როგორ მივაღწიოთ წარმატებას?
როგორ მივაღწიოთ წარმატებას?
როგორც მშობლები ზრუნავენ შვილების კეთილდღეობაზე, ისე ჩვენი ზეციერი მამა ზრუნავს ჩვენზე და სურს, რომ წარმატებულნი ვიყოთ. ღმერთი იმითაც ავლენს თავის მზრუნველობას, რომ გვასწავლის, რა მოუტანს ადამიანს წარმატებას და რა — არა. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ადამიანს, რომელიც ყურად იღებს ღვთის მითითებებს, „ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმუნი 1:3).
მაგრამ, რატომ არიან ადამიანები წარუმატებლები, უბედურები და ცხოვრებით უკმაყოფილონი? ამ კითხვას პირველი ფსალმუნი პასუხობს; ის დაგვანახვებს, რა უნდა გავაკეთოთ, წარმატებას რომ მივაღწიოთ.
‘ბოროტთა რჩევა’
ფსალმუნმომღერალი გვაფრთხილებს, არ ვიაროთ „ბოროტთა რჩევისამებრ“ (ფსალმუნი 1:1). სატანა ეშმაკი მთავარი ბოროტია (მათე 6:13). ბიბლია გვატყობინებს, რომ ის არის „ქვეყნიერების მმართველი“ და „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (იოანე 16:11; 1 იოანე 5:19). ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებული რჩევები ხშირად ბოროტის აზროვნებას ირეკლავს.
როგორ რჩევებს იძლევიან ბოროტები? როგორც წესი, ბოროტი არ სცემს ღმერთს პატივს (ფსალმუნი 10:13). ქვეყნიერებაში გავრცელებულია ისეთი რჩევები, რომლებშიც ღვთის უგულებელყოფა და უპატივცემულობა ვლინდება. დღევანდელი საზოგადოება ადამიანებს „ხორცის სურვილისკენ, თვალთა სურვილისა და ქონებით ტრაბახისკენ“ უბიძგებს (1 იოანე 2:16). მასმედია ხალხს ისეთ მატერიალისტურ სულისკვეთებას უნერგავს, რომ მათ ცხოვრებისგან მაქსიმუმი უნდა მიიღონ. ყოველწლიურად, მთელ მსოფლიოში 500 მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება რეკლამებში. კომპანიები ხალხს არწმუნებენ, ისეთი პროდუქცია შეიძინონ, რომელიც მათ შეიძლება საერთოდ არ სჭირდებათ. ამ პროპაგანდის შედეგად ხალხის წარმოდგენა ფულის ხარჯვასა და წარმატებაზე შეიცვალა.
დღეს ბევრს აქვს ის, რაზეც წლების წინ მხოლოდ ოცნებობდა; მიუხედვად ამისა, მათ მეტის შეძენის დაუცხრომელი სურვილი ამოძრავებთ. მათი აზრით, სხვაგვარად ადამიანი ბედნიერი და წარმატებული ვერ იქნება. მაგრამ ასეთი აზროვნება მცდარია და „მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“ (1 იოანე 2:16).
ჩვენმა შემოქმედმა იცის, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად. მისი რჩევა სრულიად განსხვავდება ‘ბოროტთა რჩევისგან’. შეუძლებელია ღვთისგან კეთილგანწყობას ველოდოთ და ქვეყნიერებაშიც წარმატებულები ვიყოთ, რადგან ერთდროულად ორ გზაზე ვერავინ ივლის. ამიტომ ბიბლია გვაფრთხილებს: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“ (ნუ ივლით ქვეყნიერების ყაიდაზე
სატანის ქვეყნიერება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ჩვენი კეთილდღეობით არის დაინტერესებული. მაგრამ ნუ მოტყუვდებით! არ დაგავიწყდეთ, რომ სატანამ თავისი ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად ევა შეაცდინა. შემდეგ ევას მეშვეობით ადამიც მოატყუა. სატანა დღესაც იყენებს ადამიანებს თავისი პროპაგანდის გასავრცელებლად.
წინა სტატიაში მოხსენიებული დეივიდი დამატებით საათებს მუშაობდა და ხშირად იყო მივლინებაში. დეივიდი ამბობს: „ორშაბათს დილაადრიან გავდიოდი სახლიდან და ხუთშაბათ საღამოს ვბრუნდებოდი“. მეგობრები, ნათესავები და თანამშრომლები ფიქრობდნენ, რომ ქვეყნიერებაში წარმატების მისაღწევად მსხვერპლის გაღება მოითხოვებოდა. ამიტომ ისინი ურჩევდნენ დეივიდს, ოჯახის გამო სამუშაოსთვის თავი არ დაენებებინა. მათი აზრით, დეივიდს მხოლოდ რამდენიმე წელი მოუწევდა ასეთი დატვირთვით მუშაობა, სანამ მისი მატერიალური მდგომარეობა სტაბილური არ გახდებოდა. დეივიდი განაგრძობს: „მათ ეგონათ, რომ ჩემი ოჯახისთვის ასე იქნებოდა უკეთესი, რადგან სახლში მეტ ფულს შემოვიტანდი, რაც თავისთავად წარმატებასაც ნიშნავდა. ოჯახისთვის ნაკლები დრო მრჩებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი მეგობრები მარწმუნებდნენ, რომ ცოლ-შვილზე თავდაუზოგავად ვზრუნავდი“. დეივიდის მსგავსად მრავალი მძიმედ შრომობს, რათა ოჯახს არაფერი მოაკლოს. მაგრამ იქნები წარმატებული, თუ ასეთი ადამიანების რჩევას გაითვალისწინებ? სინამდვილეში, რა უფრო მნიშვნელოვანია შენი ოჯახისთვის?
დეივიდმა ამ კითხვებზე პასუხი ერთ-ერთი მივლინების დროს მიიღო. ის იხსენებს: „ერთხელ ტელეფონზე ჩემმა ქალიშვილმა, ანჯელიკამ მკითხა, მამა, რატომ არ გინდა ჩვენთან ერთად ყოფნაო? ამ სიტყვებმა გული მომიკლა“. შვილის ნათქვამმა დეივიდს სამსახურიდან წამოსვლის სურვილი გაუძლიერა. მან გადაწყვიტა, ოჯახისთვის მიეცა ის, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ — დრო და ყურადღება.
ღვთის რჩევების გათვალისწინებით წარმატებულები ვიქნებით
როგორ შევეწინააღმდეგოთ ქვეყნიერებაში გავრცელებულ პროპაგანდას? ფსალმუნმომღერალი ამბობს, რომ წარმატებული და ბედნიერია ის, ვისაც „იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და კითხულობს მის კანონს დღედაღამ“ (ფსალმუნი 1:2).
როცა ღმერთმა იესო ნავეს ძე ისრაელის წინამძღოლად დანიშნა, უთხრა: „იკითხე ის [ღვთის სიტყვა] დღედაღამ“. ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ იესო იესო ნავეს ძე 1:8).
ნავეს ძეს აგრეთვე ‘გულდასმით უნდა შეესრულებინა ყველაფერი, რაც მასში ეწერა’. ცხადია, მხოლოდ ბიბლიის კითხვა კი არ მოგვიტანს წარმატებას, არამედ მისი ცხოვრებაში გამოყენება. ღმერთმა იესო ნავეს ძეს უთხრა: „მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად“ (წარმოიდგინე, მშობელს კალთაში უზის ბავშვი და საყვარელ მოთხრობას უკითხავს. შესაძლოა, ეს მოთხრობა ადრეც არაერთხელ წაუკითხავთ, მაგრამ მათთვის ყველაზე ძვირფასი ერთად გატარებული წუთებია. მსგავსად ამისა, ვისაც ღმერთი უყვარს, მისთვის ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ზეციერ მამასთან გატარებულ სასიამოვნო წუთებს ნიშნავს. თუ იეჰოვას რჩევებს და მითითებებს მივყვებით, ვიქნებით „წყლის ნაკადულებთან დარგულ ხესავით, რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს და რომლის ფოთლებიც არ ჭკნება; ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმუნი 1:3).
ხე, რომელზეც ფსალმუნმომღერალი ლაპარაკობს, თავისით არ ხარობს. მას მიწათმოქმედი ნაკადულებთან რგავს და სათუთად უვლის. ამის მსგავსად, ჩვენი ზეციერი მამა, თავის სიტყვაში ჩაწერილი რჩევებით აზროვნებას გვისწორებს, რის შედეგადაც ღვთისთვის სასურველ თვისებებს ვავლენთ.
„ბოროტები კი ასე არ არიან“. მართალია, ისინი ერთი შეხედვით წარმატებულნი ჩანან, მაგრამ საბოლოოდ ცუდ შედეგებს მოიმკიან. ბოროტები „ვერ წამოდგებიან სასამართლოზე“ და მათი „გზა მოისპობა“ (ფსალმუნი 1:4—6).
ნუ დაუშვებ, რომ ქვეყნიერებამ თავს მოგახვიოს თავისი მიზნები და ფასეულობები. შესაძლოა, ნიჭიერი ხარ და ქვეყნიერებაში წარმატების მიღწევა შეგიძლია, მაგრამ დაუკვირდი, როგორ იყენებ შენს ნიჭს და როგორ სარგებლობს შენი ნიჭით ქვეყნიერება. მატერიალიზმისკენ უსარგებლო სწრაფვას ადამიანი წარუმატებლობამდე მიჰყავს, ნამდვილი წარმატება და ბედნიერება კი ღმერთთან ახლო ურთიერთობას მოაქვს.
როგორ მივაღწიოთ წარმატებას?
როგორ მიაღწევს ადამიანი ყველაფერში წარმატებას, თუ ღვთის რჩევას გაითვალისწინებს? ცხადია, ფსალმუნმომღერალი ქვეყნიერებაში მიღწეულ წარმატებას არ გულისხმობდა. ღვთისმოშიში ადამიანი წარმატებული იქნება, თუ ღვთის ნებას შეასრულებს. განვიხილოთ, როგორ აღწევს ადამიანი წარმატებას ბიბლიის პრინციპების გამოყენებით.
ოჯახი: წმინდა წერილები მოუწოდებს ქმრებს, ისე „უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“, ქრისტიანი ცოლები კი „დიდ პატივს უნდა სცემდნენ ქმრებს“ (ეფესოელები 5:28, 33). მშობლებმა დრო უნდა გამოუყონ შვილებს, მათთან ერთად უნდა იმხიარულონ და ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრონ (მეორე კანონი 6:6, 7; ეკლესიასტე 3:4). ღვთის სიტყვა აგრეთვე ურჩევს მშობლებს: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს“. ამ რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში შვილებს უადვილდებათ, ‘დაუჯერონ [თავიანთ] მშობლებს’ და ‘პატივი სცენ [თავიანთ] მამას და დედას’ (ეფესოელები 6:1—4). ამ რჩევების გამოყენება ხელს უწყობს ოჯახის ბედნიერებას.
მეგობრები: ადამიანთა უმრავლესობას სურს, ჰყავდეს მეგობრები. ჩვენ გვაქვს იმის მოთხოვნილება, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა: „გიყვარდეთ ერთმანეთი“ იოანე 13:34, 35). ჩვენ შეგვიძლია იესოს მიმდევრებს შორის შევიძინოთ მეგობრები, რომლებსაც გულს გადავუშლით (იგავები 18:24). რაც ყველაზე მთავარია, ბიბლიის პრინციპების გამოყენებით შეგვიძლია ‘დავუახლოვდეთ ღმერთს’ და, აბრაამის მსგავსად, ‘იეჰოვას მეგობრები’ გავხდეთ (იაკობი 2:23; 4:8).
(სიცოცხლის აზრი: წარმატებული ადამიანის ცხოვრება აზრით აღსავსეა. მისი ბედნიერება ქვეყნიერებაში არსებულ მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული. მას ესმის, რა არის სიცოცხლის აზრი, ამიტომ ისეთ მიზნებს ისახავს, რასაც კმაყოფილება მოაქვს მისთვის. რა სძენს ადამიანის სიცოცხლეს აზრს? „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“ (ეკლესიასტე 12:13).
იმედი: ღმერთთან მეგობრობა ბედნიერი მომავლის პერსპექტივას გვაძლევს. მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს მოუწოდა: „იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დაამყარონ“. ამგვარად, ისინი მოაგროვებენ „განძს, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგ საძირკველს მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:17—19). ადამიანები ჭეშმარიტი სიცოცხლით გაიხარებენ მაშინ, როცა ღვთის ზეციერი სამეფო დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს (ლუკა 23:43).
ბიბლიური პრინციპების გამოყენება პრობლემებისგან არ გვათავისუფლებს, არამედ გვიცავს ისეთი გულისტკივილისა და მწუხარებისგან, რომელსაც ბოროტები საკუთარ თავს აყენებენ. დეივიდმა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, და მის მსგავსად მილიონობით სხვა ადამიანმა ისწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების გამოყენება. დეივიდმა სხვა სამსახური იშოვა, რომელიც ბევრ დროს აღარ ართმევს. ის ამბობს: „ახლა ოჯახისთვისაც მეტი დრო მრჩება, და კრებაშიც უხუცესად მსახურების შესაძლებლობა მაქვს“. გასაკვირი არაა, რომ იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ღვთის რჩევებს ითვალისწინებს, ფსალმუნში ნათქვამია: „ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“.
[ცხრილი 6 გვერდზე]
ხუთი რჩევა წარმატების მისაღწევად
1 ნუ დაუშვებ, რომ შენს ფასეულობებზე ქვეყნიერებამ გავლენა მოახდინოს.
2 ყოველ დღე იკითხე ღვთის სიტყვა და იფიქრე მასზე.
3 გამოიყენე ბიბლიის რჩევები.
4 დაუმეგობრდი ღმერთს.
5 ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი.
[სურათები 7 გვერდზე]
ითვალისწინებ წარმატებისთვის საჭირო რჩევებს?