არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ასწავლეთ შვილებს კომენტარების გაკეთება!

ასწავლეთ შვილებს კომენტარების გაკეთება!

ასწავლეთ შვილებს კომენტარების გაკეთება!

მექსიკაში მცხოვრებ პერლას კარგად ახსოვს, პატარაობისას როგორ ეხმარებოდა დედა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის მოკლე კომენტარების მომზადებაში. პერლას ახლა ხუთი წლის ბიჭი ჰყავს. როგორ ეხმარება შვილს, რომ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე კომენტარები გააკეთოს? პერლა გვიყვება: «პირველად მე თვითონ ვემზადები. შემდეგ ვეძებ იმ აბზაცს, რომელიც ჩემი შვილისთვის გასაგები იქნება და რომლის ახსნასაც თავისი სიტყვებით შეძლებს. შემდეგ ვმსჯელობთ იმაზე, რასაც ის „ჩემს აბზაცს“ ეძახის. მერე ვეუბნები, რომ პასუხი ყოველდღიური მაგალითებით ამიხსნას. ბოლოს კი რამდენჯერმე გავდივართ რეპეტიციას. ჩვენ მიკროფონის ზომის რაიმე საგანს ვიყენებთ, რაც ეხმარება ჩემს პატარას იმის განსაზღვრაში, თუ როგორ დაიჭიროს მიკროფონი, როცა კომენტარებს გააკეთებს. ძალიან მიხარია, რადგან შეხვედრა ისე არ ჩაივლის, რომ ჩემმა ბიჭმა კომენტარი არ გააკეთოს ან ხელი არ აიწიოს. უმეტეს შემთხვევაში ის შეხვედრის დაწყებამდე შესწავლის ჩამტარებელთან მიდის და ეუბნება, რომელია „მისი აბზაცი“ ».

იენს, რომელიც ჰინდი ენაზე მოლაპარაკე ჯგუფში უხუცესად მსახურობს, ორი ბიჭი ჰყავს, ერთი ორი წლის, მეორე კი — ოთხის. როდესაც ის და მისი მეუღლე შვილებთან ერთად შეხვედრისთვის ემზადებიან, ისინი იყენებენ იმ მეთოდს, რომელიც იენმა მშობლებისგან ისწავლა. ის ამბობს: „ჩვენ ვმსჯელობთ, თუ რა იქნება გასაგები მასალიდან ბავშვებისთვის. შემდეგ სტატიიდან რაიმე საკითხს ან ძირითად აზრებს ვუხსნით და სწორედ იმას ვეკითხებით, რაზეც გვინდა, რომ შეხვედრაზე გასცენ პასუხი. ხშირად გაოცებულები ვრჩებით მათი პასუხებით, რომლებსაც საკმაოდ ბუნებრივად წარმოთქვამენ. ისინი სწორედ იმას ამბობენ, რაც ესმით. შედეგი კი ის არის, რომ მათი პასუხები მართლაც განადიდებს იეჰოვას და მათ რწმენას გამოხატავს“.