სულიერი ნიშანსვეტი! „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა ქართულ ენაზე
სულიერი ნიშანსვეტი! „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა ქართულ ენაზე
ორიათას ექვსი წლის 7 ივლისს ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ დამკვიდრდება იმ თარგმანებს შორის, რომლებსაც ღვთისმოშიში ხალხი საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იყენებს. რატომ გახდა საჭირო ბიბლიის კიდევ ერთი თარგმანის გაკეთება? ვინ ითავა მისი გამოცემა? რა გვარწმუნებს იმაში, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სანდოა?
რამ განაპირობა ბიბლიის მრავალი თარგმანის გამოცემა?
გასულ წლებში ბიბლიის მრავალი ახალი თარგმანი გამოიცა. ზოგ ენაზე ასეთმა ახალმა თარგმანებმა პირველად მისცა ხალხს ღვთის სიტყვასთან გაცნობის შესაძლებლობა. თუმცა ბიბლიის ახალი თარგმანები გამოიცა იმ ენებზეც, რომლებზეც უკვე არსებობდა საყოველთაოდ აღიარებული თარგმანები. რატომ? საკაე კუბომ და უოლტერ სპეკტმა აღნიშნეს, რომ „შეუძლებელია ბიბლიის რომელიმე თარგმანის საბოლოო ნაშრომად მიჩნევა. ბიბლიური ცოდნის გაღრმავებასა და ენაში მომხდარ ცვლილებებთან ერთად თარგმანებიც უნდა იცვლებოდეს“ („So Many Versions?“).
მეოცე საუკუნეში უკეთესად იქნა შესწავლილი ებრაული, არამეული და ბერძნული ენები, რომლებზეც ბიბლია დაიწერა. გარდა ამისა, აღმოაჩინეს ხელნაწერები, რომლებიც უფრო ძველი და ზუსტი იყო, ვიდრე ბიბლიის მთარგმნელთა წინა თაობების მიერ გამოყენებული ხელნაწერები. ამგვარად, დღეს შესაძლებელია, რომ ღვთის სიტყვა უფრო ზუსტად ითარგმნოს, ვიდრე ოდესმე!
ერთ-ერთ ჟურნალში ნათქვამი იყო, რომ „ბიბლიის გამოცემა მომგებიანი — ძალიან მომგებიანი — საქმეა“ („The Atlantic Monthly“). და დროდადრო, როგორც ჩანს, ბესტსელერი ბიბლიის გამოცემის ძლიერ სურვილს სიზუსტე ეწირება. ერთ-ერთი ახალი ბიბლიის გამომცემლებმა საკუთარ თავს იმის უფლება მისცეს, რომ ბიბლიიდან ამოეღოთ მათი აზრით „მოსაბეზერებელი“ მონაკვეთები. სხვა ბიბლიაში შეცვალეს ის სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც შესაძლოა თანამედროვე მკითხველისთვის შეურაცხმყოფელი ყოფილიყო.
მაგალითად, ქალთა უფლებების დამცველთა გულის მოსაგებად მათ ბიბლიაში ღმერთს „მამა-დედა“ უწოდეს.ღვთის სახელის დაჩრდილვა
ყველაზე სამწუხარო ტენდენცია, რაც ბიბლიის მთარგმნელთა შორის შეიმჩნევა, უკავშირდება ღვთის საკუთარი სახელის, იეჰოვას, გამოყენებას (ზოგი მეცნიერი იყენებს სახელს „იაჰვე“). ბიბლიის უძველეს ხელნაწერებში ღვთის სახელი გადმოცემულია ოთხი ებრაული თანხმოვნით, რომელთა ტრანსლიტერაციაც არის ჲჰვჰ. ეს სახელი ეგრეთ წოდებულ ძველ აღთქმაში დაახლოებით 7000-ჯერ გვხვდება (გამოსვლა 3:15; ფსალმუნი 83:18). ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს შემოქმედს სურს, ვიცოდეთ მისი სახელი და ვიყენებდეთ მას.
მაგრამ საუკუნეების წინათ, ებრაელებმა ცრურწმენის გამო შეწყვიტეს ღვთის სახელის წარმოთქმა. მოგვიანებით ასეთი თვალსაზრისი ქრისტიანობაშიც გავრცელდა (საქმეები 20:29, 30; 1 ტიმოთე 4:1). ბიბლიის მთარგმნელთა შორის ჩვეულებად იქცა ღვთის სახელის ნაცვლად „უფლის“ გამოყენება. დღეს ბიბლიის მრავალ თარგმანში ღვთის სახელი საერთოდ არ გვხვდება. ზოგ თანამედროვე ინგლისურ თარგმანში სიტყვა „სახელიც“ კი ამოღებულია იოანეს 17:6-დან, სადაც იესო ამბობს: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს“. ერთ-ერთ ბიბლიაში ეს მუხლი შემდეგნაირად ითარგმნა: „შენ შესახებ ვამცნე ადამიანებს“ („Today’s English Version“).
რატომ აღარ იყენებენ ღვთის სახელს? განვიხილოთ, რა არის ნათქვამი ერთ ჟურნალში, რომელსაც „გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოება“ გამოსცემს; ეს საზოგადოება ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ბიბლიის თარგმნას კოორდინირებენ მთელ მსოფლიოში. სტატიაში ნათქვამია: „ვინაიდან ჲჰვჰ საკუთარი სახელია, ყველაზე ლოგიკური იქნებოდა მისი ტრანსლიტერაცია“. იქვე აღნიშნულია, რომ „არსებობს ზოგიერთი ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელია“ („Practical Papers for the Bible Translator“, ტ. 43, №4, 1992 წ.).
მაგრამ რამდენად გასათვალისწინებელია ისინი? ზემოხსენებულ ჟურნალში მოყვანილია ზოგიერთი მეცნიერის აზრი: «თუ დავიწყებთ სახელ „იაჰვეს“ გამოყენებას [არაქრისტიანულ სამყაროში], ეს შეიძლება არასწორად იქნეს გაგებული . . . და ადამიანები იმ აზრამდე მიიყვანოს, რომ „იაჰვე“ უცხო ან ახალი ღმერთია, რომელიც განსხვავდება მათთვის ნაცნობი ღმერთისგან». მაგრამ ბიბლია გარკვევით ასწავლის, რომ იეჰოვა ღმერთი განსხვავდება იმ ღმერთებისგან, რომელთაც არაქრისტიანული სამყარო ეთაყვანება (ესაია 43:10—12; 44:8, 9).
ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ ღვთის სახელის სიტყვა „უფლით“ შეცვლისას, უბრალოდ, ტრადიციას მიჰყვება. მაგრამ იესო ქრისტე გმობდა ღვთის შეურაცხმყოფელი ტრადიციების მიყოლას (მათე 15:6). გარდა ამისა, სახელის წოდებით შეცვლას არანაირი ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია. იესო ქრისტეს აქვს მრავალი წოდება, მაგალითად „ღვთის სიტყვა“ და „მეფეთა მეფე“ (გამოცხადება 19:11—16). განა უნდა შევცვალოთ იესოს სახელი რომელიმე წოდებით?
ზემოხსენებული ჟურნალის სხვა სტატიაში დაბეჯითებით ნათქვამია, რომ «უნდა მოვერიდოთ „იეჰოვას“ გამოყენებას». რატომ? «მეცნიერთა უმეტესობის აზრით, ღვთის სახელის უფრო ზუსტი წარმოთქმა იქნებოდა „იაჰვე“». მაგრამ ისეთი ცნობილი ბიბლიური სახელები, როგორიცაა იერემია, ესაია და იესო, ჩვეულებრივ, ისე ითარგმნება, რომ მცირედ თუ წააგავს მათ თავდაპირველ ებრაულ გამოთქმას (ირმეია, იეშაიაჰუ და იეჰოშუა). ვინაიდან „იეჰოვა“ არის ღვთის სახელის მისაღები ფორმა, — ამავე დროს, მრავალი ადამიანისთვის კარგად ცნობილი, — მის გამოყენებაზე უარის თქმა ყოვლად გაუმართლებელია. როგორც ჩანს, ღვთის სახელის გამოყენებაზე უარს ამბობენ უფრო ემოციებისა და წინასწარ შექმნილი მცდარი აზრის გამო, ვიდრე მეცნიერული ფაქტების გამო.
მაგრამ ეს მხოლოდ თეორიული საკითხი არ არის. მაგალითად, „გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების“ წარმომადგენელი ინდოეთში წერს იმ შედეგების შესახებ, რაც ღვთის სახელის ამოღებას მოჰყვა ბიბლიის იმ გამოცემებიდან, რომლებშიც ის ადრე მოხსენიებული იყო. ის აღიარებს, რომ „ინდუსებს არ აინტერესებთ ღვთის გამოსვლა 34:6, 7). ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომაელები 10:13). ღვთის თაყვანისმცემლებმა უნდა გამოიყენონ მისი სახელი!
ტიტულები; მათ სურთ ღვთის საკუთარი სახელი იცოდნენ, რადგან არ შეუძლიათ რეალურად წარმოიდგინონ ღმერთი, რომლის სახელიც არ იციან“. ამის თქმა შეიძლება ნებისმიერზე, ვისაც სურს, ღმერთს დაუახლოვდეს. ღვთის სახელის ცოდნა მნიშვნელოვანია იმის დასანახად, რომ ის უპიროვნო ძალა კი არ არის, არამედ პიროვნებაა, რომლის გაცნობაც შესაძლებელია (თარგმანი, რომელიც განადიდებს ღმერთს
1950 წელს ინგლისურ ენაზე პირველად გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. შემდგომი ათი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გამოიცა ეგრეთ წოდებული „ძველი აღთქმა“ ანუ „ებრაული წერილები“; 1961 წელს კი ინგლისურ ენაზე ერთ ტომად გამოიცა მთლიანი ბიბლია. აღსანიშნავია, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის სახელი იეჰოვა გადმოტანილია დაახლოებით 7000-ჯერ, ანუ ყველა იმ ადგილას, სადაც „ძველ აღთქმაში“ გვხვდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ „ახალ აღთქმაში“, ანუ „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“, ღვთის სახელი 237-ვე ადგილას არის აღდგენილი.
ამ სახელის აღდგენა არა მარტო განადიდებს ღმერთს, არამედ უფრო მეტის გაგების შესაძლებლობას გვაძლევს. მაგალითად, ბევრ ბიბლიაში მათეს 22:44-ში წერია: „უფალმა ჩემს უფალს უთხრა“. მაგრამ ვინ ვის ელაპარაკება? „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს მუხლი შემდეგნაირად არის ნათარგმნი: „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა“; ამგვარად ზუსტადაა გადმოცემული ციტატა ფსალმუნების 110:1-დან. შედეგად მკითხველს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს იეჰოვა ღმერთი და მისი ძე.
ვინ ითავა მისი გამოცემა?
„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოცემულია ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ, რომელიც იეჰოვას მოწმეთა იურიდიული წარმომადგენლობაა. ას წელიწადზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები ბეჭდავენ და ავრცელებენ ბიბლიებს მთელ მსოფლიოში. იეჰოვას მოწმეებს ეს თარგმანი გადასცა ქრისტიანთა ჯგუფმა, რომელსაც „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტი ეწოდება. კომიტეტის წევრები არ ეძებენ საკუთარ დიდებას და სურთ ანონიმურები დარჩნენ სიკვდილის შემდეგაც კი (შეადარეთ 1 კორინთელების 10:31).
რატომ ეწოდა ამ ნაშრომს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“? ეს სახელწოდება გამოხატავს იმის მტკიცე რწმენას, რომ ძალიან ახლოს ვართ 2 პეტრეს 3:13-ში დაპირებულ ახალ ქვეყნიერებასთან. თარგმანის კომიტეტმა აღნიშნა, რომ ძველი ქვეყნიერების ამ გარდამტეხ პერიოდში მნიშვნელოვანია, ბიბლიის თარგმანებმა ღვთის სიტყვის წმინდა ჭეშმარიტებას მისცენ ნათების საშუალება (იხილეთ 1950 წლის გამოცემის წინასიტყვაობა [ინგლ.]).
ზუსტი თარგმანი
აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სიზუსტეს. მთარგმნელები, რომლებიც ინგლისურ გამოცემაზე მუშაობდნენ, უშუალოდ ებრაული, არამეული და ბერძნული ენებიდან თარგმნიდნენ, რისთვისაც მათთვის ხელმისაწვდომ საუკეთესო ტექსტებს იყენებდნენ *. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იმას, რომ თარგმანი ყოფილიყო მაქსიმალურად ახლოს უძველეს ტექსტებთან, მაგრამ, ამავე დროს, ადვილად გასაგები თანამედროვე მკითხველისთვის.
გასაკვირი არაა, რომ ზოგი მეცნიერი მაღალ შეფასებას აძლევს „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ როგორც ზუსტ თარგმანს. ებრაელმა მეცნიერმა, პროფესორმა ბენიამინ კედარმა 1989 წელს აღნიშნა: «ებრაულ ბიბლიასა და თარგმანებთან დაკავშირებული მეცნიერული გამოკვლევების დროს ხშირად მივმართავ ინგლისურ გამოცემას — „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“. უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მთარგმნელები, რომლებიც ამ ნაშრომზე მუშაობდნენ, კეთილსინდისიერად
ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად ზუსტად და გასაგებად გადმოეცათ ტექსტი».ეს თარგმანი სხვა ენებზეც გახდა ხელმისაწვდომი
იეჰოვას მოწმეებმა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ინგლისურის გარდა სხვა ენებზეც გახადეს ხელმისაწვდომი. ამჟამად მთლიანად ან ნაწილობრივ ის 56 ენაზეა გამოცემული. ამისთვის შეიმუშავეს ბიბლიის თარგმნის ახალი მეთოდი, რომელიც მოიცავს ბიბლიური სიტყვების გამოკვლევას და თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებას. აგრეთვე მთარგმნელების დასახმარებლად დაარსდა მთარგმნელობითი მომსახურების განყოფილება. იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო ბიბლიის თარგმნას სამწერლო კომიტეტის მეშვეობით უწევს კოორდინირებას. მაგრამ, როგორ ხდება ბიბლიის თარგმნა?
უპირველესად, ირჩევენ ერთგული ქრისტიანებისგან შემდგარ მთარგმნელთა ჯგუფს. გამოცდილებამ ცხადყო, რომ მთარგმნელები ჯგუფურად მუშაობისას უკეთეს თარგმანს აკეთებენ, ვიდრე მაშინ, როცა მარტო მუშაობენ (შეადარეთ იგავების 11:14). მთარგმნელთა ამ ჯგუფში თითქმის ყველას აქვს იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციების თარგმნის გამოცდილება. შემდეგ მთარგმნელთა ჯგუფი სწავლობს ბიბლიის თარგმანის ძირითად პრინციპებს და სპეციალურად შემუშავებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას.
მთარგმნელობით ჯგუფს ასწავლიან, რომ ბიბლია უნდა იყოს 1) ზუსტი, 2) თანამიმდევრული, 3) შეძლებისდაგვარად სიტყვა-სიტყვითი და ამასთანავე 4) უბრალო ადამიანებისთვის ადვილად გასაგები. როგორ გახდა შესაძლებელი ამ ყველაფრის გათვალისწინება? განვიხილოთ ბიბლიის ახალი გამოცემა. უპირველესად, მთარგმნელობითმა ჯგუფმა დაადგინა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ინგლისურ გამოცემაში გამოყენებული მთავარი ბიბლიური ტერმინების ეკვივალენტები ქართულ ენაზე. ამასთანავე კომპიუტერული პროგრამა ხელს უწყობდა მსგავსი და სინონიმური სიტყვების მოძებნას. ის აგრეთვე აჩვენებდა ბერძნულ და ებრაულ სიტყვებს და მათ შესატყვის ეკვივალენტებს ინგლისურ ენაზე. ასე რომ, მთარგმნელს შეეძლო ენახა, თუ როგორ ითარგმნებოდა ესა თუ ის ებრაული ან ბერძნული სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში. ამან დიდი დახმარება გაუწია მთარგმნელებს, რომ ქართულ ენაზე შესაბამისი სიტყვები ან ტერმინები შეერჩიათ. მას შემდეგ, რაც მთარგმნელებმა მოიწონეს ეს სიტყვები ან ტერმინები, მათ დაიწყეს ბიბლიის თარგმნა, რომლის დროსაც კომპიუტერულ პროგრამას ეკრანზე გამოჰქონდა თითოეულ მუხლში მოცემული ინგლისური სიტყვების ქართული შესატყვისები.
მაგრამ თარგმანი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი სიტყვის მეორეთი შეცვლა. გაცილებით დიდი შრომა იყო საჭირო იმისათვის, რომ ქართულ ენაზე შერჩეულ სიტყვებს თითოეულ კონტექსტში ზუსტად გადმოეცა ბიბლიის აზრები. გარდა ამისა, ტექსტი უნდა ყოფილიყო გრამატიკულად გამართული, ამასთანავე წასაკითხად სასიამოვნო და ბუნებრივი. ამ ნაშრომის გამოსაცემად გაწეული უდიდესი შრომა სახეზეა. ქართულ ენაზე ღვთის სიტყვის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ადვილად იკითხება და უძველესი ტექსტი ნათლად, გასაგებად და ზუსტად არის გადმოცემული.
მოგიწოდებთ, რომ გულდასმით შეისწავლოთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ბიბლიის საკუთარი ეგზემპლარის მიღება შეგიძლიათ ამ ჟურნალის გამომცემლებისგან ან იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებაში. მისი კითხვისას დარწმუნებული იყავით, რომ ის ზუსტად გადმოსცემს ღვთის სიტყვას თქვენს ენაზე. მალე თქვენც გაიზიარებთ იმ აზრს, რომ ეს ახალი გამოცემა ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო!
[სქოლიო]
^ აბზ. 23 ბერძნულ ტექსტს საფუძვლად დაედო უესკოტისა და ჰორტის ნაშრომი „The New Testament in the Original Greek“. ებრაული წერილებისთვის გამოიყენეს რ. კიტელის „Biblia Hebraica“.
[სურათი 11 გვერდზე]
ბიბლია
[სურათი 14 გვერდზე]
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“
ზოგიერთი თავისებურება
[სურათი 14 გვერდზე]
მკაფიო შრიფტი.
მუხლები აბზაცებად არის დაჯგუფებული: ნაცვლად იმისა, რომ ყოველი მუხლი ახალი აბზაცით იწყებოდეს, მუხლები აბზაცებად არის დაჯგუფებული და სათანადოდ გადმოსცემს დასრულებულ აზრს.
კოლონტიტულები: ბიბლიური მონაკვეთების სწრაფად მოსაძებნად, ტექსტის ზემოთ, თითქმის ყველა გვერდის თავზე მოთავსებულია სათანადო წარწერა.
მარგინალური მუხლები: თითოეულ გვერდზე მოცემულია მითითებები, რომლებიც მსგავსი ბიბლიური მუხლების მოძებნაში ეხმარება მკითხველს.
[სურათი 14 გვერდზე]
საძიებელი: ბიბლიას ბოლოში დართული აქვს საძიებელი სახელწოდებით „ბიბლიური სიტყვების საძიებელი“. მასში მოცემულია შერჩეული სიტყვები და მათი ადგილი ტექსტში. ჩვეულებრივ, ამ სიტყვებს თან ახლავს მოკლე მონაკვეთი კონტექსტიდან.
[სურათი 14 გვერდზე]
დანართი: დანართში მოცემულია სტატიები ბიბლიის ძირითად სწავლებებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე.