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ სწორ პოზიციაზე!
ბიბლიური იმედის სხვებისთვის გაზიარებას მათთვისაც მოაქვს სიხარული, ვისაც შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. მინ იუ დაბადებიდანვე პარალიზებულია. ის ხელებს საერთოდ ვერ ამოძრავებს, ამიტომ ბიბლიას ენით შლის და პოულობს მუხლს, რომლის წაკითხვაც სურს. როცა ის თეოკრატიული სამსახურის სკოლაში გამოდის დავალებით, ხის საკაცეზე წევს, მისი დამხმარე კი პატარა სკამზე ზის და მიკროფონს უჭერს. მართლაც გულისამაჩუყებელია იმის დანახვა, თუ რა დიდ ძალისხმევას ახმარს მინ იუ დავალებების მომზადებას!
როდესაც მინ იუს უნდოდა მაუწყებელი გამხდარიყო, კრებიდან რამდენიმე დამ მას ტელეფონით ქადაგება ასწავლა. ის ტელეფონის ნომრებს ენით კრეფდა, დები კი მისი საუბრების ჩანაწერებს აკეთებდნენ. მინ იუს იმდენად დიდ სიხარულს ანიჭებს ქადაგება, რომ მონათვლის შემდეგ დამხმარე პიონერად დაიწყო მსახურება. ღვთის სამეფოს შესახებ ის თვეში 50–60 საათს ქადაგებს ტელეფონით. მან შეძლო ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც კითხულობენ ბიბლიურ ლიტერატურას; მინ იუ რეგულარულად ურეკავს მათ და ბიბლიურ თემებზე ესაუბრება. დღეს ის ბიბლიის სამ შესწავლას ატარებს ტელეფონით.
დიახ, გამომაცოცხლებელი ნამის მსგავსად, ტაივანში არსებულ იეჰოვას მოწმეთა 78 კრებაში ახალგაზრდები გულმოდგინედ და ხალისით ქადაგებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცნობას ამ მრავალმილიონიან კუნძულზე. ტაივანი მხოლოდ ერთ–ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სრულდება შემდეგი ბიბლიური წინასწარმეტყველება: „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა შენი ჯარის გალაშქრების დღეს. განთიადის საშვილოსნოდან გამოსული ნამივით გყავს სიწმინდით მოსილი ახალგაზრდების ჯგუფი“ (ფსალმუნები 110:3, აქ). ასეთი ახალგაზრდები მართლაც რომ გამხნევების წყაროა უფროსი ასაკის თანაქრისტიანებისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი გულს უხარებენ თავიანთ ზეციერ მამას, იეჰოვა ღმერთს! (იგავები 27:11).
[სქოლიოები]
^ აბზ. 16 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათი 10 გვერდზე]
საჭიროა უფრო მეტი სამეფო დარბაზი
ტაივანში სამეფოს მაუწყებლების ზრდასთან ერთად უფრო და უფრო მეტი სამეფო დარბაზია საჭირო, რაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რატომ? რამდენიმე სოფლის გარდა, სამეფო დარბაზების ასაშენებლად საჭირო მიწის ნაკვეთის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გარდა ამისა, მიწა ძალიან ძვირი ღირს და მშენებლობასთან დაკავშირებული ადგილობრივი კანონები მკაცრია. დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ერთადერთი საშუალებაა შენობის ნაწილის შეძენა და მისი სამეფო დარბაზად გადაკეთება. მაგრამ, როგორც წესი, შენობების უმეტესობა დაბალჭერიანია, ტექმომსახურება ძვირია, შესვლაზე დაწესებულია კონტროლი ან სხვა ფაქტორების გამო შეუძლებელია ამ ადგილების სამეფო დარბაზებად გამოყენება.
და მაინც, ამ ბოლო წლებში ტაივანში იეჰოვას მოწმეებს უკვე აქვთ რამდენიმე ახალი სამეფო დარბაზი. მიუხედავად ამისა, მოწმეები კვლავაც ეძებენ სამეფო დარბაზებისთვის ადგილებს და მზად არიან ხარჯების დასაფარავად; ამასთანავე, ისინი მშენებლობისთვის საჭირო ხელობებსაც ეუფლებიან.