იეჰოვაზე დაამყარეთ იმედი და იყავით გამბედავები
იეჰოვაზე დაამყარეთ იმედი და იყავით გამბედავები
„იეჰოვაზე დაამყარე იმედი, გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე. იეჰოვაზე დაამყარე იმედი“ (ფსალმუნები 27:14).
1. რატომ არის მნიშვნელოვანი იმედის ქონა და რას გულისხმობს ბიბლია „იმედში“?
ნამდვილი იმედი კაშკაშა სინათლეს ჰგავს. მისი დახმარებით ვხედავთ, რა იმალება ჩვენი განსაცდელების უკან და, გაბედულად და სიხარულით ვუსწორებთ თვალს მომავალს. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია თავის მიერ შთაგონებული სიტყვის საშუალებით მოგვცეს უტყუარი იმედი (2 ტიმოთე 3:16). სიტყვები „იმედი“, „დაიმედება“ და „იმედის დამყარება“ 160-ზე მეტჯერ გვხვდება ბიბლიაში და მიუთითებს როგორც მოლოდინის ობიექტზე, ისე რაიმე კარგის მოუთმენლად და რწმენით მოლოდინზე *. ასეთი იმედი უფრო მეტია, ვიდრე არარეალური სურვილი ან რაიმეს განხორციელების შესაძლებლობა.
2. რა როლს ასრულებდა იმედი იესოს ცხოვრებაში?
2 განსაცდელების პირისპირ ყოფნისას იესო მომავალ კურთხევებს ხედავდა და იეჰოვაზე ამყარებდა იმედს. „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელები 12:2). ვინაიდან იესოს მთელი ყურადღება იეჰოვას უზენაესობის გამართლებასა და მისი სახელის განწმენდაზე ჰქონდა გადატანილი, რა ფასადაც უნდა დასჯდომოდა, ის ნებისმიერ ვითარებაში ემორჩილებოდა ღმერთს.
3. რა როლს ასრულებს იმედი ღვთის მსახურთა ცხოვრებაში?
3 მეფე დავითმა აღნიშნა, თუ რა კავშირია იმედსა და გამბედაობას შორის: „იეჰოვაზე დაამყარე იმედი, გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე. იეჰოვაზე დაამყარე იმედი“ (ფსალმუნები 27:14). თუ გვსურს, გული გავიმაგროთ, არასდროს უნდა დავკარგოთ იმედი და ის ყოველთვის თვალწინ უნდა გვედგას. ამგვარად კი, იესოს მსგავსად, შევძლებთ გაბედულებისა და გულმოდგინების გამოვლენას იმ საქმის შესრულებისას, რომელიც იესომ მოწაფეებს დაავალა (მათე 24:14; 28:19, 20). იმედი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რწმენა და სიყვარული, და ის ღვთის მსახურთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია (1 კორინთელები 13:13).
„უხვობთ იმედში“?
4. რას ელიან მოუთმენლად ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახური „სხვა ცხვრები“?
4 ღვთის ხალხს შესანიშნავი მომავალი ელის. ცხებული ქრისტიანები მოუთმენლად ელიან ქრისტესთან ერთად ზეცაში მსახურებას. „სხვა ცხვრებს“ კი იმის იმედი აქვთ, რომ ‘გათავისუფლდებიან ხრწნის მონობისგან და მიიღებენ ღვთის [მიწიერ] შვილთა დიდებულ თავისუფლებას’ (იოანე 10:16; რომაელები 8:19—21; ფილიპელები 3:20). ეს „დიდებული თავისუფლება“ ცოდვისა და მისი საშინელი შედეგებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. იეჰოვა — „ყოველი კარგი ძღვენისა და ყოველი სრულყოფილი საბოძვარის“ წყარო — თავის ერთგულ მსახურებს არაფერს მოაკლებს (იაკობი 1:17; ესაია 25:8).
5. როგორ უნდა „ვიუხვოთ იმედში“?
5 რამდენად დიდი ადგილი უნდა ეკავოს ქრისტიანულ იმედს ჩვენს ცხოვრებაში? რომაელების 15:13-ში ვკითხულობთ: „იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით თქვენი რწმენის მეშვეობით, რათა იუხვოთ იმედში წმინდა სულის ძალით“. იმედი ჰგავს არა სიბნელეში ანთებულ სანთელს, არამედ ამომავალი მზის კაშკაშა სხივებს. იმედი ადამიანს სიმშვიდეს, ბედნიერებას, სიცოცხლის აზრსა და გამბედაობას სძენს. მაშინ ‘ვუხვობთ იმედში’, როცა გვწამს ღვთის სიტყვა და ვიღებთ წმინდა სულს. რომაელების 15:4-ში ნათქვამია: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“. ასე რომ, დაფიქრდი: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იმედი ბიბლიის ყოველდღიური კითხვითა და მისი შესწავლით? ხშირად ვთხოვ იეჰოვას ლოცვაში წმინდა სულს?“ (ლუკა 11:13).
6. რა არ უნდა დავუშვათ, მტკიცე იმედი რომ შევინარჩუნოთ?
6 იესოს, ვის ნაკვალევსაც მივყვებით, დიდ ძალებს ჰმატებდა ღვთის სიტყვა. მის მაგალითზე გულდასმით დაფიქრება დაგვეხმარება, ‘არ დავიღალოთ და არ დავკარგოთ სულის სიმხნევე’ (ებრაელები 12:3). ცხადია, თუ ღვთისგან მოცემული იმედი ჩვენთვის ძალას დაკარგავს და ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტანთ, მაგალითად მატერიალურ ნივთებზე ან ქვეყნიურ მიზნებზე, სულიერად მოვდუნდებით და თანდათანობით დავკარგავთ სიმტკიცესა და გაბედულებას. ასეთი განწყობის შედეგად შეიძლება ‘ჩვენი რწმენა ხომალდივით დაიმსხვრეს’ (1 ტიმოთე 1:19). ჭეშმარიტი იმედი კი გააძლიერებს ჩვენს რწმენას.
იმედი აუცილებელია რწმენისთვის
7. რატომ არის იმედი რწმენის განუყოფელი ნაწილი?
7 ბიბლიაში ნათქვამია: „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრაელები 11:1). ამიტომ, იმედი რწმენის მხოლოდ დანამატი როდია. ის რწმენის განუყოფელი ნაწილია. დავფიქრდეთ აბრაამზე. როდესაც იეჰოვამ აბრაამსა და მის ცოლს სარას მემკვიდრე აღუთქვა, ადამიანური თვალსაზრისით, ისინი საკმაოდ ხანდაზმულები იყვნენ იმისათვის, რომ ეს მომხდარიყო (დაბადება 17:15—17). რას ფიქრობდა ამის შესახებ აბრაამი? „მას იმედის საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი და სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა“ (რომაელები 4:18). ღვთისგან ბოძებულმა იმედმა აბრაამს მტკიცე საფუძველი მისცა, ერწმუნა, რომ მემკვიდრე ეყოლებოდა. ეს რწმენა კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო უმტკიცებდა იმედს. აბრაამსა და სარას იმისთვისაც კი ეყოთ გამბედაობა, რომ დაეტოვებინათ სახლი და ნათესავები, და დარჩენილი სიცოცხლის წლები კარვებში ეცხოვრათ!
8. როგორ გვიმტკიცებს იმედს მოთმინება და მორჩილება?
8 აბრაამს იმედის შენარჩუნებაში ეხმარებოდა იეჰოვასათვის უყოყმანო მორჩილება, მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება რთული იყო (დაბადება 22:2, 12). თუ ჩვენც მორჩილებასა და მოთმინებას გამოვავლენთ იეჰოვას მსახურებაში, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ჯილდოს მივიღებთ. პავლე მოციქულმა დაწერა: „მოთმინებას ღვთის მოწონება მოაქვს, ღვთის მოწონებას — იმედი, ხოლო იმედი არ გაგვაწბილებს“ (რომაელები 5:4, 5). პავლემ აგრეთვე თქვა: „გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ამავე მონდომებას იჩენდეს, რათა აღსასრულამდე სრულად იყოს დარწმუნებული იმედში“ (ებრაელები 6:11). ასეთი დადებითი განწყობა, რაც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შედეგია, იმის ძალებს მოგვცემს, რომ ნებისმიერ სირთულეს გაბედულად და სიხარულითაც კი შევხვდეთ.
„იხარეთ იმედში“
9. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ „იმედში ვიხაროთ“?
9 ღვთისგან მოცემული იმედი ნებისმიერ რამეს აღემატება, რასაც ქვეყნიერება გვთავაზობს. ფსალმუნების 37:34-ში ვკითხულობთ: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“. დიახ, ჩვენ ყოველგვარი მიზეზი გვაქვს, „ვიხაროთ იმედში“ (რომაელები 12:12). ამისთვის კი ყოველთვის გონებაში უნდა გვქონდეს ჩაბეჭდილი ეს იმედი. გამუდმებით ფიქრობთ ღვთისგან ბოძებულ იმედზე? შეგიძლიათ თავი წარმოიდგინოთ სამოთხეში, სადაც კარგი ჯანმრთელობა გექნებათ, ყოველგვარი საწუხარისგან იქნებით გათავისუფლებულები, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იცხოვრებთ და აზრით აღსავსე, სიამოვნების მომგვრელი საქმიანობით დაკავდებით? ფიქრობთ ხოლმე სამოთხის ამსახველ სურათებზე, რომლებიც ჩვენს პუბლიკაციებში იბეჭდება? ასეთი ფიქრი შეიძლება შევადაროთ ფანჯრის გაწმენდას, საიდანაც საუცხოო ხედი იშლება. თუ მინებს არ გავწმენდთ, მალე ფანჯარა ისე დაიმტვერება, რომ ნათლად ვეღარ დავინახავთ თვალწარმტაც ხედს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. მოდი არასდროს დავუშვათ ასეთი რამ!
10. როგორ მოქმედებს ჯილდოს მიღების მოლოდინი იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე?
10 რასაკვირველია, იეჰოვას მსახურებისკენ უპირველესად მისადმი სიყვარული აღგვძრავს (მარკოზი 12:30). მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ მოუთმენლად უნდა ველოდოთ ჯილდოს. იეჰოვას მოელის კიდეც ამას ჩვენგან! ებრაელების 11:6-ში ნათქვამია: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“. რატომ სურს იეჰოვას, ვუყუროთ მას, როგორც ჩვენს დამაჯილდოებელს? ამგვარად ვცხადვყოფთ, რომ კარგად ვიცნობთ ჩვენს ზეციერ მამას, რომელსაც უყვარს თავისი შვილები და გულუხვია მათ მიმართ. წარმოიდგინეთ, როგორი გულგატეხილები და უბედურები ვიქნებოდით, „მომავალი და იმედი“ რომ არ გვქონოდა (იერემია 29:11).
11. როგორ დაეხმარა ღვთისგან ბოძებული იმედი მოსეს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში?
11 ამ მხრივ მოსემ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ის ერთ-ერთი იყო იმ ერთგულ მსახურთა შორის, რომლებსაც ყოველთვის თვალწინ ედგათ ღვთის მიერ ბოძებული იმედი. მოსეს, როგორც „ფარაონის ასულის ძეს“, ძალაუფლება და სახელი ებრაელები 11:24—26). დიახ, მოსესთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა იეჰოვასგან ბოძებული იმედი.
ჰქონდა და ეგვიპტის განძს ფლობდა. ამ ყოველივეს მიანიჭა მან უპირატესობა თუ იეჰოვას მსახურებას? მოსემ გამბედაობა გამოავლინა და ღვთის მსახურება აირჩია. რატომ? მიზეზი ის იყო, რომ „ჯილდოს ხედავდა“ (12. რატომ არის ქრისტიანული იმედი შედარებული მუზარადთან?
12 პავლე მოციქულმა იმედი მუზარადს შეადარა, რადგან იმედი იცავს ჩვენს გონებას და გვეხმარება ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში, პრიორიტეტების სწორად დადგენასა და ერთგულების შენარჩუნებაში (1 თესალონიკელები 5:8). ყოველთვის თან ატარებთ თქვენს „მუზარადს“? თუ ასეა, მოსესა და პავლეს მსგავსად, დაიმედებულნი იქნებით ‘არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე, რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს’. ფართოდ გავრცელებული ტენდენციის წინააღმდეგ წასვლა და ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ბუნებრივია, გაბედულებას მოითხოვს. მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად. განა არსებობს უფრო ძვირფასი რამ, ვიდრე „ჭეშმარიტი სიცოცხლე“, რომელიც ელის ყველას, ვისაც უყვარს იეჰოვა და მასზე ამყარებს იმედს (1 ტიმოთე 6:17, 19).
„არ დაგტოვებ“
13. რაში არწმუნებს იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს?
13 რაც უფრო ძლიერდება „მშობიარობის ტკივილები“, მით უფრო სერიოზული დაფიქრება მმართებთ ხვალინდელ დღეზე მათ, რომლებიც წუთისოფელზე ამყარებენ იმედს (მათე 24:8). მაგრამ ის, ვინც იეჰოვაზე ამყარებს იმედს, არა აქვს შიშის საფუძველი. ღვთის მსახურები ‘უსაფრთხოდ იცხოვრებენ და უბედურების შიში არ შეაწუხებთ’ (იგავები 1:33). ისინი არ ამყარებენ იმედს ქვეყნიერებაზე და სიხარულით ითვალისწინებენ პავლეს რჩევას: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ » (ებრაელები 13:5).
14. რატომ არ უნდა წუხდეს მეტისმეტად ქრისტიანი მატერიალურ საჭიროებებზე?
14 ამ მუხლიდან ჩანს, რომ იეჰოვა აუცილებლად იზრუნებს ჩვენზე. ამაში იესომაც დაგვარწმუნა შემდეგი სიტყვებით: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი [ის, რაც აუცილებელია] შეგემატებათ. მაშ, ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“ (მათე 6:33, 34). იეჰოვას ესმის, რომ ადვილი არ არის ერთდროულად სამეფოს საქმეში გულმოდგინედ მონაწილეობა და ფიზიკურ საჭიროებებზე ზრუნვა. ამიტომ, მოდი ეჭვი არ შევიტანოთ იმაში, რომ იეჰოვას შეუძლია და სურვილიც აქვს, იზრუნოს ჩვენს საჭიროებებზე (მათე 6:25—32; 11:28—30).
15. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს „სუფთა თვალის“ შენარჩუნება?
15 თუ ‘სუფთა თვალი’ გვაქვს, ამით ცხადვყოფთ, რომ ვენდობით იეჰოვას (მათე 6:22, 23). „სუფთა თვალი“ გულისხმობს გულწრფელობას, სწორ მოტივებს და სიხარბისა თუ ეგოისტური ამბიციებისგან შორს ყოფნას. თუმცა ამისთვის საჭირო არ არის უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრება ან ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. „სუფთა თვალის“ შესანარჩუნებლად უნდა გვქონდეს „საღი აზროვნება“ და იეჰოვას მსახურებას პირველ ადგილზე უნდა ვაყენებდეთ (2 ტიმოთე 1:7).
16. რატომ არის საჭირო „სუფთა თვალის“ შესანარჩუნებლად რწმენა და გამბედაობა?
16 „სუფთა თვალის“ შენარჩუნებისთვის რწმენა და გამბედაობაა საჭირო. მაგალითად, თუ დამსაქმებელი მოითხოვს, რომ სისტემატურად იმუშაო იმ დროს, როცა ქრისტიანული შეხვედრებია დაგეგმილი, გამოავლენთ გამბედაობას სულიერი საკითხებისთვის უპირატესობის მისანიჭებლად? თუ ადამიანს ეჭვი ეპარება იმაში, რომ იეჰოვა დაპირებისამებრ იზრუნებს თავის მსახურებზე, სატანა უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს მასზე. შედეგად, მან შეიძლება ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება შეწყვიტოს. დიახ, რწმენის ნაკლებობის გამო სატანას ჩავუგდებთ თავს ხელში და, იეჰოვას ნაცვლად, ის დაგვიდგენს პრიორიტეტებს. ეს კი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს (2 კორინთელები 13:5).
„იეჰოვას იმედი გქონდეს“
17. როგორ არიან კურთხეულნი დღესვე ისინი, რომლებიც იეჰოვას ენდობიან?
17 ბიბლია არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ ისინი, რომლებიც იეჰოვას ენდობიან და მასზე ამყარებენ იგავები 3:5, 6; იერემია 17:7). თუმცა დროდადრო შეიძლება ყველაფრით არ იყვნენ მატერიალურად უზრუნველყოფილნი, ეს მათთვის უმნიშვნელო მსხვერპლია იმ კურთხევებთან შედარებით, რომლებიც მომავალში ელით. ამგვარად ისინი ცხადყოფენ, რომ ‘იეჰოვას იმედი აქვთ’ და დარწმუნებულნი არიან, რომ საბოლოოდ იეჰოვა დააკმაყოფილებს თავის ერთგულ მსახურთა სურვილებს (ფსალმუნები 37:4, 34). ამიტომ ისინი დღესვე არიან ბედნიერები. „მართალს მოლოდინი ახარებს, ბოროტის იმედი კი გაქარწყლდება“ (იგავები 10:28).
იმედს, ყოველთვის წარმატებულნი არიან (18, 19. ა) რაში გვარწმუნებს იეჰოვა სიყვარულით? ბ) რა არის საჭირო იმისათვის, რომ იეჰოვა ჩვენს ‘მარჯვნივ იყოს’?
18 როდესაც პატარა ბავშვი მამასთან ერთად ხელჩაკიდებული მიდის, ის თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს ზეციერ მამასთან ერთად სიარულზე. იეჰოვამ ისრაელს უთხრა: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ . . . მე დაგეხმარები . . . რადგან მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ესაია 41:10, 13).
19 მართლაც თბილი გრძნობები გვეუფლება, როცა წარმოვიდგენთ, რომ იეჰოვას თავისი მსახურის ხელი უჭირავს! დავითმა დაწერა: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა. არ წავბორძიკდები, რადგან ის ჩემ მარჯვნივ არის“ (ფსალმუნები 16:8). რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იეჰოვა ჩვენს ‘მარჯვნივ იყოს’? არსებობს, სულ მცირე, ორი საშუალება. ერთი ის არის, რომ ცხოვრების ყველა სფეროში ღვთის სიტყვით ვიხელმძღვანელოთ, მეორე კი — მთელი ყურადღება იეჰოვას მიერ დაპირებულ ჯილდოზე გადავიტანოთ. ფსალმუნმომღერალმა ასაფმა დაწერა: „მუდამ შენთან ვარ; შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა ხელი. შენი რჩევით წამიძღვები და დიდებამდეც კი მიმიყვან“ (ფსალმუნები 73:23, 24). ღვთის ასეთი დანაპირები ძალებს გვაძლევს, რათა გაბედულად შევხვდეთ ხვალინდელ დღეს.
„ახლოვდება თქვენი ხსნა“
20, 21. რა მომავალი ელის მათ, ვინც იეჰოვაზე ამყარებს იმედს?
20 რაც დრო გადის, მით უფრო მეტად გვჭირდება, რომ იეჰოვა ჩვენს მარჯვნივ იყოს. მალე, ცრუ რელიგიის განადგურების დაწყებით, სატანის ქვეყნიერებას არნახული გასაჭირი დაატყდება თავს (მათე 24:21). ურწმუნო კაცობრიობას შიში მოიცავს. მათგან განსხვავებით, იმ კრიტიკულ პერიოდში იეჰოვას გაბედული მსახურები იმედით გაიხარებენ! იესომ თქვა: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:28).
21 მოდი ვიხაროთ ღვთისგან მოცემული იმედით და არ დავუშვათ, რომ სატანამ თავისი მზაკვრული მეთოდებით შეცდომაში შეგვიყვანოს. ამავე დროს, მოდი ყველაფერი გავაკეთოთ რწმენის, სიყვარულისა და ღვთის შიშის განსავითარებლად. ამგვარად მოვიკრებთ გამბედაობას იმისათვის, რომ ნებისმიერ ვითარებაში დავემორჩილოთ იეჰოვას და წინ აღვუდგეთ ეშმაკს (იაკობი 4:7, 8). მაშ „გამბედაობა მოიკრიბეთ და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვინც იეჰოვას ელით“ (ფსალმუნები 31:24).
[სქოლიოები]
^ აბზ. 1 თუმცა ბერძნულ წერილებში სიტყვა „იმედი“ ხშირად ცხებული ქრისტიანების ზეციურ ჯილდოსთან დაკავშირებით გამოიყენება, ამ სტატიაში „იმედს“ უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს.
შეგიძლიათ უპასუხოთ?
• როგორ ეხმარებოდა იმედი იესოს გამბედაობის გამოვლენაში?
• რა კავშირია რწმენასა და იმედს შორის?
• როგორ ეხმარება ქრისტიანს რწმენა და იმედი ცხოვრებაში სწორი პრიორიტეტების დადგენისთვის საჭირო გამბედაობის გამოვლენაში?
• რატომ უყურებენ რწმენით მომავალს ისინი, რომლებიც იეჰოვაზე ამყარებენ იმედს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 28 გვერდზე]
ასაკის მიუხედავად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი სამოთხეში?