სამუელი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შეუპოვარი დამცველი
სამუელი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შეუპოვარი დამცველი
წინასწარმეტყველი კიცხავს თანამემამულეებს, რომლებიც ითხოვენ მეფის დაყენებას, და ღვთის მორჩილებისკენ მოუწოდებს მათ. იმის დასადასტურებლად, რომ ღვთის წინასწარმეტყველია, ის სთხოვს იეჰოვას, ჭექა-ქუხილი მოავლინოს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში წვიმა და ქარიშხალი წლის ამ დროს, ხორბლის მკის პერიოდში, საკმაოდ უჩვეულოა, ღმერთი ხალხს ჭექა-ქუხილსა და წვიმას უგზავნის. შედეგად, მათ ძალიან ეშინიათ იეჰოვასი და მისი წარმომადგენლის, სამუელის (1 სამუელი 12:11—19).
წინასწარმეტყველი სამუელი მწერალიც იყო. მის მიერ აღწერილი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები დაახლოებით 330-წლიან პერიოდს მოიცავს და სხვა ყველაფერთან ერთად ისრაელის მსაჯულთა საგმირო საქმეებსაც მოგვითხრობს. მაგალითად, ყველაზე ძლიერი მამაკაცის, სამსონის ისტორიამ მრავალი ხელოვანი შთააგონა პოემისა თუ ოპერის, პიესისა თუ მხატვრული ფილმის შესაქმნელად (მსაჯულები, თავები 13—16). სამუელმა რუთისა და ნაომის, დაქვრივებული და გაღარიბებული რძალ-დედამთილის შესახებაც მოგვითხრო. მათი ამბავი, რომელსაც ბედნიერი დასასრული ჰქონდა, სამსონის ამბის მსგავსად დიდ ინტერესს იწვევს (რუთი, თავები 1—4).
რის სწავლა შეგვიძლია სამუელის წიგნებიდან და მისი ცხოვრებიდან? როგორ იცავდა ის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას?
ახალგაზრდობის წლები
სამუელის მამა, ელკანა, იეჰოვას თაყვანისმცემელი იყო. მას ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი. მისი მეუღლე, ხანა, სულიერად ძლიერი ქალი იყო. ხანას შვილი არ ჰყავდა, ამიტომ ის იეჰოვას სახლში, შილოში, ღმერთს მხურვალე ლოცვით მიმართავდა და მის წინაშე პირობას დებდა: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, თუ მოხედავ შენი მხევლის გაჭირვებას და გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და მისცემ ვაჟს, იეჰოვას მივუძღვნი მას მთელი მისი სიცოცხლე; სამართებელი არ მიეკარება მის თავს“ (1 სამუელი 1:1—11). ეს იმას ნიშნავდა, რომ ბავშვი მთელ სიცოცხლეს იეჰოვას მსახურებაში გაატარებდა.
ხანა ჩუმად ლოცულობდა. ის მხოლოდ „ბაგეებს ამოძრავებდა“. მღვდელმთავარმა ელიმ არასწორად დაასკვნა, რომ ქალი მთვრალი იყო და უსაყვედურა მას. ხანამ პატივისცემით აუხსნა მღვდელმთავარს თავისი მდგომარეობა, რის შემდეგაც ელიმ უთხრა: „წადი მშვიდობით, ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“. იეჰოვამაც შეისმინა ხანას ლოცვა. „დაორსულდა ხანა წლის დასაწყისში. ვაჟი გააჩინა და სამუელი დაარქვა, რადგან ამბობდა, იეჰოვას ვთხოვეო მისი თავი“ (1 სამუელი 1:12—20).
სამუელი ‘იეჰოვას მოსაწონად აღიზარდა’ (ეფესოელები 6:4). როგორც კი სამუელი ცოტა წამოიზარდა, ხანამ ის შილოში, ღვთის სახლში წაიყვანა და მღვდელმთავარ ელის მიუყვანა. მისი მზრუნველობით ბიჭი „იეჰოვას მსახურად დარჩა“. ხანას უდიდესი სიხარული ჩანს მის სამადლობელ სიტყვებში, რომლებიც მოგვიანებით თავად სამუელმა ჩაწერა წიგნში (1 სამუელი 2:1—11).
თუ მშობელი ხართ, აღძრავთ შვილებს იეჰოვას მსახურებისკენ? ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდაჭერით თქვენი შვილი საუკეთესოდ გამოიყენებს თავის ენერგიას.
სამუელი კარგად შეეგუა საწმინდარში ცხოვრებას. ის „იეჰოვასთან იზრდებოდა“ და „უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც“. სამუელი ღვთისმოსაწონ თვისებებს ავლენდა და ყველას სიყვარულს იმსახურებდა (1 სამუელი 2:21, 26).
ამას კი ნამდვილად ვერ ვიტყოდით ელის უვარგის ვაჟებზე, ხოფნისა და ფინხასზე, რომლებიც „არ ცნობდნენ იეჰოვას“. ისინი უზნეო ცხოვრებას ეწეოდნენ და ხალხის მიერ საწმინდარში მიტანილი შესაწირავიდან საუკეთესო ნაწილს თავისთვის იტოვებდნენ. ღმერთს გაგზავნილი ჰყავდა წინასწარმეტყველი, რათა მას ელისთვის ღვთის სასჯელი ემცნო. ამ სასჯელში ისიც შედიოდა, რომ ელის 1 სამუელი 2:12, 15—17, 22—25, 27, 30—34). იეჰოვას განზრახვის თანახმად შემდეგი სასჯელი სამუელს უნდა გაეცხადებინა.
ორივე ვაჟი დაიხოცებოდა (სამუელი წინასწარმეტყველად მსახურობს
ღმერთმა უთხრა სამუელს: „უთხარი მას [ელის], რომ სამარადისოდ გავასამართლებ მის სახლეულობას იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან იცის, რადგან წყევლიან ღმერთს მისი ვაჟები, ის კი არ კიცხავს მათ“. სამუელისთვის ადვილი არ იყო ამ ცნობის გადაცემა მაგრამ ელი დაჟინებით მოითხოვდა მისგან, არ დაემალა არც ერთი სიტყვა. სამუელიც ყველაფერს მოუყვა ელის, რაც იეჰოვამ უთხრა. ამისთვის ნამდვილად საჭირო იყო გამბედაობა (1 სამუელი 3:10—18).
როცა სამუელი გაიზარდა, მთელმა ისრაელმა გაიგო, რომ ის ღვთის წინასწარმეტყველი იყო (1 სამუელი 3:19, 20). სამუელის წინასწარმეტყველების შესრულება დაიწყო მაშინ, როცა ისრაელი სასტიკად დამარცხდა ფილისტიმელებთან. ხოფნი და ფინხასი ბრძოლაში დაიხოცნენ, ხოლო ფილისტიმელებმა ხელთ იგდეს იეჰოვას შეთანხმების კიდობანი. როცა თავისი ვაჟების სიკვდილისა და კიდობნის წაღების ამბავი გაიგო, ელი უკან გადავარდა, კისერი გადაუტყდა და მოკვდა (1 სამუელი 4:1—18).
ოცი წლის შემდეგ სამუელმა მოუწოდა ისრაელებს, მიეტოვებინათ ცრუ თაყვანისმცემლობა. ამის საპასუხოდ მათ გაანადგურეს თავიანთი კერპები, მარხულობდნენ და ცოდვებს აღიარებდნენ. სამუელმა ილოცა და ხალხისთვის მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი შესწირა ღმერთს. რა იყო ამის შედეგი? როდესაც ფილისტიმელებმა იერიში მიიტანეს ისრაელზე, ღმერთმა თავგზა აუბნია მათ, ისრაელი კი საპასუხო შეტევაზე გადავიდა და მტერი დაამარცხა. იეჰოვას მხარდაჭერით ისრაელის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მათ ფილისტიმელების მიერ დაპყრობილი მიწები დაიბრუნეს (1 სამუელი 7:3—14).
სამუელი მართლაც რომ შეუპოვრად იცავდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. მაგალითად, მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ ნადავლიდან ზოგი რამ კარვისთვის ყოფილიყო გამოყენებული. მისი ხელმძღვანელობით ისრაელში პასექის დღესასწაული აღინიშნა; მანვე გაუწია ორგანიზება იმას, რომ ლევიანებს კარიბჭის მცველებად ემსახურათ (1 მატიანე 9:22; 26:27, 28; 2 მატიანე 35:18). როგორც თავის ქალაქში, ისე სხვა ქალაქებში სამუელი ყოველწლიურად დადიოდა და სამართალს განიკითხავდა. მას პატიოსანი და მიუკერძოებელი კაცის სახელი ჰქონდა. ხალხი პატივს სცემდა სამუელს და ისიც იყენებდა ამ შესაძლებლობას და სულიერად ეხმარებოდა მათ (1 სამუელი 7:15—17; 9:6—14; 12:2—5). მისი პატიოსნება და სულიერობა, უდავოდ, აღძრავდა მრავალს, მისი მაგალითისთვის მიებაძათ. თქვენც აღგძრავთ მოქმედებისკენ სამუელის მაგალითი?
ისრაელი ითხოვს მეფეს
როდესაც სამუელი მოხუცდა, მსაჯულებად მან თავისი ვაჟები, იოელი და აბია დააყენა, მაგრამ „არ დადიოდნენ მისი ვაჟები მისი გზით, უკანონო შემოსავლის მიღებისკენ იყვნენ მიდრეკილნი, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ“. მათი საქციელის შემხედვარე, ისრაელის უხუცესებმა მეფის დაყენება მოითხოვეს (1 სამუელი 8:1—5). სამუელმა არ მოიწონა მათი ნათქვამი. როდესაც მან ილოცა ამის თაობაზე, იეჰოვამ უთხრა: „შენ კი არ უარგყვეს, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“ (1 სამუელი 8:6, 7). ღმერთმა უთხრა სამუელს, რომ ხალხის ნებისამებრ მოქცეულიყო და ამავე დროს, გაეფრთხილებინა ისინი, რომ მეფე მათ თავისუფლებას გარკვეულწილად შეზღუდავდა. რაკი ხალხი დაჟინებით ითხოვდა მეფეს, იეჰოვამ დაავალა სამუელს, რომ მეფედ საული ეცხო (1 სამუელი 8:6—22; 9:15—17; 10:1).
1 სამუელი 10:17—24; 11:11—15). სამუელმა ერს ისრაელის ისტორია შეახსენა და მეფესაც და ხალხსაც იეჰოვას მორჩილებისკენ მოუწოდა. და როგორც ზემოთაც მოვიხსენიეთ, სამუელის ლოცვას ღმერთი ჭექა-ქუხილით გამოეხმაურა. ამან მიახვედრა ხალხი, თუ რა დიდი შეცდომა დაუშვეს იმით, რომ იეჰოვა უარყვეს. როდესაც ხალხმა სთხოვა სამუელს, რომ მათთვის ელოცა, სამუელმა მიუგო: „არ შევცოდავ იეჰოვას და არ შევწყვეტ თქვენთვის ლოცვას; მე გასწავლით კარგ და სწორ გზას“. იეჰოვასა და მისი ხალხის ურყევი სიყვარულის მართლაც რომ ბრწყინვალე მაგალითია! (1 სამუელი 12:6—24). თქვენც მზად ხართ, მხარი დაუჭიროთ თეოკრატიულ ღონისძიებებს და ილოცოთ თანამორწმუნეებისთვის?
მიუხედავად იმისა, რომ სამუელის აზრით მეფის დაყენება კარგს არაფერს მოუტანდა ერს, ის დაემორჩილა იეჰოვას. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ამონელებს სძლია, სამუელმა გილგალში შეკრიბა ხალხი, რათა მათ თვალწინ გაემეფებინა საული (ისრაელის პირველი ორი მეფე
საული მოკრძალებული კაცი იყო, რომელსაც ღმერთი იწონებდა (1 სამუელი 9:21; 11:6). მაგრამ, დროთა განმავლობაში მან ღვთის ხელმძღვანელობა უგულებელყო. მაგალითად, ერთხელ სამუელმა გაკიცხა საული იმის გამო, რომ მას არ დაელოდა და თავად შესწირა მსხვერპლი, არადა იცოდა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა (1 სამუელი 13:10—14). როდესაც საულმა არად ჩააგდო ღვთის ბრძანება და არ მოკლა ამალეკელთა მეფე აგაგი, სამუელმა უთხრა მას: „დღეს გამოგგლიჯა იეჰოვამ ისრაელის მეფობა და შენს მოძმეს, შენზე უკეთესს მისცემს მას“. სამუელმა თავად მოკლა აგაგი, საულზე კი ძალიან დამწუხრდა (1 სამუელი 15:1—35).
ბოლოს იეჰოვამ სამუელს უთხრა: „როდემდე უნდა წუხდე საულზე? მე ხომ უარვყავი იგი, როგორც ისრაელის მეფე“. ამიტომ, იეჰოვამ სამუელი ბეთლემში გაგზავნა, რათა იესეს ერთ-ერთი ვაჟი ეცხო მეფედ. მართალია, სამუელი იესეს უფროს ვაჟებზე ფიქრობდა, რომ მათგან რომელიმე იქნებოდა ღვთის რჩეული, მაგრამ იეჰოვამ უმცროსი ვაჟი დავითი მოიწონა მეფედ. იმ დღეს სამუელმა მნიშვნელოვანი რამ ისწავლა: „ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:1—13).
საულის დაუმორჩილებლობამ ძალიან დაამწუხრა სამუელი, მაგრამ მისთვის უფრო მეტად ის იქნებოდა გულსატკენი, რომ საულმა იმდენად შეიძულა დავითი, რომ სასიკვდილოდ იმეტებდა. ამგვარი განსაცდელების მიუხედავად, უკვე ხანში შესული სამუელი ისევ აქტიურად ემსახურებოდა იეჰოვას და ყველაფერს აკეთებდა, რის გაკეთებაც შეეძლო (1 სამუელი 19:18—20).
სამუელის მაგალითი
როდესაც სამუელი მოკვდა, ისრაელმა დაიტირა ეს თავმდაბალი და შეუპოვარი წინასწარმეტყველი, რომელმაც მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა (1 სამუელი 25:1). სამუელი არასრულყოფილი ადამიანი იყო და დროდადრო ცდებოდა კიდეც. მიუხედავად ამისა, სამუელმა იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების მაგალითი დაგვიტოვა. ის ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ სხვებსაც დახმარებოდა, ღვთის ერთგულები ყოფილიყვნენ.
სამუელის დღეებიდან ჩვენს დრომდე მრავალი რამ შეიცვალა; მიუხედავად ამისა, მისი ცხოვრებიდან ბევრი მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეგვიძლია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამუელი შეუპოვრად იცავდა იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. თქვენც ასევე იქცევით?
[ჩარჩო 16 გვერდზე]
დაფიქრდით სამუელის ცხოვრებაზე
• სამუელის მშობლებმა მას ღვთის სიტყვა ასწავლეს. თქვენც „იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ შვილები (ეფესოელები 6:4).
• აღძარით შვილები, რომ სამუელის მსგავსად ცხოვრება იეჰოვას მსახურებას მიუძღვნან.
• სამუელი ღვთისმოსაწონ თვისებებს ავლენდა, რითაც სხვების სიყვარულს იმსახურებდა. ეს ჩვენთვის კარგი მაგალითია.
• სამუელი ყველაფერს აკეთებდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად. ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ.
[სურათი 15 გვერდზე]
სამუელი შეუპოვრად იცავდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და მზად იყო, სხვებს სულიერად დახმარებოდა.