არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘მხოლოდ ცხრა წლის ბიჭის გამო მოგისმინეთ’

‘მხოლოდ ცხრა წლის ბიჭის გამო მოგისმინეთ’

‘მხოლოდ ცხრა წლის ბიჭის გამო მოგისმინეთ’

ვიესვავა, რომელიც პოლონეთის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს, ყოველთვის ზრდილობიანი უარით ისტუმრებდა იეჰოვას მოწმეებს. ერთ დღეს კარდაკარ მსახურებისას ცხრა წლის სამუელი დედასთან ერთად მივიდა მასთან. ამჯერად ვიესვავამ გადაწყვიტა, მოესმინა მათთვის; მან ჟურნალიც აიღო, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მალე დედამიწაზე სამოთხე იქნება.

ვინაიდან იესო ქრისტეს გახსენების საღამო ახლოვდებოდა, სამუელს სურდა, ვიესვავა ამ განსაკუთრებულ შეხვედრაზე დაეპატიჟა. ამიტომ დედასთან ერთად მან კვლავ მოინახულა ის და მოსაწვევი მიუტანა. როდესაც ვიესვავამ დაინახა, რომ ბიჭს კოხტად ეცვა, ბოდიში მოიხადა, ერთი წუთით გავიდა ოთახიდან და შესაფერისად ჩაცმული დაბრუნდა. მან მოუსმინა სამუელს, მოსაწვევი გამოართვა და ჰკითხა: „მარტო მოვიდე თუ ქმართან ერთად?“ შემდეგ დასძინა: „თუ ჩემი ქმარი არ წამოვა, მე მაინც მოვალ. სამუელ, ამას შენ გამო გავაკეთებ“. სამუელის გასახარად, მან პირობა შეასრულა.

გახსენების საღამოზე სამუელი ვიესვავას გვერდით იჯდა და ბიბლიური მუხლების მოძებნაში ეხმარებოდა. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქალზე. მას მოეწონა გახსენების საღამო და აღნიშნა, რომ მოხსენებაში ღრმა აზრები მარტივად იყო გადმოცემული. მას აგრეთვე ესიამოვნა, რომ კრებამ თბილად და მეგობრულად მიიღო. მას შემდეგ ვიესვავა უფრო და უფრო მეტ ინტერესს ავლენს სულიერი საკითხებისადმი და რეგულარულად ხვდება იეჰოვას მოწმეებს. არც ისე დიდი ხნის წინ მან თქვა: „ვწუხვარ, რომ ადრე არ გისმენდით, როცა სახლში მაკითხავდით. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ცხრა წლის ბიჭის, სამუელის გამო მოგისმინეთ“.

პოლონელი სამუელის მსგავსად, ბევრი ახალგაზრდა მოწმე განადიდებს იეჰოვა ღმერთს სიტყვითა თუ კარგი საქციელით. თუ ახალგაზრდა ხარ, შენც შეგიძლია დაეხმარო გულწრფელ ადამიანებს, დაინტერესდნენ ჯანსაღი სულიერი ფასეულობებით.