„როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“
„როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“
„კათოლიკური რწმენის თანახმად, სიცოცხლის ბოლოს ადამიანს ოთხი რამ ელოდება: სიკვდილი, სამსჯავრო, ჯოჯოხეთი, ზეცა“ (ჯორჯ ბრანტლის „კათოლიციზმი“).
ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ ჩამონათვალში დედამიწა არ არის მოხსენიებული. და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან კათოლიკური ეკლესია, სხვა მრავალი რელიგიის მსგავსად, ასწავლის, რომ ერთ დღეს დედამიწა განადგურდება. კათოლიკური ეკლესიის ლექსიკონში „ქვეყნიერების აღსასრულის“ შესახებ ნათქვამია: „კათოლიკური ეკლესიის მრწამსისა და სწავლების თანახმად, მსოფლიო, რომელიც ღმერთმა შექმნა და დღემდე არსებობს, მარადიული არ არის“ (Dictionnaire de Théologie Catholique). არც ისე დიდი ხნის წინათ გამოცემული კათოლიკური კატეხიზმოც მხარს უჭერს ამ აზრს: „ჩვენი მსოფლიო . . . გასანადგურებლად არის განწირული“. მაგრამ იბადება კითხვა: თუ ჩვენი პლანეტა განადგურდება, რატომღა გვპირდება ბიბლია, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება?
ბიბლიაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ სამოთხე დედამიწაზე იქნება. მაგალითად, წინასწარმეტყველი ესაია დედამიწასა და მასზე მცხოვრები ადამიანების შესახებ ამბობს: „ააშენებენ სახლებს ესაია 65:21, 22). ებრაელები, რომელთაც ღმერთმა ეს დაპირება მისცა, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აღთქმული მიწა — საბოლოო ჯამში კი, მთელი დედამიწა — ერთ დღესაც სამოთხედ გადაიქცეოდა და ადამიანები მარადიულ კურთხევებს მიიღებდნენ.
და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, და არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ხის დღეებივით იქნება ჩემი ერის დღეები და თავიანთი ხელის ნაკეთებს გაცვეთენ ჩემი რჩეულნი“ (ამ იმედის შესახებ ლაპარაკია 36–ე ფსალმუნშიც: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (ფსალმუნები 36:11). ამ მუხლში მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, რომ ისრაელი ერი დროებით დაიმკვიდრებდა აღთქმულ ქვეყანას. იმავე ფსალმუნში ნათქვამია: «მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას [„დედამიწას“, აქ] და იარსებებენ მასზე უკუნისამდე» (ფსალმუნები 36:29) *. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ ფსალმუნის თანახმად, დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით „თვინიერნი“ დაჯილდოვდებიან. ფრანგულ ბიბლიაში ამ მუხლთან დაკავშირებულ კომენტარში ნათქვამია, რომ სიტყვა „თვინიერს“ „უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს თარგმანებიდან ჩანს; ის ეხება გულით თავმდაბალ, ღვთის მორჩილ ადამიანებს, რომლებიც დაჩაგრულნი, შევიწროებულნი ან დევნილნი არიან იაჰვეს (იეჰოვას) სახელის გამო“.
დედამიწაზე თუ ზეცაში?
მთაზე ქადაგებისას იესომ ზემოთ მოხსენიებული დაპირებების მსგავსი სიტყვები წარმოთქვა: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ (მათე 5:5, კს). ღვთის ერთგული მსახურები ამჯერად უკვე მარადიულად დაიმკვიდრებენ დედამიწას. მაგრამ იესომ ისიც გარკვევით უთხრა თავის მოციქულებს, რომ ადგილს მოუმზადებდა მათ ‘მამამისის სახლში’ და ისინი მასთან ერთად იქნებოდნენ ზეცაში (იოანე 14:1, 2; ლუკა 12:32; 1 პეტრე 1:3, 4). მაშ, რას ნიშნავს დედამიწაზე კურთხევების შესახებ დანაპირები? მნიშვნელოვანია ეს დღეს ჩვენთვის და ვისზე შესრულდება იგი?
ბიბლიის სხვადასხვა მკვლევარის აზრით, „დედამიწა“, რომელიც იესომ მთაზე ქადაგებისას მოიხსენია და რომლის შესახებ 36–ე ფსალმუნშიც არის საუბარი, ფიზიკურ დედამიწაზე არ მიუთითებს. თავის ნაშრომში ფ. ვიგურუ ამბობს, რომ ამ მუხლებში მოხსენიებული დედამიწა „ზეცისა და ეკლესიის სიმბოლოა“ (Bible de Glaire). ფრანგი ბიბლეისტის მ. ლაგრანჟის სიტყვების თანახმად, ეს დანაპირები „არ ეხება იმას, რომ თვინიერები დაიმკვიდრებენ იმ დედამიწას, რომელზეც ცხოვრობენ; ის არც ახლანდელ სისტემას ეხება და არც მომავალში გასრულყოფილებულ დედამიწას; მასში იგულისხმება ზეციერი სამეფო, სადაც არ უნდა იყოს ის“. სხვა ბიბლეისტის აზრით კი, „ამ მუხლებში მიწიერი ენით არის აღწერილი ზეცა“. გარდა ამისა, ბიბლიის სხვა მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ „აღთქმულ მიწას, ქანაანს, სიმბოლური გაგება აქვს და მიუთითებს ზეციერზე — ღვთის სამეფოზე, რომელსაც დაიმკვიდრებენ თვინიერნი. მათი აზრით, 36–ე ფსალმუნში და ყველგან, სადაც მოხსენიებულია აღთქმული მიწა, ღვთის სამეფო იგულისხმება“. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ღვთის განზრახვაში არ შედიოდა ფიზიკური დედამიწა?
ღვთის მარადიული განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით
ღვთის განზრახვაში, რომელიც ადამიანებს ეხებოდა, ფიზიკურ დედამიწას თავიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“ (ფსალმუნები 115:16, აქ [113:24]). აქედან გამომდინარე, ღვთის თავდაპირველ განზრახვაში შედიოდა ის, რომ ადამიანებს დედამიწაზე ეცხოვრათ და არა ზეცაში. იეჰოვამ პირველ წყვილს დაავალა, გაეფართოებინათ ედემის ბაღის საზღვრები და მთელი დედამიწა სამოთხედ ექციათ (დაბადება 1:28). ეს განზრახვა დროებითი არ იყო. დედამიწა რომ მარადიულად იარსებებს, იეჰოვა თავისი სიტყვით, ბიბლიით, გვარწმუნებს: «თაობა მიდის და თაობა მოდის, ქვეყანა [„დედამიწა“, აქ] კი საუკუნოდ დგას» (ეკლესიასტე 1:4; 1 ნეშტთა 16:30; ესაია 45:18).
ღვთის დანაპირები ყოველთვის შესრულდება, რადგან იეჰოვა უზენაესია და არ გადავა თავის სიტყვას. ბიბლიაში ჩაწერილია მაგალითი წყლის წრებრუნვის შესახებ, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ღვთის დანაპირები აუცილებლად შესრულდება: „როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ზეციდან და იქ აღარ ბრუნდება, თუ არ დაარწყულა დედამიწა, თუ არ გაანაყოფიერა და არ ააყვავა იგი . . . ასეთი იქნება ჩემი სიტყვა [ღვთის სიტყვა], რომელიც გამოდის ჩემი პირიდან; არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე“ (ესაია 55:10, 11). ღმერთი მრავალ რამეს ჰპირდება ადამიანებს. ვინაიდან ზოგი დანაპირების შესრულებას დრო სჭირდება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი არასდროს შესრულდება. ღვთის პირით ნათქვამი ყოველი სიტყვა ისე არ ‘დაუბრუნდება’ მას, თუ ზუსტად არ შესრულდა.
უდავოა, რომ იეჰოვამ დედამიწა ადამიანებისთვის შექმნა. მეექვსე შემოქმედებითი დღის დასასრულს, მან აღნიშნა, რომ ყველაფერი „ძალზე კარგი იყო“ (დაბადება 1:31). ღვთის განზრახვა დედამიწის სამოთხედ გადაქცევასთან დაკავშირებით ჯერ არ შესრულებულა. მიუხედავად ამისა, ღვთის დანაპირები ‘არ დაუბრუნდება მას ცარიელი’. ღვთის აღთქმა, რომ დედამიწაზე ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ მშვიდად და უსაფრთხოდ, აუცილებლად შესრულდება (ფსალმუნები 134:6; ესაია 46:10).
ღვთის განზრახვა აუცილებლად შესრულდება
პირველი წყვილის, ადამისა და ევას, შეცოდების გამო ღვთის თავდაპირველი განზრახვა დედამიწის სამოთხედ გადაქცევასთან დაკავშირებით დროებით შეფერხდა. დაუმორჩილებლობის გამო ღმერთმა ისინი ედემის ბაღიდან გააძევა. ამგვარად მათ დაკარგეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიეღოთ ღვთის განზრახვის შესრულებაში, რომლის თანახმადაც სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე სრულყოფილ ადამიანებს უნდა ეცხოვრათ. მიუხედავად ამისა, ღვთის განზრახვა მაინც შესრულდება. როგორ? (დაბადება 3:17—19, 23).
ედემის ბაღში შექმნილი სიტუაცია ჰგავს იმ მამაკაცის მდგომარეობას, რომელმაც სახლის აშენება გადაწყვიტა და ამისთვის შესანიშნავი მიწის ნაკვეთი შეარჩია. მან ჩაყარა სახლის საძირკველი, მაგრამ ვიღაც მოვიდა და დაანგრია. მიუხედავად ამისა, მამაკაცი უარს არ ამბობს თავის განზრახვაზე და ყველაფერს აკეთებს სახლის ასაშენებლად. მართალია, დამატებითი სამუშაო ზედმეტ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ დაწყებულ საქმეს ის მაინც მიიყვანს ბოლომდე.
მსგავსად ამისა, ღმერთმა იზრუნა, რომ მისი განზრახვა შესრულებულიყო. ადამისა და ევას შეცოდებიდან მალევე, ღმერთმა მათ შთამომავლობას აღუთქვა, რომ მოუვლენდა შთამომავალს, რომელიც აღმოფხვრიდა დაუმორჩილებლობის საზიანო შედეგებს. როგორც შემდეგ გამოჩნდა, ამ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული შთამომავალი იყო ღვთის ძე, იესო, რომელიც დედამიწაზე მოვიდა და კაცობრიობის გამოსასყიდად სიცოცხლე გაიღო (გალატელები 3:16; მათე 20:28). აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ იესო ღვთის სამეფოს მეფე გახდა. უპირველესად, იესო არის ის თვინიერი, ვინც დაიმკვიდრებს დედამიწას თანამმართველებთან ერთად იმ გაგებით, რომ იქნება ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე. ის იმეფებს რჩეულ ერთგულებთან ერთად, რომლებიც ზეცაში საცხოვრებლად აღდგებიან (ფსალმუნები 2:6—9). დროთა განმავლობაში, ეს მთავრობა იმმართველებს დედამიწაზე, რათა შესრულდეს ღვთის თავდაპირველი განზრახვა და დედამიწა სამოთხედ გადაიქცეს. მილიონობით თვინიერი ადამიანი კი იმ გაგებით „დაიმკვიდრებს დედამიწას“, რომ კურთხევებს მიიღებენ სამეფოს მეშვეობით, რომელსაც იესო ქრისტე უხელმძღვანელებს თანამმართველებთან ერთად (დაბადება 3:15; დანიელი 2:44; საქმეები 2:32, 33; გამოცხადება 20:5, 6).
„როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“
მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა, რომ ხსნა ზოგისთვის ზეცაში ცხოვრებას ნიშნავს, ზოგისთვის კი — დედამიწაზე ცხოვრებას. მან იხილა ზეციერი გამოცხადება 5:9, 10). ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ მუხლებში საუბარია, როგორც დედამიწაზე, ისე ზეცაზე — ღვთის განზრახვის თანახმად, აღდგენილ დედამიწას განაგებს ზეციერი სამეფო, რომელიც იესოსა და მისი თანამმართველებისგან შედგება. ყოველივე ამის შედეგად დედამიწაზე სამოთხე საბოლოოდ აღდგება, რითაც შესრულდება ღვთის თავდაპირველი განზრახვა.
ტახტის ირგვლივ მსხდომი მეფეები, რომლებიც ქრისტეს ერთგულ მოწაფეთაგან არიან ამორჩეულნი. მათ შესახებ, რომლებიც ქრისტესთან არიან, ბიბლია ამბობს, რომ ისინი „მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, ელოცათ, რომ ღვთის ნება შესრულებულიყო „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). ექნებოდა ამ სიტყვებს აზრი, თუ დედამიწა განადგურდებოდა ან ის მხოლოდ ზეცის სიმბოლო იქნებოდა? მსგავსადვე, ლოგიკური იქნებოდა იესოს სიტყვები, თუ ყველა მართალი ზეცაში წავიდოდა? ბიბლიაში, დაბადებიდან გამოცხადებამდე, ნათლად ჩანს, თუ რა არის ღვთის ნება დედამიწასთან დაკავშირებით. ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. ღვთის ნებაა, რომ ეს დანაპირები შესრულდეს, რის შესახებაც დედამიწაზე მცხოვრები ერთგული ადამიანებიც ლოცულობენ.
ღმერთმა, რომელიც ‘არ იცვლება’, დასაწყისშივე განიზრახა, რომ ადამიანებს მარადიულად ეცხოვრათ დედამიწაზე (მალაქია 3:6; იოანე 17:3; იაკობი 1:17). საუკუნეზე მეტია, რაც ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ღვთის განზრახვა ზეცაშიც შესრულდება და დედამიწაზეც. ეს ჟურნალი გვეხმარება, გავიგოთ, ბიბლიის თანახმად, როგორ სრულდება ღვთის დანაპირები დედამიწაზე სამოთხის აღდგენასთან დაკავშირებით. ამ საკითხის უფრო ღრმად გამოსაკვლევად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეებს ან მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 5 რადგან ბიბლიის ბევრ თარგმანში ებრაული სიტყვა ერეც ითარგმნა როგორც „ქვეყანა“ და არა „დედამიწა“, ვერ დავასკვნით, რომ ფსალმუნების 36:11, 29–ში მოხსენიებული სიტყვა ერეც მხოლოდ ისრაელებისთვის მიცემულ ქვეყანას გულისხმობს. უილიამ უილსონის „ძველი აღთქმის სიტყვების გამოკვლევაში“ სიტყვა ერეც განიმარტება როგორც „დედამიწა ფართო გაგებით, მისი დასახლებული და დაუსახლებელი ნაწილი; ვიწრო გაგებით, ის ნიშნავს დედამიწის გარკვეულ ნაწილს, მიწას ან ქვეყანას“. ამ ებრაული სიტყვის პირველი და ძირითადი მნიშვნელობა არის „დედამიწა“, ჩვენი პლანეტა (იხილეთ 1986 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 31 [ინგლ.]).
[სურათი 4 გვერდზე]
ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი, რომ დედამიწაზე სამოთხე აღდგება.
[სურათი 7 გვერდზე]
ექნება აზრი იესოს მიერ მოცემულ ლოცვის ნიმუშს, თუ დედამიწა განადგურდება?