არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საუკუნეს გადაცილებული ქალის აზრით აღსავსე ცხოვრება

საუკუნეს გადაცილებული ქალის აზრით აღსავსე ცხოვრება

საუკუნეს გადაცილებული ქალის აზრით აღსავსე ცხოვრება

ელინი შვედეთში მცხოვრები იმ 60 ადამიანის სიაშია, რომლებმაც 105 წელს მიაღწიეს ან გადააბიჯეს. თავად ელინი 105 წლისაა. მართალია, ის მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს, მაგრამ ჯანმრთელობა საშუალებას აძლევს, კვლავაც აქტიურად განაგრძოს იეჰოვას მსახურება — იმ გზით სიარული, რომელსაც 60-ზე მეტი წლის წინ დაადგა.

ელინი სხვებს ბიბლიის შესახებ ესაუბრება, რითაც ბაძავს პავლე მოციქულს, რომელიც შინაპატიმრობაშიც ქადაგებდა. ყველას, ვინც პავლეს მოსანახულებლად მიდიოდა, ის ღვთის სამეფოს შესახებ ესაუბრებოდა (საქმეები 28:16, 30, 31). ელინიც ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ სასიხარულო ცნობა გადასცეს დამლაგებლებს, სტომატოლოგებს, ექიმებს, პარიკმახერებს, მედდებსა თუ მათ, ვისაც მოხუცებულთა სახლში ხვდება. დროდადრო ელინის კრების წევრებს მასთან ბიბლიის შემსწავლელებიც მიჰყავთ, რათა ელინმა თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს მათ.

ელინის კრების წევრებს აოცებთ, რომ ის ყოველთვის ავლენს სხვებისადმი ინტერესს და არ კარგავს მხიარულ განწყობას. იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე მის შესახებ ამბობს: „მას მხედველობიდან არ რჩება კრების მიღწევები. მან იცის ყველა ბავშვისა და იმ მაუწყებლების სახელები, ვინც ბოლო დროს გადმოვიდა ჩვენს კრებაში“. ელინი სტუმართმოყვარეობით, იუმორის გრძნობითა და დადებითი განწყობითაც გამოირჩევა.

რა ეხმარება ელინს სიხარულის შენარჩუნებასა და იმაში, რომ აზრიანად იცხოვროს? ის ყოველდღე კითხულობს ბიბლიურ მუხლს იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული ბროშურიდან „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“. დღე არ გავა, რომ გამადიდებელი შუშის მეშვეობით ელინმა ბიბლია არ წაიკითხოს. ელინი რეგულარულად ემზადება იეჰოვას მოწმეთა ყოველკვირეული შეხვედრებისთვის და, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არ შეუძლია მათზე დასწრება, ამ შეხვედრების ჩანაწერებს ისმენს. ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის რეგულარული კითხვა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დაგვეხმარება, რომ ასაკის მიუხედავად კმაყოფილებითა და აზრით აღსავსე ცხოვრებით გავიხაროთ (ფსალმუნი 1:2; ებრაელები 10:24, 25).