„რისთვის მოვედით ამ ქვეყნად?“
„რისთვის მოვედით ამ ქვეყნად?“
ნობელის პრემიის ლაურეატმა და ჰოლოკოსტს გადარჩენილმა ელი ვიზელმა მას „უმნიშვნელოვანესი კითხვა“ უწოდა. რომელ კითხვაზეა აქ საუბარი? კითხვაზე — „რისთვის მოვედით ამ ქვეყნად?“
ოდესმე დაფიქრებულხართ ამ კითხვაზე? ბევრი დაფიქრებულა, მაგრამ პასუხი ვერ უპოვია. ბრიტანელმა ისტორიკოსმა არნოლდ ტოინბიმ, რომელიც ცდილობდა გაეგო, რა იყო ცხოვრების აზრი, დაწერა: „ადამიანის ძირითადი დანიშნულებაა, განადიდოს ღმერთი და მასში ჰპოვოს მარადიული ბედნიერება“.
აღსანიშნავია, რომ სამ ათასწლეულზე მეტი ხნის წინათ ერთმა პიროვნებამ, რომელიც აკვირდებოდა ცხოვრებას, იპოვა ამ კითხვაზე პასუხი. ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლესიასტე 12:13).
ამ აზრს იზიარებდა ღვთის ძე, იესო ქრისტე. დედამიწაზე ყოფნისას იესომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განედიდებინა თავისი ზეციერი მამა. შემოქმედისთვის მსახურება ამდიდრებდა იესოს ცხოვრებას. ეს მას უდიდეს კმაყოფილებას ანიჭებდა, რის გამოც შეეძლო ეთქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო“ (იოანე 4:34).
მაშ, რა არის ჩვენი სიცოცხლის აზრი? იესოს, სოლომონისა და ღვთის სხვა მრავალი მსახურის მსგავსად, ღვთის ნების შესრულება ჩვენს ცხოვრებასაც ნამდვილ აზრს შესძენს და მარადიულ ბედნიერებას მოგვიტანს. გსურთ უფრო მეტი გაიგოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სცეთ ღმერთს თაყვანი „სულითა და ჭეშმარიტებით“? (იოანე 4:24). თქვენ მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან იმის გაგებაში, თუ „რისთვის მოვედით ამ ქვეყნად?“