საკითხი, რომელიც პირადად გეხებათ
საკითხი, რომელიც პირადად გეხებათ
გყავთ მეგობარი ან ოჯახის წევრი, რომელთანაც განსაკუთრებულად ახლოს ხართ? რა რეაქცია გექნებოდათ, თუ ვინმე გეტყოდათ, რომ მასთან მხოლოდ ეგოისტური მიზნების გამო გაქვთ ურთიერთობა? ცხადია, გული გეტკინებოდათ და, შესაძლოა, აღშფოთებულიყავით კიდეც. ზუსტად ასეთი ბრალდება წაუყენა სატანა ეშმაკმა ყველას, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს იეჰოვა ღმერთთან.
დავფიქრდეთ, რა მოხდა, როცა სატანამ პირველ წყვილს, ადამს და ევას, ღვთის კანონი დაარღვევინა, რის შედეგადაც ისინი მას შეურთდნენ და ღვთის წინააღმდეგ წავიდნენ. შეიძლება ედემის ბაღში დატრიალებული მოვლენებიდან დავასკვნათ, რომ ადამიანები მხოლოდ ანგარების გამო ემორჩილებიან იეჰოვას? (დაბადება 3:1—6). ადამის დაუმორჩილებლობიდან დაახლოებით 2 500 წლის შემდეგ სატანამ იგივე საკითხი წამოჭრა; მან კითხვის ქვეშ დააყენა ერთი მამაკაცის, სახელად იობის, ერთგულება. რამდენადაც ეშმაკის მიერ წაყენებული ბრალდებიდან კარგად ჩანს, თუ რას ეხება ეს საკითხი, მოდი ყურადღებით განვიხილოთ ბიბლიის ის მონაკვეთი, სადაც აღწერილია ეს შემთხვევა.
„არ დავთმობ უმწიკვლობას!“
იობი „უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს დგას“; მაგრამ სატანა ცილს სწამებს იობს და მის სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში?“ — ეკითხება ის იეჰოვას. შემდეგ ეშმაკი ცილს სწამებს ღმერთსაც და იობსაც და იეჰოვას ადანაშაულებს იმაში, თითქოს იობის ერთგულება მან იმით მოიპოვა, რომ იცავდა და კურთხევებს არ აკლებდა მას. „აბა, გაიწოდე ხელი, — იწვევს სატანა იეჰოვას, — და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:8—11).
სატანის განაცხადზე პასუხის გასაცემად ღმერთი უშვებს, რომ ეშმაკმა იობი გამოსცადოს. ღვთის მსახურებისგან რომ ჩამოაშოროს, სატანა ამ ერთგულ კაცს ერთიმეორეზე მიყოლებით უბედურებებს ატეხს თავს. იობის მთელ საქონელს იპარავენ ან ანადგურებენ, მსახურებს ხოცავენ, და ბოლოს იობს შვილებიც ეღუპება (იობი 1:12—19). მაგრამ, მართლდება სატანის სიტყვები? არავითარ შემთხვევაში! თუმცა იობმა არ იცის, რომ მისი უბედურებების მიზეზი ეშმაკია, ის ამბობს: „იეჰოვამ მომცა და იეჰოვამ წაიღო. კვლავაც კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი“ (იობი 1:21).
შემდეგ სატანა იეჰოვასთან მიდის; ღმერთი მას ეუბნება: „ის [იობი] კვლავაც უმწიკვლოა, შენ კი მაქეზებ, რომ უმიზეზოდ დავღუპო იგი“ (იობი 2:1—3). უმთავრესი საკითხი ეხება იობის უმწიკვლობას — თვისებას, რომელიც ღვთისადმი ურყევ ერთგულებასა და სიმართლეს უკავშირდება. ამგვარად, უმწიკვლობის საკითხში იობი წარმატებას აღწევს. მაგრამ ეშმაკი მაინც თავისას არ იშლის.
ამის შემდეგ სატანა მრავლისმომცველ განაცხადს აკეთებს, რომელიც მთელ კაცობრიობას იობი 2:4, 5). სატანა იობის სახელს კი არ იყენებს, არამედ ზოგად სიტყვას — „კაცს“, რითაც ყოველი ადამიანის უმწიკვლობას ეჭვქვეშ აყენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ასეთ რამეს გულისხმობს: „ადამიანი ყველაფერს გააკეთებს სიცოცხლის გადასარჩენად და თუ საშუალება მომეცემა, ღმერთს ნებისმიერს ჩამოვაშორებ“. დარჩებიან ადამიანები ღვთის ერთგულები ყოველთვის და ნებისმიერი განსაცდელის დროს?
ეხება. „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, — ეუბნება ის იეჰოვას, — სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი, შეახე მის ძვალსა და ხორცს, და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იეჰოვა ნებას რთავს ეშმაკს, რომ დააწყლულოს იობი. იობის ტანჯვა იმდენად დიდია, რომ სიკვდილს ნატრულობს (იობი 2:7; 14:13). მიუხედავად ამისა, იობი ამბობს: „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობი 27:5). ამას იმიტომ ამბობს იობი, რომ უყვარს ღმერთი და ამ სიყვარულს ვერაფერი შეურყევს. იობი ამტკიცებს, რომ უმწიკვლო ადამიანია. ამიტომ, როგორც ბიბლია გვეუბნება, „იეჰოვამ იობის ბოლო წლები პირვანდელზე მეტად აკურთხა“ (იობი 42:10—17). კიდევ იყვნენ იობის მსგავსი ადამიანები? რას გვიჩვენებს ისტორია?
რა პასუხი გაეცა სატანის განაცხადს?
ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, ებრაელების, მე-11 თავში, პავლე მოციქული სახელებით მოიხსენიებს ქრისტემდე მცხოვრებ ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს, მაგალითად ნოეს, აბრაამს, სარასა და მოსეს. შემდეგ მოციქული ამბობს: „დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე [სხვების შესახებ]“ (ებრაელები 11:32). ღვთის ეს ერთგული მსახურები იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ პავლემ ისინი მოიხსენია როგორც ‘მოწმეთა დიდი ღრუბელი’, რითაც ისინი ცაზე გადაჭიმულ უზარმაზარ ღრუბელს შეადარა (ებრაელები 12:1). მართლაც, საუკუნეების განმავლობაში უამრავი ადამიანი ნებაყოფლობით არჩევდა, იეჰოვა ღმერთის ერთგული ყოფილიყო (იესო ნავეს ძე 24:15).
ყველაზე ამომწურავი პასუხი სატანის განაცხადზე, რომ ადამიანებს იეჰოვას ჩამოაშორებდა, გასცა ღვთის ძემ, იესო ქრისტემ. წამების ძელზე ტანჯვით სიკვდილმაც კი იესოს ღვთისადმი ერთგულება ვერ შეურყია. უკანასკნელი ამოსუნთქვისას «იესომ ხმამაღლა დაიძახა: „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“ » (ლუკა 23:46).
დრომ უჩვენა, რომ ეშმაკმა ვერ შეძლო ყველა ადამიანის ჩამოშორება ჭეშმარიტი ღვთისგან. ურიცხვი ადამიანი ეცნობოდა იეჰოვას და იყვარებდა მას „მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37). იეჰოვასადმი მათმა ურყევმა ერთგულებამ დაამტკიცა, რომ სატანის განაცხადი, რომლითაც ის ადამიანების უმწიკვლობას ეჭვქვეშ აყენებდა, უსაფუძვლო იყო. ერთგულების გამოვლენით თქვენც შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ეშმაკი ცრუა.
რის გაკეთება გმართებთ?
ღვთის ნებაა, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4). როგორ შეგიძლიათ ასეთი ცოდნის მიღება? გამოყავით დრო ბიბლიის შესასწავლად და ‘გაიცანით ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და ის, ვინც მან გამოგზავნა, იესო ქრისტე’ (იოანე 17:3).
სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ადამიანის ერთგულება, როდესაც მას არასწორი მოტივები მიაწერა ღვთისადმი მსახურებაში. ცოდნამ რომ ჩვენს აღძვრებზე გავლენა მოახდინოს, ის ჯერ გულს უნდა შეეხოს. ეს რომ მოხდეს, უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ბიბლიიდან მხოლოდ ინფორმაციის მიღება. ეცადეთ, ყოველთვის იფიქროთ წაკითხულზე და ეს ჩვევად გაიხადოთ (ფსალმუნი 143:5). ბიბლიისა თუ ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვისას გამოყავით დრო, რათა დაფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: რას ვსწავლობ აქედან იეჰოვას შესახებ? ღვთის რომელ თვისებებს ვხედავ? ცხოვრების რომელ სფეროში მჭირდება ასეთი თვისებების გამოვლენა? რა მოსწონს და რა არ მოსწონს ღმერთს? როგორ გავლენას ახდენს ეს ღვთისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე? ასეთი ფიქრი გულს შემოქმედისადმი სიყვარულითა და მადლიერებით აგივსებთ.
ღვთისადმი ერთგულება მხოლოდ რელიგიური მრწამსით არ შემოიფარგლება (1 მეფეები 9:4). იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულების შესანარჩუნებლად აუცილებელია ზნეობრივი სიწმინდის დაცვა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ერთგულების გამოვლენა ადამიანს რაიმეთი ზღუდავდეს. იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ და სურს, რომ თქვენც სიცოცხლით გაიხაროთ (1 ტიმოთე 1:11). მოდი ახლა განვიხილოთ, რას უნდა მოერიდოთ, რათა ზნეობრივად სუფთები დარჩეთ და შედეგად, უფრო ბედნიერები იყოთ და ღვთის მოწონება დაიმსახუროთ.
მოერიდეთ უზნეობას
თავად იეჰოვამ დაადგინა ქორწინებისთვის ნორმები, რომლებიც მის სიტყვაში, ბიბლიაშია მოცემული. მასში ვკითხულობთ: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:21—24). რაკი დაქორწინებული წყვილი „ერთი ხორცია“, ისინი იმ შემთხვევაში ავლენენ ღვთის მიერ დაწესებული ნორმებისადმი პატივისცემას, თუ მხოლოდ ერთმანეთთან აქვთ სქესობრივი ურთიერთობა. პავლე მოციქულმა თქვა: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი, რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრაელები 13:4). გამოთქმა „ცოლქმრული სარეცელი“ გულისხმობს სქესობრივ ურთიერთობას კანონიერად დაქორწინებულ მამაკაცსა და ქალს შორის. თუ რომელიმე მათგანს მეუღლის გარდა სხვასთან ექნება სქესობრივი კავშირი, ეს მრუშობად ჩაეთვლება და ღვთისგანაც მკაცრად განისჯება (მალაქია 3:5).
რა შეიძლება ითქვას ქორწინებამდელ სექსზე? ესეც იეჰოვას ზნეობრივი ნორმების დარღვევაა. „ღვთის ნებაა, რომ . . . მოერიდოთ სიძვას“, — გვეუბნება ბიბლია (1 თესალონიკელები 4:3). ჰომოსექსუალიზმიც, სისხლის აღრევაც და ზოოფილიაც ღვთის თვალში ცოდვად ითვლება (ლევიანები 18:6, 23; რომაელები 1:26, 27). ვისაც სურს, ღმერთს ასიამოვნოს და ნამდვილად ბედნიერი ცხოვრებით გაიხაროს, უზნეობას უნდა მოერიდოს.
რის თქმა შეიძლება ვნებების აღმძვრელ ქცევებზე? იეჰოვას სძულს ასეთი საქციელი (გალატელები 5:19). ადამიანს გონებაშიც არ უნდა უტრიალებდეს უზნეო ფიქრები. იესომ თქვა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). ეს სიტყვები ასევე მიესადაგება პორნოგრაფიული სურათების დათვალიერებას, ტელევიზორსა თუ ინტერნეტში უზნეო სცენების ყურებას, გამრყვნელი მასალის კითხვასა თუ ისეთი სიმღერების მოსმენას, რომელთა ტექსტიც აშკარად თუ ფარულად უზნეო საქციელს ეხება. თუ ასეთ რამეებს მოვერიდებით, ღვთის მოწონებას დავიმსახურებთ და ეს დადებით გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე.
კიდევ ერთი მხარე, რასაც უნდა მოვერიდოთ, ეს არის ფლირტი. ფლირტი განისაზღვრება როგორც „ტრფიალი არასერიოზული განზრახვით ან ვნებების აღმძვრელი“ საქციელი. თუ დაქორწინებული მამაკაცი ან ქალი ასეთ ყურადღებას ავლენს სხვის მიმართ, ამით ბიბლიურ პრინციპებს არღვევს და იეჰოვასადმი უპატივცემულობას გამოხატავს (ეფესოელები 5:28—33). ასევე არასწორია, როდესაც დაუქორწინებლები ერთმანეთს გართობის მიზნით ეარშიყებიან. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს იმას, თუ ასეთ ფლირტს ერთ-ერთი სერიოზულ განზრახვად ჩათვლის? დაფიქრდით, რა ემოციური ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ამან. ასევე იმის ცოდნაც, რომ ფლირტს შეიძლება მრუშობა და სიძვა მოჰყვეს, უფრო მეტად გვიჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულია ეს საკითხი. საპირისპირო სქესის მიმართ სიწმინდით მოპყრობა კი ადამიანში ღირსების გრძნობას უფრო მეტად ავითარებს (1 ტიმოთე 5:1, 2).
ღვთისმოსაწონად მოქმედება ცხოვრების სხვა მხარეებში
მრავალ ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელები ადვილად ხელმისაწვდომია. არასწორია მათი დალევა? ღვინის, ლუდის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების ზომიერად დალევას ბიბლია არ კრძალავს (ფსალმუნი 104:15; 1 ტიმოთე 5:23). მაგრამ გადამეტებული სმა და სიმთვრალე ღვთის თვალში ბოროტებაა (1 კორინთელები 5:11—13). გსურთ, რომ გადამეტებული სმით შეირყიოთ ჯანმრთელობა და პრობლემები შეუქმნათ ოჯახს? (იგავები 23:20, 21, 29—35).
იეჰოვა „ჭეშმარიტების ღმერთია“ (ფსალმუნი 31:5). „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“, — ნათქვამია ბიბლიაში (ებრაელები 6:18). თუ გსურთ, ღვთის მოწონება დაიმსახუროთ, არ უნდა იცრუოთ (იგავები 6:16—19; კოლოსელები 3:9, 10). „თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“, — მოუწოდებს ბიბლია ქრისტიანებს (ეფესოელები 4:25).
არსებობს კიდევ ერთი მხარე, რომელსაც უნდა მოერიდოთ — აზარტული თამაშები. მართალია, ხალხში დღეს აზარტული თამაშები დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ისინი ქრისტიანისთვის მიუღებელია, რადგან სიხარბეს აღვივებს და მოთამაშე სხვისი წაგების ხარჯზე იგებს ფულს. იეჰოვა არ იწონებს მათ, ვინც „უპატიოსნო შემოსავალს [არიან] დახარბებულები“ (1 ტიმოთე 3:8). თუ გსურთ, რომ იეჰოვას ასიამოვნოთ, უნდა მოერიდოთ აზარტული თამაშების ნებისმიერ ფორმას, მათ შორის ლატარიას, ტოტალიზატორს და სათამაშო აპარატებით თამაშს. თუ ასე მოიქცევით, დაინახავთ, რომ უფრო მეტი ფული გრჩებათ ოჯახის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ქურდობა, ანუ ისეთი ნივთის მითვისება, რაც არ გეკუთვნის, ასევე სიხარბის გამოვლინებაა. „არ მოიპარო“, — ამბობს ბიბლია (გამოსვლა 20:15). არასწორია მოპარული ნივთების ყიდვა, თუ იცი, რომ ეს ნაქურდალია, და ნებართვის გარეშე რამის აღება. „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს, — ნათქვამია ბიბლიაში, — არამედ იშრომოს, საკუთარი ხელით აკეთოს კარგი საქმე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი“ (ეფესოელები 4:28). იეჰოვას მოყვარულები დროს არ იპარავენ სამუშაოზე, ისინი მთელი სამუშაო დღის განმავლობაში პატიოსნად მუშაობენ. მათ ‘სურთ, ყველაფერში პატიოსნად მოიქცნენ’ (ებრაელები 13:18). გარდა ამისა, როდესაც ადამიანს სუფთა სინდისი აქვს, ის შინაგან კმაყოფილებასაც გრძნობს.
როგორ უყურებს ღმერთი მრისხანე ადამიანს? ბიბლია გვაფრთხილებს: „ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება, და ფიცხ კაცთან ნუ დაიჭერ საქმეს“ (იგავები 22:24). შეუკავებელი რისხვა ხშირად ძალადობით მთავრდება ხოლმე (დაბადება 4:5—8). შურისძიების შესახებ ბიბლია ამბობს: «ნურავის გადაუხდით სამაგიეროს. ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება. რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან. ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“ » (რომაელები 12:17—19). თუ ამ რჩევას მივყვებით, უფრო მშვიდადაც ვიცხოვრებთ და უფრო ბედნიერებიც ვიქნებით.
თქვენ შეძლებთ ამას
შეგიძლიათ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება სირთულეების მიუხედავად? დიახ, ნამდვილად შეგიძლიათ! გახსოვდეთ: ღმერთს სურს, რომ ერთგულებასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხში თქვენ დაამტკიცოთ სატანის სიცრუე. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავები 27:11).
ლოცვით სთხოვეთ იეჰოვას, გაგაძლიეროთ, რათა აკეთოთ ის, რაც სწორია მის თვალში (ფილიპელები 4:6, 7, 13). ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ, რომ ბიბლიური ცოდნა გაიღრმავოთ. თუ მადლიერებით იფიქრებთ იმაზე, რასაც ღვთის სიტყვიდან სწავლობთ, გაიზრდება ღვთისადმი თქვენი სიყვარული და აღძრული იქნებით, ასიამოვნოთ ღმერთს. 1 იოანეს 5:3-ში წერია: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“. თქვენ მეზობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ბიბლიის შესწავლაში. გიწვევთ, დაუკავშირდეთ მათ ან მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.
[სურათი 4 გვერდზე]
განსაცდელების დროს იობმა ერთგულება შეინარჩუნა.
[სურათი 7 გვერდზე]
ღვთის სიტყვის ღრმა ცოდნა განგამტკიცებთ, რომ აკეთოთ ის, რაც სწორია.