არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„როგორ მიყვარს შენი კანონი!“

„როგორ მიყვარს შენი კანონი!“

„როგორ მიყვარს შენი კანონი!“

ფსალმუნმომღერალმა, რომელმაც 119-ე ფსალმუნი დაწერა, ღვთისგან შთაგონებული სიტყვისადმი საკუთარი გრძნობები შემდეგნაირად გადმოსცა: „გულში განძივით ვინახავ შენს სიტყვებს“; „შევიყვარებ შენს წესებს“; „სული დამექანცა, რადგან ყოველთვის შენი სამართალი მწადია“; „მიყვარს შენი შეხსენებები“; „ვნატრობ შენს ბრძანებებს“; „შევიყვარებ შენს მცნებებს, მიყვარს ისინი“; „შენს წესებზე ვიფიქრებ“; „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმუნები 119:11, 16, 20, 24, 40, 47, 48, 97).

ფსალმუნმომღერალი ძალიან აფასებდა ღვთის სიტყვას. თქვენც ასეთი გრძნობები გაქვთ ბიბლიის მიმართ? გსურთ განივითაროთ მსგავსი სიყვარული? ამისათვის, უპირველესად, რეგულარულად, თუ შესაძლებელია ყოველდღიურად, უნდა იკითხოთ ბიბლია. იესო ქრისტემ თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). შემდეგ უნდა იფიქროთ წაკითხულზე. ბიბლიის მიმართ მადლიერებას გაგიღრმავებთ იმაზე ფიქრი, რასაც ის გვასწავლის ღვთის, მისი თვისებების, ნებისა და განზრახვის შესახებ (ფსალმუნი 143:5). ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მისი რჩევები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოთ (ლუკა 11:28; იოანე 13:17).

რაში დაგეხმარებათ ბიბლიისადმი სიყვარულის განვითარება? „ბედნიერნი არიან მისი [ღვთის] შეხსენებების დამცველნი“, — ნათქვამია 119-ე ფსალმუნის მე-2 მუხლში. ბიბლია დაგეხმარებათ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში (ფსალმუნები 1:1—3). თქვენ შეიძენთ სიბრძნესა და გამჭრიახობას, რისი წყალობითაც ‘ყოველ ცუდ გზას აარიდებთ ფეხს’ (ფსალმუნები 119:98—101). იმის ცოდნა, თუ როგორი პიროვნებაა ღმერთი და რა განზრახვა აქვს მას დედამიწასთან დაკავშირებით, აზრს შესძენს თქვენს ცხოვრებას და მომავლის იმედს მოგცემთ (ესაია 45:18; იოანე 17:3; გამოცხადება 21:3, 4).

იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით ეხმარებიან სხვებს, რომ უკეთ გაეცნონ ბიბლიას და შეიყვარონ ის. მთელი გულით გთავაზობთ, გამოეხმაუროთ მოწვევას, რომლის წაკითხვაც ქვემოთ შეგიძლიათ.