ვაშენოთ გაერთიანებული ძალებით, რათა ღმერთი განვადიდოთ
ვაშენოთ გაერთიანებული ძალებით, რათა ღმერთი განვადიდოთ
სოლომონის კუნძულებიდან ერთ-ერთზე ხალხს შეუმჩნეველი არ დარჩა იეჰოვას მოწმეთა ახალი სამეფო დარბაზი. ერთმა ქალმა თქვა: „ჩვენს ეკლესიას ბევრი სპონსორი ჰყავს. ეკლესია მრევლს სთხოვს, გაიღოს შესაწირავი, მაგრამ მაინც არა გვაქვს საკმარისი თანხა ახალი ეკლესიის ასაშენებლად. საიდან გაქვთ იეჰოვას მოწმეებს სახსრები?“ მოწმემ, რომელსაც ეს ქალი ელაპარაკებოდა, მიუგო: „ჩვენ თაყვანს ვცემთ იეჰოვას, როგორც გაერთიანებული მსოფლიო საძმო. ჩვენმა კრებამ და ჩვენმა ძმებმა მთელ მსოფლიოში შესაწირავები გაიღეს, რათა ეს ახალი სამეფო დარბაზი აგვეშენებინა. იეჰოვა გვასწავლის, რომ ყველაფერში გაერთიანებულნი ვიყოთ“.
იეჰოვას მოწმეთა შორის ერთიანობა ყველა საქმეში შეინიშნება, მათ შორის, ათასობით სამეფო დარბაზის მშენებლობაში. ასეთი ერთიანობა ახალი არ არის. ერთიანობა ღვთის ხალხს შორის უკვე ათასწლეულებია, რაც არსებობს. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?
კარვისა და ტაძრის მშენებლობა
იეჰოვა ღმერთმა 3 500 წელზე მეტი ხნის წინათ მოსეს უთხრა, ისრაელი ერისთვის გადაეცა მისი სიტყვები: „გამიკეთონ საწმინდარი“ (გამოსვლა 25:8). ამ საწმინდრის მშენებლობასთან დაკავშირებით იეჰოვამ თქვა: „იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთეთ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, როგორც გიჩვენებ“ (გამოსვლა 25:9). შემდეგ იეჰოვამ დაწვრილებით აღწერა, როგორ უნდა აეგოთ საწმინდარი, რა დაედგათ შიგნით და როგორ გაეფორმებინათ (გამოსვლა 25:10—27:19). ეს „კარავი“ მთელი ისრაელისთვის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი უნდა ყოფილიყო.
ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანი იღებდა მონაწილეობას კარვის მშენებლობაში, მაგრამ ცნობილია, რომ მთელი ისრაელი უჭერდა მხარს ამ მშენებლობას. მოსემ ისრაელებს უთხრა: „აუკრიფეთ იეჰოვას შესაწირავი. ვისაც გული გაუწევს, ყველამ მოიტანოს იეჰოვას შესაწირავი“ (გამოსვლა 35:4—9). როგორ გამოეხმაურნენ ამ მოწოდებას ისრაელები? გამოსვლის 36:3-ში ვკითხულობთ: „აიღეს მათ მოსესგან მთელი შენაწირი, რომელიც ისრაელის ძეებმა მიიტანეს წმინდა მსახურებისთვის ყველა საქმის შესასრულებლად, და კვლავაც მიჰქონდათ ყოველ დილით ნებაყოფლობითი შესაწირავი“.
მალე დიდძალი შესაწირავი მოგროვდა; ხალხი კი მაინც არ წყვეტყდა მიტანას. ხელოსნებმა ბოლოს მოსეს უთხრეს: „ხალხს ბევრად მეტი მოაქვს, ვიდრე მსახურებისთვის, იმ სამუშაოებისთვის არის საჭირო, რომელიც იეჰოვამ ბრძანა“. ამიტომ მოსემ თქვა: „აღარც კაცებმა და აღარც ქალებმა აღარაფერი გაამზადოთ წმინდა შესაწირავად“. რა იყო შედეგი? „შეგროვებული საკმარისი აღმოჩნდა მთელი საქმის შესასრულებლად, საკმარისზე მეტიც“ (გამოსვლა 36:4—7).
გამოსვლა 19:1; 40:1, 2). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდაჭერით ხალხმა იეჰოვას მიაგო პატივი (იგავები 3:9). მოგვიანებით, მათ უფრო დიდი მშენებლობა უნდა წამოეწყოთ. ყველას, ვინც მოისურვებდა, შეეძლო მხარი დაეჭირა ამ მშენებლობისთვის, მიუხედავად იმისა, ექნებოდა თუ არა გამოცდილება ამ საქმეში.
ისრაელების მიერ გამოვლენილმა გულუხვობამ შესაძლებელი გახადა კარვის მშენებლობის ერთ წელიწადში დამთავრება (კარვის აგებიდან თითქმის ხუთი საუკუნის შემდეგ ისრაელებმა იერუსალიმში ტაძრის მშენებლობა დაიწყეს (1 მეფეები 6:1). ეს დიდებული ტაძარი ქვისა და ხისგან უნდა ყოფილიყო აგებული, რომელიც მყარ საძირკველზე იდგებოდა (1 მეფეები 5:17, 18). იეჰოვამ „შთაგონებით“ მისცა დავითს ტაძრის მშენებლობის გეგმა (1 მატიანე 28:11—19). მაგრამ მან სოლომონი ამოირჩია ამ საქმის შესასრულებლად (1 მატიანე 22:6—10). დავითმა მთელი გულით დაუჭირა მხარი მშენებლობას. მან შეიძინა ქვები, ხის მორები და სხვა მასალა; გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ოქრო და ვერცხლი გაიღო ამ საქმისთვის. დავითმა თანამემამულეებსაც მოუწოდა გულუხვობისკენ: „ვის სურს დღეს იეჰოვასთვის ნებაყოფლობით აივსოს ხელი ძღვნით?“ როგორ გამოეხმაურა ხალხი ამ მოწოდებას? (1 მატიანე 29:1—5).
იმ დროისთვის, როდესაც სოლომონმა ტაძრის მშენებლობა დაიწყო, საგანძურში უკვე ათასობით ტონა ოქრო და ვერცხლი იყო. გარდა ამისა, სპილენძსა და რკინას ‘წონა არ ჰქონდა’ (1 მატიანე 22:14—16). იეჰოვას კურთხევითა და მთელი ისრაელის მხარდაჭერით ტაძრის მშენებლობას მხოლოდ შვიდ წელიწად-ნახევარი დასჭირდა (1 მეფეები 6:1, 37, 38).
„ჭეშმარიტი ღვთის სახლი“
კარავსაც და ტაძარსაც „ჭეშმარიტი ღვთის სახლი“ ეწოდებოდა (მსაჯულები 18:31; 2 მატიანე 24:7). იეჰოვას არასოდეს სჭირდებოდა სახლი (ესაია 66:1). კარავიც და იერუსალიმის ტაძარიც ღმერთმა ადამიანებს მათსავე საკეთილდღეოდ ააშენებინა. ტაძრის მიძღვნისას სოლომონმა სამართლიანად აღნიშნა: „ნუთუ დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე? აი, ვერ გიტევს შენ ზეცა, ზეცათა ზეცა, და ჩემი აშენებული სახლი როგორღა დაგიტევს?! (1 მეფეები 8:27).
ესაია 56:7). ტაძარში შეწირული მსხვერპლი, იქ აღვლენილი ლოცვები და ღვთისმსახურება ღვთისმოშიშ ხალხს — იუდეველებსა და არაიუდეველებს — ჭეშმარიტ ღმერთთან აახლოებდა. ტაძარში თაყვანისმცემლობის შედეგად ისინი იეჰოვას მეგობრები ხდებოდნენ და მის მფარველობას გრძნობდნენ. ამას ადასტურებს ტაძრის მიძღვნისას სოლომონის მიერ მთელი გრძნობით წარმოთქმული ლოცვა. ეს ლოცვა შეგიძლიათ წაიკითხოთ 1 მეფეების 8:22—53-სა და 2 მატიანეს 6:12—42-ში.
წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვამ თქვა: „ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა“ (ჭეშმარიტი ღვთის ეს ტაძარი დიდი ხნის წინათ იქნა დანგრეული, მაგრამ ღვთის სიტყვა მიუთითებდა დროზე, როდესაც ყველა ერის ადამიანი ბევრად უფრო დიდ, სულიერ ტაძარში შეიკრიბებოდა იეჰოვას თაყვანსაცემად (ესაია 2:2). ღვთის მხოლოდშობილი ძის მიერ გაღებული სრულყოფილი შესაწირავი, რომლის წინასახეც ტაძარში აღვლენილი ცხოველური შესაწირავი იყო, ხალხს იეჰოვასთან დაახლოების საშუალებას მისცემდა (იოანე 14:6; ებრაელები 7:27; 9:12). დღეს იეჰოვას მოწმეები აღმატებული სახით სცემენ ღმერთს თაყვანს და სხვებსაც ეხმარებიან, მსგავსად მოიქცნენ.
მიმდინარე მშენებლობები
მთელ დედამიწაზე იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურებიან. ისინი შეადგენენ ‘ძლიერ ხალხს’, რომელთა რაოდენობაც დღითი დღე იზრდება (ესაია 60:22). იეჰოვას მოწმეები, ძირითადად, სამეფო დარბაზებში იკრიბებიან *. დღესდღეობით ათასობით ასეთი დარბაზი არსებობს, მაგრამ კიდევ ათასობით დარბაზია საჭირო.
იეჰოვას მოწმეები სამეფო დარბაზების ასაშენებლად ‘მზადყოფნას’ ავლენენ (ფსალმუნი 110:3). მაგრამ ხშირად ადგილობრივ მოწმეებს არა აქვთ ამისთვის საჭირო გამოცდილება; ზოგან კი, სადაც მაუწყებელთა რიცხვი იზრდება, ხალხი დიდ სიღარიბეში ცხოვრობს. ამ დაბრკოლებათა გადასალახავად 1999 წელს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ დააფუძნა სამეფო დარბაზების სამშენებლო პროგრამა. სამშენებლო საქმეში დახელოვნებული მოწმეები სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან, რათა ადგილობრივ და-ძმებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ. შემდეგ ადგილობრივი ძმები დამოუკიდებლად იწყებენ სამეფო დარბაზების აშენებას. რა შედეგები მოჰყვა ძმების მიერ გამოვლენილ ასეთ ძალისხმევას?
2006 წლის თებერვალში შეზღუდული სახსრების მქონე ქვეყნებში 13 000-ზე მეტი სამეფო დარბაზი აშენდა. აი, რას ამბობენ მოწმეები, რომლებიც ახალ სამეფო დარბაზებში იკრიბებიან:
„კრებას საშუალოდ 160 ადამიანი ესწრებოდა. სამეფო დარბაზის აშენების შემდეგ პირველივე შეხვედრაზე ეს რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ექვს თვეში კი დამსწრეთა რაოდენობამ 230-ს მიაღწია. აშკარაა, რომ იეჰოვამ აკურთხა ამ უბრალო, მაგრამ პრაქტიკული ნაგებობების მშენებლობა“ (ეკვადორში მომსახურე მიმომსვლელი ზედამხედველი).
«წლების განმავლობაში ხალხი გვეკითხებოდა: „ოდესმე თქვენც გექნებათ ისეთივე სამეფო დარბაზი, როგორიც თქვენს პუბლიკაციებშია მოცემული?“ იეჰოვას წყალობით ახლა ჩვენც გვაქვს ლამაზი სამეფო დარბაზი. ადრე ერთი ძმის საწყობში ვიკრიბებოდით; მაშინ შეხვედრებს საშუალოდ 30 ადამიანი ესწრებოდა. ახალ სამეფო დარბაზში პირველ შეხვედრას 110 ადამიანი დაესწრო» (უგანდის ერთ-ერთი კრება).
„ორი პიონერი და ამბობს, რომ მათ ტერიტორიაზე სამეფო დარბაზის აშენების შემდეგ ქადაგება უფრო სასიამოვნო გახდა. ხალხი უფრო მეტად არის განწყობილი მოსასმენად, იქნება ეს კარდაკარ მსახურებისას თუ არაფორმალური დამოწმების დროს. ეს დები ახლა ბიბლიის შესწავლაში 17 ადამიანს ეხმარებიან, რომელთაგან ზოგი კრების შეხვედრებსაც ესწრება“ (ფილიალი სოლომონის კუნძულებზე).
„სამეფო დარბაზის მახლობლად მცხოვრები ერთი მოძღვარი აღნიშნავს, რომ ეს დარბაზი მთელი უბნის მშვენება და ადგილობრივი მოსახლეობის სიამაყეა. ბევრი, ვინც ამ დარბაზს ჩაუვლის, აღფრთოვანებას ვერ მალავს მისი სილამაზის დანახვაზე. ეს ძმებს ქადაგების კარგ შესაძლებლობას აძლევს. სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, მეტი გაიგოს ჩვენი მსოფლიო საძმოს შესახებ. მრავალმა, ვინც წლების განმავლობაში არ ესწრებოდა კრების შეხვედრებს, კვლავ დაიწყო კრებებზე რეგულარულად სიარული“ (მიანმას ფილიალი).
«ერთმა დამ დაინტერესებული მამაკაცი სამეფო დარბაზის მშენებლობის სანახავად დაპატიჟა. მოგვიანებით ამ კაცმა თქვა: „მეგონა მშენებლები შიგნით არ შემიშვებდნენ. მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, მოწმეებმა თბილად მიმიღეს. ქალი თუ კაცი მუხლჩაუხრელად შრომობდა და დროს უქმად არ კარგავდა. მათ შორის სრული ჰარმონია და სიხარული სუფევდა“. ამ მამაკაცმა ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. მან თქვა: „აზროვნება შევიცვალე. ახლა, როცა ღმერთი ვიპოვე, მას აღარასოდეს მივატოვებ“ » (კოლუმბიის ფილიალი).
ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია
სამეფო დარბაზების მშენებლობა ჩვენი წმინდა მსახურების მნიშვნელოვანი ნაწილია. ნამდვილად საქებარია, როდესაც იეჰოვას მოწმეები მხარს უჭერენ ამ საქმიანობას, იქნება ეს ფინანსურად თუ სხვაგვარად. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა მსახურების სხვა მხარეებიც მნიშვნელოვანია. დროდადრო თანაქრისტიანები სტიქიური უბედურების მსხვერპლი ხდებიან და ჩვენს დახმარებას საჭიროებენ. ბიბლიური ლიტერატურის გამოცემაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს წმინდა მსახურების წინ წაწევას. მრავალი ჩვენგანი გამხდარა იმის მოწმე, თუ რა დიდი ძალა
აქვს ბიბლიაზე დაფუძნებულ ჟურნალებსა თუ წიგნებს, როცა ისინი სწორად განწყობილი ადამიანების ხელში ხვდება. მისიონერებისა და სხვა სრული დროით მსახურების მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი თავგამოდებული ქრისტიანები ამ უკანასკნელ დღეებში დიდ როლს ასრულებენ სამეფო საქმიანობის გაფართოებაში.მათ, ვინც მხარი დაუჭირა იერუსალიმში ტაძრის მშენებლობას, დიდად გაიხარეს (1 მატიანე 29:9). დღეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის შესაწირავების გაღებას ჩვენთვის მსგავსი ბედნიერება მოაქვს (საქმეები 20:35). ჩვენც განვიცდით მსგავს სიხარულს, როდესაც სამეფო დარბაზების ფონდისა და მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის განკუთვნილ ყუთებში შესაწირავებს ვყრით და, ამგვარად, მხარს ვუჭერთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებასთან დაკავშირებულ საქმეს. დღეს იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში საოცარი სახით არიან გაერთიანებულნი. დაე თითოეულმა ჩვენგანმა განიცადოს სიხარული, რაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდაჭერას მოაქვს!
[სქოლიოები]
^ აბზ. 16 იმისათვის, რომ გაიგოთ, რატომ ეწოდება ამ შენობებს „სამეფო დარბაზები“, იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდი 319 [რუს.] (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
[ჩარჩო⁄სურათი 20, 21 გვერდებზე]
როგორ შეიძლება შესაწირავების გაღება?
შესაწირავები საზოგადოების მსოფლიო საქმისთვის
ბევრი გადადებს ხოლმე ანუ წინასწარ გამოყოფს გარკვეულ თანხას, რომელსაც დებს შესაწირავების ყუთში — წარწერით „შესაწირავები სამეფოს საქმისთვის (მათე 24:14)“.
ამ თანხას კრებები ყოველთვიურად აგზავნიან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალში. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავები შეიძლება პირადადაც გაგზავნოთ საზოგადოების იმ ფილიალში, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება. ამ შესაწირავებს თან უნდა ახლდეს მოკლე წერილი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ეს ძღვენს წარმოადგენს.
წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავები
პირდაპირი ფულადი შესაწირავების გარდა, მსოფლიო მასშტაბით სამეფოს საქმის მხარდასაჭერად სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად:
უძრავი ქონება: გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება შეიძლება შეწირულ იქნას საზოგადოება „საგუშაგო კოშკისთვის“ პირდაპირ ან შემწირველის უფლების დაცვით, რომ ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. შემწირველი უნდა დაუკავშირდეს საზოგადოებას, სანამ გააფორმებს საზოგადოებისთვის უძრავი ქონების გადაცემის აქტს.
ანდერძი: ქონება ან ფულადი სახსრები შეიძლება ანდერძით გადაეცეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ კანონით დადგენილი წესების მიხედვით. საზოგადოებას უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების ადგილობრივ ოფისს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.
[სურათი 18 გვერდზე]
გაერთიანებული ძალებით მთელ მსოფლიოში შესაძლებელია შესანიშნავი სამეფო დარბაზების აშენება.
[სურათი 18 გვერდზე]
ახალი სამეფო დარბაზი განაში.