ხანდაზმულები, მაგრამ არა სახლში გამოკეტილები
ხანდაზმულები, მაგრამ არა სახლში გამოკეტილები
ასაკს თავისი მიაქვს, რის გამოც მრავალი ხანდაზმული უძლურდება და სხვებისგან ირიყება. თუმცა ეს ასე არ მოხდა ფერნანდ რივაროლის შემთხვევაში, რომელიც 95 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟენევაში (შვეიცარია). ის მარტო ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც მეუღლე დაეღუპა; მისი ქალიშვილი და სიძე კი სხვაგან ცხოვრობდნენ. ფერნანდი, ძირითადად, სახლში იყო გამოკეტილი, მაგრამ მარტოობას არ გრძნობდა. ის ხშირად იჯდა სასტუმრო ოთახში და ადამიანებს სულიერ საკითხებზე ესაუბრებოდა ტელეფონით.
მთელი მისი საინტერესო ცხოვრების განმავლობაში იყო დრო, როცა ფერნანდი პირდაპირი გაგებით გამოკეტილი იყო. რატომ? 1939 წელს ფერნანდი და მისი მეუღლე იეჰოვას მოწმეები გახდნენ. ამ დროს ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ფერნანდი მტკიცედ იდგა ბიბლიაზე დაფუძნებულ თავის პოზიციაზე, რომ სხვებისთვის ზიანი არ მიეყენებინა. შედეგად, მან დაკარგა სამსახური და ხუთ წელიწად–ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა ციხეში მოიხადა სასჯელი. ამ ხნის მანძილზე მას ცოლ–შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდნენ.
წარსულის გახსენებისას ფერნანდმა თქვა: „ბევრი ფიქრობდა, რომ სამსახურზე უარი ვთქვი და ცოლ–შვილი საარსებო წყაროს გარეშე დავტოვე. ხალხმა ამითვალწუნა; ისინი ისე მექცეოდნენ, როგორც ბოროტმოქმედს. მიუხედავად ამისა, როცა იმ რთულ პერიოდზე ვფიქრობ, ყველაზე მეტად ის მახსენდება, თუ როგორ გვიჭერდა მხარს იეჰოვა და გვეხმარებოდა. მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, მაგრამ იეჰოვას ისევე მტკიცედ ვენდობი, როგორც მაშინ“.
ეს აღძრავდა ფერნანდს, ბიბლიური იმედი ტელეფონის მეშვეობით სხვებისთვისაც გაეზიარებინა. თუ ვინმე დაინტერესდებოდა, ის ბიბლიურ ლიტერატურას ფოსტით უგზავნიდა; მოგვიანებით კი კვლავ ურეკავდა ამ ადამიანს, რათა მისი აზრი გაეგო. ზოგჯერ ისინი სამადლობელ წერილებს უგზავნიდნენ ფერნანდს, რაც მას დიდ სიხარულს ანიჭებდა.
ფერნანდის მსგავსად, შეიძლება თქვენც დაგიკავშირდეთ ვინმე. კარგი იქნება, თუ გაიგებთ, რა სწამს მას. იეჰოვას მოწმეები ყოველთვის სიხარულით გაგიზიარებენ თავიანთ მრწამსს.