არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს „ბოლო დღეები“?

რას ნიშნავს „ბოლო დღეები“?

რას ნიშნავს „ბოლო დღეები“?

გაინტერესებთ, როგორი მომავალი გექნებათ თქვენ და თქვენს ახლობლებს? ბევრი დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს ახალ ამბებს, რათა გაიგონ, როგორ იმოქმედებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები მათ ცხოვრებაზე. მაგრამ ზუსტ ინფორმაციას მხოლოდ ღვთის სიტყვა იძლევა, რადგან ბიბლიაში საუკუნეებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები ის მოვლენები, რომლებიც დღეს ხდება. ამასთან ის შეიცავს წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მომავალში მოხდება.

მაგალითად, დედამიწაზე ყოფნისას, იესო ქრისტე ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა (ლუკა 4:43). ბუნებრივია, მის მსმენელებს სურდათ, გაეგოთ, როდის დამყარდებოდა ეს დიდებული სამეფო. მართლაც, სამი დღით ადრე, სანამ იესოს უსამართლოდ მოკლავდნენ, მოწაფეებმა მას ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). იესომ უპასუხა, რომ მხოლოდ იეჰოვამ იცოდა ზუსტი დრო, როცა სამეფო სრულად დაიწყებდა მმართველობას დედამიწაზე (მათე 24:36; მარკოზი 13:32). თუმცა იესომ და სხვებმა იწინასწარმეტყველეს გარკვეული მოვლენები, რომლებიც განვითარდებოდა დედამიწაზე იმის ნიშნად, რომ ქრისტე მოსული იყო სამეფო ძალაუფლებით.

სანამ იმის დამამტკიცებელ აშკარა ფაქტებს გამოვიკვლევთ, რომ ამ სისტემის „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ, მოკლედ განვიხილოთ ზეცაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები. 1914 წელს იესო ქრისტე ზეცაში გამეფდა * (დანიელი 7:13, 14). გამეფებისთანავე იესომ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო. ბიბლია ამბობს: „ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონი და მისი ანგელოზები“ (გამოცხადება 12:7). „მთავარანგელოზი მიქაელი“ არის გამეფებული იესო ქრისტე * (იუდა 9; 1 თესალონიკელები 4:16). დრაკონი არის სატანა ეშმაკი. რა დაემართათ სატანასა და მის დემონებს? მათ წააგეს ომი და ზეციდან დედამიწაზე „იქნენ გადმოყრილნი“ (გამოცხადება 12:9). შედეგად, გაიხარეს ‘ზეცამ და მისმა მკვიდრებმა’ ანუ ღვთის ერთგულმა სულიერმა ძეებმა. მაგრამ ადამიანები არ განიცდიან მსგავს სიხარულს. „ვაი მიწას. . . ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“, — ნათქვამია ბიბლიაში (გამოცხადება 12:12).

განრისხებულმა სატანამ დედამიწის მკვიდრთ თავს დაატეხა „ვაი“ — ტანჯვა და უბედურება. მაგრამ ეს „ვაი“ დიდხანს არ გაგრძელდება. ბიბლია ამ პერიოდს „ბოლო დღეებს“ უწოდებს. უნდა გვიხაროდეს, რომ დედამიწაზე სატანის მმართველობას მალე მოეღება ბოლო. მაგრამ საიდან ვიცით, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ?

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იხილეთ 2006 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 6, 7.

^ აბზ. 4 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ გვერდები 218, 219. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათის საავტორო უფლებები 2 გვერდზე]

COVER: Foreground: © Chris Stowers/​Panos Pictures; background: FAROOQ NAEEM/​AFP/​Getty Images