დანიელი და მისი სამკერდე ნიშანი
დანიელი და მისი სამკერდე ნიშანი
იესომ გაკიცხა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც აღშფოთდნენ იმის დანახვაზე, რომ ბავშვები ღმერთს განადიდებდნენ. იესომ მათ ჰკითხა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ: „ჩვილები და ძუძუთა ბავშვები აალაპარაკე შენ საქებრად?“ » (მათე 21:15, 16).
ექვსი წლის დანიელი, რომელიც გერმანიაში რუსულენოვან კრებას ესწრება, თავისი მაგალითით ცხადყოფს, რომ ბავშვები დღესაც განადიდებენ იეჰოვას. ის დედასა და დასთან ერთად იყო იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე ქალაქ დუისბურგში. ასეთ დიდ კონგრესს მათი ოჯახი პირველად დაესწრო. მათთვის ყველაფერი ახალი იყო: სასტუმრო, უამრავი დამსწრე, რომლებიც სამი დღის განმავლობაში პროგრამას ყურადღებით ისმენდნენ, ასევე ნათლობა, რომ აღარაფერი ვთქვათ დრამაზე. როგორ იქცეოდა დანიელი? მისი საქციელი სამაგალითო იყო.
კონგრესის დამთავრებიდან მეორე დღეს დანიელი დილით ადრე ადგა, რათა საბავშვო ბაღში წასულიყო. მაგრამ პიჯაკზე კვლავ კონგრესის სამკერდე ნიშანი ეკეთა. დედამ უთხრა: „კონგრესი დამთავრდა, უკვე შეგიძლია სამკერდე ნიშანი მოიხსნა“. დანიელმა უპასუხა: „მინდა, ყველამ გაიგოს, სად ვიყავი და რა ვისწავლე“. დანიელი საბავშვო ბაღში მთელი დღის განმავლობაში ამაყად ატარებდა სამკერდე ნიშანს. როდესაც მასწავლებელმა კითხვა დაუსვა სამკერდე ნიშანთან დაკავშირებით, დანიელმა მას კონგრესის შესახებ მოუთხრო.
ასე მოქცევით დანიელმა მიბაძა იმ ათასობით ბავშვს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იეჰოვას განადიდებდნენ.